ადამიანი ეტყობა ყველაფერს წინასწარ გრძნობს და მოსალოდნელი ხიფათი მის ქცევებში პოულობს ასახვას: იმ საბედისწერო დილას ადრიანად გამეღვიძა და როგორც კი თვალი გავახილე, სიმღერა წამოვიწყე. _რა გაბღავლებს? _მუჯლუგუნი წამკრა ცოლმა. _კი არ ვბღავი, ვმღერი, _შუბლი შევიკარი. _ “დილით იმღერებ საღამოს იტირებო~, _ყვავით დამჩხავლა ქალმა ძველი სიბრძნე.
სამსახურში რომ მივედი, წერილი დამხვდა. შემოსავლების სამსახური მატყობინებდა, რომ გადაეწყვიტათ ჩემი ბიზნესის რევიზია და უფლება მქონდა ამერჩია ~ალტერნატიული საგადასახადო შემოწმება~. შევშფოთდი და აღვშფოთდი. შევშფოთდი _ ფული უნდა დამაწერონ და ავღშფოთდი _ რაღა მე უნდა დამაწერონ?!
~ნუთუ, სამშობლოს ისე უჭირს რომ ჩემს პატარა ბიზნესს მოადგა გასაწეწად?!~ _ გავივლე გულში და ამ საქმეში გამოცდილ ახლობლებს დავურეკე.
_გაგწეწავენ!
_გაგწეწავენ!
_ალტერნატიული აირჩიე, ნაკლებად გაგწეწავს.
ყველაფერი გამიგია ალტერნატიული, სექსიც კი, მაგრამ საგადასახადო შემოწმება თუ იყო ალტერნატიული, აქამდე არ ვიცოდი. ახლობელთა რჩევით ამ უკანასკნელზე შევჩერდი და შემოსავლების სამსახურში წერილი ვაფრინე:
~ა ლ ტ ე რ ნ ა ტ ი უ ლ ი მ ი ნ დ ა ! ~
კარგი კანონი მიუღიათ, ალბათ, რევოლუციის კიდევ ერთი მონაპოვარი: შენს რევიზორს თვითონ ირჩევ.
ისტორიკოსი ვარ და ამ კანონმა ალტერნატიულის ფუძემდებლის ხალიფა ომარის რეფორმები გამახსენა: დიდი და მოწყალე ალაჰის მოადგილის ხალიფა ომარის ბრძანებით სიკვდილმისჯილს გარკვეული საფასურის გადახდის შემდეგ თვითონ შეეძლო ჯალათის არჩევა. საქმეში ჩაუხედავი იტყვის, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ჩამოგახრჩობსო, მაგრამ მთლად ასე არ არის. ხომ აქვს მნიშვნელობა, თოკი გასანთლულია თუ ხამი? გასანთლულს რომ გასაპნული სჯობს, ალბათ ამაშიც დამერწმუნებით.
სამი დღის შემდეგ მეწვია, მავანისგან რეკომენდირებული, ~ჩ ე მ ი ა ლ ტ ე რ ნ ა ტ ი უ ლ ი~. ოფისის კარზე მორიდებით დააკაკუნა, ჯერ თავი შემოყო და მერეღა შემოვიდა. მაშინვე თვალში მომხვდა მისი მაღლა აწეული თავი, აბზეკილი ცხვირი, პედანტის მანერები და ჰალსტუხი, რომელიც პატარა ღიპს ქვემოთ მიუყვებოდა და ლამის შარვლის უბეს სწვდებოდა.
~ახლა კი დაგერხა, ნოდარ!~ _ვუთხარი საკუთარ თავს, როცა მისი ტიპაჟი ბოლომდე აღვიქვი და ხელი გავუწოდე. მხნედ ჩამომართვა, მომიჭირა და ჩემმა უხეშმა მარჯვენამ იგრძნო მისი ხელის სიფაფუკეში დამალული სუსტი ძვლები და კიდევ უფრო დავფრთხი. ამ ტიპის ადამიანებთან მრავალგზის მქონია ურთიერთობა. მე მათ ვერ აღვწერ, მაგრამ თუ ის თქვენი ზემდგომია, შემიძლია გირჩიოთ, როგორ მოექცეთ და ეს რჩევები თეზისებადაც კი ჩამოგიყალიბოთ:
წესი N1 _თქვენ მასზე მაღალი არ ხართ _ უბრალოდ, გრძელი ხართ.
წესი N2 _ის მდიდარია, თქვენ_მათხოვარი, მაგრამ ნუ ელით მოწყალებას.
წესი N3_ის ჭკვიანია, ითამაშეთ ბრიყვი.
წესი N4 _იყავით ბრიყვი, მაგრამ ნუ იქნებით გულახდილი
წესი N5 _მისი მადლიერი უნდა იყოთ და ეს ხშირად აღნიშნეთ.
წესი N6 __ის არის დევი, ნუ ითამაშებთ ნაცარქექიას, რადგან ნაცარქექიაც ის არის. . წესი N7 _ იცინეთ, როცა ის იცინის, მაგრამ თქვენმა სიცილმა მის ხმას არ უნდა გადააჭარბოს.
წესი N8 _ როცა ის შუბლს შეიკრავს, თქვენ უნდა დაიბნეთ და თუ სახეზე სასოწარკვეთა გამოგესახებათ_მთლად უკეთესი.
წესი N9 _ის რჩევებს არ იძლევა, მაგრამ მოსწონს, როცა რჩევას სთხოვთ.
წესი N10 _ თუ შეგიძლიათ, არ იქონიოთ ურთიერთობა ასეთ კაცთან.
ამხელა ცოდნა-გამოცდილებით აღჭურვილი შევხვდი ჩემს შემმოწმებელს. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, დავარღვიე წესი N10 და მასთან ურთიერთობის ხელშეკრულებას ხელი მოვაწერე.
როცა ხელშეკრულების ტექსტს ვეცნობოდი, რომ იცოდეთ, როგორი მობუზული იჯდა... პატარა კაცი კიდევ უფრო დაპატარავდა, მაგრამ როგორც კი ჩემგან მომსახურების ათასხუთასი ლარი და ხელშეკრულებაზე ხელმოწერა მიიღო, ერთბაშად გაიზარდა, შუბლი შეიკრა, ფეხზე ადგა, ამაყად გაიარ-გამოიარა და მითხრა: _შემოწმება ხვალიდან დავიწყოთ, ამ მაგიდაზე წლების მიხედვით დამილაგეთ საბუთები, ცალცალკე დეკლარაციები, უწყისები და სალაროს წიგნები, ახლა კი წავიდეთ და ჩვენი ხელშეკრულება შემოსავლების სამსახურში დავარეგისტრიროთ. _წავიდეთ, _წავიბუტბუტე და გამახსენდა წესი N2. ~ვაიმე, ამან თუ ჩემი ჯიპი ნახა.~ _ მანქანით ხართ? _მკითხა, როცა კიბეები ჩავათავეთ. _ არა, _ ვიცრუე მე, _ახლავე ტაქსს გავაჩერებ. ჩემს ჯიპს გვერდით ჩავუარე და ~ტაქსი~ _ენერგიულად ვიყვირე. _ რამხელა ხმა გქონია, _თქვა და გაიცინა. გავითვალისწინე წესი N7 და მის სიცილს მეც ავყევი, დავასწარი, ტაქსის წინა კარი გამოვხსენი და ~სავარძელზე დავაბრძანე~.
გზაში ჯიბიდან სიგარეტი ~ელემი~ ამოიღო და მოუკიდა. მეც მომინდა მოწევა, მაგრამ წესმა N2-მა არ მომცა უფლება ჩემი რევიზორისთვის ~კენტი~ მეჩვენებინა და თავი შევიკავე.
მეორე დღეს სათანადოდ მოვემზადე: ერთი პიჯაკი მაქვს, მოდური, მაგრამ ზურგზე გახუნებული. ის ჩავიცვი, ჩემს ბიძაშვილს ჯიპი თავის ჯაბახანა ~ფორდ სიერაში~ დროებით გადავუცვალე, უბნის მაღაზიაში, რომლის მუდმივი კლიენტიც ვარ, უფილტრო სიგარეტი ~პრიმა~ შევიძინე და გამყიდველი გავაოცე. _ ნოდარ, არ გრცხვენია, პოსლეზე მოგცემ! _ გამომეკიდა ქალი ~კენტით~ ხელში.
სამსახურში მივედი თუ არა, ~ჩემი ალტერნატიულიც~ მოვიდა. მორჩილი, ხუთოსანი ბავშვივით დავულაგე საბუთები, რამდენიმე ბრიყვული შეკითხვაც მივეცი(წესი N3), შემდეგ დემონსტრაციულად ამოვაძრე ჩემი ჯიბეჩაგლეჯილი პიჯაკიდან პრიმა(წესი N2) და შევთავაზე. _არა, არა, _ დამცინავად გადმომხედა და ზუსტი, პედანტური მოძრაობით ~ელემი~ ამოიღო და მე დათრგუნული, შეშინებული თვალებით შევხედე(წესი N8), ბრიყული სახე მივიღე(წესი N4) და ვთქვი: _ კიდევ კარგი თქვენ მამოწმებთ და სხვა არა, თორემ სხვა ძალიან გამწეწავდა(წესი N5). _ შენ რა იცი, რომ მე არ გაგწეწავ? _ახითხითდა და მეც ავყევი(წესი N7). _ თქვენ ამას რატომ იზამთ, თქვენ ეს არ გჭირდებათ(წესი N6).
ერთი თვის განმავლობაში სწავლობდა ~ჩემი ალტერნატიული~ ჩემს საბუთებს და ბოლოს, როცა შემოწმების აქტი გამაცნო და მიბრძანა ხელი მომეწერა და ვნახე, რომ მაინცდამაინც არ გამწეწა, მივხვდი, რომ შეცდომა არ დამიშვია, როცა არ შევასრულე წესი N10.
~გაუმარჯოს ალაჰის მოადგილეს, დიდსა და მოწყალე ხალიფა ომარს და მისი საქმის დღევანდელ გამგრძელებლებს! გაუმარჯოს ყველაფერს ალტერნატიულს!~ _ვიყვირე ხმამაღლა, ერთი თვის დაგროვილი, წესებითა და ციფრებით დამტვერილი ჰაერი ერთბაშად ამოვისუნთქე და სახეზე ბედნიერი ღიმილი შემახმა.
სამართლიანი იყო ალაჰის თანაშემწე ხალიფა ომარი. მის დროს თურმე ერთი ალტერნატიული ჯალათი ცხოვრობდა, სახელად ალ მარუხი, კაცი თავისი საქმის უზადო მცოდნე და ხელოვანი. თურმე ისე ოსტატურად ჩამოახრჩობდა დამნაშავეს, რომ საიქიოს მიჰყვებოდა მიცვალებულს სახეზე ღიმილი და როცა თოკზე ეკიდა ბედნიერი სიკვდილმისჯილი, ცრემლად იღვრებოდა უბედური ჯალათი. ოცდაათ დინარს იღებდა ამ საქმეში თურმე ალ მარუხი. იმასაც ამბობენ, მისი ხელოვნების სანახავად ხალხი ნიშაბურიდან და თვით ჰამადანიდანაც კი ჩამოდიოდაო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
36. "სატირა ცხელი წყალია, იუმორი - თბილი შხაპი, მე თბილი წყალი მირჩევნია. ადამიანი კი არ უნდა დაწვა, ჭუჭყი უნდა ჩამობანო." - დუმბაძე
"თბილი წყალია" თქვენი ნაწერები)) +++++ "სატირა ცხელი წყალია, იუმორი - თბილი შხაპი, მე თბილი წყალი მირჩევნია. ადამიანი კი არ უნდა დაწვა, ჭუჭყი უნდა ჩამობანო." - დუმბაძე
"თბილი წყალია" თქვენი ნაწერები)) +++++
35. ვახ, რა კარგი "ალტერნატიული" იყოო! რა ზუსტად გაქვთ დაჭერილი ამ "ს გრიაზი ვ კნიაზი" მოხვედრილი სუბიექტების ხასიათი... პროზაში იყო კარგი "პორტრეტისტი" ნიშნავს ინტელექტს+გემოვნება+დაკვირვებული თვალი+იუმორი ... და ამ სასიამოვნო "კოქტეილს" მეუდაბნოვე ჰქვია... ვახ, რა კარგი "ალტერნატიული" იყოო! რა ზუსტად გაქვთ დაჭერილი ამ "ს გრიაზი ვ კნიაზი" მოხვედრილი სუბიექტების ხასიათი... პროზაში იყო კარგი "პორტრეტისტი" ნიშნავს ინტელექტს+გემოვნება+დაკვირვებული თვალი+იუმორი ... და ამ სასიამოვნო "კოქტეილს" მეუდაბნოვე ჰქვია...
33. ვაჰ, კაცო, აქამდე რატომ შემოვდიოდი ამ გვერდზე? :) ვაჰ, კაცო, აქამდე რატომ შემოვდიოდი ამ გვერდზე? :)
32. წერის ორიგინალური ენა და მცირე დოზით იუმორი, ყველაფერმა ამან კი ჯამში მოგვცა კარგი ნაწერი. :))) წერის ორიგინალური ენა და მცირე დოზით იუმორი, ყველაფერმა ამან კი ჯამში მოგვცა კარგი ნაწერი. :)))
31. ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
+2. მომწონს. ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
+2. მომწონს.
28. ვეთანხმები მტაცებელს, :) ეს იმდგეს წავიკითხე და ახლა გაფასებთ :)++ ვეთანხმები მტაცებელს, :) ეს იმდგეს წავიკითხე და ახლა გაფასებთ :)++
27. მომეწონა კარგი იუმორიტ არის დაწერილი სიმარტლე გიტხრა კარგა ვიცინე . ისე მაგრა გადარცენილხარ. იმედი მაქ კიდე ბევრ საინტერესოს დაწერ. ისე კი უტვინო კრიტიკოსები ცოტაგა დაგრცა მაგრამ უმაგატოდაც მოიწყენს კაცი. მომეწონა კარგი იუმორიტ არის დაწერილი სიმარტლე გიტხრა კარგა ვიცინე . ისე მაგრა გადარცენილხარ. იმედი მაქ კიდე ბევრ საინტერესოს დაწერ. ისე კი უტვინო კრიტიკოსები ცოტაგა დაგრცა მაგრამ უმაგატოდაც მოიწყენს კაცი.
26. ლაკონიურობა, დახვეწილი იუმორის გრძნობა, მწერლური ოსტატობა... 5! ლაკონიურობა, დახვეწილი იუმორის გრძნობა, მწერლური ოსტატობა... 5!
25. ეს წავიკითხე გარედან და მერე დამავიწყდა შეფასება :)
მეუდაბნოეეეეეეეე, მაპატიე +5! ეს წავიკითხე გარედან და მერე დამავიწყდა შეფასება :)
მეუდაბნოეეეეეეეე, მაპატიე +5!
24. წესი N1 _თქვენ მასზე მაღალი არ ხართ _ უბრალოდ, გრძელი ხართ.
წესი N2 _ის მდიდარია, თქვენ_მათხოვარი, მაგრამ ნუ ელით მოწყალებას.
წესი N3_ის ჭკვიანია, ითამაშეთ ბრიყვი.
წესი N4 _იყავით ბრიყვი, მაგრამ ნუ იქნებით გულახდილი
წესი N5 _მისი მადლიერი უნდა იყოთ და ეს ხშირად აღნიშნეთ.
წესი N6 __ის არის დევი, ნუ ითამაშებთ ნაცარქექიას, რადგან ნაცარქექიაც ის არის. . წესი N7 _ იცინეთ, როცა ის იცინის, მაგრამ თქვენმა სიცილმა მის ხმას არ უნდა გადააჭარბოს.
წესი N8 _ როცა ის შუბლს შეიკრავს, თქვენ უნდა დაიბნეთ და თუ სახეზე სასოწარკვეთა გამოგესახებათ_მთლად უკეთესი.
წესი N9 _ის რჩევებს არ იძლევა, მაგრამ მოსწონს, როცა რჩევას სთხოვთ.
წესი N10 _ თუ შეგიძლიათ, არ იქონიოთ ურთიერთობა ასეთ კაცთან.
დასამახსოვრებელია... წესი N1 _თქვენ მასზე მაღალი არ ხართ _ უბრალოდ, გრძელი ხართ.
წესი N2 _ის მდიდარია, თქვენ_მათხოვარი, მაგრამ ნუ ელით მოწყალებას.
წესი N3_ის ჭკვიანია, ითამაშეთ ბრიყვი.
წესი N4 _იყავით ბრიყვი, მაგრამ ნუ იქნებით გულახდილი
წესი N5 _მისი მადლიერი უნდა იყოთ და ეს ხშირად აღნიშნეთ.
წესი N6 __ის არის დევი, ნუ ითამაშებთ ნაცარქექიას, რადგან ნაცარქექიაც ის არის. . წესი N7 _ იცინეთ, როცა ის იცინის, მაგრამ თქვენმა სიცილმა მის ხმას არ უნდა გადააჭარბოს.
წესი N8 _ როცა ის შუბლს შეიკრავს, თქვენ უნდა დაიბნეთ და თუ სახეზე სასოწარკვეთა გამოგესახებათ_მთლად უკეთესი.
წესი N9 _ის რჩევებს არ იძლევა, მაგრამ მოსწონს, როცა რჩევას სთხოვთ.
წესი N10 _ თუ შეგიძლიათ, არ იქონიოთ ურთიერთობა ასეთ კაცთან.
დასამახსოვრებელია...
23. მეუდაბნოვე, მე მგონი, ჩემი ალტერნატიული კიდევ ეს საიტია. :))) მეუდაბნოვე, მე მგონი, ჩემი ალტერნატიული კიდევ ეს საიტია. :)))
22. აზგო, ძალიან დიდი სურვილი მაქვს ელემენტარული წესები ისწავლო ამხელა უზრდელმა კაცმა და ლიტერატურაზე მერე ილაპარაკო.
არ გავიდნენ თავს ეს ოთხასოიანი სულელები,ნამდვილ სახელს და გვარს რომ ვერ ამხელენ და ისე "ებლატავებიან" ქალებს.
და მაგ "პოლიგლოტურ" გამოხტომას გადაგახევდნენ თავზე, რომ იცოდნენ სინამდვილეში ვინ ხარ.
მართლა მიყენდი უკვე.
ბოდიშის მოხდით ავტორთან. ნაწარმოებს აუცილებლად მოვუბრუნდები.
სხვათა შორის, მეც ხშირად მომიწოდებდა ადმინისტრაცია გაკეთილშობილებისკენ უწყინარი ხუმრობების გამო და...რა ვიცი, გვერდითა პორტალზე აზგოს აღარ შეესვლელება მსგავსი გამოხტომების გამო. აზგო, ძალიან დიდი სურვილი მაქვს ელემენტარული წესები ისწავლო ამხელა უზრდელმა კაცმა და ლიტერატურაზე მერე ილაპარაკო.
არ გავიდნენ თავს ეს ოთხასოიანი სულელები,ნამდვილ სახელს და გვარს რომ ვერ ამხელენ და ისე "ებლატავებიან" ქალებს.
და მაგ "პოლიგლოტურ" გამოხტომას გადაგახევდნენ თავზე, რომ იცოდნენ სინამდვილეში ვინ ხარ.
მართლა მიყენდი უკვე.
ბოდიშის მოხდით ავტორთან. ნაწარმოებს აუცილებლად მოვუბრუნდები.
სხვათა შორის, მეც ხშირად მომიწოდებდა ადმინისტრაცია გაკეთილშობილებისკენ უწყინარი ხუმრობების გამო და...რა ვიცი, გვერდითა პორტალზე აზგოს აღარ შეესვლელება მსგავსი გამოხტომების გამო.
21. გამაცინეეეეეე. . . რა მოდაშია ეს ალტერნატიულები? თავიდანვე კარგ ხასიათზე დამაყენა, ალბათ იქიდან გამომდინარე, რომ მეც ამ გაწამაწიაში ვარ ჩართული. :) კარგი იყო!!! გამაცინეეეეეე. . . რა მოდაშია ეს ალტერნატიულები? თავიდანვე კარგ ხასიათზე დამაყენა, ალბათ იქიდან გამომდინარე, რომ მეც ამ გაწამაწიაში ვარ ჩართული. :) კარგი იყო!!!
20. რა კარგი იყოო...ორაზროვანი...ბრძნული...დახვეწილი...არაფერი ზედმეტი... მომეჩვენა თითქოს ბატონ მიშას მასტერკლასი იგრძნობოდა, შეიძლება უბრალოდ მომეჩვენა...:) ძალიან კი მომეწონა და...5555 რა კარგი იყოო...ორაზროვანი...ბრძნული...დახვეწილი...არაფერი ზედმეტი... მომეჩვენა თითქოს ბატონ მიშას მასტერკლასი იგრძნობოდა, შეიძლება უბრალოდ მომეჩვენა...:) ძალიან კი მომეწონა და...5555
19. კრავაი, გითხარი დააყენე მეთქი მუნდი, თორემ იმდენს იზამ, რაღაცა მართლა მოგხვდება შიგ! კრავაი, გითხარი დააყენე მეთქი მუნდი, თორემ იმდენს იზამ, რაღაცა მართლა მოგხვდება შიგ!
18. მომეწონა, ხალისით იკითხება და ჭკუის სასწავლიცაა:) მომეწონა, ხალისით იკითხება და ჭკუის სასწავლიცაა:)
17. "~ნუთუ, სამშობლოს ისე უჭირს რომ ჩემს პატარა ბიზნესს მოადგა გასაწეწად?!~ _ გავივლე გულში..." უჭირს , თან როგორ!...
სამაგიეროდ, მშვენიერი ალტერნატიული მეთოდი მოვძებნეთ თავის დასაღწევად...მართალია, გარკვეული წესების დაცვა მოგვიხდა, მაგრამ მაინც "გაუმარჯოს ალაჰის მოადგილეს, დიდსა და მოწყალე ხალიფა ომარს და მისი საქმის დღევანდელ გამგრძელებლებს! გაუმარჯოს ყველაფერს ალტერნატიულს!~
მშვენიერია! არც სიმწვავე აკლია, არც იუმორი.
(ისე, "პრიმა" ეგებ მართლა შეგვეცვალა, თვალშისაცემია...და ისევ იყიდება ეგ სიგარეტი?) "~ნუთუ, სამშობლოს ისე უჭირს რომ ჩემს პატარა ბიზნესს მოადგა გასაწეწად?!~ _ გავივლე გულში..." უჭირს , თან როგორ!...
სამაგიეროდ, მშვენიერი ალტერნატიული მეთოდი მოვძებნეთ თავის დასაღწევად...მართალია, გარკვეული წესების დაცვა მოგვიხდა, მაგრამ მაინც "გაუმარჯოს ალაჰის მოადგილეს, დიდსა და მოწყალე ხალიფა ომარს და მისი საქმის დღევანდელ გამგრძელებლებს! გაუმარჯოს ყველაფერს ალტერნატიულს!~
მშვენიერია! არც სიმწვავე აკლია, არც იუმორი.
(ისე, "პრიმა" ეგებ მართლა შეგვეცვალა, თვალშისაცემია...და ისევ იყიდება ეგ სიგარეტი?)
16. ბრწყინვალეა. სიბრძნე, გონიერება ----მსუბუქი იუმორითაა მოტანილი.
ასეთი ნაწერი ზრდის მკითხველს,
აზგოს საშველი არაა, მაინც! ბრწყინვალეა. სიბრძნე, გონიერება ----მსუბუქი იუმორითაა მოტანილი.
ასეთი ნაწერი ზრდის მკითხველს,
აზგოს საშველი არაა, მაინც!
15. კარგია. ცოტა "პრიმა" მომხვდა ყურში _ მეტისმეტია...
კარგია. ცოტა "პრიმა" მომხვდა ყურში _ მეტისმეტია...
14. ღიმილით ჩავიკითხე :))) ჰოოდა, ეს ალტერნატიული აუდიტი ძალიანაც კარგი მიგნებაა ბატონო მეუდაბნოვევ... აღარ ჩავუღრმავდები საკითხს, უბრალოდ ფირმის მეპატრონის პოზიცია ძალიან კარგადაა დაფიქსირებული (იქნებ პირადად თქვენიც) მე ხომ ვიცი :))) ამიტომ +2. ღიმილით ჩავიკითხე :))) ჰოოდა, ეს ალტერნატიული აუდიტი ძალიანაც კარგი მიგნებაა ბატონო მეუდაბნოვევ... აღარ ჩავუღრმავდები საკითხს, უბრალოდ ფირმის მეპატრონის პოზიცია ძალიან კარგადაა დაფიქსირებული (იქნებ პირადად თქვენიც) მე ხომ ვიცი :))) ამიტომ +2.
12. ყველა წინა კომენტატორს ვეთანხმები და იმას დავამატებ, რომ ძალიან დიდ პატივს გცემთ! 5! ყველა წინა კომენტატორს ვეთანხმები და იმას დავამატებ, რომ ძალიან დიდ პატივს გცემთ! 5!
10. ეს რომ გვასწავლის რა არის პროზა... კაცი რომელიც თურმე რადიოში კითხულობს წიგნებს და თან ყურძენს წურავს.. არომატნი ღვინო გამოდის თურმე ნუ იტყვი რააა აქაური. 2012-05-06 01:18:32
ნამდვილად არ არის ეს პოსტი"აქაური" ეს რომ გვასწავლის რა არის პროზა... კაცი რომელიც თურმე რადიოში კითხულობს წიგნებს და თან ყურძენს წურავს.. არომატნი ღვინო გამოდის თურმე ნუ იტყვი რააა აქაური. 2012-05-06 01:18:32
ნამდვილად არ არის ეს პოსტი"აქაური"
9. ეს რომ გვასწავლის რა არის პროზა... კაცი რომელიც თურმე რადიოში კითხულობს წიგნებს და თან ყურძენს წურავს.. არომატნი ღვინო გამოდის თურმე ნუ იტყვი რააა ეს რომ გვასწავლის რა არის პროზა... კაცი რომელიც თურმე რადიოში კითხულობს წიგნებს და თან ყურძენს წურავს.. არომატნი ღვინო გამოდის თურმე ნუ იტყვი რააა
8. პირველად სწორად გიფიქრია, პროზა ცოტა სხვანაირადაა. მით უმეტეს, შენ იცი. პირველად სწორად გიფიქრია, პროზა ცოტა სხვანაირადაა. მით უმეტეს, შენ იცი.
7. ჰო, მიყვარს აქ =) ჰო, მიყვარს აქ =)
6. უწესობაა,ასეთი დიდხნიანი დაკარგვა საიტიდან..:) (როცა გელოდებიან)
მე გამიხარდი.. არაფრისმთქმელი--5 უწესობაა,ასეთი დიდხნიანი დაკარგვა საიტიდან..:) (როცა გელოდებიან)
მე გამიხარდი.. არაფრისმთქმელი--5
5. მადლობა, ქალბატონო ტენდი. მადლობა, ქალბატონო ტენდი.
4. ჯონათან, როგორ გამიხარდა, რომ მოგეწონა. მეუდაბნოვე ჩემი რჩეული ავტორია. :) ჯონათან, როგორ გამიხარდა, რომ მოგეწონა. მეუდაბნოვე ჩემი რჩეული ავტორია. :)
3. გონიერი კაცი ჩანს ეს ბიზნესმენი, იმიტომაც ჰყავს "ჯიპი" და ეწევა "კენტს":) ხალიფა ომარიც ძალიან მოუხდა ამ ამბავს. გონიერი კაცი ჩანს ეს ბიზნესმენი, იმიტომაც ჰყავს "ჯიპი" და ეწევა "კენტს":) ხალიფა ომარიც ძალიან მოუხდა ამ ამბავს.
2. და სწორი გადაწყვეტილებაც მიგიღია. მე ეს მოტხრობა მომწონს ძალიან. განსაკუთრებით მომეწონა "წესები" მერე იმ წესების "გახსენება" მოქმედებების თანამიმდევრობით. :) ფინალიც ძალიან კარგია. :)
პატივისცემით: ტენდი. 5 და სწორი გადაწყვეტილებაც მიგიღია. მე ეს მოტხრობა მომწონს ძალიან. განსაკუთრებით მომეწონა "წესები" მერე იმ წესების "გახსენება" მოქმედებების თანამიმდევრობით. :) ფინალიც ძალიან კარგია. :)
პატივისცემით: ტენდი. 5
1. დიდი მერყეობისა და კონსულტაციების შემდეგ დავდე პროზაში და არა იუმორში. დიდი მერყეობისა და კონსულტაციების შემდეგ დავდე პროზაში და არა იუმორში.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|