იქ გაემართათ ტაშ-ფანდურა და იქვე მიეზიდათ ყმაწვილი ბიჭები, რომელნიც გატაცებით შესცქეროდნენ ლაზათით სავსე მოლეკურე ქალებს. ალექსანდრე ყაზბეგი
ნინო ჩქარეულს
შავთვალქალავ, ქალაშავავ,* თოლწარმტაცად მოლეკურევ, გულზე ვარდი გადიშალე, მხრებზე ნამად მომეპკურე!
დაგელოცოს მზე და მთორე, ჩაჩოქილო აშარ თერგთან. მომენდე და ამათრთოლე, ჩემო ყველავ, ჩემო ერთავ!
სხივთ ნაწნავნი ჩაიწენი, კერას მადლი მიაშუქე, ცხენ დეზსა ვკარ, შაიგრძენი ჩემი სვე და სიჩაუქე!
შენთვის მწვერვალებს შავები, შეხიზნულო კლდეს ნადირო, არცა რაი დაშავდების, გადმახტე და მეშაირო!
ნეტარებით გაპობილი ბაგისათვის თაფლის მწდეო! გიხმობს ცისკენ კვლავ დობილი, ვარსკვლავს როგორ შამაგწვდეო?!
ვერ ვემთხვევი მე შენს ლეჩაქს, თეთრსა, ვითა მყინვარწვერსა, ზოვმა ხევში გადამჩეხა და სიკვდილმა მიალერსა.
შენ არ შაკრთე, მადლიანო, თოლწარმტაცად მოლეკურევ, გადმამხედე მადიანად და საკმევლად მომეპკურე.
ქალაშავა _ (მოხევ.დიალექ.) საბრალო ქალი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. მადლობა! :) მადლობა! :)
18. მადლობა! :) მადლობა! :)
17. აპლოდისმენტები++ აპლოდისმენტები++
16. ვიკატერინეე! <3 ვიკატერინეე! <3
15. ვერ ვემთხვევი მე შენს ლეჩაქს, თეთრსა, ვითა მყინვარწვერსა, ზოვმა ხევში გადამჩეხა და სიკვდილმა მიალერსა.
5 :)* ვერ ვემთხვევი მე შენს ლეჩაქს, თეთრსა, ვითა მყინვარწვერსა, ზოვმა ხევში გადამჩეხა და სიკვდილმა მიალერსა.
5 :)*
14. დიდი მადლობა! მეც დაგახვედრებთ ჩემს კეთილ სურვილებს! :) დიდი მადლობა! მეც დაგახვედრებთ ჩემს კეთილ სურვილებს! :)
13. დავტოვებ აქ კეთიულ სურვილებს და ჩემ მოწონებას დავტოვებ აქ კეთიულ სურვილებს და ჩემ მოწონებას
12. დიდი მადლობა, მუხა! კარგი მეგობარი ხარ. :) შობა-ახალ წელს გილოცავ, მრავალს დაესწარი ბედნიერად! :) დიდი მადლობა, მუხა! კარგი მეგობარი ხარ. :) შობა-ახალ წელს გილოცავ, მრავალს დაესწარი ბედნიერად! :)
11. რა ლამაზია, რა მონუსხული და გულში ჩასახუტებული ლექსი და შენც ლამაზო ავტორო, სულ ასე ლამაზად და სატრფიალოდ გელექსოს. რა ლამაზია, რა მონუსხული და გულში ჩასახუტებული ლექსი და შენც ლამაზო ავტორო, სულ ასე ლამაზად და სატრფიალოდ გელექსოს.
10. დიდი, დიდი, დიდი მადლობა ყველას! :) შობა-ახალ წელს გილოცავთ! დიდხან იცოცხლასთ! :) დიდი, დიდი, დიდი მადლობა ყველას! :) შობა-ახალ წელს გილოცავთ! დიდხან იცოცხლასთ! :)
9. განსხვავებული და კარგი:)) განსხვავებული და კარგი:))
7. ვახ, რა კარგია! +2 ვახ, რა კარგია! +2
6. კარგ ხარ ქალავ! ;) მრავალ ახალ წელს. :-* კარგ ხარ ქალავ! ;) მრავალ ახალ წელს. :-*
5. შენსავით ლამაზია.+++++ შენსავით ლამაზია.+++++
4. :) დიდი მადლობა ორივეს! შობა-ახალ წელს გილოცავთ! მრავალს დაესწარით ბედნიერად! დღევანდელი დღე ძალიან ბედნიერია ჩემთვის: ჩემი პატრიარქი დაიბადა! <3 :) დიდი მადლობა ორივეს! შობა-ახალ წელს გილოცავთ! მრავალს დაესწარით ბედნიერად! დღევანდელი დღე ძალიან ბედნიერია ჩემთვის: ჩემი პატრიარქი დაიბადა! <3
3. ყოჩაღ, მომეწონა :) ყოჩაღ, მომეწონა :)
2. ყოჩაღ, მომეწონა :) ყოჩაღ, მომეწონა :)
1. დაგელოცოს მზე და მთორე, ჩაჩოქილო აშარ თერგთან. მომენდე და ამათრთოლე, ჩემო ყველავ, ჩემო ერთავ! ლამაზი სატრფიალოა ვიკა...:-* ყოჩაღ! 5 მიყვარს მოხევური და ხევსურული კილო... ტრფიალი..
ჩაძინებულს რომ გნახვიდე, შვლისნუკრის თვალებიანო, ახლოს მოსვლას ვერ შავბედავ გული არ შაგიფრთხიალო.... აი, ამ სიმღერაზე კი უბრალოდ ვგიჟდებიიი..:) დაგელოცოს მზე და მთორე, ჩაჩოქილო აშარ თერგთან. მომენდე და ამათრთოლე, ჩემო ყველავ, ჩემო ერთავ! ლამაზი სატრფიალოა ვიკა...:-* ყოჩაღ! 5 მიყვარს მოხევური და ხევსურული კილო... ტრფიალი..
ჩაძინებულს რომ გნახვიდე, შვლისნუკრის თვალებიანო, ახლოს მოსვლას ვერ შავბედავ გული არ შაგიფრთხიალო.... აი, ამ სიმღერაზე კი უბრალოდ ვგიჟდებიიი..:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|