ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექზა
ჟანრი: პოეზია
21 მაისი, 2012


მე უფრო

ნუ მეჩხუბები, ზედმეტსაც ნუ მთხოვ,
მე ხომ კაცი ვარ, ნაკლებით სავსე.
მე შენ მიყვარხარ უფრო და უფრო,
მე შენ მიყვარხარ ისეც და ასეც.

ნუ მსაყვედურობ ამ ხშირ დუმილსაც,
– მზერით თუ ვცდილობ, რომ დაგეუფლო.
მინდა გჯეროდეს სიყვარულისა,
– ვიცი გიყვარვარ, მაგრამ მე უფრო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები