ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკა ჭელიძე
ჟანრი: პოეზია
9 ივნისი, 2012


მე-დე ,შენ-და (ჩემს დას ხატიას)

ოცის ხარ უკვე,წლები სწრაფად გასულა...თითქოს,
შენი თვალები მაინც ბავშვურ სურვილებს მალავს,
გიყურებ ახლა,ჩუმად ჩემთვის ვნატრობ მე იმ დროს
სულ თოთო ბავშვი,რომ მეჭირე და თითქოს ამას
იმიტომ ვნატრობ,ძველებურად გეფერო მინდა
ისევ ისეთი თბილი ხელით და წრფელი გულით
მოვიდე შენთან და გითხრა,რომ ცხოვრება ღირდა
შენ რომ ოცი წლის დამენახე და არის რთული
ვიმართლო თავი,რომ ასეთი ცივი ვარ ზოგჯერ
უკვე დიდი ხარ ,უხერხული იქნება ალბათ
რომ ისევ ისე მოგეფერო რომ წლები თოვდნენ
და ასე წლები მოგყვებოდნენ ფეხდაფეხ ლაღად...

ოცის ხარ უკვე,წლები სწრაფად გასულა...თითქოს,
შენი თვალები მაინც ბავშვურ სურვილებს მალავს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები