 | ავტორი: დარო ჟანრი: პოეზია 19 ივნისი, 2012 |
როგორ უცებ გაერიდნენ პოეტები რითმებს, როგორ უცებ შემოეძარცვა ლექსს წყვილ-წყვილად აცმული ფერად-ფერადი მძივები. ნეტა რაღას იტყოდნენ ძმები ხელში ,,ცისფერი ყანწებით"? თუმც არც ახლაა ზედმეტი ე.წ. თეორია, არც მამუკა ბარათაშვილის ჭაშნიკი- სწავლა ლექსის თქმისა. არც ეპიგონებს დასჭირდებათ სხვათა რითმის გადაკეთ-გადმოკეთება და არც უსახურ ფოლადის ყალიბში გადატანა, არც გალაკტიონის ლექსის ჯიბეში ხელის ჩაყოფა. არც შეაშფოთებთ მეფე პოეტის ადევნებული ხმა: -,,ჩემია ძამიკო, ჩემი!" და აღარ ვიცი, პოეზიის უფაქიზეს ორომტრიალში გარიჟრაჟდა თუ... მოსაღამოვდა!
მე, მისი მონა-მორჩილი და მისივ მხევალი, ანას ლამაზი მეგობარივით ვიხსენებ რითმებს, მტრედმა ფრთები რომ მოუტანა და... ყუჩად დატოვა. და მაინც, როგორ უცებ გაერიდნენ პოეტები რითმებს, არავინ იცის, დროებით თუ, სამარადისოდ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. ამ ნაწრის თემა,იდეა და მიზანდასახულობა აბსოლუტურად გასაგებია,გიერთდები ავტორო."ურითმო პოეტი" არ არსებობს!არსებობს ურითმო პროზაიკოსი.ჩემი ერთი რჩევა ის იქნება რომ შენც შეეცადე წერო რითმიანად.+ ამ ნაწრის თემა,იდეა და მიზანდასახულობა აბსოლუტურად გასაგებია,გიერთდები ავტორო."ურითმო პოეტი" არ არსებობს!არსებობს ურითმო პროზაიკოსი.ჩემი ერთი რჩევა ის იქნება რომ შენც შეეცადე წერო რითმიანად.+
10. არ არის ეს პროზა. ეს არის პოეზია. მე ძალიან მომეწონა. არ არის ეს პროზა. ეს არის პოეზია. მე ძალიან მომეწონა.
9. ნათია, დიდად საჭიროდ არ ვთვლი გაუთავებელი კითხვა პასუხის რეჟიმში ვეხმიანებოდეთ ერთმანეთს, მაგრამ ამჯერადაც ასე იყოს. მომწონს თავმდაბლობა, როცა ამბობთ: ,,მე შეიძლება ვერ ვწერ სათანადოდ..." გაგეცანით და გამადიდებელი შუშის გარეშეც ვნახე, რომ კარგად გეწერებათ. ხომ იცით, პოეტს სანამ ნიჭი შესწევს, უნდა იპოეტოსო. ჩემი სიტყები არ არის და გასაკრიტიკებლად ფრაზას ნუ მონიშნავ. ჩვენმა ერთმა კლასიკოსმა ბრძანა ასე. და მეც ამ ნიჭის სრულფასოვან რეალიზებას გისურვებ. კრიტიკა კი სხვა საქმეა, ყველა პოეტი ვერ გახდება კრიტიკოსი, ისე როგორც ყველა კრიტიკოსი არაა ვალდებული, იპოეტოს. ვერ გასიამოვნებ და გეტყვი, რომ ტენდენციური შემფასებელი ხართ და თუ სპეციალურ სახელმძღვანელოს მოიშველიებ მხატვრული ნაწარმოების შეფასების კრიტერიუმების განსასზღვრად, ვფიქრობ, ძალიან წაგადგებათ. თეორიული საკითხების ზედმიწევნით ცოდნაც არ გვაწყენდა, როცა ვერლიბრსა და პროზაზეა საუბარი, მითუმეტეს, ორივე ჟანრს თანაბრად ემსახურებით. და კიდევ ერთი, მეკითხებით - ,, ვერლიბრს ებრძვით პროზით? :)'', -რა ბრძოლაზე წერთ? როგორც ჩანს, ალაგ კარგადაც ვერ წავიკითხეთ. სიახლე ლექსში-ამასაც შევეხოთ, ,,მე ვარ ბალახი"...განსაკუთრებით ეს მომეწონა თქვენგან. ძალიან შთამბეჭდავია. დიდი სიამოვნებით წავიკითხე. მაგრამ თუ თქვენსავით განვეწყობი, ვიტყვი ,,რამე სიახლე არის აქ? :) ", რაც ქართულ პოეზიაში არ თქმულა და არ გაგონილა. ძალიან შორს წაგვიყვანს... ნათია, დიდად საჭიროდ არ ვთვლი გაუთავებელი კითხვა პასუხის რეჟიმში ვეხმიანებოდეთ ერთმანეთს, მაგრამ ამჯერადაც ასე იყოს. მომწონს თავმდაბლობა, როცა ამბობთ: ,,მე შეიძლება ვერ ვწერ სათანადოდ..." გაგეცანით და გამადიდებელი შუშის გარეშეც ვნახე, რომ კარგად გეწერებათ. ხომ იცით, პოეტს სანამ ნიჭი შესწევს, უნდა იპოეტოსო. ჩემი სიტყები არ არის და გასაკრიტიკებლად ფრაზას ნუ მონიშნავ. ჩვენმა ერთმა კლასიკოსმა ბრძანა ასე. და მეც ამ ნიჭის სრულფასოვან რეალიზებას გისურვებ. კრიტიკა კი სხვა საქმეა, ყველა პოეტი ვერ გახდება კრიტიკოსი, ისე როგორც ყველა კრიტიკოსი არაა ვალდებული, იპოეტოს. ვერ გასიამოვნებ და გეტყვი, რომ ტენდენციური შემფასებელი ხართ და თუ სპეციალურ სახელმძღვანელოს მოიშველიებ მხატვრული ნაწარმოების შეფასების კრიტერიუმების განსასზღვრად, ვფიქრობ, ძალიან წაგადგებათ. თეორიული საკითხების ზედმიწევნით ცოდნაც არ გვაწყენდა, როცა ვერლიბრსა და პროზაზეა საუბარი, მითუმეტეს, ორივე ჟანრს თანაბრად ემსახურებით. და კიდევ ერთი, მეკითხებით - ,, ვერლიბრს ებრძვით პროზით? :)``, -რა ბრძოლაზე წერთ? როგორც ჩანს, ალაგ კარგადაც ვერ წავიკითხეთ. სიახლე ლექსში-ამასაც შევეხოთ, ,,მე ვარ ბალახი"...განსაკუთრებით ეს მომეწონა თქვენგან. ძალიან შთამბეჭდავია. დიდი სიამოვნებით წავიკითხე. მაგრამ თუ თქვენსავით განვეწყობი, ვიტყვი ,,რამე სიახლე არის აქ? :) ", რაც ქართულ პოეზიაში არ თქმულა და არ გაგონილა. ძალიან შორს წაგვიყვანს...
8. ნათია, დიდად საჭიროდ არ ვთვლი გაუთავებელი კითხვა პასუხის რეჟიმში ვეხმიანებოდეთ ერთმანეთს, მაგრამ ამჯერადაც ასე იყოს. მომწონს თავმდაბლობა, როცა ამბობთ: ,,მე შეიძლება ვერ ვწერ სათანადოდ..." გაგეცანით და გამადიდებელი შუშის გარეშეც ვნახე, რომ კარგად გეწერებათ. ხომ იცით, პოეტს სანამ ნიჭი შესწევს, უნდა იპოეტოსო. ჩემი სიტყები არ არის და გასაკრიტიკებლად ფრაზას ნუ მონიშნავ. ჩვენმა ერთმა კლასიკოსმა ბრძანა ასე. და მეც ამ ნიჭის სრულფასოვან რეალიზებას გისურვებ. კრიტიკა კი სხვა საქმეა, ყველა პოეტი ვერ გახდება კრიტიკოსი, ისე როგორც ყველა კრიტიკოსი არაა ვალდებული, იპოეტოს. ვერ გასიამოვნებ და გეტყვი, რომ ტენდენციური შემფასებელი ხართ და თუ სპეციალურ სახელმძღვანელოს მოიშველიებ მხატვრული ნაწარმოების შეფასების კრიტერიუმების განსასზღვრად, ვფიქრობ, ძალიან წაგადგებათ. თეორიული საკითხების ზედმიწევნით ცოდნაც არ გვაწყენდა, როცა ვერლიბრსა და პროზაზეა საუბარი, მითუმეტეს, ორივე ჟანრს თანაბრად ემსახურებით. და კიდევ ერთი, მეკითხებით - ,, ვერლიბრს ებრძვით პროზით? :)'', -რა ბრძოლაზე წერთ? როგორც ჩანს, ალაგ კარგადაც ვერ წავიკითხეთ. ნათია, დიდად საჭიროდ არ ვთვლი გაუთავებელი კითხვა პასუხის რეჟიმში ვეხმიანებოდეთ ერთმანეთს, მაგრამ ამჯერადაც ასე იყოს. მომწონს თავმდაბლობა, როცა ამბობთ: ,,მე შეიძლება ვერ ვწერ სათანადოდ..." გაგეცანით და გამადიდებელი შუშის გარეშეც ვნახე, რომ კარგად გეწერებათ. ხომ იცით, პოეტს სანამ ნიჭი შესწევს, უნდა იპოეტოსო. ჩემი სიტყები არ არის და გასაკრიტიკებლად ფრაზას ნუ მონიშნავ. ჩვენმა ერთმა კლასიკოსმა ბრძანა ასე. და მეც ამ ნიჭის სრულფასოვან რეალიზებას გისურვებ. კრიტიკა კი სხვა საქმეა, ყველა პოეტი ვერ გახდება კრიტიკოსი, ისე როგორც ყველა კრიტიკოსი არაა ვალდებული, იპოეტოს. ვერ გასიამოვნებ და გეტყვი, რომ ტენდენციური შემფასებელი ხართ და თუ სპეციალურ სახელმძღვანელოს მოიშველიებ მხატვრული ნაწარმოების შეფასების კრიტერიუმების განსასზღვრად, ვფიქრობ, ძალიან წაგადგებათ. თეორიული საკითხების ზედმიწევნით ცოდნაც არ გვაწყენდა, როცა ვერლიბრსა და პროზაზეა საუბარი, მითუმეტეს, ორივე ჟანრს თანაბრად ემსახურებით. და კიდევ ერთი, მეკითხებით - ,, ვერლიბრს ებრძვით პროზით? :)``, -რა ბრძოლაზე წერთ? როგორც ჩანს, ალაგ კარგადაც ვერ წავიკითხეთ.
7. სანამ ისევ მიპასუხებდეს ავტორი, როგორც დუმილას უპასუხა -ჩემით ვიტყვი: მე შეიძლება ვერ ვწერ სათანადოდ, მაგრამ ვთვლი, რომ კარგი მკითხველი ვარ.
ახლა შეკითხვა თავად ავტორს :გარდა "უფაქიზესი ორომტრიალისა", რამე სიახლე არის აქ? :) უი, მგონი, ეგ სიტყვათშეთანხმება სხვა ნაწერშიც გქონდათ.
ვერლიბრს ებრძვით პროზით? :) სანამ ისევ მიპასუხებდეს ავტორი, როგორც დუმილას უპასუხა -ჩემით ვიტყვი: მე შეიძლება ვერ ვწერ სათანადოდ, მაგრამ ვთვლი, რომ კარგი მკითხველი ვარ.
ახლა შეკითხვა თავად ავტორს :გარდა "უფაქიზესი ორომტრიალისა", რამე სიახლე არის აქ? :) უი, მგონი, ეგ სიტყვათშეთანხმება სხვა ნაწერშიც გქონდათ.
ვერლიბრს ებრძვით პროზით? :)
6. მე რამდენად გემოვნებიანი ვარ ან არ ვარ ან რამდენად ვერკვევი ან ვერ ვერკვევი სალექსო ფორმაში, ნამდვილად არ ცვლის იმას თუ რა ღირებულებების მატარებელია ეს თქვენი ნაწერი. იმაზე აღარაფერს გეტყვით თუ რამდენად ეთიკური და ადამიანურია თქვენი პასუხი ჩემს აქაურ კომენტარზე ან თქვენი კომენტარი ჩემს ერთ-ერთ ლექსზე. უბრალოდ რადგან ქალი ხართ დავივიწყებ.
ისე სანამ სხვის თვალში ბეწვს მოძებნიდეთ იქნებ საკუთარში გეპოვნათ დირე მე რამდენად გემოვნებიანი ვარ ან არ ვარ ან რამდენად ვერკვევი ან ვერ ვერკვევი სალექსო ფორმაში, ნამდვილად არ ცვლის იმას თუ რა ღირებულებების მატარებელია ეს თქვენი ნაწერი. იმაზე აღარაფერს გეტყვით თუ რამდენად ეთიკური და ადამიანურია თქვენი პასუხი ჩემს აქაურ კომენტარზე ან თქვენი კომენტარი ჩემს ერთ-ერთ ლექსზე. უბრალოდ რადგან ქალი ხართ დავივიწყებ.
ისე სანამ სხვის თვალში ბეწვს მოძებნიდეთ იქნებ საკუთარში გეპოვნათ დირე
5. დუმილას სამედიცინო ექსპერტიზის პასუხად: თქვენი ლექსების ავტორს ვურჩევდი, სხვათა შეფასებებისგან თავის შეკავებას. სასურველი იქნება სალექსო ფორმებში უკეთ გაერკვეთ, რომ ლექსის სრულფასოვანი კრიტიკა შეძლოთ. რაც შეეხება რითმების თემას, აქ წელგამართული ვერა ხართ, უნდა აღიაროთ! ნახეთ თავად თქვენი პოეტური ნაღვაწი და დამეთანხმეთ. წარმატებებს გისურვებთ გემოვნებიან და ობიექტურ ლიტერატორად ჩამოყალიბებაში:D ;) დუმილას სამედიცინო ექსპერტიზის პასუხად: თქვენი ლექსების ავტორს ვურჩევდი, სხვათა შეფასებებისგან თავის შეკავებას. სასურველი იქნება სალექსო ფორმებში უკეთ გაერკვეთ, რომ ლექსის სრულფასოვანი კრიტიკა შეძლოთ. რაც შეეხება რითმების თემას, აქ წელგამართული ვერა ხართ, უნდა აღიაროთ! ნახეთ თავად თქვენი პოეტური ნაღვაწი და დამეთანხმეთ. წარმატებებს გისურვებთ გემოვნებიან და ობიექტურ ლიტერატორად ჩამოყალიბებაში:D ;)
4. "გაერიდნენ პოეტები რითმებს" - ამ ლექსს ჭირს თუ ჭირს არითმია და სტენოკარდია :D დაგერქმიათ პროზა, მოგიწონებდით. "გაერიდნენ პოეტები რითმებს" - ამ ლექსს ჭირს თუ ჭირს არითმია და სტენოკარდია :D დაგერქმიათ პროზა, მოგიწონებდით.
3. "და აღარ ვიცი, პოეზიის უფაქიზეს ორომტრიალში გარიჟრაჟდა თუ... მოსაღამოვდა!"– ნამდვილად რომ საკითხავი აი, ეს არის!! (Doloroso).
ჩემი+2 დავტოვე აქ!! წარმატებები ავტორს "და აღარ ვიცი, პოეზიის უფაქიზეს ორომტრიალში გარიჟრაჟდა თუ... მოსაღამოვდა!"– ნამდვილად რომ საკითხავი აი, ეს არის!! (Doloroso).
ჩემი+2 დავტოვე აქ!! წარმატებები ავტორს
2. და აღარ ვიცი, პოეზიის უფაქიზეს ორომტრიალში გარიჟრაჟდა თუ... მოსაღამოვდა!
+ და აღარ ვიცი, პოეზიის უფაქიზეს ორომტრიალში გარიჟრაჟდა თუ... მოსაღამოვდა!
+
1. როგორ უცებ გაერიდნენ პოეტები რითმებს, არავინ იცის, დროებით თუ, სამარადისოდ.
ნუ გაერიდებით თქვენც...+ როგორ უცებ გაერიდნენ პოეტები რითმებს, არავინ იცის, დროებით თუ, სამარადისოდ.
ნუ გაერიდებით თქვენც...+
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|