შაბათი, კაფე "STARBUCKS COFFEE", ჭიქა ყავა მოვითხოვე და კუთხესთან მდგარ მაგიდას მივუჯექი. ფინჯანს თვალი მოვარიდე და ჩემს მაგიდასთან ჩამომჯდარ ქალს გადავხედე. ჩურჩულით თქვა: ვერავინ მამჩნევსო, არავის ვეკონტაქტებიო, თავი იმართლა თითქოს და ნერვიულად, უადგილოდ დაახამხამა თვალები. შემეშინდა... ისეთი გამშრალ- გაფიტული მზერა ქონდა, მეგონა აი ახლა ჩამოეფშვნება-თქო თვალები დაბზარული სარკესავით. ვიფიქრე მსმენელი სჭირდებოდა, მაგრამ დუმდა, სიტყვებს ისე დაეკარგათ ფასი, ვერ ახერხებდა ეთქვა რაიმე, რაიმე ღირებული, რაც მის მდგომარეობას ასახავდა. დაღლილი ჩანხართ- მეთქი, უნდა დაისვენოთ, ჩავილაპარაკე უაზროდ. სასოწარკვეთილმა შემომხედა, ერთი დღეც არ მემეტება ჩემთვის, აქ სამუშაოდ ვარ, შვილები მყავსო დატოვილი... აღარაფერი მითქვამს, უხმოდ ვსვამდი ყავას, ერთდროულად წამოვდექით, მინდოდა დამშვიდობებისას გამეღიმა, თავი ავწიე და თვალებში შევხედე, გული გამიჩერდა, საკუთარ თავს ვუმზერდი, ჩემი უსიცოცხლო თვალები შემომყურებდნენ დანანებით, გაპრიალებული მინიდან არეკლილნი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ჟანრი... ჰო ცხოვრებაა ასეთი, მაგრამ ასე შევქმენით.. წარმატებები ღმერთის იმედად.. ++ ჟანრი... ჰო ცხოვრებაა ასეთი, მაგრამ ასე შევქმენით.. წარმატებები ღმერთის იმედად.. ++
3. შესანიშნავია,
1 შესანიშნავია,
1
2. ეს ცხოვრებაა, სამწუხაროდ. გმადლობთ, გაიხარეთ. ეს ცხოვრებაა, სამწუხაროდ. გმადლობთ, გაიხარეთ.
1. ჰოოო სენტიმენტალურია. მომწონს. ჰოოო სენტიმენტალურია. მომწონს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|