ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დალილა
ჟანრი: პოეზია
29 ივლისი, 2012


მუცელზე ხოხავს ლაქია.

იქნება ვერც კი შენიშნე,
შორს გაფრენილი ჰორები,
იჩქარე, თორემ იცოდე,
ხვალ არვის ემახსოვრები.

ეძებ,რას ეძებ,რომ ეძებ?
ელი,რას ელი,რომ ელი?
დიდი ხანია გაძარცვეს
შენი გრძნობების ბეღელი.

იშლება რწმენის ტაძარი,
ვნებით ხარხარებს პარფია,
სხვისთვის კუთვნილი სიკეთის
ნდობით მოისხა მანტია.

სული ბობოქრობს - ტყუილად,
მუცელზე ხოხავს ლაქია:
-ფეხზე დგომა ვინც ისწავლა
მისთვის ლახვარი ახია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები