არ დავკარგო ადამიანი, შეიძლება სადღაც დამჭირდეს.
ჩემო უკვე მდგარო დღეებო, მომავლისაკენ გაიწიეთ და სხვებს უთხარით: ვერ მივალ მათთან; დღეებთან, სადაც შემიძლია ნამდვილი ვიყო, სადაც ნაკლებად დაიშვება შემხვდეს სიკვდილი, ან სიყვარული, - ამდენად მსუყე. დღეებში, სადაც თუნდაც ერთ კენჭს ადგილს ვერ ვუცვლი.
მე ვიწყებ წერას. შენი ხმიდან ვიწყებ. სიცხეა. ზაფხული. ზღვაა. ქალაქია ზღვისპირა. სახლი - ბანაკი. კარგი ნაცნობები (სასიხარულოდ) არც თუ ნაკლებად მსიამოვნებს, ვზივარ და ხელებს ჩავკიდებ ხელზე უცნობს (მხოლოდ) ჯერ კიდევ ასეთ საქმეებისთვის, და ვსაუბრობ, ვიგონებ, ვამბობ სიმართლეს, უფრო მეტად მისთვის მისაღებ ტყუილს - საქმეებს ჩემსას. ზაფხულია. ზღვისპირი. შაბის ფერი აქვს ღრუბლებს, მძიმე ღრუბლებს, - ქალაქის ზემოთ. და არ წვიმს, - ვხედავ. ვეღარ ვხედავ. ვერ ვსუნთქავ. ვწვები. ავდგები ისევ. სიგიჟეა. სიცხეა. ამ დროს არ იბადება, როგორც წესი, ისეთი ლექსი, ღირდეს ჩაწერად, არჩაწერად ღირდეს, თუ გინდა.
ვდგები მე შენი სხეულიდან. შენს ნიჟარაში მებადურების სიტყვებია, ფიქრები, ლოცვა, გინებაც მათი. ისე ვდგები, წყალმა რომ ქვიშის ნაპირზე იცის; მოიქცევა, შემოდის, ცოცავს ნავები, ძველი სამფანები ნაპირებისკენ.
ვიწყებ გალობას შენი ღმერთის ტაძრიდან, შენი ანგელოზების ფრთების ხმიდან ვშრიალებ ისე, როგორც მიწისქვეშ, სიღრმეებში გაივლის ქანებს, დაიწმინდება, გაცივდება და მერე შესვამ, ან ნაკვალევში პლანეტების მოწყვეტას, ქრობას ირეკლავს წყალი, წვეთზე მეტი წყალი და რჩება დიდი ხნით, ვიდრე ის პლანეტა. და მიკვირს. ქარი არ უნდა ქროდეს, ამ დროს თითქოს კარგი ჩანს სიცხე და ზღვისპირ ქალაქს შეფენილი ღრუბლების ტილო. სურვილი: ახლა, ცხოვრებიდან - ყოფიდან მხეცი გამივიყვანო და ღორების მშიერი კოლტი გავუშვა ჩემი ბნელი სულის ქიმიდან დაბლა.
ვიწყებ სიმღერას შენი სიზმრის მღვიმიდან, ასე მე გადავდივარ სინათლისკენ და ვიდრე ბოლო ნაბიჯით მზისკენ ავიწევი, კედლებზე - ქვაზე ხელს ვუსვამ ხოლმე ჩემს ბიზონებს, ტახებს და თვალი დგება თვალის წილ საკუთარის. ჩემი სიმღერა ამდენად უფრო მაღალია და შენთან ახლო.
მე ვიწვდი ნერვებს შენკენ, როგორც მიწა - ყვავილებს.
ვამბობ: არ დავკარგო ადამიანი, შეიძლება რომ მას დავჭირდე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. ლექსს აქვს განსაკუთრებული ჟღერადობა. თორნიკე როცა კითხულობს ხომ კიდე უფრო მაგარია ლექსს აქვს განსაკუთრებული ჟღერადობა. თორნიკე როცა კითხულობს ხომ კიდე უფრო მაგარია
19. აქ კიდევ ჩემი აპლოდისმენტები დავტოვე და გავედი
++++ აქ კიდევ ჩემი აპლოდისმენტები დავტოვე და გავედი
++++
18. უდავოდ მაგარი ნაწერია! მოსმენილიც მაქვს და 2-3-ჯერ წაკითხულიც... "გამივიყვანო და ღორების მშიერი კოლტი" - აქ ჩაასწორე.
მოკითხვა ავტორს! უდავოდ მაგარი ნაწერია! მოსმენილიც მაქვს და 2-3-ჯერ წაკითხულიც... "გამივიყვანო და ღორების მშიერი კოლტი" - აქ ჩაასწორე.
მოკითხვა ავტორს!
17. მე ვიწვდი ნერვებს შენკენ, როგორც მიწა - ყვავილებს.
ვამბობ: არ დავკარგო ადამიანი, შეიძლება რომ მას დავჭირდე...
მე ძალიან მომეწონა! გაუმართავი და გაუგებარი აქ არაფერია, უბრალოდ სწორად უნდა წაიკითხო. მე ვიწვდი ნერვებს შენკენ, როგორც მიწა - ყვავილებს.
ვამბობ: არ დავკარგო ადამიანი, შეიძლება რომ მას დავჭირდე...
მე ძალიან მომეწონა! გაუმართავი და გაუგებარი აქ არაფერია, უბრალოდ სწორად უნდა წაიკითხო.
16. რამხელა გზაა განვლილი ლექსის პირველ და ბოლო სტრიქონებს შორის, მთელი მსოფლმხედველობის ძირეული შეცვლა- დამჭირდეს-დავჭირდე! მეც მეცოდინება აწი ეს სახელი და გვარი- თორნიკე ჭელიძე.:) რამხელა გზაა განვლილი ლექსის პირველ და ბოლო სტრიქონებს შორის, მთელი მსოფლმხედველობის ძირეული შეცვლა- დამჭირდეს-დავჭირდე! მეც მეცოდინება აწი ეს სახელი და გვარი- თორნიკე ჭელიძე.:)
15. თითქმის ერთი წელი არ ვაქვეყნებდი არსად არაფერს, ახლა, ერთი თვე იქნება რაც რამდენიმე ლექსი გამოვაქვეყნე ლიტერატურულ პორტალებზე და მივხვდი, რომ ისევ მიქარვაა.
თორნიკე ჭელიძე. 2012-08-06 00:47:12
არა სიმონ, არა და აშკარად რამდენიმე თვის წინ წავიკითხე ამ გვერდზე გამოქვეყნებული ლექსი, დაჟე ისიც მახსოვს რო ხუთიანით შევაფასე :)
ამ ლექსსზე რა ვთქვა არ ვიცი :)
მერე რა რო თორნიკე ხარ ჭელიძე :)
მოკითხვით კი მოგიკითხე :) თითქმის ერთი წელი არ ვაქვეყნებდი არსად არაფერს, ახლა, ერთი თვე იქნება რაც რამდენიმე ლექსი გამოვაქვეყნე ლიტერატურულ პორტალებზე და მივხვდი, რომ ისევ მიქარვაა.
თორნიკე ჭელიძე. 2012-08-06 00:47:12
არა სიმონ, არა და აშკარად რამდენიმე თვის წინ წავიკითხე ამ გვერდზე გამოქვეყნებული ლექსი, დაჟე ისიც მახსოვს რო ხუთიანით შევაფასე :)
ამ ლექსსზე რა ვთქვა არ ვიცი :)
მერე რა რო თორნიკე ხარ ჭელიძე :)
მოკითხვით კი მოგიკითხე :)
14. ნიჭიერ ავტორთან გვაქვს საქმე-უდაოდ!! აქვე ბენჟამენს დავესესხები, რომ ესეთი სტილი არ მიზზიდავს პირადად მე, მაგრამ ცალსახაა, რომ ავტორისეული ხედვას ამ მომენტში სწორედ რომ ეს "მანერა" მოუხდა.... დიდი სიამოვნება მივიღე და ამისათვის უცილობ უღრმესი მადლობა ავტორს; დღეიდამ უფრორე დიდის მონდომებით ვესტუმრები ამ გვერდს ჩემი+2+ოვაციები წარმატებები ავტორს!! ნიჭიერ ავტორთან გვაქვს საქმე-უდაოდ!! აქვე ბენჟამენს დავესესხები, რომ ესეთი სტილი არ მიზზიდავს პირადად მე, მაგრამ ცალსახაა, რომ ავტორისეული ხედვას ამ მომენტში სწორედ რომ ეს "მანერა" მოუხდა.... დიდი სიამოვნება მივიღე და ამისათვის უცილობ უღრმესი მადლობა ავტორს; დღეიდამ უფრორე დიდის მონდომებით ვესტუმრები ამ გვერდს ჩემი+2+ოვაციები წარმატებები ავტორს!!
13. თითქმის ერთი წელი არ ვაქვეყნებდი არსად არაფერს, ახლა, ერთი თვე იქნება რაც რამდენიმე ლექსი გამოვაქვეყნე ლიტერატურულ პორტალებზე და მივხვდი, რომ ისევ მიქარვაა.
ვინც ჩემს აქ ყოფნას თვალს ადევნებდა, იცის, არასდროს არავის "გამოვკიდებივარ" თავისი აზრის გამო, მაგრამ მაინტერესებს:
1. ეს ლექსი უფრო გაუმართავია თუ მომხმარებლის "მიშო დადიანი"–ს კომენტარი?..
2. ჯერ ერთი, რომ რატომ უნდა წაიკითხო ეს ლექსი, როგორც ნაამბობი? აქ ავტორი ესაუბრება მეორე პირს და არა ისე, რომ მესამე პირი ყვებოდეს ვინმეს ამბავს კიდევ სხვასთან.
3. რა არ არის გამართული? აზრი? რატომ? რის გამო?
4. კონვენციური ლექსი ისედაც რიტმულად იკითხება, მიშო, მაგრამ როგორც მოთხრობა რატომ უნდა წაიკითხო? როგორც მოთხრობა, ეს ნაწერი, შეიძლება გაიაზრო ნარატივის მხრივ.
ამიტომ, ვიდრე ჩემს დირეს ამომიღებ, მოდი შენი ბეწვი დააზუსტე.
და, ამ ყველაფერზე ზუსტი პასუხი გამეცი, ან საერთოდ არაფერი დაწერო მიკიბ–მოკიბულად და ზოგადად.
გმადლობთ. თითქმის ერთი წელი არ ვაქვეყნებდი არსად არაფერს, ახლა, ერთი თვე იქნება რაც რამდენიმე ლექსი გამოვაქვეყნე ლიტერატურულ პორტალებზე და მივხვდი, რომ ისევ მიქარვაა.
ვინც ჩემს აქ ყოფნას თვალს ადევნებდა, იცის, არასდროს არავის "გამოვკიდებივარ" თავისი აზრის გამო, მაგრამ მაინტერესებს:
1. ეს ლექსი უფრო გაუმართავია თუ მომხმარებლის "მიშო დადიანი"–ს კომენტარი?..
2. ჯერ ერთი, რომ რატომ უნდა წაიკითხო ეს ლექსი, როგორც ნაამბობი? აქ ავტორი ესაუბრება მეორე პირს და არა ისე, რომ მესამე პირი ყვებოდეს ვინმეს ამბავს კიდევ სხვასთან.
3. რა არ არის გამართული? აზრი? რატომ? რის გამო?
4. კონვენციური ლექსი ისედაც რიტმულად იკითხება, მიშო, მაგრამ როგორც მოთხრობა რატომ უნდა წაიკითხო? როგორც მოთხრობა, ეს ნაწერი, შეიძლება გაიაზრო ნარატივის მხრივ.
ამიტომ, ვიდრე ჩემს დირეს ამომიღებ, მოდი შენი ბეწვი დააზუსტე.
და, ამ ყველაფერზე ზუსტი პასუხი გამეცი, ან საერთოდ არაფერი დაწერო მიკიბ–მოკიბულად და ზოგადად.
გმადლობთ.
12. ...
ძალიან მაგარია, ცალსახად და უდაოდ.
ყველა სიკეთე... ...
ძალიან მაგარია, ცალსახად და უდაოდ.
ყველა სიკეთე...
11. ავტორი: თორნიკე ჭელიძე ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 4 ავტორი: თორნიკე ჭელიძე ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 4
10. საინტერესო ადამიანი ხარ
თვალი დგება თვალის წილ საკუთარის. ჩემი სიმღერა ამდენად უფრო მაღალია და შენთან ახლო.
მე ვიწვდი ნერვებს შენკენ, როგორც მიწა - ყვავილებს.
ვამბობ: არ დავკარგო ადამიანი, შეიძლება რომ მას დავჭირდე. საინტერესო ადამიანი ხარ
თვალი დგება თვალის წილ საკუთარის. ჩემი სიმღერა ამდენად უფრო მაღალია და შენთან ახლო.
მე ვიწვდი ნერვებს შენკენ, როგორც მიწა - ყვავილებს.
ვამბობ: არ დავკარგო ადამიანი, შეიძლება რომ მას დავჭირდე.
9. მენატრებოდა ეს ადამიანი =) მენატრებოდა ეს ადამიანი =)
7. რა ვქნა,ნაწარმოები ნამდვილად მომწონს,მაგრამ სტილს ვერ თანავუგრძნობ. რა ვქნა,ნაწარმოები ნამდვილად მომწონს,მაგრამ სტილს ვერ თანავუგრძნობ.
6. კეთილი იყოს შენი გამოჩენა იქ, სადაც შენი ლექსები ყველას ენატრებოდა. :)
_________________________ I added cool smileys to this message... if you don't see them go to: http://s.exps.me კეთილი იყოს შენი გამოჩენა იქ, სადაც შენი ლექსები ყველას ენატრებოდა. :)
_________________________ I added cool smileys to this message... if you don`t see them go to: http://s.exps.me
5. საინტერესო, დამაფიქრებელი ნაწერია++ საინტერესო, დამაფიქრებელი ნაწერია++
4. წაიკიტხეთ აბა ეს ლექსი ისე როგორც ნაამბობი ან ისე როგორც საუბარი, ხომ არ გამოდის გამართული?.: ) ანუ ჯერ რიტმულად წაიკიტხეთ, შემდეგ კი ისე როგორც მოთხრობა. სრულიად გაუმართავი გამოდის, მეორე ვარიანტში.
წაიკიტხეთ აბა ეს ლექსი ისე როგორც ნაამბობი ან ისე როგორც საუბარი, ხომ არ გამოდის გამართული?.: ) ანუ ჯერ რიტმულად წაიკიტხეთ, შემდეგ კი ისე როგორც მოთხრობა. სრულიად გაუმართავი გამოდის, მეორე ვარიანტში.
3. ვდგები მე შენი სხეულიდან. შენს ნიჟარაში მებადურების სიტყვებია, ფიქრები, ლოცვა, გინებაც მათი. ისე ვდგები, წყალმა რომ ქვიშის ნაპირზე იცის; მოიქცევა, შემოდის, ცოცავს ნავები, ძველი სამფანები ნაპირებისკენ.
თორნიკეეეე.. რა გითხრა ახლა?? ....
არ დაკარგო ადამიანი, შეიძლება რომ მას დასჭირდე.. <3
ვდგები მე შენი სხეულიდან. შენს ნიჟარაში მებადურების სიტყვებია, ფიქრები, ლოცვა, გინებაც მათი. ისე ვდგები, წყალმა რომ ქვიშის ნაპირზე იცის; მოიქცევა, შემოდის, ცოცავს ნავები, ძველი სამფანები ნაპირებისკენ.
თორნიკეეეე.. რა გითხრა ახლა?? ....
არ დაკარგო ადამიანი, შეიძლება რომ მას დასჭირდე.. <3
2. მომწონს თქვენი ნაწერები... მომწონს თქვენი ნაწერები...
1. ოთახში იდგა სიჩუმე და ძველი კარადა, ისმოდა უცხო მელოდიის ხმა რადიოდან, შენ კი გეძინა ისევ მშვიდი ძილით, არადა - დილის მზე უკვე ყირამალას გადადიოდა... ოთახში იდგა სიჩუმე და ძველი კარადა, ისმოდა უცხო მელოდიის ხმა რადიოდან, შენ კი გეძინა ისევ მშვიდი ძილით, არადა - დილის მზე უკვე ყირამალას გადადიოდა...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|