21. ფარვანა ხშირად არის ნახსენები სიყვარულის ზოგად სახედ და ვერც მოვიხიბლე. უკეთესს ველი. წარმატებები ფარვანა ხშირად არის ნახსენები სიყვარულის ზოგად სახედ და ვერც მოვიხიბლე. უკეთესს ველი. წარმატებები
20. ეს სიყვარული იმ ფარვანას ჰგავს, მე რომ ამ დილით ხელზე დავისვი, დამთრგუნველ იჭვებს ვერ მოვსდებ ლაგამს, რისთვის მოხვედი? ერთი ღამისთვის? ---------------------------------------------------- მშვენიერია.... + 5 ეს სიყვარული იმ ფარვანას ჰგავს, მე რომ ამ დილით ხელზე დავისვი, დამთრგუნველ იჭვებს ვერ მოვსდებ ლაგამს, რისთვის მოხვედი? ერთი ღამისთვის? ---------------------------------------------------- მშვენიერია.... + 5
19. საინტერესოა... საინტერესოა...
18. ეს სიყვარული იმ ფარვანას ჰგავს, მე რომ ამ დილით ხელზე დავისვი, დამთრგუნველ იჭვებს ვერ მოვსდებ ლაგამს, რისთვის მოხვედი? ერთი ღამისთვის? ეს სიყვარული იმ ფარვანას ჰგავს, მე რომ ამ დილით ხელზე დავისვი, დამთრგუნველ იჭვებს ვერ მოვსდებ ლაგამს, რისთვის მოხვედი? ერთი ღამისთვის?
17. მეფე ლირო, ბოდიშს ვიხდი, გაოფებასავით გამომივიდა... მაგრამ ერთსაც ვიტყვი და გავჩუმდები. ______________________________________________________________________________________
ბატონო ოთარ , მე პოეზია შეჯიბრი არ მგონია. ახლაც ცუდად მაქვს მეხსიერებაში ჩარჩენილი მაიაკოვსკისა და ესენინის პოეტური შეჯიბრება. თანაც მე პოეტი არ ვარ. და სხვათაშორის ჩემი "ნიკიც" არ მაძლევს უფლებას ვიყო უზრდელი და უხეში. ეგვიპტის დედოფლის სახელია "ნეფერტარი". ჩემგან დაუშვებელია რომ ქალმა -მამაკაცს რაიმე შეურაცხმყოფელი არამც თუ უთხრას, არამედ საერთოდ აგრძნობინოს...
"მქმნელმა - ერთი ცოდვა ჩაიდინა, დამბრალებელმა კი ათასიო.... " მეფე ლირო, ბოდიშს ვიხდი, გაოფებასავით გამომივიდა... მაგრამ ერთსაც ვიტყვი და გავჩუმდები. ______________________________________________________________________________________
ბატონო ოთარ , მე პოეზია შეჯიბრი არ მგონია. ახლაც ცუდად მაქვს მეხსიერებაში ჩარჩენილი მაიაკოვსკისა და ესენინის პოეტური შეჯიბრება. თანაც მე პოეტი არ ვარ. და სხვათაშორის ჩემი "ნიკიც" არ მაძლევს უფლებას ვიყო უზრდელი და უხეში. ეგვიპტის დედოფლის სახელია "ნეფერტარი". ჩემგან დაუშვებელია რომ ქალმა -მამაკაცს რაიმე შეურაცხმყოფელი არამც თუ უთხრას, არამედ საერთოდ აგრძნობინოს...
"მქმნელმა - ერთი ცოდვა ჩაიდინა, დამბრალებელმა კი ათასიო.... "
16. ადმინისტრაციამ წაშალა უწმაწური კომენტარი. მადლობა, ავტორს პატივისცემა და ქრისტესმიერი სიყვარული. ღმერთმა დაგლოცოთ. ადმინისტრაციამ წაშალა უწმაწური კომენტარი. მადლობა, ავტორს პატივისცემა და ქრისტესმიერი სიყვარული. ღმერთმა დაგლოცოთ.
15. ამ უცნობმა ავტორმა შეურაცხყოფა მომაყენა, ღმერთმა შეუნდოს. იხილეთ ნეფერტარ ლექსი "კამათი"-ს კომენტარი, ცოტა ქვემოთ. ეს ავტორი საეჭვოდ დარეგისტრირდა დღეს. არ შეიძლება სხვისი შეურაცხყოფა, პოეზია შეჯიბრია და არა ჯიბრი, შური და გინება. ამ უცნობმა ავტორმა შეურაცხყოფა მომაყენა, ღმერთმა შეუნდოს. იხილეთ ნეფერტარ ლექსი "კამათი"-ს კომენტარი, ცოტა ქვემოთ. ეს ავტორი საეჭვოდ დარეგისტრირდა დღეს. არ შეიძლება სხვისი შეურაცხყოფა, პოეზია შეჯიბრია და არა ჯიბრი, შური და გინება.
14. იჭვებისა რა მოგახსენო და სიტყვები მშვენივრად "გაგიხედნავთ" მომეწონეთ. როგორც წესი კომენტარებს არ ვკითხულობ ხოლმე , მაგრამ აქ კომენტარს შემოვყევი და... " ის შავი კაცი ვინ იყო?" :)) რუსთაველი წაეკითხა გრძელი სიტყვის მოკლედ თქმაზე აქვს ერთი ორი ბწკარი , თანაც მოკლედ და ლამაზად .. მეც გამიგრძელდა .. განაგრძე ამ სულისკვეთებით
იჭვებისა რა მოგახსენო და სიტყვები მშვენივრად "გაგიხედნავთ" მომეწონეთ. როგორც წესი კომენტარებს არ ვკითხულობ ხოლმე , მაგრამ აქ კომენტარს შემოვყევი და... " ის შავი კაცი ვინ იყო?" :)) რუსთაველი წაეკითხა გრძელი სიტყვის მოკლედ თქმაზე აქვს ერთი ორი ბწკარი , თანაც მოკლედ და ლამაზად .. მეც გამიგრძელდა .. განაგრძე ამ სულისკვეთებით
13. იჭვებისა რა მოგახსენო და სიტყვები მშვენივრად "გაგიხედნავთ" მომეწონეთ. როგორც წესი კომენტარებს არ ვკითხულობ ხოლმე , მაგრამ აქ კომენტარს შემოვყევი და... " ის შავი კაცი ვინ იყო?" :)) რუსთაველი წაეკითხა გრძელი სიტყვის მოკლედ თქმაზე აქვს ერთი ორი ბწკარი , თანაც მოკლედ და ლამაზად .. მეც გამიგრძელდა .. განაგრძე ამ სულისკვეთებით
იჭვებისა რა მოგახსენო და სიტყვები მშვენივრად "გაგიხედნავთ" მომეწონეთ. როგორც წესი კომენტარებს არ ვკითხულობ ხოლმე , მაგრამ აქ კომენტარს შემოვყევი და... " ის შავი კაცი ვინ იყო?" :)) რუსთაველი წაეკითხა გრძელი სიტყვის მოკლედ თქმაზე აქვს ერთი ორი ბწკარი , თანაც მოკლედ და ლამაზად .. მეც გამიგრძელდა .. განაგრძე ამ სულისკვეთებით
12. და ვინაა უზრდელი აქ ოთარ ბატონო ? ისე უზრდელობა არ არის, როგორც მახსოვს, მომაკვდინებელ ცოდვათა ჩამონათვალში. :)
1. ამპარტავნება. 2. ანგარება.3. სიძვა. 4. მრისხანება. 5. ნაყროვანება. 6. შური. 7. სასოწარკვეთილება.
და ვინაა უზრდელი აქ ოთარ ბატონო ? ისე უზრდელობა არ არის, როგორც მახსოვს, მომაკვდინებელ ცოდვათა ჩამონათვალში. :)
1. ამპარტავნება. 2. ანგარება.3. სიძვა. 4. მრისხანება. 5. ნაყროვანება. 6. შური. 7. სასოწარკვეთილება.
11. იჭვებისა რა მოგახსენო და სიტყვები მშვენივრად "გაგიხედნავთ" მომეწონეთ. როგორც წესი კომენტარებს არ ვკითხულობ ხოლმე , მაგრამ აქ კომენტარს შემოვყევი და... " ის შავი კაცი ვინ იყო?" :)) რუსთაველი წაეკითხა გრძელი სიტყვის მოკლედ თქმაზე აქვს ერთი ორი სიტყვა , თანაც მოკლედ და ლამაზად .. მეც გამიგრძელდა სიტყვა... განაგრძე ამ სულისკვეთებით
იჭვებისა რა მოგახსენო და სიტყვები მშვენივრად "გაგიხედნავთ" მომეწონეთ. როგორც წესი კომენტარებს არ ვკითხულობ ხოლმე , მაგრამ აქ კომენტარს შემოვყევი და... " ის შავი კაცი ვინ იყო?" :)) რუსთაველი წაეკითხა გრძელი სიტყვის მოკლედ თქმაზე აქვს ერთი ორი სიტყვა , თანაც მოკლედ და ლამაზად .. მეც გამიგრძელდა სიტყვა... განაგრძე ამ სულისკვეთებით
10. ნამდვილად, ამპარტავნება მომაკვდინებელი ცოდვაა, და უზრდელობაც. ნამდვილად, ამპარტავნება მომაკვდინებელი ცოდვაა, და უზრდელობაც.
9. აჰ, ბატონო ოთარ, ამ საუკუნეში "პროზისა და მათემატიკის" - მართლაც ძალიან ფასობს ამბიციურობა. მაგრამ ამპარტავნება მომაკვდინებელი ცოდვაა და მოსანანიებელია. :(
მეფე ლირო, თქვენ 5. აჰ, ბატონო ოთარ, ამ საუკუნეში "პროზისა და მათემატიკის" - მართლაც ძალიან ფასობს ამბიციურობა. მაგრამ ამპარტავნება მომაკვდინებელი ცოდვაა და მოსანანიებელია. :(
მეფე ლირო, თქვენ 5.
8. მე მომეწონა!++ მე მომეწონა!++
7. ავტორს გაცნობისათვის ვთავაზობ ჩემი I წიგნის "გამოცხადების" ლექსებს.
თუ სურვილს გამოთქვამს, ჩემს მეორე წიგნის ლექსებსაც გავაცნობ.
Noël
ბეთლემს გაბრწყინდა შობის ღამე ემანუელით, აწი მესიის დაბადებას ნუღარ მოელით, „ღმერთი ჩვენთან არს!“ „მზიან ღამეს“ ჰქვია Noël-ი, თაყვანისცემით შეეგებეთ უფალს ყოველი.
აქეთ უფალი, აღუვლინეთ ქებათა-ქება, მოგწმენდთ ცრემლს ყველას, ვინც ღმერთისთვის იტკენ-ითმინეთ, აწ და მარადის - ცხოვრებაში თუ გულს გატკენენ, მიუტევენით - მიგვეტევოს - ატმენაქობას! 11/I/2010
თოვლი (დრო მოვიდა)
თბილისში რაღაც ამ ბოლო დროს არ მოდის თოვლი _ თეთრი სიმბოლო უბიწოების... გამიწიერდა ეს ქალაქი, მეტისმეტად გამიწიერდა...
სპეტაკნო სულნო, სად წახველით - გადიხვეწენით? ახალ წლის ღამეს, ძველით ახალ წელს _ შეგეხვეწებით მოვიდეს თოვლი, ღმერთთან სიტყვა თქვენც შემაწიეთ! 10/I/2010
«სცნათ ჭეშმარიტი და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ» (იოანე 8,32)
სცანი ჭეშმარიტი
სცანი ჭეშმარიტი, სცანი ჭეშმარიტად,
ჭეშმა-ჭეშმა-ჭეშმა- ჭეშმა-ჭეშმარიტად!
რათა არ შეგჭამოს უფლის მარგალიტი "ჭ"-ს ჩამოცილებით ეშმა - ეშმარიტმა.
სცანი ჭეშმარიტი, სცანი ჭეშმარიტად, რათა არ შეიქმნე ჯოჯოხეთის სუფლე,
სცანი ჭეშმარიტი, სცანი ჭეშმარიტად, ღმერთი ცოდვისაგან გაგათავისუფლებს!
სცანი ჭეშმარიტი. სცანი ჭეშმარიტად და იქ დაგამკვიდრებს, სადაც თავად სუფევს!
10/I/2010
“Repentance is good, but innocence is better” “სინანული კარგია, მაგრამ უმწიკვლოება - უკეთესი“ (ინგლისური ანდაზა)
აბორტი (აზრების)
სუფლიორებად ეშმაკები როდესაც გყვანან და გებადება „ვითომ შენი“ მათი აზრები, თავს სინანული აირჩიე, _ ინანებ მანამ, აბორტის მომხრე და მკვლელი ვარ ამ მოსაზრებით.
11/I/2010
გალაქტიკა
ნეტავი ერთი მანახა, ისე რომ არ დავიტანჯო, სასუფეველი თუ არა, კიდით-კიდემდე კოსმოსი.
ყველაფერს დასაწყისი აქვს, ყველაფერს დასასრული აქვს, სასრულ სამყაროს კიდეებს მინდა რომ სული შევახო
და როგორც „გამოცხადების“ წმინდა წიგნიდან შევიტყობთ სასუფეველიც ყოფილა წინდაწინ შემოსაზღვრული,
იმის იქით კი ვერ ძალუძს ვერრა არსებას გაცდენა, რადგან იწყება უწყები, შეუცნობელი, უსაზღვრო!
11/I/2010
\"ხოლო იესუ იტყოდა: მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან\" (ლუკა 23,34)
არა იციან
"არა იციან, რასა იქმან", ღმერთო, შეუნდე! მოგეპყრნენ ისე, ვითომც, ღმერთო, ღვთისგმობს მოეპყრნენ.
და მე საპყარი, შენს წინაშე ხელებს აღვაპყრობ _ "როცა იციან, რასა იქმან, ღმერთო, შევუნდოთ?" 24/XII/2009
პარადოქსი
როგორ მიყვარხარ, მეძვირფასები, ამიტომ ჩემთვის ვერ გაგიმეტებ!
“რამეთუ ყოველნი ღმერთნი წარმართთანი ეშმაკ არიან” (ფსალმუნნი 95:5)
იუპიტერს ის რაც ეპატიება
\"Quod licet Jovi non licet bovi\" (ის რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს)
იუპიტერს ის რაც ეპატიება, რიგით მოკვდავს ჩაეთვლება სირცხვილად, წარმართ ღმერთზე ნუ ამყარებთ იმედებს, ცოლად მოყავს ლამაზი განიმედი!
იუპიტერს ის რაც ეპატიება, ტაბუ ადევს ზევსის თეოკრატიის, იუპიტერს ის რაც ეპატიება, შხამის წვეთად დაუჯინეს სოკრატეს!
იუპიტერს ის რაც ეპატიება, უნდა იყო ღმერთთა-ღმერთი – ბატონი, იუპიტერს ის რაც ეპატიება, საიქიოს ძმრად გადინებს პლუტონი.
იუპიტერს ის რაც ეპატიება, კულტი იყო წარმართობა ფალოსის, ჭეშმარიტი ღმერთის რწმენა თუ კვდება, იქ ბაქკოსი – დიონისე სალოსობს!
21/XII/2009 წ.
რაკ-რაკა
ზოგ ლექსს უხდება ფერ-უმარილი, ჩემი წყაროა, წმინდა, რაკ-რაკა, დაღონებული გულებისაკენ, ხელს ნუ შეუშლით, რომ ირაკრაკოს!
ზოგ ლექსს სჭირდება პილპილ-მარილი, ფაბულა სიბრძნის - წაიარაკოს, ჩემი წყაროა, ხელს ნუ შეუშლით, ღმერთის სახელით ილაპარაკოს! 09.09.09 სახარება, ლუკა, 14:34 "კეთილ არს მარილი. უკუეთუ მარილი იგი განქარდეს, რაჲთა დაიმარილოს?" მარილი გულზე
როცა არ გიყვარს, ან გიყვარს ისე, _ სიბრალულით და არა სხვა გრძნობით, რაღაც გაკლია _ მარილი გულზე! საიდუმლო გაქვს გამოსაცნობი. ოდეს მარილი აღარ მარილობს, უმარილობა არის საცნობი, ვიღაც გაკლია _ გულის მარილი, და ემზადები გამოსაცნობად! 13.09.2009
საღერღელი
მე ისე მინდა პირველობა, როგორც ვირს პიტნა, არც მაქვს რაიმე უჩვეულო ჰანგი სამღერი. _ (მაშ რაღა გინდა?) როგორც სხვა პოეტს, საღერღელი მაქვს მეც აშლილი, უბრალოდ გეტყვით - ლექსის წერა მეპიტნავება! 13.09.2009 მიყ-ვარ-ხარ!
ვარ და ხარ, აი მე, აი შენ! მიყ-ვარ-ხარ! მყ-ავხარ და გყ-ავარ, მე შენ მიყ-ვარ-ხარ!
23/XII/2009
ნათლისმცემლობა
ლექსები ჩემი ყავარჯნებია და ჩემი სულის მეხამრიდები, იქნებ რამეში თქვენც გამოგადგეთ, გამოგიწოდებთ მე მორიდებით.
მეტაფორები აგქოჩრებიათ, მე კი თავზედაც არ მაქვს ვარჯანი, რაში გჭირდებათ, რაში გჭირდებათ, ვიღაც უცნობის სიტყვის მარჯანი?!
ნაღდი პოეტის გამოსაცნობად, თქვენ გჭირდებოდათ ურიმ-თურიმი, და მაპატიეთ, ძმებო, თუ რამე, ისე ვერ ვთქვი და ვერ აგიხსენით.
რა ვქნა რომ, გულის სალაროს ჩემსას, პომპეზურ სიტყვის არ აქვს სალუტი? რაში გჭირდებათ, რაში გჭირდებათ, ანგარიშგება ამგვარ ვალუტით?! ნათლისმცემლობა 11.09.2009 წ.
"ლექსთა შეჯიბრებაზე”
ზოგ ლექსს უხდება ფერ-უმარილი, მეტისმეტი კი აქცევს ფუფალად, ვისი ჯობია, შენ გადაწყვიტე, პირუთვნელო და დიდო უფალო! 2009
სულთათანა განუსვენე...
სულთათანა განუსვენე...
სული არ არის თათმანი, თითები წაუთათმანო.
სულ თათმანები, სულთა თმანები, თანანაობენ.
სულთათანები... სულთათანები... 15.09.2009 წ.
არა პურითა ერთითა "წერეთ, ბიძიკოებო, წერეთ!" გალაკტიონი თუმც მე არა ვარ თქვენი მოძღვარი, მსურს მსახურების წყალი მესხუროს, როგორც იესო სერობის ღამეს - დაგბანთ ფეხებს და გეამბორებით! არა პურითა მხოლოდ მაძღარი, მსურს რომ ნამუსის ქუდი გვეხუროს, "ბიძიკოებმა" ვწეროთ მუღამით, მესხი მელექსის წყალი გვესხუროს! 14.09.2009
ათინა პალადა
იმშობიარა გულმა - აი, დაბადა ლექსი, იყავნ, დღეგრძელი იყავნ! საამო - ვით კვერექსი.
ძიძად დაუდგა სიბრძნე, - მეტი არაა ჩარა, რომ გაიზრდები რექსი, გახდები შე მეტიჩარა! 14.09.2009
ორდღიანი ლექსები...
ორდღიანი ლექსები რითმებით ნასესხებით, ქულებს მოიპოვებენ მერე მიავიწყდებათ.
რატომ იმას არ ფიქრობთ ორდღიანი ლექსები, დრო და ჟამთან ჭიდილში მალე ამოგიწყდებათ!
“Vade Retro Satanas!” ("განვედ ჩემგან, მაცდურო" - ლათინურად)
“Vade Retro Satanas!” თუმც ხარ ვარსკვლავთ მისანი, გული უფრო ღრმა არის, ღმერთი არს გულთმისანი! 19.09.2009
მდაბალი ვარ და დაწუნებული ("საკუთარ ძლიერ სიმღერის გრძნობა") გალაკტიონი
მდაბალი ვარ და დაწუნებული, მაგრამ იმაში დარწმუნებული, აღიარება ვერც განმადიდებს, და ვერც შემმატებს რამე სიმდიდრეს -
იმაზე მეტს რაც, იმაზე მეტს რაც, იმაზე მეტს რაც, შენ გამამდიდრე.
იმაზე მეტს რაც, იმაზე მეტს რაც, იმაზე მეტს რაც, შენ განმადიდებ.
ფეხის ხმას ავყვე? _ რაში მარგია შევიქმნე რაღაც დროის ჰიბრიდი?! მე ხომ, უფალო, ყველაზე უკეთ, საკუთარ თავის ვიცი სიდიდე!
მდაბალი ვარ და დაწუნებული, მაგრამ იმაში დარწმუნებული, საკუთარ თავის, საკუთარ თავის ყველაზე უკეთ ვიცი სიდიდე! 14.09.2009
ჰედონიზმი
"თუ მკვდრები არ აღდგებიან? ვჭამოთ და ვსვათ, რადგან ხვალ დავიხოცებით!" პავლე მოციქული, I კორინთელთა, თ.15, 32.
ამაოებავ, ამაოებავ, ვისთვის წმინდა ხარ, ვისთვის საამო, პეპელასავით თუკი ერთობით, ყვავილთ ნექტარი ღმერთმა გაამოთ!
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ პეპელას კაცებრ არა აქვს სული, და ბოროტების ეს ყვავილები, ვერ შეიქმნება მწარე წარსული.
წინადადებას გთავაზობთ უხამსს, თავშეკავებას ეს მწერი ეჯმნას, ვერ უჯალათებს აღსასრულის ჟამს, უადგილოა სინდისის ქენჯნა.
უკეთუ მკვდარნი არ აღდგებიან _ შეხედულების ეს არის პრიზმა, მაშინ ვჭამოთ, ვსვათ, ხვალ ხომ მოვკვდებით, ჰედონიზმია ჩვენი ქარიზმა!
ამაოებავ, ამაოებავ... 19.09.2009
ლოცვა-ვედრება
წმინდაო ღმერთო, მამაო, წმინდაო ღმერთო, ძლიერო, ცოდვილი რომ ვარ ეს გრძნობა, ეგება გამიძლიერო!
წმინდაო ღმერთო, მამაო, წმინდაო ღმერთო, ძლიერო, უძლური რომ ვარ ეს გრძნობაც, ეგება გამიძლიერო!
წმინდაო ღმერთო, მაღალო, წმინდაო ღმერთო, ძლიერო, ცხოვრებამ გული დაღალა, შეგთხოვ რომ გააძლიერო!
წმინდაო ღმერთო, უკვდავო, წმინდაო ღმერთო, ძლიერო, მოკვდავი რომ ვარ ეს გრძნობაც, შეგთხოვ რომ გააძლიერო!
წმინდაო ღმერთო, ცოცხალო, წმინდაო ღმერთო, ძლიერო, მარადიული სიცოცხლის, გთხოვ, რწმენა გამიძლიერე!
07.08.2009 წ.
6. ნუ მისცემთ სიწმინდეს ძაღლებს: ნურც თქვენს მარგალიტს დაუყრით ღორებს, რათა არ გათელონ იგი თავიანთი ფეხით და მოგიბრუნდნენ და დაგფლითონ თქვენ. (მათეს სახარება, თავი 7)
ნუ დაუყრი...
"ნუ დაუყრით მარგალიტებს ღორებს!" ნუ ედებით ღობესა და ყორეს! გადააჩვევთ ტალახიან მძორებს მოერიდონ წუმპესა და შმორებს?!
"ნუ დაუყრით მარგალიტებს ღორებს!"
უგალობეთ მხოლოდ ღმერთის სწორებს, ბრბო გალობას ამჯობინებს პრუტუნს, თუ დაუყრით მარგალიტებს ღორებს, საპასუხოდ გაიგონებთ ღრუტუნს!
"ნუ დაუყრით მარგალიტებს ღორებს!"
რაც არ უნდა გაუნათო კვარით, ბნელში მსხდომებს თუ თვალში აქვთ წკვარი, ადვილია მკვდრეთით აღსდგეს მკვდარი, ღორობას რომ მიხვდეს მიუმხვდარი...
"ნუ დაუყრით მარგალიტებს ღორებს!"
3/I/2010
წუთისოფელი
ფაცი-ფუცია, ეს ცხოვრება ფაცი-ფუცია, და შორეული ქიმერების ლანდთან ლაციცი, ახალგაზრდობას ამოგწურავს დროის პუნქცია, სიკვდილიც უკვე გიფათურებს სულში საცეცებს.
ფაცი-ფუცია, ეს ცხოვრება ფაცი-ფუცია, სინამდვილისგან შორი, როგორც ვარსკვლავთ ლიც-ლიცი.
ძმად-ნაფიცია? ვიცი რისი ძმად-ნაფიცია... და მიიბარებს დედამიწა ხორცის ნამცეცებს!
23.09.2009 წ.
ალილუია!
ალილუია, ქრისტე ღმერთო, ალილუია! გმადლობ უფალო, ლაკმუსივით მადლის ავსებით, მტერი მეგობრად მეკიდება, ძმობილი _ მტერად, მაკმაყოფილებს ლექსის ნიჭი შენგან სავსებით!
2009
ჩემს კრიტიკოსებს
ლიტერატურულ გამოფენაზე, თქვენ რას დამდგარხართ, მადამ, ლორნეტით, პროკრუსტესავით რად უთვალთვალებთ, უცნობ პოეტის უკვდავ სონეტებს?
არითმია აქვს? ხიწვი ჰქონია? ხომ არ გაგკაწრათ ე მაგ ნადირმა?
ოჰ, საკუთარი ლექსებისაგან თქვენც გამოიღეთ, მადამ, ეგ დირე!
25.09.2009 წ.
კალაპოტი
მე დავიფიცე აღარ დაგწერდით _ გული საგულეს რომ დავიგულე... _ სიყვარული თუ კვლავაც მოგწადდა, ვბერდებით განა - გვერდით გვიგულეთ... 15.09.2009
ნუ დაიფიცავთ! (სიყვარულის ფილოსოფია)
("სიყვარულის ფილოსოფია") პერსი ბიში შელი
ნუ დაიფიცავთ ცას, ღვთის ტახტია, ნურც მიწას, ღმერთის ფეხებს ეხება, ნურც საკუთარ თავს, რადგან არაფრის შეცვლა არ ძალგიძს და გეხერხება!
არ დაიფიცო მზე, ღვთის ხატია, მთვარეს, ვარსკვლავებს რაც შეეხება, ის შემოქმედის ცის ნახატია, ლიტონ სიტყვებით ნუ შეეხებით!
თქვენი ხო იყოს ხო, არა - არა, ადამის ძენო, ხომ გეყურებათ? სადაც სიტყვები გვანან ბეღურებს, დაიქუხებენ იქ ქვემეხებით?!
... შენი სიყვარული ღმერთს რომ მოუცია, იცი? ღმერთი რახანც წყალობს არის კლდეზე, კლდეზე მტკიცე! ჩვენი ხო - ხო იყოს, არ ჭირდება ფიცი-მტკიცი, არა - არა, უარი თუ მტკიცე!
ჯვართამაღლება, 2009
შური (თითო-ოროლას)
“იქ თვით სამოთხეც ჯოჯოხეთია, სად თვის შხამს ანთხევს მტრობა და შური”. „ბედნიერი ერი“, ილია ჭავჭავაძე
„კლიაუზნიკებს“ ანუ შარიანთ, სხვისი ლექსების მოკირკიტეებს, ვურჩევ რითმების იმგვარ ვარიანტს, მინიმალურად გამაკრიტიკონ!
„კლიაუზნიკებს“ კი ეშველებათ, გულებს მოულბობს კარგი შარადა, მე კი მაწვალებს კითხვა მარადი - რა ეშველებათ, ღმერთო, შურიანთ?! 29.09.2009
* * * პისტი, ევპიდი, აღაპი, დედაო მათო სოფიო, _ რწმენას, იმედს და სიყვარულს, სიბრძნედ თავს ზედ დაჰფოფინებ!
შენ განანათლე ქართველნი, მაგ სულიწმინდის ნაყოფით, ოთხივე ნიჭი, ოთხივე, ღმერთო, მოგვმადლე სამყოფი!
30.09.2009წ. (მათი ხსენების დღე)
ჩემი წილი
მე ჩემი წილი ცა მიცავს და ჩემი წილი სამყარო, მე ჩემი წილი მზე მათბობს, ჩემ წილად მთვარე მინათებს.
სხვას _ სხვისი, ყველას თავისი, წილი აქვს ქვეყნად ნაყარი, მზეო, სუყველა გაათბე. მთოვარევ, შენც მიუნათე! 30.09.2009 წ.
Ave Maria! შენ ღვთისმშობელო დიდება - Ave, ანუ აგრეთვე - Ave Maria! გამოისყიდე მზედედავ Eva, და ამისათვის სულს უხარია! 1.10.2009
გამოსასყიდი
შენ ხომ არ იცი მე რა მჭირს? დამედო ცოდვის ვალები, ძლივას ვიშორებ მე ამ ჭირს, სისხლით, ცრემლით და წვალებით...
გაპაექრება მუზასთან
ოთარ, ნუ ხარ შენ ბავშვი, მგალობელი ხარ შაშვი, და პოეზიის ბაღში, რას გვიგალობებ საშურს?
და როგორც ყველა შაშვებს, დასწავლილი გაქვს მარში, რას გვეტყვი გულის საშვებს, რომ მოგანიჭოთ საშვი? II
_ ჰოი, მებაღევ, შე ბემურაზო, რაებს კაკანებ და ბუმბერაზობ?! შენ ისეთები შიგ შეგიშვია, მათ შემხედვარეს გულზე მაქვს ბრაზი!
_ ჰოი, მებაღევ, შე ბემურაზო, ვაკაკუნებ და რაებს მთავაზობ, სასაცილოა შენთან თავაზი, დროზე გახსენი, აბე ჰე, რაზა! 15.09.2009
უზური
მუზავ, მუზავ, ნუ ხარ ოდიოზური, მომაპყარი ყურადღება - უზური! ნუ მთავაზობ ცინიკური ნაზავით - შედგენილი ლექსის არ ვარ მხაზავი!
მუზავ, მუზავ, იყავ ანგელოზური, თავმდაბლობა მაქვს მე მოლოზონური, შთაგონების თუ მაწვიე ნაზავი, გამოვდგები შენს ბერად და მონაზვნად!
ფერიების ცეკვა უზუნდარაში, გავერევი როგორც ბერი დერვიში და თუ გინდა მაზიანსაც დაგიდებ - მაღლა ავწევ პოეზიის მაზანდას! 1.10.2009
ვიდრე ხვალ? (საით მიდიხარ?)
ეშმაკს სულების აქვს დიდი მადა, მისთვის ეს ოქროს მადანიაო, შენ მოერიდე სულტკბილო ადამ, ჩემო ძვირფასო ადამიანო!
თოვლი
ციდან ცვივა ფანტელი, ჟრუა, ჟრუა, ჟრუანტელით, თოვლის ფიფქთა სიფითქე ყურადღებას მიფანტავს.
გულს ხუნდების ჰანტელებს გადააცლის, აჟურში ჩააყენებს როდესაც არეს თეთრად მოპენტავს.
ციდან ცვივა ფანტელი, ჟრუა, ჟრუა, ჟრუანტელით, მატიტელას ფურცლები ციდან მიმოიფანტა....
ციდან ცვივა ფანტელი ფარფატით, ჟრუანტელით, (...ფიქრთა კორიანტელი...) ისევ ისე მახსოვხარ, ისევ ისე მიყვარხარ! 07.10.2009
ამუზა
ეს "თეთრი ლექსი" ნეტავი, მუზამ შობა თუ ამუზამ, ივატენ ისქელ ირთეთ სე, მუზმუზელაობს ცხრა მუზა (მაზუმა უთ აბოშ მაზუმ აზუმ არხც სბოალეზუმზუმ). 2009
უდაბნო
"მე ვერ გამიგო ქართველმა ხალხმა", ჩიოდა დიდი ბერი გაბრიელ. უფლის გარეშე ვინ რას გაგიგებს, მამა გაბრიელ, მამა გაბრიელ?!
"ვინაც გაიგებს ჩუქურთმას ქართულს, ის პოეზიას ჩემსას გაიგებს", არა მგონია მასაც გაუგეს, მამა გაბრიელ, მამა გაბრიელ.
"მე ვერ გამიგო მშობელმა ხალხმა, ღმერთო, არ მისცე მიქელ-გაბრიელს", ჯვარზე გაკრულსაც ვინ რა გაუგო, მამა გაბრიელ, მამა გაბრიელ?!
08.10.2009 წ.
თქვენ ნუ გგონიათ!
თქვენ ნუ გგონიათ, რახანც არა გწვავთ, ღვთის ცეცხლი მწარედ არ იკბინება, ის ჯერ-ჯერობით კრავს და ავაზაკს ყველას თანაბრად მოეფინება...
თქვენ ნუ გგონიათ, თუმც უსაზღვროა უზენაესის გულმოდგინება, ბრაზი არ იცის, რახანც ნეხვს და ვარდს, იგი თანაბრად მოეფინება. 2009
მაგარო
რატომ მიყვარხარ მაგრე, გული რათ დამიჩაგრე? რკინებით გავამაგრე, ყველა სიმაგრეს ანგრევ!
აჰოლა და აჰოლიბა (ბიბლია, ეზეკიელი თ. 23)
თუ შენ იქნები აჰოლა _ ღვთის უმადური, მეძავი, აჰოლიბობას ოთარი, იცოდე რომ ვერ გაგიწევს!
კაცია და გუნება!
ვისაც ჩემი არ გესმით, ერთი არ გვაქვს გუნება, ამისათვის დაგხვრიტოთ?! _ კაცია და გუნება!
მელანქოლიკს, ქოლერიკს, ერთი არ აქვს ბუნება, ამისათვის დავხვრიტოთ?! _ კაცია და გუნება!
ზოგს ნათელი დღე მოსწონს, ზოგს მტირალი ბუნება, ამისათვის დავხვრიტოთ?! _ კაცია და გუნება!
მაგრამ ისეც არაა, DIABOLIS IN TERIUM!* შეფასების არსებობს, რაღაც კრიტერიუმი!
*(ЛАТ.-ДЬЯВОЛ НА ЗЕМЛЕ... ИЛИ ДЬЯВОЛ СРЕДИ НАС)
2009
თქვენ რომ ვინმემ შემთხვევით
თქვენ რომ ვინმემ შემთხვევით პირზე ხელი მოგადოთ, ალიაქოთს ატეხდით თუ აჭმევდით ალიყურს?
ხატმა რა დააშავა, ვისაც განა შემთხვევით, განაზრახით და ურცხვად პირზე ხელებს ადებენ?!
კაცნი უძვირფასესი შვილის ანდა ახლობლის ძველ სურათებს სახსოვრად ალბომებში ჩადებენ.
ხატმა რა დააშავა,_ საგაზეთო სტატიის დაძველებისთანავე სანაგვეში აგდებენ?! 2009 რა ლამაზი ხარ...
რა ლამაზი ხარ, უფალო, ამ კაცის დაბადებითა, შენი სახელის ჭირიმე, არ გააწვალო ბედითა!
SOS! დაანებეთ ამ ღმერთს თავი, ნუ ახსენებთ მის სულს უქმად! დაგიჯდებათ უმართავი სიტყვა ცეცხლში ტყება-ბუქნად!
ფრთხილად, ღმერთს ნუ ეხუმრებით! ძრწის სატანაც მის წინაშე, სიკვდილით რომ წარიტყვნებით, მერე სადღა იპარპაშებთ?! 2009
თვითშეგონებანი
ღმერთი არ მოწონს ყველას და მე რატომ უნდა მოვწონდე?! თავი მაშინ მაქვს საკვლელი, ღმერთის მოძულეს მოვწონდე.
ღმერთი არ მოწონს ყველას და მე ვინ ვარ ყველას მოვწონდე?! ქვაზე თავი მაქვს სახლელი ეშმას მიმდევარს მოვწონდე. 28.10.2009 წ.
რაღაც არ გჯერა
ეკლესიასთან ზარები რეკენ, მწუხრის მათხოვრის შესავრდომებლად, შენ კი უღონოდ დაღალულ ხელებს, მალავ სიმშვიდის შესაბრკოლებლად.
გაგაჟრიალებს სიცივის შესმით, მოითენთება თრთვილით უღელი სულის და უცებ მოგეჩვენება, რომ სამუდამოდ დარჩი სულელი.
და ფიქრობ დარდით, სევდა გრღნის ვარმით, რა ეშველება დაცლილ სასმისებს, სიცოცხლის წყურვილს მოჰპარავ ურვით დამაობლებელ ბედის ამინდებს?!
რაღაც არ გჯერა, სიმწრის ღიმილი დაგეფინება ფერმკრთალ სახეზე თვალები ძაღლის გაგცემენ უმალ და მოლანდება მიგიალერსებს...
1988 წ.
ეპიტაფია
ზიზღი არის ზოგიერთი კაცის ანთროპოლოგია, უმიზეზო ზიზღის ზვირთი მისი კრედო _ პროლოგია.
ჩვენი კრედო, მეგობრებო, იყოს კაცის სიყვარული, ნუ ვიქნებით უბრიანი კაცუნების სიხარული.
ზიზღი არის ზოგიერთი კაცის ანთროპოლოგია, ჩვენ დავტოვოთ სიყვარული სამარეზე ეპილოგად! 2009
ლექსი ისაა...
ლექსი ისაა, შურიანების "კეთილი რჩევა" თუ მოგიქსია, სანაქებოა ასეთი ლექსი, ღირს არს _ აქსიოს!
X/2009
თუკი თუკი ესწრები მალულად კუდიანების შაბაშებს, თუ შენი სული შავია, კანისფერივით აბაშის.
ღმერთთან რა გინდა, რას ითხოვ, სულის სიმშვიდე ვერ ჰპოვე? წადი და ეშმაკს მოთხოვე - ბრალი დასდევი ამაში.
თუკი ესწრები მალულად კუდიანების შაბაშებს, თუ შენი სული შავია, კანისფერივით აბაშის.
ღმერთთან რა გინდა, რას ითხოვ, პასუხი ეშმაკს მოთხოვე, კაი ჩიტებსაც დაიჭერ, საბედისწერო თამაშით.
05.11.2009
მეგობრები ჩვენს გულებს...
მეგობრები ჩვენს გულებს წარმატებით ჯიჯგნიან და როდესაც ასეთებს გულებიდან ამოვშლით, კარგი მოგონებები ნერვებს მაინც გვიშლიან, წარსულიდან სევდიან ფიქრის ღრუბლებს წამოშლის.
მეგობრები როდესაც ყურადღებას გვჩუქნიან, ზოგი გულითადად და ზოგიც ისე, ლაითად, გულის იერარქიით ჩუმად აღვამაღლებთ და გულის იერარქიით ჩუმად დავაქვეითებთ.
მეგობრები როდესაც საყვედურებს გვიძღვნიან... აბა რა მოგახსენოთ და რა გითხრათ საბრძენო... ბრალი ჩვენც ხომ მიგვიძღვის, ბრალი ჩვენც ხომ მიგვიძღვის, ბრალი ჩვენც ხომ მიგვიძღვის, სითბო უნდათ საძღვენოდ! 07.11.2009
ნუ გეშინია (კომენტარები)
ნუ გეშინია სათქმელის და დაელოდე განაჩენს, ლექსები თავად იტყვიან, თავად იტყვიან დანარჩენს.
ისინი შემოივლიან კაცის გულსა და ანარჩევ სიტყვებად გიბრუნდებიან, ხანაც გეტყვიან დანარჩენს. X/2009
"არაჩვეულებრივი გამოფენა"
სულაც არა ხარ ხელმოცარული, არული ჭინკებს, ჭინკებს არული, მთავარი არის: "ცხვირი ჰგავს? - ჰგავდეს! თვალი ჰგავს? - ჰგავდეს!" ლექსი ლექსს ჰგავდეს და... სიყვარული.
11.11.2009
Imagine (რა კარგი იქნებოდა)
რა კარგი იქნებოდა, ძლიერი სუსტს არ ჭამდეს, რა კარგი იქნებოდა, სუსტს ძლიერის არ შურდეს, რა კარგი იქნებოდა, არასდროს არ დაღამდეს, რა კარგი იქნებოდა, ყველას კეთილი სურდეს.
რა კარგი იქნებოდა, ძლიერმა სუსტს გაუყოს, რა კარგი იქნებოდა, არცერთი არ იყოს ქურდი, რა კარგი იქნებოდა, ბოროტი ყველას ძაგდეს, რა კარგი იქნებოდა... აი, ეს აბდა-უბდაც.
2009
კალვარიიდან კალვარიამდე
ყოველი კაცი გამოიცდება, ტანად პატარა თუ გოლიათი, ადრე თუ გვიან ვერვინ ასცდება, ყველას ექნება თვისი გოლგოთა.
ყოველი კაცი გამოიცდება, დაეკარგება მას მარიფათი, კაცის კაცობა მაშინ მტკიცდება, როს კალვარიის ელის ხიფათი!
კალვარიიდან კალვარიამდე გამოივლიან მირიადები, თუმც საკითხავი არის სადამდე თავის მძიმე ჯვარს აიზიდავენ.
კალვარიიდან კალვარიამდე გამოივლიან მილიარდები და თავის ჯვარის თავის ამრიდეს ღმერთი თავადაც ამოაზიდებს! 2009
იერუსალემის სინდრომი
საქართველოში ბევრს არქმევენ პოეტის სახელს, თუმც პოეზიის ეს მხარეა წმინდა სალემი, იერუსალემ, დამღუპველო იერუსალემ... და თვითმარქვია პოეტების ესაილემო. 2009
ცას ლივლივებენ...
ცას ლივლივებენ ვერცხლისფერი ანგელოსები, სულს აცილებენ, ნება-ნება ზეცას ადიან, ნეტარ არს კაცი სიგლახაკის მადლით მოსილი, ნეტარ არიან, მორწმუნენი, ნეტარ არიან!
ნეტარ არიან ვინც ცოდვები გამოიგლოვეს, ნუგეშისცემა სულისაგან წმიდის მოიღონ, ნეტარ არიან ვინც სიმშვიდე სულს მოუპოვეს, ეძიებდე და ჰპოვებდეო და მათაც ჰპოვონ.
ნეტარ არიან ღვთის სიმართლის მაძიებელნი, რომელთ ჰშიოდეს და სწყუროდეს სიმართლისათვის, რამეთუ განძღენ ღვთის სამართლის მადიდებელნი, ჭეშმარიტება წმინდა გულით გამოიძიონ.
ნეტარ არიან მოწყალენი, შეიწყალებენ, ნეტარ არიან გულწმინდანნი, ღმერთს იხილავენ, ნეტარ არიან დევნილები სიმართლისათვის, ვისაც ქვეყნიურ საცდურებით ვერ მოხიბლავენ.
ნეტარ არიან კაცთა შორის მადლის მთესველნი, ნეტარ არიან მეფსალმუნის თესლივით წრფელნი, ნეტარ არიან მშვიდობისთვის პირმოუთვნელნი მებრძოლნი, ღმერთმა უწოდოს მათ თავისი ძენი.
ნეტარ არიან ძლიერთაგან ამა ქვეყნისა ცილწამებულნი, დევნილები და დაჩაგრულნი, ნეტარ არიან მომკელისგან ამა ყანისა გამორჩეულნი, განწმენდილნი, გადამარგლულნი...
ცას ლივლივებენ ვერცხლისფერი ანგელოსები, სულს აცილებენ, ნება-ნება ზეცას ადიან, აქსიოს - ღირს არს, უგალობენ, ისმის გლოსები, ნეტარ არიან, მორწმუნენი, ნეტარ არიან! 29/XI/2009
„რამეთუ ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე...“ (იოანეს სახარება)
შენი გულისთვის
შენი გულისთვის, სიყვარულო, შენი გულისთვის, არა თუ ტახტი, თვით სიცოცხლეც დაუტოვიათ.
შენი გულისთვის, სიყვარულო, შენი გულისთვის, დროებით, მაგრამ, თვით ზეცასაც მიატოვებენ!
შენი გულისთვის, სიყვარულო, შენი გულისთვის, ბოროტის მახვილს შეგნებულად მიიზიდავენ.
შენი გულისთვის, სიყვარულო, შენი გულისთვის, გოლგოთას სხვის ჯვარს უდრტვინველად აიზიდავენ!
03/XII/2009
პოეტი გერქვას
პოეტი გერქვას ზოგს ჰგონია „რამკიან“ ქურდის, ტრადიციებით „პოეტებმა“ უნდა გაკურთხონ.
მე კი, უფალო, მეტი არა გამაჩნია რა, ჰა, ჩემი ლექსი, შეიწირე შენდა საკურთხად! 03/XII/2009
სინანული (გოდების კედელი)
ყოველ ხალხს სინანული იხსნიდა ოდენ... ნინევიელნი ცრემლისფრქვევით მიმოდიოდ(ნ)ენ, ნიბელუნგები - შეგვიწყალენ, მაღალო ოდინ, ებრაელები ეხლებოდნენ კედელს, ჰგოდებდენ... ეს მაშინ, როცა ღმერთის რისხვას ვერ გაურბოდ(ნ)ენ.
ყოველ ხალხს სინანული იხსნიდა ოდენ... და დანაყავდნენ სინანულის ცრემლებით როდინს.
2009
მე შენ წაგიყვან (ფანტაზია ქართული ხალხური ზღაპრის მიხედვით)
მე შენ წაგიყვან, მშვენიერო უცხო ჭაბუკო და უკვდავების ქვეყანაში გადაგასახლებ, იქ, სადაც შენი სიჭაბუკე არ დაგიჭკნება, აგიგებ გულისწადილების ზღაპრულ სასახლეს.
არ დაბერდები, გავაჩერებ დროების წამზომს, იქ არც სხეული აგტკივდება, არც დაგემტვრევა, არც გასუქდები, არც გახდები, მშვენების საზომს შენსას, ნუ დარდობ, არაფერი დაემუქრება.
თუ მოგშივდება, მოგწყურდება, დაგხვდება ტაბლა ნაირ-ნაირი საჭმელ-სასმლის გამოულევლად, უძლურებისგან არასოდეს გექნება დაღლა, ფერიაც გინდა შენი ჟინის დასარწყულებლად...
მე შენ წაგიყვან, მშვენიერო უცხო ჭაბუკო და უკვდავების ქვეყანაში გადაგასახლებ, იქ მე აგიგებ ნანინანატრ ზღაპრის სასახლეს, თუმც მონატრებას შენს გულიდან ვერ გავასახლებ.
მოგენატრება მშობლიური გარემო, კერა, უკვდავებაზეც ძლიერია სისხლის ყივილი, როს დაბრუნდები შეიქმნები განგების წერა, შენიანების არდახვედრის მოგკლავს ტკივილი.
05/XII/2009
"მამამა ღმერთს ჩამაჰყარა სახელი" გულქან რაზიკაშვილი ვაჟა-ფშაველას
ღმერთს შეერკინო, გაეპაექრო, უნდა მოგდგამდეს უფლისგან ღონე, "ღმერთს ჩამაჰყარო სახელი" რადგან, უბრალო მოკვდავთ არაა დონე. არიან, ღმერთის მარჯვნივ არიან, ო, რა თქმა უნდა, მორჩილი ცხვრები, მაგრამ თხებივით მარცხნივ არიან, ვაჟა ფშაველას მსგავსი მოძღვრები?!
05/XII/2009
"გალობანი სინანულისანი..."
ყოველი ცოდვა მიეტევოს კაცს, საიდუმლონი ოდეს გაითქვან, ხოლო ღვთისგმობელს და ფარისეველს _ ა პა პა პა პა, _ შვიდგზის ვაი თქვენ!
ყოველი ცოდვა ეპატიოს კაცს, თუ ინანიებს, რაღა თქმა უნდა, ხოლო წულთმხრწნელებს და მანიაკებს, _ ა პა პა პა პა, _ შვიდგზის ვაი თქვენ! 06/XII/2009
ნუ უკრძალავთ...
(და უთხრა მას იესომ: ნუ უკრძალავთ, რადგან ვინც ჩვენს წინააღმდეგ არაა, ჩვენს მხარესაა) სახარება ლუკასი, თავი 9, პარაგრაფი 50)
მე თუ გადიდებ, ვით უოლტერ სკოტი, დედაო ღვთისავ, Ave Maria! განდიდებისთვის რად მთხოვს ბოროტი, ნებართვა ვთხოვო ენამწარეებს?!
მე თუ მივბაძავ გურამიშვილს და ჩემი გლახაკი სულით გადიდებ, "დიდება მოთმინებასა შენსა...", მე თუ დავდუმდი, ქვანიც გადიდებს!
8/XII/2009 ვის გაუგია?
ვის გაუგია ძმაზედ აუგი? _ ძირს ფიანდაზად გული გაუგე და ერთხელ მაინც, მისი გუგებით შეხე ქვეყანას, მერე გაუგებ!
2009
"ყოველი სული აქებდით უფალსა" (დავითის ფსალმუნიდან, 150)
ჰილელ
ღმერთს თუ ადიდებს ყოველი სული, ჩვენში მოვიგებთ არმაგედონებს, ღმერთის დიდება არ უხარიათ, არ უხარიათ ოდენ დემონებს!
ყოველმა სულმა ადიდეთ ღმერთი და რა გამოლევს მჯობნს და უკეთესს?! სხვაც თუ ადიდებს, არ უხარიათ ოდენ ავკაცთ და ოდენ უკეთურთ!
ყოველმა სულმა ადიდეთ ღმერთი, ჰილელ! ალილო! ალილუია! და ვინ ადიდებს არის სულერთი, შენ თუ არა ხარ თავად უღმერთო!
11/XII/2009
ჰილელ - აქეთ და ადიდეთ ღმერთი (ძველებრაულად) ჯავრი
ყველას თავისი ჯავრი აქვს, ნათქვამიც, ენითუთქვამიც, თუ არ განახებთ, მაინც სჭამს უდარდელას და უქნარას!
ყველას თავისი ჯავრი აქვს, თუ მუცელში აქვს ჯიგარი და შიგაც არ ჩაგახედებს როგორც მზის ნათელს უღრანი.
ყველას თავისი ჯავრი აქვს, დღე ვის ქონია უღამოდ? ამიტომ ჭირსაც და ლხინსაც უნდა თავისი მუღამი. 11/XII/2009
ეგ იყოს ჩემი სადარდებელი!
მე ვერ გავხდები დროის საქულა, ვერ გავიმეტებ ლექსებს საქულედ, პატივმოყვარე სულაც არა ვარ, აღტაცებებით ვქსოვო საფულე!
ვერ შევიქმნები ქულის დრაკულა, ცუდ-მედიდობის მადიდებელი, მოგწონთ-კეთილი, არ მოგწონთ - არა, ეგ იყოს ჩემი სადარდებელი! 22.09.2009
"ღმერთი რომ არ არსებულიყო, ადამიანებს იგი უნდა გამოგვეგონაო" - ვოლტერი
ასე მეგონა . . .
ასე მეგონა, მეც რატომღაც ასე მეგონა, ადამიანებს ღმერთი უნდა გამოგვეგონა, მოვიფიქრებდით მისთვის კაცის ყველა ღირსებას, დავამატებდით უკვდავების ოდენ თვისებას. ... ასე მეგონა, მე უგნურსაც ასე მეგონა...
ხოლო კაცთათვის ვარიანტი იყო ასეთი: - სიკვდილის შემდეგ რომ სასჯელიც გამოგვეგონა, რადგან მოკვდავებს გახრწნილობა გვახასიათებს და ჩვენი თავის უკვდავებაც გამოვიგონეთ! ... ასე მეგონა, მე უგნურსაც ასე მეგონა...
იყო მეორე ვარიანტიც - გვამაიმუნეს, ასე ეგონათ? - ეშმაკურად ჩაგვაგონებდნენ...
იყო მესამეც - ბიბლიური მეფე-დავითი: "მან შეგვქმნა ჩვენ და არა ჩვენ - ის" - ასეც მგონია!
13/XII/2009
სულთა გადასახლება (სული ვერ ტოვებს...)
სული ვერ ტოვებს სხეულს ღვიძილში, თუმცა სიცოცხლეს ვერ გავიმეტებ, შორს, შორს წამოვალ ამაღამ ძილში, გათენებამდე გთხოვ, მიმიმატე!
და ეს იდეა ჩემი არაა, მოქირქილეთა დაიყონ პირნი! სულს უშენობა რადგან სწყურია მეც ისე ვნატრობ, როგორც შექსპირი!
თუმცა მის სიბრძნეს სიყვარულისას აკლია რაღაც, რაღაც... მარილი, გზაში ეშმაკმა არ მიმიტაცოს, ანგელოსს ვითხოვ ღვთიურ არილით!
13/XII/2009
"სილამაზე ყოველთვის იყო დიდი ძალა" - ალექსანდრე დიუმა (მამა)
ლამაზი რომ ხარ...
ლამაზი რომ ხარ, მაგიტომაც, ძვირფასო, გეტრფი, არ მკითხო ახლა, სილამაზეს რატომ ეტრფიან?!
ამაყი რომ ხარ, უკარება, მაგიტომ გეტრფი, პატივს რად სცემენ, არა მკითხონ, მიუკარებელს!
ლამაზი რომ ხარ, მაგიტომაც, ძვირფასო, გეტრფი და თავად სიტყვა ტრფიალებაც უმღერს სიტურფეს...
და ოდეს ტურფა გაიაფდეს, არ ღირდეს ჩირად და სიამაყეც ეკლებია ე მაგ სიტურფის!
16/XII/2009 წ.
მაგრამ როდისღა?!
(ეზეკიელი თავი მეთვრამეტე, 20-32)
"ბოროტი სული უნდა მოკვდეს!" _ ამბობს ბიბლია, თუმცა მართალთა სულთახდომას უფრო ვხ ავტორს გაცნობისათვის ვთავაზობ ჩემი I წიგნის "გამოცხადების" ლექსებს.

"ბოროტი სული უნდა მოკვდეს!" _ ამბობს ბიბლია, თუმცა მართალთა სულთახდომას უფრო ვხ
6. მასეთი ტონით ლაპარაკი არ წაგადგებათ. მე და თქვენ შორის ნაკლები პოეტი მგელმა შეჭამოს. დაიცავით ზრდილობის წესები. მასეთი ტონით ლაპარაკი არ წაგადგებათ. მე და თქვენ შორის ნაკლები პოეტი მგელმა შეჭამოს. დაიცავით ზრდილობის წესები.
5. მომეწონა მეფეო :) + მომეწონა მეფეო :) +
4. პატარა, მაგრამ ტევადი ლექსი... პატარა, მაგრამ ტევადი ლექსი...
2. თითქმის წელიწადია აქ არ ვყოფილვარ, ჰოდა აი, პირველად შენ წაგიკითხე, მომეწონა! თითქმის წელიწადია აქ არ ვყოფილვარ, ჰოდა აი, პირველად შენ წაგიკითხე, მომეწონა!
1. ჰეჰ, რომ არ ელოდები და რაღაც დაგხვდება მაგრად ტეხავს მერე კარგის თქმა :დ
მე მომეწონა
ჰეჰ, რომ არ ელოდები და რაღაც დაგხვდება მაგრად ტეხავს მერე კარგის თქმა :დ
მე მომეწონა
|