 | ავტორი: სიზ-მარი ჟანრი: იუმორისტული 31 აგვისტო, 2012 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
ყვავივით დაგტრიალებენ
რა?
რა რა,ადამიანებზე ვამბობ.
ა,ჰო. მაგრამ ვისზე გულისხმობ?
რა იყო,რამე მოწიე,ზოგადად ადამიანებზე
ანუ ჩემზეც?
შეიძლება ,ჯერ არ შემიმჩნევია
ანუ შეიძლება ,რომ მოხდეს ეგრე?
კი ,ყველაფერი შესაძლოა
სჯობს წავიდე,თორე ვიცი ისეთს გავაკეთებ,რასაც ვინანებ
კი სჯობს წახვიდე,მაგრამ არ დაგავიწყდეს ჩემი თმა ,იქ კართან,რომ სავარძელი არის დამტვრეული დევს შავ კოლოფში გახვეული
ჰო რათქმაუნდა,ჩვენ ერთმანეთი გვემახსოვრება.
ვიცი....
უხმოდ წავიდა.
იმ დღეს სწორედ დამტვრეული სავარძელი ჩემი მძიმე ტანის დაწევით ,უფრო დავამტვრიე. საერთოდ უფრო კომფურტულადაც ვგრძნობდი თავს,რადგან დასაჯდომი ფსკერზე იყო ჩასული. ადამიანებსაც ამგვარად არ ვექცევით ერთმანეთს,ჯერ არის ლიდერობის გრძნობით შეპყრობილნი ვართ ,შემდეგ მახინაციებს მივმართავთ,ამის შემდეგ კი მოწინააღმდეგეს,იმ რბილი სავარძელივითვფუშავთ და ვცემთ მიწაზე,რომელიც აგერ უკვე 3 თვეა ისაჭიროებს გაკეთებას. ჩემი მეგობარი დავივიწყე,რადგან არ არსებობს წმინდა მეგობრობა,ჰო და არ მსურდა ჩემი ქმედების მსხვერპლი აღმოჩენილიყო,არც ამას სურდა . ახლა ბარში ჩავალ მეთქი გავიფიქრე და პირველ სართულზე დავეშვი ჩქარი ნაბიჯებით,ვიღაც გოგონამ ჩამიარა,საშინლად ეცვა,ამაზრზენს ვუწოდებდი,''ვულგარული'' მაგრამ ჩემში იმპულსები აღძრა,ავდექი და ცქერა დავუწყე მის შიშველ მზის კრემით შეფერადებულ წვივებს.რა აზრებმა არ გამიარა თავში,ვიფიქრე ,რომ ქვეცნობიერის სურვილის ასრულებისას მერეც შევუდგებოდი,ახლა კი დასალევი მინდოდა დიდი დოზით. ბარში,როგორც ყოველთვის სიმარტოვეს მოწყურებული საზოგადოება იყო.,თითქმის პოეტები,ოღონდ მათზე ნაკლებ გარყვნილნი. მე ჰუმანური ვარ ყველას მიმართ,მაგრამ როცა საქმე შეფასებაზე მიდგება,ყოველთვის ზედმეტ ობიექტურობას ვიჩენ.
-სალამი ღამისა,ქინელ
-სალამი ,პრესტ
ესე მიძახდა ,ხოლმე ეს პიდარასტი,როცა ბარი სტოიკა სუფთა იყო.სხვა შემთხვევაში არ ვაპატიებდი.რეალურად მერქვა პრესომირლი ,ვცხოვრობდი იქ სადაც მომესურვებოდა,ძირითადად მდიდარი ქვრივი ქალების გულთამპყრობელი ვიყავი.
-ახლა სევდა მეძალებოდა და ვისკი პირიქით გამაღიზიანებდა.
იმ საღამოს არავინ გამოჩენილა,მალე დავბრუნდი ბინაში,რომელიც გადაჰყურებს ვენეციის ხიდს,. სულით ავანტიურისტი ვარ,ჯერ ვერ ვიპოვე ბუდე,სადაც დიდი ხნით გავჩერდები და მხიბლავს,ისეთი ადამიანები ვინც სრულყოფილი ცხოვრებით დაკავებულნი არიან,ანუ არახელოვანები. მე მათ დროს ვართმევ,მათთვის ძვირადღირებულს. ამ ფიქრებში ვიყავი,რომ ჩამეძინა და სამი საათის შემდეგ მაღვიძარამ დარეკა,გამახსენდა,რომ ჯულიას ველოდი,50 წლის ქალია,ქერა,მაგრამ ძალიან ჭკვიანი.ქვრივი ,საკმოდ დიდი მიწები აქვს მექსიკაში მგონი ტოლუკაში,მაგრამ ეგ სულ არ მაინეტრესებს,როგორ და სად,მთავარია მე ბედნიერად ვგრძნობ მასთან თავს. რადგან არც გულის შემძვრელი გრძნობები მღრღნის და არც უსიყვარულობა. მალე ზარს დარეკდა ,მე კი სუნამო მაინც უნდა დამესხა,რადგან მან მაჩუქა,საოცარი რაღაც არის ,რომელზეც ინიციალები მ და ლ არის მაგრამ ჯერაც ვერ მივმხვდარვარ,ვისი კოლექციიდან არის.
ზარმაც არ დააყოვნა ,სამ საათზე ის უკვე შავ გამჭირვალე მაისურში და ფართე მაღალსათავიან შარვალში გამოწყობილი იდგა კართა.
-სალამი ,მეგობარო: ))
-მადამ თუ მადმუაზელ?
-როგორც გენებოთ,ჰო იცით თქვენობით მომართვა ჩემი სტილია და არა ფარდის ჩამოფარება სოციალური უთანასწორობის წინაშე.
-იცი ახლა მე შენ გაღმერთებ.
-მადლობ.
-თქვენის ნებართვით ბეწვი მომეცით
-ჰმ: ))
იმ საღამოს განსხვავებული მომეჩვენა ჯულია,ვიცოდი აწუხებდა,მაგრამ აქამდე ასე არ ყოფილა,ან რომ ყოფილიყო ალბათ არ დავინტერესდებოდი,ჩვენ მხოლოდ ორი რამ გვაკავშირებდა : პირველი ფული,მეორეც ის რის გამოც ფულს მიხდიდა.ეს მას სიამოვნებდა,თორემ მე არ ვთხოვდი,იცოდა მან პლებეი რომ არ ვიყავი ,უბრალოდ უ-პატრონოდ აღმოვჩნდი . ის ყოველთვის ამბობდა,რომ ადამიანები ერთმანეთს უქმნიან ბედს,რადგან არ არსებობს ყველა მდიდარი,ლამაზი,ჭკვიანი და ა.შ ანუ მახინჯი ლამაზს აძლევს,ღარიბი მდიდარს და სულელი ჭკვიანს,შემდეგ ჩვენ დაკმაყოფილებულებმა უნდა გავსცეთ. ის ყოველთვის გულგრილი იყო მაღალიფენისადმი და არ უყვარდა ,როცა ქუჩის მათხოვარს ახალგაზრდები ფულს ართმევდნენ. დილით შვიდ საათზე წავიდა,საქმიანი ქალი არის,ყოველთვის რაღაცას აკეთებს. მე ჩვეულებრივ 10 საათამდე მძინავს,მაგრამ ამჯერად 9--ზე გავიღვიძე. აივანზე გადავიხედე და დავიწყე ფიქრი,იმაზე თუ დღეს რაროლს მოვირგებდი. ვიცოდი მალე ჯულიასაც ,რომ დავშორებოდი,რადგან ასე ვერ გაგრძელდებოდა,მე ეს მბეზრდებოდა,თან მას ქალური ტკივილები მოეძალა,რომელიც უფრო მეტად დაახლოებდა ჩემთან,ყოველთვის ზოგად თემებით შემოვიფარგლებოდით,ახლა კი წუხილი ,დარდი, სურდა ჩემთვის გაენდო,რომელიც მე არ შემეძლო მომესმინა. ასეთი გარეწარი ვიყავი და გადავწყვიტე მას ამაზე მეორე დღის ნაშუაღამევს დავლაპარაკებოდი. ამავდროულად მე მეძებნა ახალი მსხვერპლი.
მშვენიერი დღე იყო ახალი საყვარლის მოსაძებნად და მეც იმ ქუჩას მივმართე სადაც ელიტური საზოგადოება იკრიბება,იმის გათვალისწინებით,რომ ჯიბეში არაფერი არ მედო,გარდა გახუნებული ცხვირსახოცისა და მცირედი თანხისა,რაც მხოლოდ მგზავრობისთვის მეყოფოდა,დარცხვენილი იქნებოდა ჩემი განუხორციელებელი სტრატეგია.,.მაინც ჩავიცვი,ისე ,როგორც შეჰფეროდა ნამდვილ ჯელტმენს და გავედი.ქუჩაში ხალხი იმდენად ირეოდა,რომ მარტივი იყო ვინმესთვის ერთი ხელის მოსმით აგეცანცლა საფულე,არასოდეს არ მომიპარია,ბავშვობაში მოპარულ ტკბილეულს თუ არ ჩავთვლი,თუმცა ამასაც თავისი მიზეზები აქვს,რატომ რისთვის,ამაზე შემდეგ გეტყვით. ჩემი ღია პიჯაკი და მუქი შარვალი,კლეტკიანი კაშნეთი ისეთ შთაბეჭდილებას ,ტოვებდა,რომ მე ვიყავი ,ერთი უცოდინარი,მაგრამ სიმპატიური ,შესაძლოა კავალის მოდელიც. ბრენდებს არასდროს ვანიჭებდი დიდ მნიშვნელობას,მაგრამ ჯულისგან ბევრი რამ გავიგე მოდის ტენდეციების შესახებ და არა მარტო ეს. იქვე არსებულ ღია ბარში ჩამოვჯექი და ირგვლივ მიმოვიხედე,ეს იყო წამიერი,მაგრამ მეორე გახედვა წუთზე მეტხანს გაგრძელდა,რომ არ შემოეხედა,იქნებ მეტხანსაც გაეტანა. ახალგაზრდა ალბათ ჩემზე 3 წლით უნცროსი,შავი თმები ჰქონდა,ღია თაფლისფერი თვალები და გრძელი დატალღული თმა,საშუალო სიმაღლის,ოდნავ კეხიანი ცხვირი ჰქონდა და კონტურული ტუჩები. მარჯვენა თვალზე მხოლოდ მოგვიანებით შევამჩნიე ,რომ წარბთან ხალი ჰქონდა. ბევრი არ მიფიქრია,რომ მოქმედებაზე გადასვლა გადავიწყვიტე,რადგან ეტყობოდა,რომ ფული ჰქონდა,მაგრამ მაინც ბალზაკის ასაკის მქონე ქალს ვეძებდი.ის ის იყო ,რომ ყავის ბოლო წვეთი მოვსვი და ნალექს დავუწყე ყურება,რდგან ცოტას ვნერვიულობდი ,რომ შემოვიდა ახალგაზრდა ქალი,ქერათ შეღებილი თმით და გოგონას მაგიდასთან დაჯდა,მივხვდი,რომ დედა იქნებოდა,ამიტომ სჯობდა ,სხვას დავლოდებოდი,ასეც მოვიქეცი,თუმცა მასზე ყურება არ შემიწყვიტავს,. ხანდახან მეცინებოდა კიდეც ,რომ გამოიხედებოდა ჩემკენ,იმდენად უხერხულად ვგრძნობდი თავს. მე შემიცდენია,მაცდური ღიმილით და სხვა და სხვა საშუალებებით ქალები ,არამარტო,ახალგაზრდა გოგონებიც,ჩემი ასაკის,მაგრამ ის სხვა იყო. დღემ ისე ჩაიარა,რომ ცუდი გრძნობა დამეუფლა,ვგავდი მეთევზეს ,რომელიც ანკესს მთელი დღის განმავლობაში აგდებს ზღვაში,მაგრამ ერთ გამხმარ თევზსაც ვერ ამოიყვანს. 10 საათი შესრულდა,ის წავიდა დედასთან ერთად,მე სასტუმროში ავედი,.11-ზე ჯულია მოვიდოდა,იქნებ ძალიან დამწუხრებულიც და მისი გულისშემძვრელი აღსარება უნდა მომესმინა,შემდეგ მემშვიდებინა და რჩევები მიმეცა,რაც არც თუ ისე კარგად გამომდის. ავდექი საათს დავხედე,11-ის 15 წუთი იყო ,ფაჯარა გავაღე ჰაერი ჩავისუნთქე და ნახშირორჟანგი გამოვუშვი,თითქოს ერთმანეთის გავლით ჩაენაცვლენ ჩემში ცუდი აზრები ,დადებითს და მაინც გამკაწრეს. სამზარეულო ცარიელი იყო,ხვალ შეიძლება შიმშილითაც მოვმკვდარიყავი,მაგრამ ეს მიხსნიდა,ყოველგვარი ფიქრისგან,რაც მაწუხებდა დღემდე შესაძლოა სიკვდილის ბოლო წუთს წამებად ვყოფდი. ვისკი,რომელიც ფსკერზე დარჩენილიყო,საზიზღრად მომეჩვენა ,არაფრის მქონე მათხოვარს ჰგავდა.ვფიქრობდი,რომ ცოტას მოვიცდიდი და ჯერ ჯულიას არ დავშორდებოდი,რადგან ეს იყო კატასტროფა ჩემთვის,სრული ამ სიტყვის პირდაპირი და არაპირდაპირი გააზრებით,.. ამ ფიქრში დრო გავიდა და ჯულიაც ისიც მესტუმრა,როგორც ვიფიქრე საშინლად აღგზნებული მეჩვენა თავს ვერ იკავებდა ტირილისგან,თუმცა კი სურდა ,რომ არ ეტირა,რაც ქალები გამიცვნია ყველასგან მხოლოდ ის მესმის,რომ ძლიერები სურთ იყვნენ. მაგრამ ქალის პროტოტიპი სისუსტესთან და ფაქიზ სულთან ასოცირდება,რაც არ უნდა სადისტი ბუნების იყოს,მე ასეთებსაც ვიცნობდი.მაგალითად ანნა,რომელიც დღეში ხუთ სამ ბოთლ შამპანურს სვამდა,დადიოდა კაცის ტანსაცმლით და უყურებდა ქალთა ცეკვას,ის სულით გამომძიებელი იყო,საკუთარ თავის აღმოჩენაში ჩაეფლო,ვერ იტანდა კაცებს და ხშირად უკრავდა თვალებს მისი სილამაზით,უფრო ვიტყოდი ვულგარულობით.ის ღამე არ მიძინია,რადგან ჯულიმ არაერთი ფრაგმენტი შემომთავაზა მისი ცხოვრებიდან,მითხრა დარდი მომაწვა და მსურს ,გიამბოო,მეც არარაობა ვიქნებოდი არ მომესმინა ქალისათვის ,რომელიც შეიძლებოდა შემყვარებოდა თუ კი ცოტა ხანს დაველოდებოდი მის ცისფერ თვალების მომნუსხველ მზერას.ალბათ არაერთი პოეტი დაუწერდა მას ლექსს,მაგრამ მე არც პოეტი ვიყავი და არც რომანტიკოსი. ეს უკანასკნელი მგონი ,რაღაც ფობიასავით დამდევს და იმედია არც ერთი ქალი არ შემყრის ამ სენს. ჯულიმ საკმაოდ დიდი ფული მომცა ,მეორე დილით სასტუმროდან გამოვედი,იმ ბარში წავედი სადაც წუხელ საღამოს ვიყავი და იმ უცნობის ნახვა მსურდა.არ გამოჩნდა სამწუხაროდ,არა ერთი ქალი იყო,მაგრამ ისინი უბრალოდ ქალები,ვიცი გამკიცხავენ მამაკაცები,რადგან ყველა ქალი უკვე სრულყოფილებაა, ის ხომ ქალის სტატუსს ატარებს.ხშირად დავდიოდი ბარში და ვუკვეთავდი ყავას,რომელიც ცივდებოდა ტუჩ მიუკარებლად,ერთხელ კი დავინახე ის. შავი კაბა ეცვა,მგლოვიარეს ჰგავდა,მისი თვალები კი წყეული სამყაროთი დათრგუნული მომეჩვენა,ყველაფერს ერთად მოეყარა თავი,თვით უმანკოების თეთრი ნაფეხურებიც ეტყობოდა,იმდენად სუფთა იყო,რომ მე ვიგრძენი სირცხვილი საკუთარი თავის. ამჯერად მარტო დაჯდა ჩემს მოპირდაპირე მაგიდასთან,ყავა შეუკვეთა ნალექიანი და მომეჩვენა,რომ საუბარი სურდა.სიგარა ამოიღო მძიმედ გამოუშვა ბოლი და ჩემს წინ რგოლებად გასცა,ვიფიქრე,რომ ის ღვთისმშობელი იყო,მაგრამ ურწმუნო ფიქრებმა დამარცხვინა საკუთარ გულთან და დავივიწყე ზემოთ ხსენებული აზრი. რწმენა ჩემთვის იმდენად მიუხვდომელი ცის სართულია,რომ ვერასოდეს მივაღწევ ქრისტემდე.ამ ფიქრებმა უფრო შემშალა,რომ სისუსტემ შემიპყრო და მის გვერდით დავჯექი. ის არც იხედებოდა ჩემკენ,მხოლოდ სიგარეტს სრესდა საფერფლეზე.
მე მის თითებს შევეხე,მან კი ხელზე მომიჭირა.
-ყველაფრის უფლებას ნუ მისცემ საკუთარ თავს
-უკაცრავად,მაგრამ თქვენი გაცნობა ,როგორ შეიძლებოდა არ ვიცოდი
-უბრალოდ სახელით,მეტად არ მგონია ვინმემ გამიცნოს-ეს რომ თქვა წინ გაიხედა,სადაც ნავები იყო დაყენებული..
-შეგიძლიათ წამოხვიდეთ ჩემთან ერთად ნავით,ქალაქი დავათვალიეროთ
-არა,მაპატიეთ,მე უბრალოდ განწყობას არ გაგიფუჭებთ,რადგან ალბათ ბედნიერ წამებს ეძებდით,აქ რომ ჩამოხვედით
-როგორ მიხვდით?
-ეს ხო ნათელია,გაცვიათ ისე თითქოს წვეულებაზე იყოთ,სავარაუდოთ გერმანიიდან ხართ.
-მე ვფიქრობ,რომ მეტს გაიგებთ ჩემს შესახებ თუ კი წამომყვებით და დამითმობთ რამოდენიმე საათს,...
-არ ვიცი,მხოლოდ იმშემთხვევაში თუ ბევრ კითხვას არ დამისვამთ...
-არა ,რათქმაუნდა ,როცა საუბარი მოგესურვებათ მითხარით და გავაგრძელებ: ))
-მადლობელი დაგრჩებით.: ))
ჩვენ სამი საათი დავყავით ერთად და ნორმალურად ერთი წინადადებაც არ გადაგვიბამს,მაგრამ ვისაუბრეთ ყველაფერზე,რაზეც შეიძლებოდა წარმოდგენა შეგვქმნოდა ერთმანეთთან დაკავშირებით.შემდეგ ერთმანეთს ტკბილი ძილი ვუსურვეთ ,ის იყო აუხდენელი ოცნებასავით,რადგან მე არ შემეძლო მას შევხებოდი ერთხელაც კი,ვიცოდი ეს თუ მოხდებოდა,ყოველგვარ სიამაყეს თავმდაბლობაში გავცვლიდი და მის ფეხებზე დავიწყებდი ჩემი მარგალიტების(ოცნებების) პოვნას.. მე მეშინოდა მისი,ვერ ვესაუბრებოდი,რადგან მეგონა რაღაც სისულელეს წამოვროშავდი,ამით კი სრულიად დავშლიდი იმ შორეულ კავშირს,რომელიც სულ ცოტა ნელ-თბილ ჰაერს იმეტებდა ჩემთვის. ახლა უბრალოდ ჯულის უნდა დავშორებოდი,ეს არ გამჭირვებია,რადგან ის იმაზე მეტად მიგებდა ვიდრე მე მას. მარტო დარვრჩი და დროის გასაყვან ათასს საშუალებას მივმართე,წიგნის კითხვა დავიწყე,მომწყინდა,შემდეგ ტელევიზორი ჩავრთე სადაც უხამსობა გადიოდა,გამოვრთე.გადავწყვიტე მევარჯიშა აზიდვების გაკეთება დავიწყე ,მაგრამ რადგან სპორტს დიდი ხანია დავანებე თავი 5-მდე რომ ავედი საშინელი ტკივილი ვიგრძენი ხელებში.
მისი ნომერი მქონდა დიდხანს ვიყოყმანე ,ბოლოს კი გავბედე.
-ალო(ეს იმდენად საშინელ ვირის ყროყინს წააგავდა საკუთარი თავის შემრცხვა)
-სალამი,როგორ ხარ?
-არამიშავს,შეიძლება ითქვას,რომ განწყობის ასამაღლებლად შენ გელი.
-ჰმ,ეგ ნამდვილად კარგია,მაგრამ ახლა ვერსად ვერ გავალ,რადგან თავი მტკივა,შეგიძლია თავად მოხვიდე,ქუჩას გეტყვი.
-კარგი.
ცოტას ვღებლავდი როგორც მჩვევია,ამ დროს,მაგრამ ახლა ჩემებურად უნდა მემოქმედა. როცა 16 წლის ვიყავი ყველა გოგონა ვინც რაღაც სურვილებს მაინც აღძრავდა ჩემში ,უთქმელად მნებდებოდა,მქონდა რაღაც განსაკუთრებული.თუმცა ეს მხოლოდ დავის ქებაა და მეტი არაფერი,მაგრამ ადამიანებს განსაკუთრებით გვიყვარს ამგვარი მომენტები. სარკეს მივუახლოვდი,ქერა თმა მოკლე თმა მაქვს,საშინელ განწყობაზე ვარ,როცა წინ არსებული თმის ღერები მაღლა ადის,არც რაიმე ქიმიურ საშუალებებს არ ვიყენებ,რომ ჯაგარივით თმა თავის ადგილზე დავტოვო. ამ ფიქრში ჯაგრისი გამახსენდა,რომელიც გატეხილი იყო და ახლის ყიდვას არ ვაპირებდი. ჰო მართლაც ერთი უცნაური ჩვევა მაქვს ,ჯაგრისი რომელიც 16წლიდან დღემდე გამომიყენებია შენახული მაქვს და 70 % ამათგან სულ გადატეხილებია,როგორც დედა მეტყოდა ბავშვობაში''უდიერად ვექცევი ნივთებს და ადამიანებს'' სამწუხაროდ პირველად მიწევს მას დავეთანხმო.ვფიქრობდი თუ ძალიან კოხტად ჩავიცვამდი ,ისეთ შთაბეჭდილებას დავტოვებდი ,როგორც კლოუნებს აქვთ ცირკში ჩვენებაზე.ამიტომ არც სიკოხტავე დავიცავი ბოლომდე და არც ჰიგიენა,ანუ ჩემი დამტვერილი ფეხსაცმელები არ გადამიწმინდავს,ბოლოს და ბოლოს თუ მოვწონვარ სჯობს მიმიღოს ისეთი როგორიც ვარ,ნიღბები კოლექცია დროებით გაყიდვიდან გავიდა. აქ უკვე ნამდვილი ჩემი სახე უნდა მეჩვენებინა.
სანამ მასთან მივიდოდი ვფიქრობდი მშობლებზე,რომელსაც ვერაფრით ვაკმაყოფილებდი,თუმცა ისინი მაქსიმალურს მიკეთებდნენ თავიანთი აზრით,მაგრამ როდი იყო საჭირო მატერიალური კეთილდღეობა.როგორც წმინდა წიგნში უფალი ამბობს,ყველაზე უცოდველი პატარა ბავშვი არის,ამიტომ ვფიქრობ მათ რაღაც რწმენის და მაგვარი უნდა ჩაენერგათ ჩემში.სწორედ,რომ რწმენა ჩემთვის მიუხვდენელი ხელოვნებაა და უფალი მხოლოდ ბიბლიური პერსონაჟი,რადგან მე მისი მეშინია,მხოლოდ მაშინ ,როცა ცოდვებს ჩავდივარ.უმეტეს წილად კი ეშმაკის კერძი გახლავართ.სანამ ზეციური სამყაროს არსებობაზე ვფიქრობდი,მის საცხოვრებელ ადგილსაც მივაგენი.ზარს დავაჭირე და ვვოცნებობდი არ გაეღო კარი. ყოველთვის მითამაშებს ნერვები და მიძგერს გული,როცა სანატრელ ადამიანთან ვაპირებ შეხვედრას,ეს საოცარი რამ არის უარყოფითი ენერგია პირდაპირ თვალების წინ იფანტება,მაგრამ ოჰ ეს დაბნეულობაა.
-სალამი,კიდევ ერთხელ შემოდი
-მადლობთ
-თქვენობით ნუ მომმართავ..
-კარგი
-ცოტა არეული არის სახლი,გუშინ დედას მეგობრები იყვნენ.
-არაუშავს,-როცა ამას ვამბობდი ,გავიფიქრე რა მოწესრიგებული ოთახებია მეთქი,როცა პარარელურად ჩემი ბინა გამახსენდა.
-დალევ ლუდს?
-არა მადლობა.სჯობს ისე ვისაუბროთ
-ჰო რა თქმა უნდა,თმას ჩამოვივარცხნი და მოვალ.
-იცი ცოტა ისეთი რაღაც მომინდა ,რაც გაგიკვირდება/
-მაინც?: ))
-ბავშვობაში სულ ვუვარცხნიდი დედას თმას ,როცა დილით სამსახურში მიდიოდა.
-ეს მომწონს,კარგია თუ დედასთან საერთოს პოულობ,თუნდაც დუმილი იყოს.
-: ))-გავუღიმე და მის ფეხებს დავაკვირდი,რომელმაც ძალიან ნელა ჩაიარა და ლანდებად დატოვა კვალი ოთახში.
ის ჩემს ფეხებში მოექცა,თმები გადმომიშალა და თვალები დახუჭა.
ავნერვიულდი ცოტა,რადგან მსურდა მისთვის მესიამოვნებინა და უხეში არ ვყოფილიყავი.
ჩუმად ,ორივე -მე კიდევ ვვარცხნი,მაგრამ ეს რაღაც რომანტიკულის კვალსაც ტოვებს,ისეთს არასდროს ,რომ არ დაგავიწყდება,სიტყვები ხშირად აფუჭებენ გრძნობების პროცესს,მაგრამ დუმილი მართლაც,რომ ოქროდ არის შესაფასებელი. მისი თმა იყო მუქი წაბლისფერი ,იმდენად,რომ შავს ვუწოდებდით მზის ჩასვლისას,ძალიან ბრწყინავდა იმ ადგილას საიდანაც მზის სხივი აპარებდა.როცა დახუჭულ ტუჩებზე ვაკვირდებოდი,ვგრძნობდი ,რომ რაღაცის თქმა სურდა,მაგრამ არ უნდოდა იმ კომპოზიციის დარღვევა ,რაც ირგვლივ არსებობდა. საშინლად დაღლილი მომეჩვენა,ასეთ დროს ბევრ ადამიანსგან გამიგია,რომ სიამოვნებს თმებზე თამაში,მაგრამ ეს იყო მთელი მისი ცხოვრებისგან დაღლილი ჰაერის გამოდევნა,რომელიც სახეზე ნისლად ეფინებოდა. ძალიან მომინდა შევხებოდი მის ტუჩებს ,მაგრამ ის მოულოდნელად ადგა.
-იცი მგონი შენი წასვლის დროა,ახლა დედაც მოვა და მისთვის შეუფერებელი სურათი დახვდება.
-მკაცრია?
-შეიძლება ან მე მეჩვენება.
-როდის შეიძლება კიდევ შენი ნახვა?
-ვერ გეტყვი. მე შენი ნომერი მაქვს,რომელსაც პერანგის ჯიბით ვატარებ.ის პერანგი კი სულ მაცვია თითქმის.: ))
-კარგი ეგრე იყოს,მაგრამ არ გაბედო ჩემი მოტყუება.
-: ))
ბევრი ვინანე ,რომ პირდაპირ საქმეზე არ გადავედი,მაგრამ რამდენად გამომივიდოდა ეს მასთან არ ვიცოდი. ჩემი თავი ამჯერად ის ბიჭი მეგონა,რომელსაც სკოლაში და კოლეჯში უიღბლოს ეძახიან და გატანილ გოლებით დაკარგულ ბურთებს აკრებვინებენ. ბევრი ვიხეტიალე და ბოლოს ბარში გავჩერდი,ვგრძნობდი,რომ რაღაც ვერ იყო ისე. არა და ასე არ შეიძლებოდა ჩემს ცხოვრებაში. ვიღაც გამოჩნდა ახალგაზრდა,რომელმაც თავგზა ამიბნია. არც დონ ჟუანს ვგავდი,არც მოსიყვარულე მონოგამს. ამჯერად მოკვლა მსურდა ,არა საკუთარი თავის არამედ მისი.
ყოველთვის იმ დროს წყვეტდა საუბარს,როცა კულმინაციურ ფაზაში უნდა შესულიყო ჩემი გრძნობების დასურათება. ეს ტელეფონით ხდებოდა,მას შემდეგ კი რაც თმა დავუვარცხნე არ მინახავს პირისპირ.
ჩემი ფანტაზია იმ დონემდეც მიდოდა,რომ მესიზმრებოდა ,როგორვ ვკოცნიდი მას ,მის მკერდზე მიკრული უსულო მერცხალივით ველოდი შველას და ისეთი ფიქრები,რომელსაც ეკლესიურად მკრეხელობად და მრუშობად თვლიან.ავდექი 3 საათი სრულდებოდა,გამახსენდა ჯულია,ცოტა ვინანე კიდეც რომ გავწყვიტე ურთიერთობა მასთან,ამავდრულად პირველად ცხოვრებაში მსურდა საუბარი საკუთარ ტკივილებზე. კაცები უცრემლოდ ვტირით,მაგრამ ზოგჯერ ქალივით ამ შხაამისებური სითხის გამოყოფაც გვინდა,რომელიც მარილის გემოთია გაჯერებული. ჯულიას ვერ დავურეკავდი,მაგრამ სხვა ვისთან უნდა მესაუბრა ინტიმურ თუ აუხდენელ ოცნებებზე.ყავის მოდუღება გადავწყვიტე ,მაგრამ ისე გამოვშტერდი ფიქრისგან,რომ გადმოვიდა და მთელი გაზქურა გააშავა. დებილი ვუწოდე საკუთარ თავს გაბრაზების ფონზე და შეუფერებელი გინება დავიწყე. ალბათ ვინმე მოხუცი ,სმენადაქვეითებული ცხოვრობდა შემს ქვემოთ,თორე უდავოდ გარეთ მომისვდრიდნენ სასტუმროდან.
ის ღამე ,დღედ მექცა,არაფერს ისე არ ვუჩივოდი როგორც უძილობას.მოჩვენებებიც კი დამეწყო,ერთი კვირის განმავლობაში რაღაც ილუსტრირებულ ალბომებს ვათვალიერებდი,რომელიც ტელევიზიით გადიოდა და ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი.
საშინლად გავნაწყენდი მასზე და არ ვაპირებდი დარეკვას,მაგრამ გულმა მიგრძნო ,რომ ის აუცილებლად შეამოწმებდა იმ პერანგის ჯიბეს სადაც ჩემს ნომერს ინახავდა.
ამ ფიქრში ტელეფონმა დარეკა.
-გისმენთ
-უკაცრავად,ფრანსუა ბიურენი მინდოდა.
-შეგეშალათ ,ქალბატონო
-........ტტტტტ
გამითიშა,ბოდიშიც არ მომიხადა.მეორე ზარი გაისმა ტელეფონზე ამჯერად არ შევმცდარვარ,ის იყო.
-მაპატიე |
-მე მაპატიე,რომ ვერ დაგიკავშირდი-ამჯერად ვერ უნდა შემეცვალა არ-ით ,მაგრამ ჩემი ამაყი ხასიათი მომეძალა.
-რას შვები?
-არაფერს,ტელევიზორს ვუყურებდი,მაგრამ გამიცრუვდა იმედები,როგორც ყოველთვის.
-ჰო რა თქმა უნდა. ახლა საყიდლებზე მივდივარ,დედა სამსახურში არის,სრული 4 საათი მაქვს დრო..:)
-კარგი შემოთავაზებაა.
-მაშ,2 საათზე გამომივლი ჰო
-აუცილებლად.-ამ სიტყვას ყოველთვის არა დანიშნულებისამებრ ვიყენებდი,წესით რაიმე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას უნდა მეთქვა არა და იმ ქალს ვეუბნებოდი,ვინც მუზა იყო ჩემი.
ჩავიცვი,კოხტად,ამჯერად და მის ქუჩაზე ჩავედი. სიმართლე ვთქვა,მზე არ მიყვარდა,მაგრამ ესეთ შანსს ვერ გავუშვებდი.
ჩვენ ბევრი ვიარეთ,მან არა ერთი მაღაზია შემომატარა,მაგრამ ვერაფერი აარჩია,ვიცოდი ქალების ყოყმანის ამბავი,მაგრამ ეს რაღაცას ელოდა.,ალბათ.,.
მე გადავწყვიტე მოსასინჯებელ ოთახში შევყოლოდი,ასეც მოხდა.ალბათ ყველაზე ნაკლებად აქ ვიფქრებდი,იმის გაკეთებას,რაც დიდი ხანია მსურდა,მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. მან საშინლად დიდი დოზით მაწვალა,სანამ მომიახლოვდებოდა,მე კი დაუცველი გოგონასავით ავეკარი კედელს. მისი ტუჩები,ცივი ,მაგრამ სასიამოვნო მომეჩვენა. საშინლად დავიღალე დგომით დავჯექით და ისე გავაგრძელეთ კოცნის ხელოვნება. მგონი უკამყოფილო არ დარჩა ჩემით. ვგრძნობდი,რომ რაღაც ლტოლვას განიცდიდა ჩემს მიმართ,მაგრამ არა ისეთს,როგორსაც მე,...
სახლში მისულმა ბევრი ვიცეკვე ,რადიო ჩავრთე და როკს ვუსმენდი,მაგრამ არ ვიცოდი ვინ ასრულებდა ამ კომპოზიციას. საშინლად დავიქანცე,მაგრამ ბედნიერად.
მეორე დღით ჯაგრისი შევიძინე,იმიტომ,რომ ბედნიერი ვიყავი,მაგრამ ფეხსაცმელების შეძენაც მსურდა, და საერთოდ წესრიგში მოყვანა თავის,.15 წლის ბიჭს ვგავდი,რომელიც პირველად მიდის გოგოსთან პაემანზე.შავი თხელი მოსამცელი ვიყიდე,იმ ფულით რომელიც ჯულიმ დამიტოვა და მადლობას ვუხდიდი გულში,შემდეგ პერანგი ლურჯი და ჯემპრი სერი ფერის.დარჩენილი თანხის მესამედი ფეხსაცმელს დავახარჯე,მაგრამ ეს იყო ნამდვილად კარგად ცნობიერად გამოყენებული ფული.
მეორე დღით წერის განწყობა მქონდა ავიღე კალამი და ნოტების წერა დავიწყე პარარელურად პიანინოზე ვსინჯავდი კლავიშების ჟღერადობას. ჩემს თავზე საუბარი მიყვარს ,მაგრამ არ ვსაუბრობ შემოქმედებით მხარეებზე,რადგან ადამიანები ქებაში გითვლიან. ვუკრავ 5 წლიდან,მაგრამ არასოდეს არ მიცდია შემოსავლის წყაროდ გამეხადა ის,რაც ჩემთვის რწმენასავით ხელშეუხებელი იყო. მე ლაკის ფეხსაცმელებში,ახალ ჯემპრში და შავ შარვალში გამოწყობილი ახალ მელოდიას ვწერდი,როდესაც კარზე დარეკა ზარმა.
-სალამი პრესმირლი-ის ''ო'' ხმოვანს აკლებდა სახელის წარმოთქმისას და ეს საშინლად მხიბლავდა,სულაც ღორი რომ დაეძახებინა ამას იმდენად ნაზად და სუფთად ამბობდა,რომ ანგელოზის საუბარს ვუსმენო,გაიფიქრებდით.
-სალამი...
-არ შემომიშვებ?
-კი.
ჩემი თავით დავმორცხვდი იმდენად დაბნეული ვიყავი და ამას + ლურჯი ბაფთა შავი წინკლებით,მართლა კლოუნს ვგავდი.
-წასვლას აპირებდი?ხელი ჰო არ შეგიშალე?
-არა ,რას ამბობ.-მისი სიტყვები ეკალივით მომხვდა,იმდენად უმოწყალოდ და შეუბრალებლად თქვა,არ ვიცოდი ეს ის იყო,რომ ამბობენ ქალები ეშმაკურად აცოდებენ თავს მამაკაცებსო,მაგრამ მე მასში მხოლოდ მას ვხედავდი და სხვას მნიშვნელობა არ ჰქონდა.ჩემი პასუხიც ნაკლებ დამაჯერებელი მომეჩვენა ,ამიტომ პიანინოსთან გავიყვანე.
-პირველად ვხედავ ასეთ სილამაზეს.
-მეც.....-ის ჩემს სიტყვებს კარგად მიხვდა,მაგრამ არ სურდა ზედმეტი კითხვების დასმა.
-დაუკრავ ჩემთვის? მხოლოდ ერთ მელოდიას?თუკი წინააღმდეგი არ იქნები:)
-არასოდეს,არას არ გეტყვი არაფერზე-ეს ცოტა გლეხურად,მაგრამ წრფელად გამომივიდა,მას კი გაეღიმა.
-რას შემისრულებ ,მეგობარო პრესმირლ?
-არ ვიცი,მე შენ რა მოგწონს მითხარი?
-მე ის მომწონს ,რაც შენ მოგესურვებოდა,რომ მომწონებოდა და დაგეკრა..:))
-კარგი შოპენის ''მხიარულ ვალსს'' შევასრულებ.
როცა ნოტი ავიღე,ის ჩემს თითებს და ტანს უფრო მოუახლოვდა ,გვერდით სულ რაღაც ერთ მილიმენტრით იყო დაშორებული,როცა ჩემი მკლავი მის ტანისამოსს ეხებოდა,ისე მაჟრჟოლებდა,როგორც გამოუცდელ ყმაწვილს პირველი სიყვარულისას და ვგრძნობდი,ძლიერებას.ხშირი სუნთქვა ჰქონდა ,ისეთი ადამიანი სულს რომ ემშვიდობება.ბოლოს,როცა დაკვრა დავასრულე,ხელზე დამადო მისი სახე და ,დიდხანს თვალებდახუჭული ეფერებოდა,როგორც საყვარლის სხეულს.მე ვიგრძენი,რომ უკეთესს დროს ვერც შევარჩევდი. ავდექი მას ხელი მოვკიდე და საძინებლის ფანჯარასთან მივიყვანე,ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა,ვერც გავაანალიზე,თუმცა რაღაცას მოვყავდი მოქმედებაში. ამ დროს ჩვენი სხეულის თითოეული ნაწილი ეხებოდა ერთმანეთს და კანს აცხელებდა,როგორც თითებს საწოლიდან ამოღებულს. მე ძალიან ვნერვბიულობდი,ვცდილობდი არც ახლო ვყოფილიყავი და არც შორი,მაგრამ მაინც ვერ ვძღებოდი მისი სურნელით ,ჩემი თავი მგელი მეგონა,რომელმაც ირემი დაიჭირა.
ის სულში გავატარე,ლაბირინთები,ათასი ცოდვილი ოთახი მოიარა ფეხაკრეფით და ისევ გარეთ დაბრუნდა. დიდხანს ვიწექით ასე ურცხვად შიშველნი,მაგრამ ბოლოს ავდექი და ყავა მოვადუღე. ის ისევ ჭერს აჰყურებდა,რაღაც ძალიან ღრმად შევიდა მის ფერში,მიუწვდენელ ფერში. ,როცა ყავას ვსვამდი,ის კი მიყურებდა მე ვკითხე ,თუ რატომ არის საჭირო ეს?მან კი მიპასუხა,რომ სამყაროს შეცნობის საუკეთესო ხერხია.მე დავიბენი ,ის მიხვდა ამას და უფრო კონკრეტული კომენტარი გააკეთა,
-როცა გრძნობ ამ სიამოვნებას ხვდები,რომ სულერთია ამით შესცოდავ თუ არა,შეიძლება ამ დროს ახლად შობილიც არ გადაარჩინო,რომ შეგეძლოს,რადგან მიდიხარ ,ზემოთ ,ეს ცა არ არის,ეს მიწასა და ცას შორისი სართულია.როცა საწყის პუნქტს უბრუნდები,ხვდები შენ პიროვნებას,გრცხვენია კიდეც მისი,მაგრამ მოდის დრო და იგივეს იმეორებ და ხვდები,რომმარტო შენ არ ხარ ასეთი ,ყველა ვინც სამყაროს ნაწილს შეადგენს გრძნობად თეორიებით იბერება და ბოლოს ,როგორც ხიდან მოწყვეტილი ფოთოლი მიწას უბრუნდება..
მისმა სიტყვებმა დამაფიქრა და ვკითხე კიდევ როდის ვნახავდი მას,მაგრამ არაფერი უთქვამს,წავიდა და ეს იყო სამუდამო წასვლა. ერთხელ ტელეფონითაც მესაუბრა,როგორც გავიგე ქალაქი დატოვა,მაგრამ მითხრა,რომ მის ადგილსამყოფელს მნიშვნელობა არ ჰქონდა,უბრალოდ სურდა მოვეკითხე,როგორ ვიყავი და ა.შ.როცა ვკითხე რას საქმიანობდა,მითხრა ,რომ ამჯერად არავის მიმართ არ განიცდიდა ლტოლვას,ჩემთან კი მხოლოდ მეგობრობა აკავშირებდა,მის ძველ პატრნიორებთან,მხოლოდ ინტიმი ჰქონდა,სხვა რაც 3 4 დღეს გრძელდებოდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. დამღალა, თუმცა არ მიყვარს მიტოვება, წაკითხვა გავაგრძელე, თუმცა დიდი იუმორი ვერ დავინახე , ისე კარგი ნაწერია, კარგი თხრობა გაქვს, სა ვაგრძელებ კითხვას დამღალა, თუმცა არ მიყვარს მიტოვება, წაკითხვა გავაგრძელე, თუმცა დიდი იუმორი ვერ დავინახე , ისე კარგი ნაწერია, კარგი თხრობა გაქვს, სა ვაგრძელებ კითხვას
5. რას ლაპარაკობ რას ლაპარაკობ
4. ჭა. >>> დიახ მეც ვთვლი,რომ რაღაც დასახვეწი არის,რადგან ძალიან მეზარება ხოლმე ძველი ნაწერების მოწესრიგება,)) მიხარია,რომ ბოლომდე წაიკითხეთ. ალაზნისპირელი... დიდი მადლობა. დიდი მოცულობის რომ იყო,ვიფიქრე ყველას დაეზარებოდა კითხვა)).გაგრძელება იქნება) ჭა. >>> დიახ მეც ვთვლი,რომ რაღაც დასახვეწი არის,რადგან ძალიან მეზარება ხოლმე ძველი ნაწერების მოწესრიგება,)) მიხარია,რომ ბოლომდე წაიკითხეთ. ალაზნისპირელი... დიდი მადლობა. დიდი მოცულობის რომ იყო,ვიფიქრე ყველას დაეზარებოდა კითხვა)).გაგრძელება იქნება)
3. საინტერესო თხრობის უნარი გაქვთ მომეწონა...
დაველოდები გაგრძელებას....
სიამოვნებით.... საინტერესო თხრობის უნარი გაქვთ მომეწონა...
დაველოდები გაგრძელებას....
სიამოვნებით....
2. ვფიქრობ რომ დასახვეწია ნაწერი...მაგრამ თავიდანვე ჩამითრია და ჩავედი ბოლომდე... არც ვნანობ...:) არ ვიცი რა მომეწონა ფაქტია რომ მომეწონა, ალბათ ის რომ ძალიან კარგად ჩანს , თუ როგორ სასიამოვნოდ შედის ადამიანში სიყვარულის ვაქცინა... და კიდევ ის, რომ რაც სიყვარულით ხდება, ის ცოდვად არც ითვლება...:)
ვფიქრობ რომ დასახვეწია ნაწერი...მაგრამ თავიდანვე ჩამითრია და ჩავედი ბოლომდე... არც ვნანობ...:) არ ვიცი რა მომეწონა ფაქტია რომ მომეწონა, ალბათ ის რომ ძალიან კარგად ჩანს , თუ როგორ სასიამოვნოდ შედის ადამიანში სიყვარულის ვაქცინა... და კიდევ ის, რომ რაც სიყვარულით ხდება, ის ცოდვად არც ითვლება...:)
1. ჟანრი გთხოვთ შემიცვალეთ. იუმორისტული არის .გთხოვთ. ჟანრი გთხოვთ შემიცვალეთ. იუმორისტული არის .გთხოვთ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|