ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზი ზი ზუ ზე ზე
ჟანრი: საბავშვო
6 სექტემბერი, 2012


გოგონა და პუანტები

მოქმედება I .


დილის ექვს საათზე მდინარიდან თავი ამოყო როჟამ , რომელიც ძალიან ჰგავდა გოგონას.
(არ შევმცდარვარ - გაგიკვირდებათ ალბათ)

იქვე მიგდებული ტანსაცმელი გადაიცვა და ტანტალ ტანტალით გაუყვა ყვავილებით და ბალახებით მორთულ გზას , რომელიც (ვიმეორებ რო მე ლიც) გადიოდა ტრასაზე.
(წუნწულ წუნწულით გასდიოდა უკან  გოგონას, წყალი.  ვხედავდი, გეფიცებით ვხედავდი როგორ ასველებდა ფეხქვეშ ყველაფერს და იტალახიანებდა ახლად დაბანილ ფეხის გულებს. არამარტო გულებს, თითებშიც აღწევდა ტალახი, გესმით? გაემშრალებინა მაინც ...
გული მომიკლა ..
არა, ნამდვილად ვერ უნდა იყოს, გავიფიქრე გულში და ხელი ჩავიქნიე.  ჩავჯექი ბუჩქებში და გემრიელად შევუდექი კრუასანის ჭამას. )

მოქმედება  II .




დილის ცხრა საათზე დანიშნულების ადგილზე უნდა მივსულიყავი და მაღაზია გამეღო.
და რა ვქენი?
მივედი და გავაღე კიდეც მიუხედავად ჟალუზების სიმძიმისა , მე მაინც მოვერიე მას.
- ეს კრუასანის დამსახურებაა- წარმოვთქვი მეტად კმაყოფილი სახით და სარკესთან მისულმა თმაზე ხელი გადავისვი.
მერე ჯიბეში ჩავიდე, ხელი. თან ბოქლომი ჩავაყოლე, საკეტს რომ ედო. 


საღამო ხანს , დაახლოებით თექვსმეტ საათსა და ოცდახუთ წუთზე , გამიელვა სილუეტმა, რომელიც ძალიან ჰგავდა გოგონას. (და მე არც ახლა შევმცდარვარ - გაგიკვირდებათ ალბათ.)
თქვენ ალბათ იფიქრებთ იმ გოგონას, რომელმაც დილის ექვს საათზე მდინარიდან ამოყოო თავი, მაგრამ (ვიმეორებ მა გრამ) არა,
არაფრის დიდებით. ეს სხვა იყო .

თუმცა კი ძალიან ჰგავდა მას.
არა, ის იყო.
კი , დარწმუნებული ვარ ის იყო. უკვე შემშრალი ეცვა ზედ - ტანზე ტანსაცმელი , რომელსაც აღარ გასდიოდა წუწები.

ხარბი თვალებით შესცქეროდა მაღაზიაში მიმოფანტულ საქონელს. ხან რას მიაცქერდებოდა, ხან რას. ისეთ დიდ სითბოს ასხივებდა.
ასე თბილი, ასე ნაზი სახე ჯერ არსად მენახა და არასდროს.

პუ ან ტე ბი - ყურებამდე გაღიმებულმა ნელ-ნელა წარმოთქვა სიტყვა. პუანტი აიღო და გულში ჩაიკრა.
ორი წუთის შემდეგ გონს მოვიდა, შემომღიმა და მითხრა.
- რა ღირს პუანტები, რაც არ უნდა ღირდეს მე მას ვიყიდი.







მოქმედება III .



- იყიდი? ( გავხედე და ვუთხარი )
- დიახ, ვიყიდი. (მიპასუხა თბილი გამომეტყველებით)
- ვერ იყიდი. (ისევ მე,მეტად კმაყოფილი სახით)
- რატომ?
(ეს კიდევ მეპასუხება? გავიფიქრე გულში და ტუჩის მარჯვენა მხარე ზემოთ ავწიე. ვითომ არ ეყო მდინარიდან ამოსული გაწუწული და ფეხშიშველი რომ მიაბიჯებდა)
- ... (წარბიც ავუწიე და შევატყვე  რომ ცოტათი შეკრთა)
- გთხოვთ, თანხას მნიშვნელობა არააქვს, მე ძალიან მჭირდება ის . დედაჩემს რა ვუთხარი თორემ ბალერინა მინდოდა გამოვსულიყავი, გთხოვთ (და თვალებში სიწითლე დაეტყო. )
- გამომყევი
- ცოლად?










---------------------------

შუაღამისას , დაახლოებით სამ საათზე მესიზმრა როჟა , რომელიც ძალიან ჰგავდა გოგონას. (იცით რა, მე არასოდეს ვცდები.)
დატყვევებული , გისოსებიდან ხელების ფათურით (რომელშიც ეჭირა პუანტები) და გაშტერებული თვალებით მანიშნებდა მის არსებულ მდგომარეობას.
(შენ ყველაფერი გიხდება , გავიფიქრე ნიშნის მოგებით და თვალი ავავლე თავიდან ბოლომდე, უფრო სწორად ბოლოდან თავამდე.)
მაინც რა მასხარა გოგოა, ყელზე თოკიც მოუბნევია და სისხლის ლაქებს მიმარიაჟებს.
-მე შენ ეგრე არ მომიკლიხარ, მუცელში დანა უნდა გქონდეს.
მაშინ კი საბოლოოდ დავრწმუნდი რომ მისგან არაფერი გამოვიდოდა .

ღამის 4 საათზე მდინარის პირას თავი არვის ამოუყვია.
ბუჩქებში ჩავჯექი და შევუდექი კრუასანის ჭამას.

----------------------

პუანტებს რა ბედი ეწია?
-მკიდია პუანტები ბოლოს და ბოლოს მაგის დედაც.




დასასრული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები