ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დალილა
ჟანრი: საბავშვო
11 სექტემბერი, 2012


ზარმაცის ოცნება

შევაღე სკოლის კარები
სიხარულით და ხტუნვით,
დედას დავპირდი,ყოველ დღე
შინ დავბრუნდები ხუთით.

მომბეზრდა წერე,იკითხე,
სულ გამიწვრილეს გული.
ვზივარ მერხთან და წამი-წამს
ზარის დარეკვას ვუცდი.

იქნება ვინმემ მიშველოს
გადამარჩინოს სწავლას,
გავიხარებდი რა რიგად,
გადავირბენდი ცხრა მთას.

ან იქნებ,ის მაპოვნინა
ვისაც ამგვარად სურდეს.
თვითონ სწავლობდეს ჩემს ნაცვლად
მე ვღებულობდე ხუთებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები