 | ავტორი: სიზ-მარი ჟანრი: პროზა 15 სექტემბერი, 2012 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
ეს იყო ქალი ვენეციიდან,რომელმაც მიმატოვა,მაგრამ არც ისე უსინდისოდ გამოუვიდა ეს ყოველივე. ჩემს ამბავს რამდენი ხანია გიყვებით და მისი სახელიც არ მიხსენებია,ო რა სულელი ვარ. მას ერქვა ლეონა ,მეტად უცნაური სახელი არის ნამდვილად. ჩვენ ერთმანეთს გადავეხვიეთ,მე არ მიკითხავს,რადგან კარგად ვიცოდი ფულის გამომუშავება რა რთულია და ეს რომ არა,მე ის მიყვარდა,სხვა ყველაფერი ნაკლებ მნიშვნელოვანი იყო. არ მეგონა თუ მშობლიურ გერმანიაში ჩამოსვლა თუ იქნებოდა ჩემი დიდი ბედნიერების დასაწყისი და ამავე დროს უბედურების. ჩვენ ყოველ დღე ვხვდებოდით ერთმანეთსდა რაოდენ უჩვეულოც არ უნდა იყოს ეს,შეხვედრის ადგილი იყო ეკლესია,სკვერები,და მისი ბინა,რომელიც ძალიან პატარა და არაკომფორტული იყო. არასდროს ცრემლები არ მოსულა ჩემს თვალებთან,გარდა ჩემი მშობლების დანახვისას,ან მათხოვარი ბავშვის... ის ძალიან მტკივნეული იყო ჩემთვის,მისი თითები,რომელსაც დღეში ათჯერ ირბილებდა ხელის კრემით და ფრჩხილის ლაქები აბანოში,იქვე ერთი ორი საძილე წამალი.აქ უკვე საუბარი ზედმეტია,საწოლზე ,ხმარებისგან გაცვეთილ გადასაფარებელზე და მატრასზე,რომელსაც ათასი ბინძური სხეული შეხებია ალბათ მის აქ მოსვლამდე. გერმანია არ იყო ცუდი ქალაქი ,მაგრამ დაუნდობელი ღარიბებიასთვის,ღარიბები კი ისინი იყვნენ ვისაც არ ჰქონდა სამსახური ოფისში ან არ ვაჭრობდა . იმ დღეს მე უბრალოდ მასთან საუბარში გადავათენე ღამე. -იცი მე შემიძლია ახალი საწოლი მოვიტანო,მაცივარი არც ისე ცუდია გარედან გადავღებავ ,ფარდებს შევცვლით და კედლებს თავად გავაფერადებ.. -ვიცი რასაც ფიქრობ,საღორეა,მაგრამ თუ ჩემში გარყვნილი ქალი არის,დამერწმუნე ,მცირე ნაწილი მაინც შემრჩენია სინდისისდა სწორედ იმ ნაწილით ვარსებობ ,რომელიც იმედს და მოთმინებას მისახავს. -მე შენ არ გთვლი გარყვნილად,დრო მოიტანა ყველა ცუდი და დრო წაიღებს მას.... -ხვალ უქმე მაქვს,წავიდეთ ეკლესიაში..გთხოვ,დედას მინდა დავუნთო სანთელი. -წავიდეთ,შორს არის დედა? გამიღიმა-იმაზე შორს ვიდრე ცა არის და მიწის სიღრმე.(ეს,რომ თქვა დავფიქრდი,რომ შეიძლება ჯოჯოხეთში მომხვდარიყო,ან სამოთხეში,. არ ვიყავი მე მორწმუნე ,მაგრამ მჯეროდა იმ ყველა შრის,რომელსაც დანტე აღწერს კომედიაში.) -ვწუხვარ ,მაგრამ შენ გაქვს იმედი რაც ყველაფერს არა მაგრამ ყველაფრის ნახევარს ნიშნავს. -ვიცი,მეგობარო.მე ბავშვობაში ყოველთვის მსურდა ვნეციის ნახვა,და ის კი არ ვიცოდი ,რომ ოცნებები სრულდება,მაგრამ ის რაც რეალურია და შენ გვერდით არსებობს შეიძლება მალე გაქრეს,ისე თითქოს არც არსებობდეს. -იცი ,მე მახსოვს ბავშვობაში კატა მომიკვდა,საკუთარი ხელით ამოვთხარე მიწა და დავმარხე,ბევრი ვიტირე,ძალიან ბევრი და ეკლესიაში ,რომ მივედი ხატებს დავუწყე საუბარი ,თუ რატომ მომიკლეს ის ანგელოზებმა,რატომ არ დაიფარეს,როცა პასუხი ვერ მივიღე,იქვე არსებული ჯვარი ავიღე და ძირს დავაგდე. სასაცილოა ,რომ არ იყოს სატირალი,. ჩემი ცხოვრება კოშმარია,მაგრამ ყოველ ღამე პირჯვარს გადავისახავ ხოლმე და უფალს პატიებას ვთხოვ იმ ქმედებისთვის. -10 -ზე წავიდეთ,ახლა კი დავიძინოთ. ლოყაზე მაკოცა და გადაბრუნდა კედლისკენ,მე ისევ ვიჯექი უცხო სახლში,მატრასზე,რომელზეც ათასი ბინძური სხეული იყო შენახები ,ლეონას სხეულამდე და ვფიქრობდი ,რომ ყველა უბედურება ბედნიერებით შემეცვლებოდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ეს ნაწილი მძიმე განცდებითაა, , თუმცა ბოლო ფიქრი მომეწონა
რომ ყველა უბედურება ბედნიერებით შემეცვლებოდა. ეს ნაწილი მძიმე განცდებითაა, , თუმცა ბოლო ფიქრი მომეწონა
რომ ყველა უბედურება ბედნიერებით შემეცვლებოდა.
4. ემოციურია... მომწონს.. ემოციურია... მომწონს..
3. იმიტომ,ვიზარმაცე jonatan ,რომ არავინ კითხულობს შენს გარდა,მართალია ერთი კარგი შემფასებელი ათ უვიცს ჯობს,მაგრამ არ ვიცი ღირს თუ არა დადება,იმიტომ,რომ არც კარგს წერენ ამ პროზაზე და არც ცუდს .,მაგრამ გავაგრძელებ და უფრო მალე ვეცდები დავასრულო. ბ-612 >>> ზუსტად ვერ გავიგე ამ პროზას ანიჭებს რაიმე ღირებულს ეგ თუ ზოგადად პერსონაჟის მოსაზრებას ეთანხმები?)) მადლობთ ,რომ წაიკითხეთ * jonatan livingstoni. ბ-612.* იმიტომ,ვიზარმაცე jonatan ,რომ არავინ კითხულობს შენს გარდა,მართალია ერთი კარგი შემფასებელი ათ უვიცს ჯობს,მაგრამ არ ვიცი ღირს თუ არა დადება,იმიტომ,რომ არც კარგს წერენ ამ პროზაზე და არც ცუდს .,მაგრამ გავაგრძელებ და უფრო მალე ვეცდები დავასრულო. ბ-612 >>> ზუსტად ვერ გავიგე ამ პროზას ანიჭებს რაიმე ღირებულს ეგ თუ ზოგადად პერსონაჟის მოსაზრებას ეთანხმები?)) მადლობთ ,რომ წაიკითხეთ * jonatan livingstoni. ბ-612.*
2. ,, მჯეროდა ყველა იმ შრის , რომელსაც დანტე აღწერს".. არის რაღაც ამაში:) ,, მჯეროდა ყველა იმ შრის , რომელსაც დანტე აღწერს".. არის რაღაც ამაში:)
1. "გერმანია არ იყო ცუდი ქალაქი"?? აბა, აღარ ვიზარმაცებო? :( ჟანრი რომ შეგიცვლიათ, კარგია:) "გერმანია არ იყო ცუდი ქალაქი"?? აბა, აღარ ვიზარმაცებო? :( ჟანრი რომ შეგიცვლიათ, კარგია:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|