ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სიზ-მარი
ჟანრი: პოეზია
30 სექტემბერი, 2012


ქარი ტირის მარტოობას

ქარი ტირის მარტოობას
მზეს ცრემლებად ცვარი დასდის
და ყვითლდება შემოდგომა
ჩემს სახლს, მიწის სუნი ასდის.
ფეხებ დაჭრილ თოლიებს
ახლა აღარ ემღერებათ
გული მტკივა ,-ტყვია გადის
ხერხემალთან ჩერდება.
გესმის დედა? ბავშვი ბღავის
რძე არ მოდის,სითბო ქრება
დედამიწა გვიკვდება
შვილები ობლად რჩება.
ვიღაც სინდისს ეძახის
ვიღაც ფულებით ტკბება
ვიღაც ღმერთისთვის ლოცულობს
ვიღაც უმოქმედოთ რჩება.
და მე თვალი დამიბრმავდა
არ მინდა ფიქრით ხედვა
შიმშილს უფრო გავუძლებდი
ვიდრე  ძმათა სისხლის ქცევას.

უფალო შეგვინდე
გაგვინათე,გზად,რომ ბნელა
სულს სიმტკიცე მიეცი
გონების თვალს სწორი რჩევა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები