 | ავტორი: სიზ-მარი ჟანრი: პროზა 18 ოქტომბერი, 2012 |
შემეშვი გესმის? მომშორდი ,არ დამელაპარაკო. შენ გგონია ტკივილი არ ვიცი რა არის? რატომ მაძულებ თავს? .მიბიძგებ ბანალური სუიციდისკენ. შენ ჰო ჩემი მრჩეველი უნდა იყო,უნდა დამეხმარო სულიერ და ზნეობრივად აღზრდის ჟამს. მე აგრესიული გავხდი არა მარტო საკუთარი თავის მიმართ,არამედ ყველას მიმართ,შენს მიმართაც .არ მინდ ავახსენო სახელი შენი. მე ყოველ ღამე ღმერთს ვევედრები კიდევ ერთი დღე მაჩუქოს უფიქრებელი ,ნაკლებ დამთრგუნველი. ყელამდე ამოდის სისხლი ,ნერვების სისხლი. არ იცრუო,არ გინდა.მე კარგად ვიცი ვინ ვარ.მეტად რთულია ჩემი გაგება,მაგრამ შენ დაბადებიდან მიცნობ და უნდა იცოდე...ან იქნებ ღმერთმა უწყის რატომ მოვევლინე ამ სამყაროს. ვიცი ეს კითხვა ყოველ მეორეს მაინც აწუხებს,რა მიზანი აქვთ.მე ვერაფერიც ვერ შევიტყვე,გაოგნებული დავდივარ ქუჩებში,ადამიანების შეშინებულ,დამწუხრებულ ან სიხარულისგან გაფართოებულ თვალებში ვეძებ საკუთარ სახეს,. სრულიად დავიცალე,თითქმის ჩემი ორი ''მე'' ,რომელიც ერთმანეთს ედავებოდა,ამ ბრძოლა-კამათში წვიმისგან დაგროვილი წუმპესავით დაშრა. რა საცოდავი ვარ და ეს სიტყვა უფრო მაღიზიანებს. განა მე ავირჩიე ეს კატასტროფა,რომელიც თბილი კაშნესავით მაკრავს ყელზე.მე იძულებული გავხდი,როგორც ყინვისგან განწირული ადამიანი,რომელმაც შეიძლება სხვასაც კი გახადოს თბილი ქურქი,აი სწორედ ასე მოვიქეცი. დღეს გამოყენებასაც ვსწავლობ ადამიანების,ოღონდ ეს არაა მათთვის დამღუპველი,უფრო მე მამძიმებს ყოველ დღე. ახლა უსაქმური გოგო ვარ,მშვენივრად ვცხოვრობ თუ ბევრ სხვასთან გავავლებ პარარელს,არც ნამუსი მაწუხებს,არც სინდისი,მაგრამ მაინც არ ვარ სხვებზე რამით მეტი.მე ერთი ნაგვის ურნაში მსუბუქად გადაგდებული დაკუჭული ქაღალდი ვარ.გაუმართლა მათ ,ვინც სუფთა თეთრ ფურცელზე არის და ახალ ,ძველ,ლამაზ თუ სევდიან ცხოვრებას იტევს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. მე მომეწონა, როგორც გულწრფელი საუბარი ტკივილთან , თითქმის :მე"-სთან.
უკეთესის მოლოდინში. მე მომეწონა, როგორც გულწრფელი საუბარი ტკივილთან , თითქმის :მე"-სთან.
უკეთესის მოლოდინში.
5. 4.
" რა სისულელეა 1 კომენტარი"-ო,
სხვისი კომენტარის შერაწყოფას თავი დაანებე!
4.
" რა სისულელეა 1 კომენტარი"-ო,
სხვისი კომენტარის შერაწყოფას თავი დაანებე!
4. რათქმაუნდა ვეთანხმები მესამე კომენტარის ავტორს და რა სისულელეა 1 კომენტარი, ღმერთოჩემო! შენ პლიუსები ++++++++++ რათქმაუნდა ვეთანხმები მესამე კომენტარის ავტორს და რა სისულელეა 1 კომენტარი, ღმერთოჩემო! შენ პლიუსები ++++++++++
3. პუნქტუაციას მიაქციე ყურადღება..... რატომაც არა mrs.smith პირიქით ის უნდა დაწეროს რაც აწუხებს...მაგრამ გადასვლებია ცუდი.....ეგ არ მომეწონა...წარმატებები<3 პუნქტუაციას მიაქციე ყურადღება..... რატომაც არა mrs.smith პირიქით ის უნდა დაწეროს რაც აწუხებს...მაგრამ გადასვლებია ცუდი.....ეგ არ მომეწონა...წარმატებები<3
1. გასაგებია, რომ წერა ერთგვარი თერაპიაა, მაგრამ ამდენად პირადულები, ალბათ, აჯობებს მხოლოდ ჩვენთვის დავიტოვოთ გასაგებია, რომ წერა ერთგვარი თერაპიაა, მაგრამ ამდენად პირადულები, ალბათ, აჯობებს მხოლოდ ჩვენთვის დავიტოვოთ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|