ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანგო
ჟანრი: პროზა
27 ოქტომბერი, 2012


მოგონებები სიყვარულზე 1 (ქრისტინას)

05:22
სული, როგორც ნათხოვარი, ისევ მერთმევა... მიწიერი კაცი- ქვეწარმავალი ვხდები შენი სიყვარულის წინაშე. მხოლოდ მარჯვენა ცერა და საჩვენებელი თითები მითანაგრძნობენ კალმით.
05:29
არასოდეს დადგება ჩემთვის წალკოტი დედამიწაზე, ჰოდა არც მე მოვძებნი ჩემთვის ფიცმიღებულ ექიმს. შემიყვარდა ატირებული სკულბპტურები, რომლებსაც ადრე იშვიათად, ახლა კი ქუჩების, ბაღების, კორპუსების სადარბაზოების, ხიდების, მიწისქვეშა გადასასვლელების თუ პლაჯის სკამებზე ნებისმიერ მდგომარეობაში, ყველგან ვხედავ და ერთი წამითაც არ ვერიდები მათ ცქერას, დაკვირვებას.
05:31
უმეტესობა ჩემში შურს იწვევს, უმცირესობა კი ცრემლებიანი სიგარეტის მოწევას მაიძულებს და გზის გაგრძელებს.
05:35
როცა სახეზე გეფერებოდი, არასოდეს დაკვირვებიხარ ჩემი მოფერების მანერას. გაიხსენე, ჩემი თითები თავისი მოძრაობით ჯვარს გამოსახავდნენ შენს სახეზე და გულსი მხოლოდ ორი  წინადადება ამენთებოდა ხოლმე: უფალო შეიწყალე" ან ; გმერთმა დაგლოცოს" )
05:40
რა დამავიწყებს შენს პირველ შეხებას, როცა ხელზე ხელით შეგეხე. ეკალივით დამჩხვლიტე! და ახლა ეგ ეკალი გულში მიჩხვლიტე და გარედან გადატეხე რომ არასოდეს შევდზლო მისი ამოღება შენს გარეშე.        სულელო!- მე ხომ არც ვეცდები მის ამოგებას, ეს ხომ შენი ნაჩუქარი ეკალია)
05:47
ის თუ გახსოვს რომ გეკითხებოდი: -რამ შეგაყვარა ჩემი თავითქო?
ეხლა მივხვდი....
"ნანააააა ჩქიმი პუტანკაააააააააა" -ამან!)))
ჩვენ მარტო ვართ დედამიწაზე, მხოლოდ ნაკვალევს ვერ ვპოულობ შენსას რომ მოგაგნო. შენ ხომ მფრინავი სიყვარული ხარ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები