იწყებ უცნაურ გრძნობებთან ჭიდილს, ზოგჯერ წაკითხვა ძალიან გიმძიმს... არ გავს უბრალო სიტყვების დასტას, ტვალწინაც სულ სხვა სურათებს ხატავ... ჩაგესმის შენი ხმისგან ჰანგები, ან იქნებ სადღაც რეკენ ზარები... ბოროტი სული ცდილობს არ დაგთმოს, ენასაც გიბამს და ძლიერ ბრაზობს... ცდილობ სისწორით წარმოთქვა ლოცვა, ეშმაკი ისევ გონებას ბორკავს... ცდილობს გულს ლოცვა არ გააკაროს, სულის წარმწყმედ ფიქრს რომ გადაგყაროს... შენ ეს არ იცი, ის შენში სახლობს, ცდილობს, ყველაფრით რომ გაზარალოს... ის ძლიერია შენ სულზე მეტად, მას შეუძლია რომ დაგიმონოს... მას სურს რომ შექმნას შენგან მსახური, და სწორედ ამით სხვაც ჩაითრიოს... შენი სული კი სუსტია ძლიერ, შენი არსება გზას ვერ პოულობს... გგონია თავს გრძნობ ძალიან კარგად, ჯოჯოხეთისკენ ნაბიჯებს ადგამ... დემონი შენ სულს ნელ-ნელა კაწრავს, შენ ამას ვერ გრძნობ, ვერ ხვდები ახლა... მოვა დრო და ამ ჭრილობებს ნახავ, მის დანახვაზე იკივლებ ალბათ... ვიცი შემზარავ სურათს რომ ვხატავ, მაგრამ ეს კი ჭირს ყველა ჩვენთაგანს... ამით არ წყდება ჩემი სათქმელი, ყველა ამბავს აქვს თავისი მაგრამ... სადაც ბოროტს სურს ფესვების გადგმა, იქ სიკეთეც ცდის თავის გატანას... მფარველი შენში ყოველთვისაა, გიცავს, გიფარავს, შენ გვერდითაა... სადაც ბოროტი ჭრილობას კაწრავს, იქ ანგელოზი ტკივილს გაფანტავს... ლოცვის დროს ბორკილს გიხსნის ენაზე, ბნელ აზრებს შენგან ქარივით ფანტავს... გულში ღვრის კეთილ გრძნობების წამალს, იცის განკურნავს ყველა იარას... ის გიკარნახებს სწორ გამოსავალს, ამით გაგიხსნის უფლისკენ სავალს... ის დაგიფარავს ყველაფრისაგან, და მალე ნახავ შენ გამოსავალს... ჯობს წაიკითხოთ რას ვფიქრობ ახლა, აგიხსნით რაა ეს ,,ლოცვის ძალა''... თუ არ ილოცე ანგელოზს კარგავ, ეშმაკი შენში იმატებს ძალას... ლოცვით ავედრებ თავს თავად მაღალს, ბრწყინვალეს, ძლიერს, სამების ძალას... მას შესთხოვ რა გსურს, რა გინდა ახლა, მოწყალე ღმერთი გისრულებს ამას...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ავტორი: არ არსებული ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 0
ვერ შევძელი ბოლომდე წაკითხვა.. კორექტურაცაა ადგილადგილ..
ავტორი: არ არსებული ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 0
ვერ შევძელი ბოლომდე წაკითხვა.. კორექტურაცაა ადგილადგილ..
1. თემა გასაგებია. ლექსი არ ვარგა წარმატებები თემა გასაგებია. ლექსი არ ვარგა წარმატებები
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|