| ავტორი: აზგო ჟანრი: პროზა 11 ნოემბერი, 2012 |
ლაჟვარდოვნად გასხივოსნებულ წალკოტის ხეივანში ოთხი მოღუშულ სახიანი კაცი მოაბიჯებდა. ცუდ განწყობას მათ ვერც სამოთხის ჩიტების გალობა უქარვებდათ და ვერც ყოველ მხარეს უსასრულოდ გადაჭიმული თვალწარმტაცი ბაღნარის ხედები. ამას ისიც დაერთო, რომ ამ უდროო დროს ნაცნობ ახმახს - სიტყვამრავალ ინჟინერ-ოსტატს გადაეყარნენ. - რაშია საქმე, რაღაც უჟმური სახეები გაქვთ? - გაკვირვებით შეეკითხა იგი, - პატრონი გაგიწყრათ? შეკითხვას მოყოლილი პაუზა ამჯერად ედემის ბაღიდან მოდინებულმა ზეციური ქნარის ჰანგებმა შეავსო. - ჰო, - როგორც იქნა ცალყბად უპასუხა მას ოთხეულიდან ერთ-ერთმა, ჩასკვნილმა, დაბალ-დაბალმა, გრძელ ულვაშებიანმა კაცმა. - ვერ მოასწარით დამთავრება თუ რატომ ჯავრობს? – უმალვე ახალი კითხვა გაუჩნდა ოსტატს. - მოვასწარით, - უხალისოდ და ნაძალადევად უპასუხა ულვაშებიანმა, - დიდი ხანია! - დიდი ხანია? - კიდევ უფრო გაკვირდა ინჟინერი, - მაშ რა ხდება, ვერ ივარგა თქვენმა წიგნებმა? აკი დაგპირდათ, ბესთსელერობა არ ასცდებათო? ამჯერად იმან, ვინაც აქამდე ელაპარაკებოდა ოსტატს, პასუხის მაგიერ გვერდზე გაიხედა და ერთი მწარედ ამოიხვნეშა. ოსტატმა ფარ-ხმალი ასე იოლად არ დაყარა და ახლა სხვა, კიკინა წვერიან, სუსტი აღნაგობის მწერალს მიუბრუნდა: - ვაა! ესე იგი შეცდა პატრონი?! არ გამოდგა თქვენი წიგნები ბესთსელერებად? ვერ მოიპოვეს აღიარება? - არა, მაგაში პატრონი არ შემცდარა. წიგნები ბესთსელერებია და ისეთი აღიარებაც ჰპოვეს, სხვა თხზულებებს რომ არც დასიზმრიათ! - წვერებიანის ნაცვლად, მესამემ - საშუალო ტანის, შავტუხა, თავგადაპარსულმა კაცმა დააკმაყოფილა თანამოსაუბრის ცნობისმოყვარეობა. თუმცა, როგორც შემდგომ წამს გაირკვა, დაკმაყოფილების მაგიერ ამ პასუხით მწერალს კიდევ უფრო მეტად გაეღვივებინა ოსტატის საღერღელი. - მოიცათ კაცო! - უმალვე აქაქანდა ის, - გამოდის თქვენც კარგად ქენით საქმე, და პატრონსაც დანაპირები აუსრულებია! მაშინ ან თქვენ რით ხართ უკმაყოფილო, ან ის რამ გადარია? ოდნავი პაუზის შემდეგ, მან ისევ გააგრძელა თავისი გაოგნებული მონოლოგი: - ხოდა აღარ იტყვით ბოლო-ბოლო, ვის რა არ მოგწონთ? - ჩვენ კი მოგვწონს, - უსიხარულოდ უპასუხა ულვაშებიანმა, - ისაა უკმაყოფილო! - რატომ კი მარა? - იმიტომ რომ იმ... იმ... მკითხველებმა, ჩვენი წიგნების გამო დაჭამეს ერთამანეთი! არა ეს ჯობია არა ესო! - მერე მაგაზე უკეთესი რაა მწერლისთვის, როცა ასეთი თავგამოდებული მკითხველები ჰყავს?! - ჯერ-ჯერობით რაც კი თქვეს მწერლებმა, ყველაფერმა გააკვირვა ინჟინერი. - არ ყოფილა მთლად მასე, - ამოიოხრა თავგადაპარსულმა. - აბა როგორ ყოფილა თუ კაცი ხარ?! რა ამბავია ამდენი გამოცანები? მითხარით წესიერად, თუ მეუბნებით! - უკვე ცოტა გაღიზიანებაც კი დაეტყო ბრგე ინჟინერს. - მერედა არ გეუბნებით? - შემრიგებლური ტონით ალაპარაკდა წვერებიანი, - იმ უტვინოებმა ჩვენი წიგნები ისე ახლოს მიიტანეს გულთან, რომ არავის პატიობენ მათზე ცუდის თქმას! მან გამწარებით შემოჰკრა ხელი ხელს და განაგრძნო: - მაგას დაანებე თავი, ვინმემ თუ თქვა: - არ მინდა, საერთოდ არ ვკითხულობ წიგნს, არ მიყვარს კითხვაო, იმასაც შავ დღეში აგდებენ! მოკლედ, არავის ინდობენ! - რას ქვია არ ინდობენ? - წარბები აქაჩა და თვალები გადმოკარკლა ოსტატმა. - რას ქვია და ზუსტად იმას, რასაც ვამბობ - კლავენ! - რაო?! - ახლა მთლად განცვიფრდა ხელოვნებასთან არც თუ ისე გაშინაურებული მუშაკი. - ახრჩობენ, ძარცვავენ, თავებს აჭრიან, კიდურებს აჩეხენ, სახლებს უწვავენ, ცხენებით ხლეჩენ, სარზე სვამენ, აუპატიურებენ, კოცონში აგდებენ, მდუღარე ფისს ასხამენ პირში... მოკლედ, ყველანაირ უბედურებას სჩადიან! - სასოწარკვეთით და უკიდურესი იმედგაცრუებით ჩამოთვალა კიკინა წვერებიანმა. - ბიჭოს, გადამრიეთ მე თქვენ! ეს რა გავიგონე! კი მაგრამ, რა დაწერეთ ასეთი მაგ წიგნებში? - რა და მხოლოდ ის, რაც იმან შეგვიკვეთა! - ამრეზით გაიშვირა ცერა თითი უკან, უფროსის ოფისისკენ, თავგადაპარსულმა, - მოექეცით ხალხო ერთმანეთს კარგად და სიკეთე თესეთო! მეტი არაფერი! - აუჰ! ყველამ თუ ეგ დაწერეთ, მაშ რას ვერ იყოფენ მკითხველები? - ოსტატი ვერა და ვერ ჩასწვდა გამოცანას. ისევ ულვაშებიანი შეეცადა მისთვის საქმის ვითარების ახსნას: - ჩვენ-ჩვენს ტექსტში ყველამ ერთიდაიგივე კი დავწერეთ, მაგრამ ოთხივემ სხვადასხვანაირად! ოსტატმა ისევ დააღო პირი შემდეგი კითხვისთვის, მაგრამ იმწამსვე გადაიფიქრა. მერე თავი მიაბრუნა და ერთხანს იქვე გადაფურჩქნულ ხასხასა ყვავილნარს მიაჩერდა გაშტერებით. ის იყო მწერლებმა იფიქრეს ამასობაში გავეპარებითო, რომ ინჟინერმა დააყენა საშველი და გამოერკვა თავისი ფიქრებიდან: - მერე გააუქმოს უფროსმა მაგ წიგნების გაყიდვა, აკრძალოს საერთოდ! - ვუთხარით და გვიანიაო! ის ხომ უკვე დაიმახსოვრეს რაც წაიკითხეს, და აწი ტვინიდან როგორღა ამოვუშლიო? - გაღიზიანებით განუმარტა თავგადაპარსულმა. - ხოო, ეგ მართალია... - და შენ სად მიდიხარ? - როგორც იქნა, აქეთ შეეკითხა წვერებიანი ოსტატს. - სადა? ჰმ, ე მაგან, თქვენ რომ გლანძღავთ, დამავალა ახალი შურფი გაბურღეო! - უპასუხა მას ინჟინერმა და მყისიერი დაფიქრების შემდეგ, თითქოს რაღაცა მოისაზრაო, ოდნავ დამცინავი ღიმილით, მრავალმნიშვნელოვნად გადახედა მწერლებს. - ვაა! - გაუკვირდა კიკინა წვერებიანს, - ნუთუ მართლა აღარა აქვს ამათი იმედი? - რა ვიცი, ჯერ გაბურღეო... კაი წავედი, აბა კარგად! - დამშვიდობებისას ისევ დაფიქრებით გააქნია თავი ოსტატმა. - კარგად! - ჩაილაპარაკა ულვაშამ, ხოლო დანარჩენები უხმოდ, თავის დაკვრით გამოემშვიდობნენ ოსტატს. - ჰო მართლა, რა სათაურები აქვთ თქვენს ბესთსელერებს? - ბოლო წამს გაახსენდა ინჟინერს. - „მაჰაბჰარატა“, - უპასუხა გძელულვაშიანმა. - „ბიბლია“, - შეეხმიანა კიკინა წვერიანი. - „ყურანი“, - უხალისოდ ამოილაპარაკა თავგადაპარსულმა. ოსტატი მეოთხეს მიუბრუნდა, რომელსაც ამ ხნის განმავლობაში ერთი სიტყვაც არ დასცდენია. ამ ახალგაზრდა კაცს იგი არც ისე კარგად იცნობდა და მისი იერის გამო ცოტა უცნაურ პიროვნებადაც მიიჩნევდა. აბა როგორ უნდა მიეჩნია, როცა ამ ახალგაზრდას სწორი, ორად გაყოფილი თმა მხრებამდე ჩამოზრდოდა, ხოლო ტანზე სულაც სახელოებიანი აგურისფერი ტომარა ეცვა! ამ უცნაურმა კაცმა სევდიანი თვალები გაუსწორა ოსტატს და უღიმღამოდ ამოილაპარაკა: - მე კიდე იმ ბიბლიის გაგრძელება დამაწერინა. „სახარება“ დაარქვა. მწერლები მოლოდინავსებული თვალებით მიაჩერდნენ თანამოსაუბრეს. - რა ვიცი, მაგ გაუგებარი სათაურების მიხედვით აბა რა უნდა გითხრათ? - ხელები გაშალა ოსტატმა. მერე ერთი კიდევ შეათვალიერა ოთხეული და მათ დამშვიდებას შეეცადა: - რას იზამ, ვის არ ჩავარდნია პროექტი? - ხო, - უხალისოდ დაეთანხმა მას წვერებიანი, - შეცდომაა ამნაირი წიგნები, სიკეთის მაგიერ უამრავი უბედურება დაატეხეს მკითხველებს. ეჰ! ამ სიტყვების გამგონე, ინჟინერი მოიქუფრა და ერთხანს უფროსის კაბინეტისკენ იცქირა დაფიქრებით. ამ ხნის განმავლობაში მის, ჩვეულებრივ უღიმღამო თვალებში, ფოლადის სიმტკიცე აისახა, ხოლო აქამდე მოდუნებული სახის ნაკვთები ახლა თითქოს ქვად ექცნენ. ბოლოს იგი, როგორც იქნა, დაბალი, ხრინწშერეული ხმით ალაპარაკდა: - ეტყობა მართლა შეცდომის გამოსწორება უნდა პატრონს, იმიტომ დამავალა ახალი დიდი აფეთქება...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
27. კიდევ ერთხელ წავიკითხე და კიდევ ერთხელ მომეწონა. კიდევ ერთხელ წავიკითხე და კიდევ ერთხელ მომეწონა.
26. ავტორი: აზგო ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
11 ნოემბერი, 2012
ავტორი: აზგო ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
11 ნოემბერი, 2012
25. მუხა, მწერალი, დიდი მადლობა ასეთი კარგი სიტყვებისთვის! მუხა, მწერალი, დიდი მადლობა ასეთი კარგი სიტყვებისთვის!
24. როგორც პროზა უზომოდ მომეწონა. ამიტომაც ვაფასებ ჩემი უმაღლესი შეფასებით. რაც შეეხება რიგ საკითხებს რა თქმა უნდა, რომ ჩემი სუბიექტური აზრი მაქვს, მაგრამ სადაო საკითხების წამოჭრით ამ პროზის გაფუჭებას ნამდვილად არ ვაპირებ.
ბრწყინვალედ წერ ავტორო :)
პატივისცემით: როგორც პროზა უზომოდ მომეწონა. ამიტომაც ვაფასებ ჩემი უმაღლესი შეფასებით. რაც შეეხება რიგ საკითხებს რა თქმა უნდა, რომ ჩემი სუბიექტური აზრი მაქვს, მაგრამ სადაო საკითხების წამოჭრით ამ პროზის გაფუჭებას ნამდვილად არ ვაპირებ.
ბრწყინვალედ წერ ავტორო :)
პატივისცემით:
23. ძალია მომეწონა! აქტუალური და სადიო თემაა ორიგინალური Xედვით გადმოცემული! ძალია მომეწონა! აქტუალური და სადიო თემაა ორიგინალური Xედვით გადმოცემული!
22. ტორეადორი, მადლობა წაკითხვისა და აზრის გამოთქმისთვის. ტორეადორი, მადლობა წაკითხვისა და აზრის გამოთქმისთვის.
21. ის,რომ საკითხი ორიგინალურ სტილშია წარმოდგენილი–ორი აზრი არაა–ფრიად საინტერესო ხელწერის, გადმოცემის მანერა დავინახე;
""მაჰაბჰარატა", „ბიბლია“, „ყურანი“, „სახარება“ – კაცობრიობის ამ წმინდა წიგნებმა... "სიკეთის მაგიერ უამრავი უბედურება დაატეხეს მკითხველებს"...–ამას უკომენტაროდ დავტოვებ.... –ამ დისპოზიციურობას არ ვეთანხმები....
სათაური ნაშრომისა–აბსოლუტურად გაუგებარია პირადად ჩემთვის.... იმდენად რამდენადაც მომხიბლა გადმოცემის სტილმა,დიაგონალურად საპირისპირო შთაბეჭდილება დატოვა–სათაურის თემამ–ჩემი აზრით "не в тему"....
მოსალოცად საქმე ამ ეტაპზე ნაადრევია ჩემი აზრით,თუმც დაველოდები ახალ ნაშრომებს....
წარმატებები
ის,რომ საკითხი ორიგინალურ სტილშია წარმოდგენილი–ორი აზრი არაა–ფრიად საინტერესო ხელწერის, გადმოცემის მანერა დავინახე;
""მაჰაბჰარატა", „ბიბლია“, „ყურანი“, „სახარება“ – კაცობრიობის ამ წმინდა წიგნებმა... "სიკეთის მაგიერ უამრავი უბედურება დაატეხეს მკითხველებს"...–ამას უკომენტაროდ დავტოვებ.... –ამ დისპოზიციურობას არ ვეთანხმები....
სათაური ნაშრომისა–აბსოლუტურად გაუგებარია პირადად ჩემთვის.... იმდენად რამდენადაც მომხიბლა გადმოცემის სტილმა,დიაგონალურად საპირისპირო შთაბეჭდილება დატოვა–სათაურის თემამ–ჩემი აზრით "не в тему"....
მოსალოცად საქმე ამ ეტაპზე ნაადრევია ჩემი აზრით,თუმც დაველოდები ახალ ნაშრომებს....
წარმატებები
20. გმადლობ, კატუშა, რომ ასეთი გამამხნევებელი სიტყვები არ დაიშურე ჩემთვის. გმადლობ, კატუშა, რომ ასეთი გამამხნევებელი სიტყვები არ დაიშურე ჩემთვის.
19. აზგო, რაღაცნაირად უცნაური ხარ, ყველასგან განსხვავებული (აზროვნებით), ორიგინალური, გაბედული... საინტერესო ნაწერია. ++ :) აზგო, რაღაცნაირად უცნაური ხარ, ყველასგან განსხვავებული (აზროვნებით), ორიგინალური, გაბედული... საინტერესო ნაწერია. ++ :)
18. კატიე, ისევ მადლობა შექებისთვის. რაც შეეხება შენს შეკითხვებს, პირდაპირ გეტყვი - ჩამჭრეს! ვერაფერს გიპასუხებ! მე მხოლოდ ის ვთქვი, რომ რელიგიას ბევრი უბედურება მოუტანია და ახლაც მოაქვს კაცობრიობისთვის. კატიე, ისევ მადლობა შექებისთვის. რაც შეეხება შენს შეკითხვებს, პირდაპირ გეტყვი - ჩამჭრეს! ვერაფერს გიპასუხებ! მე მხოლოდ ის ვთქვი, რომ რელიგიას ბევრი უბედურება მოუტანია და ახლაც მოაქვს კაცობრიობისთვის.
17. კარგი, ჩავთვალოთ ახლანდელი სამყაროს მდგომარეობა სინგულარულად, "ინჟინერი" მართლა დაუშვებს დიდ აფეთქებას? რომელი ვერსია განვიხილოთ? ახლანდელი სამყაროს სიმკვრივე კრიტიკულ სიმკვრივეზე მეტი იყოს თუ ნაკლები?!!!
მოთხრობა ზესაინტერესოა! ფიქრისთვის განგაწყობს...
კარგი, ჩავთვალოთ ახლანდელი სამყაროს მდგომარეობა სინგულარულად, "ინჟინერი" მართლა დაუშვებს დიდ აფეთქებას? რომელი ვერსია განვიხილოთ? ახლანდელი სამყაროს სიმკვრივე კრიტიკულ სიმკვრივეზე მეტი იყოს თუ ნაკლები?!!!
მოთხრობა ზესაინტერესოა! ფიქრისთვის განგაწყობს...
16. კარგია შენ თუ თვლი რომ მოსალოცად მაქვს საქმე... როგორც არ უნდა იყოს, მადლობა შექებისთვის. კარგია შენ თუ თვლი რომ მოსალოცად მაქვს საქმე... როგორც არ უნდა იყოს, მადლობა შექებისთვის.
15. მომეწონა მოთხრობა. გილოცავ ! წინ მიდიხარ პროზაში, კითხვადი ხდები. :) სადაცაა გადამასწრებ და ერთ კარგ ჰორორს "ჩაგვახუტებ". მომეწონა მოთხრობა. გილოცავ ! წინ მიდიხარ პროზაში, კითხვადი ხდები. :) სადაცაა გადამასწრებ და ერთ კარგ ჰორორს "ჩაგვახუტებ".
14. რას გაიგებ? მაგათთვის ერთი წამი და 14,5 მილიარდი წელი სულერთია. რას გაიგებ? მაგათთვის ერთი წამი და 14,5 მილიარდი წელი სულერთია.
13. ჰოდა როდის იქნება ეგ დიდი აფეთქება ? ჰოდა როდის იქნება ეგ დიდი აფეთქება ?
12. მეუდაბნოვე, არ ეთანხმები - ეს შენი ნებაა, მაგრამ არის ფაქტი: ამას წინათ საქართველოში(გურიაში) "ერთმა" ქართველებმა(გურულებმა) კინაღამ დასცხეს "მეორე" ქართველებს(აჭარლებს). ეს ხალხი ერთი სახელმწიფოს(თავისი სამშობლოს) მოქლაქენი არიან, არ ჰქონდათ ერთმანეთთან არც ტერიტორიული, არც ქონებრივი, და საერთოდ არანაირი სხვა პრეტენზია. მხოლოდ და მხოლოდ "წიგნებმა" გააჩინეს მათ შორის შეუღლი! ერთი სიტყვით: "Imagine there's no heaven"... (ჯონ ლენონი, "იმეჯინ") მეუდაბნოვე, არ ეთანხმები - ეს შენი ნებაა, მაგრამ არის ფაქტი: ამას წინათ საქართველოში(გურიაში) "ერთმა" ქართველებმა(გურულებმა) კინაღამ დასცხეს "მეორე" ქართველებს(აჭარლებს). ეს ხალხი ერთი სახელმწიფოს(თავისი სამშობლოს) მოქლაქენი არიან, არ ჰქონდათ ერთმანეთთან არც ტერიტორიული, არც ქონებრივი, და საერთოდ არანაირი სხვა პრეტენზია. მხოლოდ და მხოლოდ "წიგნებმა" გააჩინეს მათ შორის შეუღლი! ერთი სიტყვით: "Imagine there`s no heaven"... (ჯონ ლენონი, "იმეჯინ")
11. ორიგინალურია ინჟინერის პერსონაჟი. აზრს {შეცდომაა ამნაირი წიგნები, სიკეთის მაგიერ უამრავი უბედურება დაატეხეს მკითხველებს.} არ ვეთანხმები, თუმცა ეს არაფერს არ ნიშნავს, საინტერესოა.
ორიგინალურია ინჟინერის პერსონაჟი. აზრს {შეცდომაა ამნაირი წიგნები, სიკეთის მაგიერ უამრავი უბედურება დაატეხეს მკითხველებს.} არ ვეთანხმები, თუმცა ეს არაფერს არ ნიშნავს, საინტერესოა.
10. მადლობა თქვენ, ვინც წაიკითხეთ და აზრი გამოთქვით. მადლობა თქვენ, ვინც წაიკითხეთ და აზრი გამოთქვით.
9. ესმის ამ კაცს პროზა. ესმის მარკეტინგი. ესმის კრიტიკა. ჰოდა რაც გინდა ის ქენით ახლა :დ
5 რათქმაუნდა. უბრალოდ ერთია, მე ასე ვფიქრობ უფროსწორად, პროექტი იყო ერთი, მას შეიძლებოდა ჰქონოდა გაგრძელება, მაგრამ ინტერპრეტირების უფლებას ეს პროექტი არ იძლეოდა. ისიც საკამათოა რამდენად არის ეს ოთხი ბესტსელერი ერთიდაიგივე შინაარსის მატარებელი, სხვადასხვანაირად :)
ესმის ამ კაცს პროზა. ესმის მარკეტინგი. ესმის კრიტიკა. ჰოდა რაც გინდა ის ქენით ახლა :დ
5 რათქმაუნდა. უბრალოდ ერთია, მე ასე ვფიქრობ უფროსწორად, პროექტი იყო ერთი, მას შეიძლებოდა ჰქონოდა გაგრძელება, მაგრამ ინტერპრეტირების უფლებას ეს პროექტი არ იძლეოდა. ისიც საკამათოა რამდენად არის ეს ოთხი ბესტსელერი ერთიდაიგივე შინაარსის მატარებელი, სხვადასხვანაირად :)
8. შთაბეჭდილების ქვეშ ვარ! შთაბეჭდილების ქვეშ ვარ!
7. "მაჰაბჰარატა", „ბიბლია“, „ყურანი“, „სახარება“ – კაცობრიობის ამ წმინდა წიგნებმა... "სიკეთის მაგიერ უამრავი უბედურება დაატეხეს მკითხველებს"... ფრიად სადაოა, თუმცა, საკითხი ორიგინალური რაკურსითაა წარმოდგენილი...
სათაურიც, ცოტა არ იყოს... ბესტსელერი E. bestseller წიგნი, რომელიც ყველაზე ადვილად იყიდება. "მაჰაბჰარატა", „ბიბლია“, „ყურანი“, „სახარება“ – კაცობრიობის ამ წმინდა წიგნებმა... "სიკეთის მაგიერ უამრავი უბედურება დაატეხეს მკითხველებს"... ფრიად სადაოა, თუმცა, საკითხი ორიგინალური რაკურსითაა წარმოდგენილი...
სათაურიც, ცოტა არ იყოს... ბესტსელერი E. bestseller წიგნი, რომელიც ყველაზე ადვილად იყიდება.
6. ჰო, ნამდვილად კარგი იყო.მე მომეწონა. ჰო, ნამდვილად კარგი იყო.მე მომეწონა.
5. ოჰოო, ჭკვიანი რომ იყავით, ამის ეჭვი მქონდა, მაგრამ..
გაოცებული ვარ =) ოჰოო, ჭკვიანი რომ იყავით, ამის ეჭვი მქონდა, მაგრამ..
გაოცებული ვარ =)
4. კარგი იყო... საინტერესოდ გადმოცემული...:) კარგი იყო... საინტერესოდ გადმოცემული...:)
3. იმ ედია ვერ გაბურღავს:)))ან დეტონატორი უღალატებტ:) თან აზრი არცა აქვს მაინც იგივეს გაიმეორებს, ვიცი მე მაგის ამბავი:) იმ ედია ვერ გაბურღავს:)))ან დეტონატორი უღალატებტ:) თან აზრი არცა აქვს მაინც იგივეს გაიმეორებს, ვიცი მე მაგის ამბავი:)
2. " შეცდომაა ამნაირი წიგნები, სიკეთის მაგიერ უამრავი უბედურება დაატეხეს მკითხველებს." - რა ვიცი. ვითომ ამნაირი წიგნების გარეშე უკეთესები ვიქნებოდით? მოთხრობა კი ძალიან მომეწონა. " შეცდომაა ამნაირი წიგნები, სიკეთის მაგიერ უამრავი უბედურება დაატეხეს მკითხველებს." - რა ვიცი. ვითომ ამნაირი წიგნების გარეშე უკეთესები ვიქნებოდით? მოთხრობა კი ძალიან მომეწონა.
1. ჩავარდნილი პროექტი?! ჰმ! საინტერესო იყო, აშკარად. აზგო, თქვენ დაწერეთ ეს? :) ჩავარდნილი პროექტი?! ჰმ! საინტერესო იყო, აშკარად. აზგო, თქვენ დაწერეთ ეს? :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|