ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სიზ-მარი
ჟანრი: პროზა
16 დეკემბერი, 2012


ბიჭები არ ტირიან

ბიჭები არ ტირიან მეგობარო. მე მწამს ,რომ კაცმა მხოლოდ დედისთვის უნდა იტიროს,სხვა შემთხვევაში მას დავცინებ,მწარედ დავცინებ.
  ცრემლი შეიმშრალე და ისე გამოდი გარეთ. არ იტირო სახლში,არ იტირო ეზოში,არ იტირო სამსახურის დაკარგვის დროს,არ იტირო სიხარულის განცდისას,არ იტირო  არასდროს. ბიჭები არ ტირიან.
- და შენ ,რომ გოგო ხარ ტირი?
  როცა საჭიროდ ვთვლი...
-ეგ რას ნიშნავს?
მე ტირილში ფულს მიხდიან.
-უფულოდ გიტირია?
კი,ერთხელ
-როდის?
დაიძინე,არ შემიძლია,ხვალ გეტყვი ან ოდესმე.
მან დახუჭა თვალები,რომელსაც ცრემლის პატარა ბურთები დამსკდარი ბრილიანტებივით ეკიდა.13 წლის არის,მიდი და აუხსენი როდის იტირა ქალმა,რომელსაც მშობლები არასდროს ყოლია.ის ჯერ 13 არის,მხოლოდ 13.თუ აქედანვე ასწავლი ტირილის უარყოფითობას,იტირებს მაშინ,როცა საქმეს დასჭირდება...
-მარი,მარი,მარი
მე აუცილებლად მოვალ გაკვეთილების შემდეგ.
  მაგრად ვეხუტები მის უხორცო მკლავებს,მე ჰო ვიცი,რომ ისინი ერთხელაც უფრო ძლიერი ,მსხვილი და ლამაზი იქნება,მაგრამ იქნებ ამ დროს მე არც ვიყო..
-მარი შენ მეგობარი ხარ
გავხედე და გავუღიმე.შემდეეგ გაიქცა სკოლისკენ,რომელიც უსასრულო ბავშვობას ჰგავდა,მე კი თეატრში მივდიოდი,ჩემს სამსახურში,სადაც ფულს ვიღებ ტირილში..,

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები