 | ავტორი: ტაბატა ჟანრი: პოეზია 9 იანვარი, 2013 |
ეს ჩემი სოფლებია გუმა, კამანი, მე კი ყოველ დღეს ვათენებ თბილისში, თეთრად მორთულია სოფლის ხეივანი, სიცხის ეშაფოტიც არის ივლისში, ეს ჩემი სამშობლოა, ჩემი ქუთაისი, თბილისს ენატრება სახლიდან გასვლა არადა ეზოდან გზები ისე მიდის ადვილად შეიძლება სოხუმში ჩასვლა! ახლა ნაზამთრალის ოცდათერთმეტია, ვაზი იხლართება ვაზში ზედმიწევნით, თითქოს "ერთი ვიყოთ" - ისე ზედმეტია, ერთურთს სიძულვილში ვეჯიბრებით! ცრემლი ისე მომდის ლამის თვალებიდან, ცრემლი ისე მომდის, სისხლის გეგონება, მე კი ისე მინდა, მე კი ისე მინდა, მე კი ისე მინდა შენი გაგონება. ეს ჩემი სოფლებია გუმა, კამანი, მე კი სამ-ოთხ დღეს ვათენებ ღამეში, ცრემლით! მოკუნტულა სოფლის ხეივანი, თავი ჩაურგია თამარის მკლავებში!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ავტორი: ტაბატა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 1
ავტორი: ტაბატა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 1
2. არადა ეზოდან გზები ისე მიდის ადვილად შეიძლება სოხუმში ჩასვლა! :) არადა ეზოდან გზები ისე მიდის ადვილად შეიძლება სოხუმში ჩასვლა! :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|