ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სიზ-მარი
ჟანრი: პოეზია
7 იანვარი, 2013


ექსპრო.მ.ტი

შენ სავარძელში ზიხარ მშვიდათ და

გვერდს გიმშვენებს ნაზი იები

თვალებს უზომო ტკივილით ტკივათ

გული კი არის ხელუხლებელი.

შენ გამშვიდებს ხმების ფერთა ცვლა

მაგრამ არ იცი სეზონთა ფერი

დუმხარ მუდამ და ეგ დუმილის ხმა

კედლებს ალპობს-ბზარავს მკერდში.

ირგვლივ  ნაცრისფრად ოხრავს სამყარო

ხოლმე იტყვი,რომ ჯობს ვერ ხედავდე

ათასი გულის მწუხარებას და

გაწყვეტილ ძარღვს თვალთა მინაზე.

შენ გულს მფარველობს ათასი წმინდა

თეთრი მტრედი დარბის გუგებში

შენ არასოდეს მოკვდები მარტო

შენ განუგეშებს ,თვით ნუგეში.,

თვით შემქმნელი ათას თაობის

თვით მპოვნელი ათასი სიტყვის

თვით ხელოვანი სიყვარულის.



თვით გაზაფხულის მუზა, აპრილი

და შენ შეიგრძნობ მისიას მოსვლის

შენ დახატავ ,შენ  ფერებს შექმნი.


გილოცავთ ქრისტე-შობის დღესასწაულს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები