 | ავტორი: natinat ჟანრი: პოეზია 8 იანვარი, 2013 |
ფესვგაჩეხილი იმედებით შემომაგონდი... შენგან არასდროს გავქრებიო, მახსოვს,_ ამბობდი. და ეს არასდროს რა სულ ცოტა ყოფილა თურმე, სივრცეში მხოლოდ გადაფერფლილ ნაკვალევს ვუმზერ. არშეპირებულ შეპირებას გულში ვინახავ. გამოვიგონე: დაბრუნდები, მითხარი, თითქოს. ასეთი გრძნობით შეპყრობილი ვინმე გინახავს? უკვე გამქრალი წარსულიდან სიყვარულს ვითხოვ... და ამ ცრუ რწმენას შვილობილად სულში ვინახავ, ვისთვის გიჟი ვარ, ვინ აბნეულ სულელად მრაცხავს. მათ რომ იცოდნენ, რა სიკვდილი ტრიალებს ჩემში, რომელიც უფრო მისი არსით სიცოცხლესაც გავს. სიცოცხლეს, სადაც უკვდავობას არავინ ნატრობს...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ++ დაწარმატებებიი ++ დაწარმატებებიი
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|