 | ავტორი: სიზ-მარი ჟანრი: პოეზია 19 იანვარი, 2013 |
ჭრაჭ ,ჭრუჭ, ჭრაჭ,ჭრუჭ,ჭრაჭ- სიო ნაზად არხევს ფოთლებს,ყმაწვილ მინდვრებს ეფინება. სახლში მტვერი ცეკვავს მზესთან, ბებერ ხეებს ეღვიძებათ, ორი ლანდი მოხრილ სხეულს აქეთ- იქით აქანებს საათი კი ირონიით ასაფლავებს ყოველ ღამეს. ჭრაჭ,ჭრუჭ,ჭრაჭ,ჭრუჭ- ისევ მტვერი ცეკვავს მზესთან თვალი ხედავს,თვალი ზომავს -თვალი ბოლოს იხუჭება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. + ძმები ნათლისღებას გილოცავენ + ძმები ნათლისღებას გილოცავენ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|