ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პოეზიისღმერთი
ჟანრი: პოეზია
1 მაისი, 2013


ეს რა ნიჭია?!

ეს რა ნიჭია?
თუ უნიჭობა...
შურია იქნებ ანდაც სურვილი,
იქნებ ესაა ჭაღარა სულის
იქნებ ესაა გრძნობა წყურვილის.
წერო და გუნდი ცაში არ გყავდეს
მიწის სიჭუჭყე გისვრიდეს თეთრ ფრთებს
ეს ის გრძნობაა თანაბრად რომ სდევს
წუთისოფელში მომაკვდავთ, ღმერთებს.
ეს არც ნიჭა არც უნიჭობა
ეს არც გრძნობაა და არც ინსტიქტი
ეს სულის ხორცში აფეთქებაა
ეს სისხლის არის გულში მიტინგი.
წერო და გუნდი არ გყავდეს ცაში
მიწის ფერები გისვრიდეს თეთრ ფრთებს
ეს ის გრძნობაა თანაბრად რომ სდევს
წუთისოფელში მომაკვდავთ, ღმერთებს.

ბექა გოგატიშვილი 20,02,2013

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები