ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პოეზიისღმერთი
ჟანრი: პოეზია
6 მარტი, 2013


მე ამა (ყება)

მე ამა (ყება)
ჩემი მთაწმინდა
ჩემი დიდუბე და პანთეონი
მათი დიდება და ბრწყინვალება
ვარსკვლავებივით
და
ცა -ფირონი.
თამარის დროშა
ჯარი ქართველთა
და ნიკოლოზის თეთრი მერანი
გრიგოლის მიერ ნადღეგრძელები
სავსე ფიალით ხელში მხედარი.
სისხლით და ოფლით
სულით და ხორცით
დღეს აღმართული დგას ნარიყალა
ფარით და შუბით
კალმით და სიტყვით
ვერ ეკაარება მზეს ნა (ძირა) ლა.
სულის სიდიდით მტკვარზე აგებულს
მეფე ვახტანგის სალოცავ მეტეხს
ცეცხლში გამოწრთვნილ ჯავარდენს ახსოვს
მის კლიტურებს რომ თვით "იგიც" ვერ სტეხს.
სისხლით და ოფლით
სულით და ხორცით
ფარიტ და შუბით
კალმით და სიტყვით
გრიგოლის მიერ ნადღეგრძელები
ამ სადღეგრძელოს მე კვლავაც ვიტყვი.

ბექა გოგატიშვილი 20,02,2013

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები