ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელისა
ჟანრი: პოეზია
12 მარტი, 2013


* * *

ამ ქალაქს უხდება წვიმა, ისე როგორც იასამანს
ფერი ცის.
ქუჩები სავსეა ქოლგებით,
მატარებლები გლოვობენ მგზავრებს.
მე შენამდე მოვყევი ფიქრებს, რომლბიც დუმდნენ.
შენ დგახარ სარკესთან და უცქერ საკუთარ ნამტირალევ უპეებს,
უხდება სამყაროს კიდეს იმდები,
როგორც ბალიშის საქორწილო ფატა.
გყავს ერთადერთი და, მარტოობა- შენი მეგობარი
ვიცი რომ უცქერ ბაქანს რომელზეც ახლა მე ვდგავარ,
ვერ მცნობ.
მე სხვა სახე მაქვს,
სხვა სახელი.
იასამანსაც უხდება წვიმა.
წარმოუდგენელი ხარ დარდის გარეშე.
ის აღარ იქნები.
გინდა გაყვე მტრედებს, თეთრ იალქნებს
ზღვებს და მთებს იქით.
სადაც მხოლოდ სამი ფერი არსებობს,
იასამნის, თეთრი და ტყვიის (ნაცრისფერი).
სადაც სიოს მოაქვს ზღვის სუნი.
არ იცი რატომ,
მე ვიცი,...
მე გელოდები...   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები