ნაწარმოებები


    * * *         * * *         * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი - 2025. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *         * * *         * * *     კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კვაზიმოდო
ჟანრი: იუმორისტული
12 მარტი, 2013


ნაცარქექია (ესმერალდას)


კარგად გაქექე ეგ ნაცარი,რასაცა ჰქექავ
და იქ იპოვი უეჭველი დამალულ "მეფეს",
ერთად ივახშმებთ ხაჭოთი და მიატანთ კეფირს,
გაგიხურდება სინანულით ლამაზი კეფა.

საკუჭნაოში გამოგკეტავს ეგ მეფე შენი,
თვითონ-დუდუკი,ღვინო,ქალი,დუქნები,შფოთი...
და ხელთ შეგრჩება მეფის ნაცვლად რიგითი ლოთი,
ნაცარქექია,უსაქმური,ვერ დასძრავ ენას

დარდისგან,მერე დაგჩემდება სიბნელის შიში
და ხეზე მიბმულ ქოხში როცა ჩაქრება შეშა,
სახლში მოგიტანს შეშის ნაცვლად არაყს და ლეშას,
უკან დაგრჩება ცხელი ჭადი,მწვადი და დოში...

                                              კვაზი უმახინჯესი///ორიათასოცდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები