ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანგო
ჟანრი: პოეზია
6 აპრილი, 2013


ტანზე ცეცხლი

ჰანგი სიმის, სტვირის, კივის.
ჰარმონიას თითით ლოკავს.
ჩანგი იწვის, ისვრის, იტყვის
მისამღერელს, ავსებს კოკას...

ხელი ურტყამს ხელს და უკრავს,
რიტმში ტანგოს ეცეკვება.
ემოცია ცრემლებს კურნავს,
ხელში მუხლი ეკეცება.

დრო წიკწიკებს, მიდის, მიჰქრის...
ოფლის წვეთი წვეთს მიჰყვება.
ქნარის ქარი ნოტებს მიქრის,
გრძნობას სხვისთვის, მე მიყვება.

ღვინო ხარომს, მათრობს, მნათობს,
ქალის ტუჩი მიმანიშნა.
სუნთქვა მთვარის, ღამით მათბობს,
პაემანი დამინიშნა.

ტანზე ცეცხლი,თხელი, სველი
კაბა, ტერფს ამოეფარა.
მელოდია ყოვლის მთქმელი,
ატმოსფეროს მოეფერა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები