 | ავტორი: ამელი ჟანრი: პროზა 7 აპრილი, 2013 |
მე და შენ ერთ კაცს ვნახულობთ სიზმარში - ქმარს და მამას. მე და შენ გვერდიგვერდ გვძინავს და ეს ერთი კაცი ერთდროულად შენთანაც მოდის და ჩემთანაც. შენს სიზმარში მამას შენთვის თოჯინა მოაქვს, ლოყაზე გკოცნის, თოკზე დადის აკრობატივით, შენი გულისთვის ჯადოქრებს ებრძვის, დახუჭობანას გეთამაშება და მერე ქრება. ჩემ სიზმარში კი მონატრებული ქმარი ხან ყელში მკოცნის, ხან ძუძუზე, ხან კი სხვა პლანეტაზე მიმაქროლებს, რომ სიყვარულში უცხო არავინ შეგვეცილოს. ხან კი შორიდან მითვალთვალებს, მის მაგივრად, სხვას ხომ არ ველი. ხან სარკის წინ დამაყენებს და ერთად ვუყურებთ ჩემ შიშველ სხეულს. ხან უცებ ქრება, მერე ჩნდება და ყველას თვალწინ ფეხებს მილოკავს. მე და შენ ერთ კაცს ვნახულობთ სიზმარში - ქმარს და მამას. მე და შენ გვერდიგვერდ გვძინავს და ერთდროულად ეს ერთი კაცი შენთანაც მოდის და ჩემთანაც. დილაობით როცა ვიღვიძებთ, შენ გულახდილად მიყვები სიზმარს, როგორ მოვიდა მამა და მოგიტანა თოჯინები, აკრობატივით თოკზე იარა და მეკითხები: - შენ არ ნახულობ მამას სიზმარში? და მე გპასუხობ: - კი, როგორ არა. წუხელ ვნახე, ვითომ "ბიგ ბენის" ისრებს ეკიდებოდა და აბზრიალებდა, დროს აჩქარებდა, ჩემი გოგოები მალე ვნახოო... მოკლედ გატყუებ... დიდების სიზმრებს რას გაუგებს პატარა გოგო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. 13 კომენტარი :):):):):):):):):):)
და ეს მინიატურა მომეწონა და საერთოდ ეს ავტორი მომწონს :) 13 კომენტარი :):):):):):):):):):)
და ეს მინიატურა მომეწონა და საერთოდ ეს ავტორი მომწონს :)
18. კარგია, მაგრამ აქ უკეთესებიც წამიკითხავს...:-* კარგია, მაგრამ აქ უკეთესებიც წამიკითხავს...:-*
17. ძალიან მომეწონა .
ძალიან მომეწონა .
16. ძალიან მომეწონა .
ძალიან მომეწონა .
15. ხო, რა ვიცი, როგორც არის :))) ხო, რა ვიცი, როგორც არის :)))
14. :)))
ბოლო კომენტარზე გამეღიმა :) ინტერნეტ სივრცე და საქართველოა ამელი, რას იზავ :)
კარგი მინიატურაა, მე მომწონს თუმცა ამელის მაქსიმუმი არაა :)
წაკითხულიც არ მქონია ადრე
:)))
ბოლო კომენტარზე გამეღიმა :) ინტერნეტ სივრცე და საქართველოა ამელი, რას იზავ :)
კარგი მინიატურაა, მე მომწონს თუმცა ამელის მაქსიმუმი არაა :)
წაკითხულიც არ მქონია ადრე
13. და ბარემ აქვე დავწერ: თუკი ჩემს ჩანაწერებში ვიყენებ ისეთ სიტყვებს როგორიცაა "ძუძუ", "საშო" და ა.შ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ "იუზერების" მნიშვნელოვან ნაწილს ჩემთან პირადად მოუნდეს გასაუბრება. და ბარემ აქვე დავწერ: თუკი ჩემს ჩანაწერებში ვიყენებ ისეთ სიტყვებს როგორიცაა "ძუძუ", "საშო" და ა.შ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ "იუზერების" მნიშვნელოვან ნაწილს ჩემთან პირადად მოუნდეს გასაუბრება.
12. დილაობით როცა ვიღვიძებთ, შენ გულახდილად მიყვები სიზმარს, როგორ მოვიდა მამა და მოგიტანა თოჯინები, აკრობატივით თოკზე იარა და მეკითხები: - შენ არ ნახულობ მამას სიზმარში? და მე გპასუხობ: - კი, როგორ არა. წუხელ ვნახე, ვითომ "ბიგ ბენის" ისრებს ეკიდებოდა და აბზრიალებდა, დროს აჩქარებდა, ჩემი გოგოები მალე ვნახოო... მოკლედ გატყუებ... დიდების სიზმრებს რას გაუგებს პატარა გოგო.
მოეწონა არტეს:) დილაობით როცა ვიღვიძებთ, შენ გულახდილად მიყვები სიზმარს, როგორ მოვიდა მამა და მოგიტანა თოჯინები, აკრობატივით თოკზე იარა და მეკითხები: - შენ არ ნახულობ მამას სიზმარში? და მე გპასუხობ: - კი, როგორ არა. წუხელ ვნახე, ვითომ "ბიგ ბენის" ისრებს ეკიდებოდა და აბზრიალებდა, დროს აჩქარებდა, ჩემი გოგოები მალე ვნახოო... მოკლედ გატყუებ... დიდების სიზმრებს რას გაუგებს პატარა გოგო.
მოეწონა არტეს:)
11. არც ზედმეტია არაფერი და არც არაფერი აკლია.
იტყუებიან ზოგჯერ დიდი გოგოები. არც ზედმეტია არაფერი და არც არაფერი აკლია.
იტყუებიან ზოგჯერ დიდი გოგოები.
10. კარგი იყო:) კარგი იყო:)
9. კარგია. არავითარი წითელი ხელი არ სჭირდება. კარგია. არავითარი წითელი ხელი არ სჭირდება.
8. სიტყვა არა, მაგრამ შინაარსობრივად ჩემი აზრით საცენზურო არის... ნება თქვენია სიტყვა არა, მაგრამ შინაარსობრივად ჩემი აზრით საცენზურო არის... ნება თქვენია
7. რა კარგია :)
რა კარგია :)
6. რა ვიცი, ძუძუ არ უნდა იყოს უხამსი სიტყვა :) ძუძუთი კვება მაგალითად, ეს ხომ სრულიად ბუნებრივი სიტყვათშეთანხმებაა :) რა ვიცი, ძუძუ არ უნდა იყოს უხამსი სიტყვა :) ძუძუთი კვება მაგალითად, ეს ხომ სრულიად ბუნებრივი სიტყვათშეთანხმებაა :)
5. კარგად დანახული და დანახებული კაცის სხვადასხვა როლი... მიაფარე პატარზე წითელი ხელი... +5 კარგად დანახული და დანახებული კაცის სხვადასხვა როლი... მიაფარე პატარზე წითელი ხელი... +5
4. იდეურად არ იყო ცუდი. არც შესრულება, მაგრამ რაღაც დამაკლდა მაინც იდეურად არ იყო ცუდი. არც შესრულება, მაგრამ რაღაც დამაკლდა მაინც
3. მე მოეწონა და ფროიდსაც მოეწონებოდა. მე მოეწონა და ფროიდსაც მოეწონებოდა.
2. შენიშვნა: მშვენიერი მინიატურა!
კატიეს რას გაუგებ გოგო? :)))))))))
+5 შენიშვნა: მშვენიერი მინიატურა!
კატიეს რას გაუგებ გოგო? :)))))))))
+5
1. შენიშვნა: მინიატურა. შენიშვნა: მინიატურა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|