ატლასის მთებში ჩაკარგულ ტაფილალტის ულამაზეს ოაზისში ერთ დღეს, თეთრი აქლემით მივიდა ორი მშვენიერი ქალი, თინ-ჰინანი და მისი მოახლე თაკამატი... მათ დასაბამი მისცეს ტუარეგთა მოდგმას. თინ-ჰინანი, რომელიც მისი ღირსებების გამო დედოფალი გახდა, მასთან მისულ უამრავ თაყვანისმცემელს საკუთარი ხელით კლავდა. ლეგენდა ტუარეგის სახის დანახვა სიკვდილია. საჰარაში მოარული ხმა
ღამის სიცივემ იმძლავრა. მხარზე ჯერ კიდევ ვგრძნობდი ბედუინის ხელისგან შერჩენილ სითბოს. ისტერიული შიში აღარ მთანგავდა, მაგრამ ძილი სიახლოვესაც არ გამკარებია. ქვას ზურგით მივეყრდენი და თავი მუხლებზე შემოხვეულ ხელებზე ჩამოვდე.
სამხრეთის ქარაფისკენ - სრული სიჩუმე იდგა. სოფლის შემოსასვლელში ორი კოცონი ნელი ცეცხლით იწვოდა. გარშემო აქლემები ისევ წრეზე ჩაჩოქილიყვნენ, მათზე ზურგით მიყრდნობილ არაბებს ფეხები ქვიშაზე გაეშალათ და ეძინათ. მხოლოდ მილოში იწვა ცეცხლის პირას საძილე ტომარაზე, ჩანდა აქამდე ვერ შეჩვეოდა უდაბნოს ღამის სიცივეს და ქვიშაზე ძილს. მათ გარშემო მხარზე მიყუდებული თოფებით ისევ ქანდაკებასავით გაუნძრევლად იჯდა ოთხი ტუარეგი.
ჩუმი, მოჩოჩიალე ნაბიჯის ხმა მაშინ გავიგონე, როცა მოხუცი ლამის თავზე წამომადგა. აქთ-იქით იცქირებოდა და თვალს არ აშორებდა სამხრეთისკენ გაწოლილ ქარაფს. მოხუცმა ჰილალეს კარავი იფარა, მოდარაჯე ტუარგების მზერა აირიდა, ჩემთან ფრთხილად მოჩოჩდა და გვერდით მომიჯდა. ქალმა ხელში ხმიადი პური ხორცის მოხარშულ ნაჭერთან ერთად ჩამიდო და სოფელს მდუმარედ დააცქერდა. ჩუმად ვჭამდი გულით მოწოდებულ ალალ ლუკმას. ღეჭვა მეხამუშა და ყბები ამტკივდა, მაგრამ ხორცის გემო მეამა და პურთან ერთად მთლიანად შევჭამე.
მოხუცმა ნელა დაიწყო ქანაობა, მარცხნიდან მარჯვნივ, მარჯვნიდან მარცხნივ. მივხვდი რომ უდროოდ დაკარგულ შვილს გლოვობდა. მისი წუხილი, მიუსაფარი და საჰარასავით უკიდეგანო, - მარტოხელა მგელივით ყმუოდა მის სულში. ტუარეგი თავისი ტომის დაუწერელ კანონს არღვევდა და უცხო ადამიანს დაუფარავად უჩვენებდა თავის დარდსა და საშინელ სევდას. მთვარის შუქზე დავინახე როგორ ჩამოუგროდა ცრემლი დანაოჭებულ სახეზე და მოხუცს ხელი ჩავკიდე. მან გაუხეშებული ხელისგული თავზე გადამისვა და ჩუმად თქვა: - მე სილი ვარ. - ალფ შუკრ ანნა* სილი. - ჩავიჩურჩულე. - შარშან ამ დროს მოკვდა მალა. მინდა მისი სიკვდილით დასრულდეს ეს საშინელი წესი. მინდა ალ-კაბირი მოვიდეს და წაგიყვანოს. მინდა იმოჰაგებმა ნახონ როგორ აგირჩევს ალ კაბირი სწორედ შენ და არა მას. ოოო, რა დიდი სირცხვილი იქნება მისთვის. - ოჰ ანნა სილი, ეს არაბები დაგვესხნენ თავს საჰარაში. ნუთუ ამენოკალია ვერ მიხვდა რომ ეს ის ხალხია. - ნამდვილი გველია, ჭრელი, ლამაზი, ჭკვიანი, ვერაგი და შხამიანი. - უნდა გავიქცე ანნა სილი. დამეხმარე, გემუდარები. ჯადარი და ცოტა წყალი დამჭირდება, ფარაფირაჰში უნდა მივასწრო ამ არაბებს. - იმოჰაგების ტყვიას ვერ გაექცევი. - იქნებ მამაკაცივით ჩავიცვა, ლისამი მოვიხვიო... - იმგადებს ვერ მოატყუებ. ისინი უსიტყვოდ შეასრულებენ „თინ-ჰინანის" ბრძანებას. შენს ღმერთზე აქ ამბობენ მას მკვდარიც კი გაუცოცხლებიაო... ეს მართალია? - მართალია ანნა სილი, ეს წმინდა წიგნში, ბიბლიაში წერია. - მაშინ თხოვე მას აგარიდოს ავი ბედი.
მოხუცი ჩემს პასუხს არ დალოდებია, პალმების და ჩემი ლოდის დავიწროვებული ჩრდილი იფარა და გამეცალა. გულდამძიმებული მივაჩერდი აციალებულ ალიონს. ჩემთვის ისევ მორიგი მძიმე დღე იწყებოდა, მაგრამ საფეთქელზე გადანაცვლებული ვარდისფურცლისხელა იმედი ჩემს სიმშვიდეს მომთმენი ტუარეგივით დარაჯობდა.
„მაინც დამეწივნენ, რომ დამინახონ, ან ჯადარი შენიშნონ? ჰილალეს ძალიან უნდა ჩემი თავიდან მოცილება, თუ გაიგო რომ ბედუინი ცოცხალია, მილოშს გაატანს ჩემს თავს. ალ კაბირთანაც თავს გაიმართლებს ფარაფრაში ევროპელს გავაყოლეო. უფრო ხელსაყრელი შემთხვევა არც ექნება.“- ვფიქრობდი და აღმოსავლეთით აციალებულ ნათელს თვალმოუშორებლად შევქეროდი.
მზე ამოიწვერა. კარვები მორიდებული ქალიშვილებივით ნელა იკეცავდნენ კალთებს. ლამაზად მორთული ხალხი გარეთ გამოდიოდა. ღვივდებოდა სოფლის დიდი კერა. მამაკაცებმა დაკლული თხები კერიასთან დააწყეს და გატყავებას შეუდგნენ. ქალებმა ხილი გამოალაგეს, ნაწნავებად ასხმული ბანანის და ფინიკის ჩირები წყალში გაავლეს და მზეზე გაკიდეს გასაშრობად. გოგონები სუფრებს ბერტყავდნენ საერთო კერიასთან მიწაზე გაშლილ ფარდაგებზე შლიდნენ. პატარები ტბასთან თამაშობდნენ და თხის ტყავის ბურთებს თავგამეტებით დასდევდნენ.
ღიმილით და შეფარვით ათვალიერებდნენ ვაჟებს ახალგაზრდა ქალები. ქალების სამოსი ისე მიაგავდა ჩვენებურ ხევსურულ კაბას მოქარგული გულისპირებით, ორნამენტით, ფერთა შეხამებით, ჩაქარგულ-ჩაგვირისტებული საშუბლეებით, რომ სიამოვნებით ვუცქერდი და რეალობას მხოლოდ გარემო და მათი უცნაური ენა მახსენებდა. მიმზიდველ სახეებს გრძელი, და ხშირი შავი თმა უმშვენებდათ, ზოგიერთს თავზე ლამაზად შემოეხვია მძივებით და ვერცხლის პატარა მონეტებით გაწყობილი თავშალი. კაცებს სანაგებოდ მოხვეული ლისამებიდან მხოლოდ თვალები უჩანდათ. კარვიდან ჰილალე გამობრძანდა. ისედაც მზეთუნახავს ოქროცურვილი ლურჯი სამოსი ემოსა და მიწაზე ჩამობრძანებული მზესავით ციალებდა. მის გამოჩენაზე მხიარული შეძახილები გაისმა. ტუარეგები ახალი დღის მობრძანებას ულოცავდნენ ამონეკალიას. ხალხი ერთად შეჯგუფდა. რაღაც რიტუალის მოლოდინში ჰილალეს შეაცქერდა.
წინ შესანიშნავი აღნაგობის ახალგაზრდა ვაჟი გამოვიდა. იმგადებმა ერთი მკლავის სიგანის და ოციოდე მკლავის სიგრძის ბამბის მსუბუქად ნაქსოვი ლურჯი ნაჭერი ჰაერში ააფრიალეს, ვაჟმა ცალი ფეხით ჩაიმუხლა და თავი დახარა. იმგადებმა ლისამით ისე შეუბურეს თავი რომ ცოტა ხანში მას მხოლოდ თვალები უჩანდა. თოფი, მოკლე არაბული ხანჯალი, ვაზნებიანი ქამარი მიართვეს და ახალგაზრდა აქლემი საბელით გადასცეს. ჰილალემ მკერდზე გაწელილი ჯვარი დაკიდა. ბიჭმა მეორე ფეხითაც ჩაიმუხლა, ამენოკალიას ფეხის წვერს შეეხო, მკერდზე ხელმიდებულმა რაღაც ჩაიჩურჩულა და მოწიწებით წამოდგა, თოფიარაღი აისხა, აქლემი იკლანს ჩააბარა და იმგადებში შეერია.
სილიმ წყალი, თხის რძე და ხმიადი მიწაზე დამილაგა. - სალამ ანნა სილი, რა ხდება სოფელში? - იმგადებს ახალი მეომარი შეემატა, დღეს ის თვრამეტი წლის გახდა. ამენოკალიამ თაგელმუსტი**, თოფი, ხანჯალი, ტყვიები და დრომადერი*** აჩუქა. ხალხი ზეიმობს. დღეიდან მან სახე აღარ უნდა გამოაჩინოს. თუ ვინმე მის სახეს დაინახავს - უნდა მოკლას, თუ არადა თავი უნდა მოიკლას. ოჯახის წევრებმაც კი აღარ უნდა დაინახონ მისი სახე, დღე და ღამე ლისამი უნდა ეხვიოს. მხოლოდ ჭამის დროს შეუძლია ნიკაპამდე ჩამოუშვას. მას შეუძლია არ ისწავლოს წერა-კითხვა, მაგრამ მისი ოჯახის ქალებს უნდა ასწავლოს. დრომადერი იქნება მისი მეგობარი უდაბნოს გზებზე. მან ფიცი დადო რომ დაიცავს ჩვენს ხალხს, უსიტყვოდ შეასრულებს ამენოკალიას სიტყვას და დაემორჩილება იმ ქალის სურვილს, ვინც მას აირჩევს ღამის გასატარებლად. დღეს „ახჰალ“-ში გაერევა, ეს ახალგაზრდა იმოჰაგების დღესასწაულია, იმათი ვისაც ჯერ ოჯახი არ ყავს.
„შენ უნდა მენდო“ - ჩამესმა გონებაში ალ კაბირის ხმა. ახლა ნათელი იყო რატომ თქვა წუხელ, ხვალ ჩემი მოსვლა აქ არ შეიძლებაო. შეგნებულად აარიდა თავი სოფელში გამოჩენას, დღეს „ახჰალ“, ტუარეგების თავისუფალი სიყვარულის დღესასწაული იყო და ქალები ირჩევენ მამაკაცებს საჰარაში სიყვარულის დიდი ღამის გასატარებლად. - ანნა სილი, გაქცევაში დამეხმარე...- მოხუცი დაფიქრებით დამაცქერდა, მაგრამ უპასუხოდ გამეცალა.
ჰილალემ რამოდენიმე მამაკაცი სოფლის შემოსასვლელში გაგზავნა. მოდარაჯე იმოჰაგები შეიცვალნენ, ნაწილმა გზა გააგრძელა. არაბების "საპატიო ყარაული" სოფელს შემოუერთდა, ცოტა ხანში კიდევ გამოჩნდა მამაკაცების ჯგუფი, ალბათ ქარაფზე შეიცვალა ყარაული. არაბები ცეცხლს უტრიალებდნენ, საჭმელს ამზადებდნენ, როგორ ჩანდა წასვლას არ ჩქარობდნენ. მილოში ზურგით იჯდა, ისე იყო დახრილი, თითქოს რაღაცას წერდა. სოფელი სანადიმოდ დასხდა. ხალხი ხუმრობდა, იცინოდა, სანოვაგეს და ხილს შეექცეოდა. ურკავდნენ ერთსიმიან ინტრუმენტზე, ცეკვავდნენ თავიანთ გამოგონებულ ცეკვებს- თავიანთივე გამოგონებულ სიმღერებზე, ყვებოდნენ ამბებს,- ალბათ წინაპრების საგმირო საქმეებზე, ტუარეგების პირველ დიდ ამენოკალიაზე თინ-ჰინანზე**** და მის თეთრ აქლემზე. ქალები ერთმანეთს უჩვენებდნენ მორთულობას, მძივებს, ნაქარგებს, ხელსაქმით თავს იწონებდნენ. ნელ-ნელა შებინდდა. ჰაერში ნაირნაირი ხილის და ბალახისგან დაყენებული ჩაის არომატი დატრიალდა. ჰილალე ფეხზე წამოდგა და ჩრდილოეთს დააკვირდა. უკმაყოფილოდ გასცქეროდა სოფლის შემოსასვლელს. ამენოკალიას ლამაზ სახეზე ბრაზი ელავდა. ალ კაბირი არ ჩანდა, უდაბნოში გაგზავნილი ხალხი არ დაბრუნდა, არაბებიც წასვლას არ აპირებდნენ. ქალი უკმაყოფილოდ მოტრიალდა, ხალხს ანიშნა რომ დროსტარება გაეგრძელებინათ, თავის ჰხაიმში შევიდა და კარვის კალთა შესასვლელს ჩამოაფარა.
ახალგაზრდები სოფლის ზეიმს ცალკე გამოეყვნენ, ცეცხლი გააჩაღეს და გარშემო შემოუსხდნენ. „ახჰალ“ იწყებოდა. გოგონები ვაჟებს ირჩევდნენ და თავის რჩეულებს ხელისგულზე თითით რაღაცას ახატავდნენ, ვაჟები ყურადღებით დასცქროდნენ ხელისგულს, დახატული ნიშნების მიხედვით ქალების სურვილების ამოცნობას ცდილობდნენ. ახალგაზრდები მალე დაწყვილდნენ და სოფლის გარშემო უდაბნოში გაიფანტნენ. ერთმა წყვილმა მეც ჩამიქროლა და პალმის კორომებს შეაფარა თავი. ღამეს ახალი ხმები მიემატა, სიცილის, კისკისის, ალერსის, ჩურჩულის და ყრუ ამოკვნესის ხმები. არაბები გაფაციცებული ისმენდნენ გარშემო გამეფებული სიყვარულის ჰანგებს და თავებს აქეთ-იქეთ უკმაყოფილოდ აქანავებდნენ. ყურანის წესით მაცხოვრებელი ტუარეგებისთვის მართლა უცნაური იყო ამ ტრადიციის შემონახვა. ოჯახის შექმნამდე ქალიც და მამაკაციც, თავისუფალი სქესობრივი ცხოვრებით ცხოვრობდა და პარტნიორს ხშირად იცვლიდა - ერთი გამონაკლისით, ქალები ირჩევდნენ მამაკაცებს, მაგრამ ოჯახის შექმნის შემდეგ კი ეს უფლება არცერთ ტუარეგს აღარ ქონდა.
ბედუინებისთვის და არაბებისთვის კი პირიქით, ქალის წარსული და ქალწულობა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. ისინი ქორწინებამდე დიდხანს იკვლევდნენ საცოლის წარსულს და მცირე ჭორის შემთხვევაშიც კი ქალი შერცხვენილად ცხადდებოდა. ჭორი კი შეიძლებოდა გამოეწვია იმას, რომ საკუთარ ეზოში გავლისას თმა გამოუჩნდა და ნიკაბით კარგად არ ქონდა დაფარული. მაგრამ ვაი მას, თუ ქორწინების ღამეს ქალწული არ აღმოჩნდებოდა ან ქმარს უღალატებდა... კაცს უფლება ქონდა თავი მოეკვეთა ცოლისთვის ან ქვებით ჩაექოლა.
მიუხედავად იმისა რომ ეგვიპტე, ალჟირი და ლიბია ცივილიზაციის ყველა ნიუანსს ეზიარა, წესი რომელმაც თვით "ათასერთი ღამე" შექმნა, - იმ დროიდან მოყოლებული დღემდე ცოცხლობდა არაბულ სამყაროში, განსაკუთრებით კი ბედუინებში. არაბი მამაკაცი, იმისათვის რომ ცოლის სიყვარული და ერთგულება შეენარჩუნებინა, ძალიან უფრთხილდებოდა ოჯახს. მთელი დღე მუხლჩაუხრელად შრომობდა, შინ ყოველდღე საჩუქრით ბრუნდებოდა. სახლში კი ქალები განაგებდნენ ყველაფერს, სიმდიდრეს, ფულს და ძვირფასეულობას, მათ ჰქონდათ ხელთ ყველა კარის და სამალავის გასაღები და ოჯახის ბურჯებად ითვლებოდნენ. მათი ნებართვის გარეშე სახლის არემარეზე ფრინველიც ვერ გადაიფრენდა. მამაკაცს მეორე და მესამე ცოლის მოყვანა მხოლოდ პირველი ცოლის ნებართვით შეეძლო. სამაგიეროდ ტუარეგები მხოლოდ ერთხელ ქორწინდებოდნენ და ცოლქმარი სიკვდილამდე ერთმანეთის ერთგული რჩებოდა.
საჰარაში მომთაბარე ორი ხალხი, ერთი რელიგიის მიუხედავად - სრულიად სხვადასხვანაირი, წინააღმდეგობრივი ადათით და ტრადიციებით ცხოვრობდა. თუ მათი გზები გადაიკვეთებოდა, ერთმანეთს წყალს და სანოვაგეს უზიარებდნენ, გულუხვად მასპინძლობდნენ, გასაჭირში ერთმანეთს შველოდნენ, მაგრამ ერთმანეთის ტრადიციებში არ ერეოდნენ და არც შერეულად ქორწინდებოდნენ. გამჭირვალე ცაზე ღამე მხართეძოზე წამოწოლილიყო. ვეებერთელა ნამგალა მთვარე კაშკაშებდა. თეთრად მბრწყინავი ვარსკვლავები ტბის წყალში ისე სუფთად ციალებდნენ, რომ დარწმუნებით შეგეძლო ამ კარიბჭის გავლით პირდაპირ ცაში შეგებიჯებინა. „ჰხაიმები“, ჯადოსნური ქოხმახებივით მიეხატნენ ღამის ცას. მთვარის შუქით განათებული პალმის კორომი ისე ლივლივებდა, როგორც ზურმუხტი ბაჯაღლო ოქროში. ლისამებით პირშებურული ტუარეგები ლურჯი აჩრდილებივით უხმაუროდ დასრიალებდნენ არაბული ზღაპრიდან გადმოსული იფრითებივით. მთვარე ისე გადაიხარა, თითქოს სიყვარულში ჩაძირული წყვილების სათვალთვალოდ ემზადებოდა. ყველა მხრიდან გარკვევით ისმოდა ყრუ ამოძახილი, ჩუმი სიცილი და ჩურჩული. ლოდის მხრიდან ჩემსკენ წამოსული ჩრდილი უცნაურად სწრაფად დაგრძელდა. ჩუმი შრიალი მომესმა. ალბათ მე რომ ჩამიქროლა, ის წყვილი ბრუნდებოდა. ველოდი როგორ გაისრიალებდა მათი ლანდები შორიახლო, მაგრამ ჩრდილი პირდაპირ ლოდისკენ წამოვიდა და ჩემს წინ ლურჯ მოჩვენებად აისვეტა.
თავდასხმა მოულოდნელი და მძაფრი იყო. მოჩვენებამ პირზე ხელი ამაფარა და ისე სწრაფად გამაკრა მიწას, რომ წამოკივლებაც ვერ მოვასწარი. ცალი ხელით, - თოკით შეკრული ხელები თავს უკან გადამიწია, ტანზე სხეულის მთელი სიმძიმით დამაწვა და მეორე ხელით ჩემი მოგუდვა დაიწყო. გათოკილი ხელებით მოძრაობა გამიჭირდა, რაც ძალა და ღონე მქონდა ვიბრძოდი რომ ჰაერის ჩასუნთქვა მომეხერხებინა, მაგრამ ის ღონივრად მაწვებოდა ხელით ცხვირპირზე და ჰაერს მიხშობდა. უმწეოდ ვაფართხალებდი ფეხებს, როგორმე რომ დაძვრომოდი. ამ სხმარტალში შემთხვევით, მარჯვენა ფეხით ლოდს მივწვდი. ქვის ღონე მოვიხმარე, მთელი ძალ-ღონე მოვიკრიბე, ძლიერად მივარტყი ფეხი ლოდს და მოულოდნელი ბიძგით გვერდზე ისე სწრაფად გადმოვბრუნდი, რომ მოჩვენებამ წამით ხელი მიშვა. ჰაერის შესუნთქვა მოვასწარი, სახეში ვეცი და მის თავსაბურავს ხელებით ძლიერად ჩავეჭიდე, მან ისევ მოინდომა მიწაზე გავეკარი და შევებორკე მაგრამ მისი ლისამი ისეთი ძალით მოვიზიდე რომ ნაჭერი გაიფხრიწა... მე მოჩვენების სახე დავინახე. ის ახალგაზრდა ვაჟი იყო, დღეს იმოჰაგების რიტუალით კაცობაში რომ შეაბიჯა.
ნახშირივით შავი, ბრაზით აკიაფებული თვალები არნახულ რისხვას აფრქვევდნენ... ეს არ იყო სიყვარულის ღამით აღგზნებული მოძალადის მზერა, ეს მკვლელის თვალები იყო. გაოგნებულმა იმით, რომ სახე გავუშიშვლე, პირზე ხელი გაშმაგებით მოისვა, წამოფრინდა და თავგამეტებით მეცა, მაგრამ მე დავიმუხლე და ხელში ჩემს კისერზე შებმული თოკი შერჩა. ისე ძლიერად მოქაჩა, რომ წამით თვალთ დამიბნელდა და დავიხროტინე, მაგრამ მოვასწარი და ჩემს ფეხსაცმელს მივწვდი. ამოტაცებული ბასრი დანა გამეტებით მოვიქნიე და ვიგრძენი ლითონი როგორ შესრიალდა უცნაურად მკვრივ სირბილეში. ის შეკრთა და ამოიკვნესა. ცხელი სითხე გამდნარი სანთელივით ბლანტად გადმომეღვარა ხელებზე. ამ შეგრძნებამ ნადირივით ისე გამახელა, რომ ზედიზედ, შეუჩერებლად ვიქნევდი დანას... მოჩვენებამ თავდასხმა შეწყვიტა, ხელები მუცელზე მიიჭირა, ლოდს მიეყრდნო და რაღაც ჩაიჩურჩულა. თავდასხმის გამეორებას ველოდი და დანას ხელს არ ვუშვებდი, მაგრამ ლურჯი ლანდი შებრუნდა და ისევე უხმაუროდ გადნა ჰაერში, როგორც გამოჩნდა. ძლიერი აღგზნებისაგან მთლიანად აკანკალებულმა პალმასთან ჩავიმუხლე. სრულიად გაქვავებულს და შეგრძნებადაკარგულს მხოლოდ ის მიკვრიდა, რომ ჩემს ხელებზე შერჩენილი მუქი ფერის ბლანტი და თბილი სითხე ადამიანის სისხლი იყო. უფრო გამაოგნებელი კი ის იყო, რომ მომხდარის გამო შიშს და სინანულს კი არ ვგრძნობდი, არამედ მხოლოდ ზიზღს ვგრძნობდი, ადამიანის სისხლის მიმართ გაჩენილ აუხსნელ ზიზღს.
ეჭვიც არ შემპარვია, რომ მკვლელი ჰილალემ მოაგზვნა. მართლაც ვერაგული გეგმა იყო. ასეთ ღამეში ვინ მიაქცევდა ყურადღებას მიწაზე მოკოტრიალე მამაკაცის და ქალის სხეულს ან დაკივლებას. გონებიდან არ ამომდიოდა ახალგაზრდა იმოჰაგის შეძრწუნებული და ბრაზით მოღრეცილი სახე. მან ხომ ამენოკალიას უმტყუნა, პირველივე ბრძანება ვერ შეასრულა, უცხო ქალმა ლისამი მოგლიჯა, სახე გამოუჩინა და დანით დაჭრა. თანაც ეს მისი "კურთხევის" დღეს და "ახჰალ"-ზე მოხდა... ახლა მას ორი გზა ქონდა ან მე უნდა მოვეკალი ან თავი უნდა მოეკლა. თუ ცოცხალი გადარჩებოდა და ამაღამდელი ამბავი სოფელში გამჟღავნდებოდა, მთელი ტომი ამიმხედრდებოდა. ეს კი იმაზე საშიში იყო, რასაც მთელი თვე გავურბოდი, ტუარეგებისთვის ჩემი მოკვლა ცხოვრების მიზნად იქცეოდა და მათ ვერაფერი შეაჩერებდა ტყვიის გარდა. ჩემს ქვეყანამდე გასავლელი უშველებელი მანძილიც კი. მაგრამ ჰილალეს ბრძანების შეუსრულებლობა სიკვდილზე მეტი იყო. მიუხედავად იმისა რომ ჩემი მდგომარეობა გამოუვალი გახდა, ჩემი ახალი მტერი შემეცოდა, სრულიად ახალგაზრდა კაცი, რომელიც ასე უაზროდ ეწირებოდა დრომოჭმულ ადათს და ქალის ვერაგობას. არ ვიცოდი გადარჩა თუ არა, მაგრამ ვიგრძენი რომ მისი სიკვდილი არ მინდოდა. ამან ოდნავ დამამშვიდა... ადამიანურობა მიბრუნდებოდა. თავს ისე ველურად აღარ ვგრძნობდი როგორც რამოდენიმე წუთის წინ. სისხლით მოსვრილი ხელები ფინიკის პალმაზე მოგლეჯილი თმებით გავიწმინდე და დანას ეჭვიანად დავაცქერდი. არაფრით მეგონა რომ თეთრად მბზინავი ფოლადის ეს პატარა ნაჭერი - ადამიანის მომრევ ასეთ დიდ ძალას ფლობდა, ძველებურად ბასრი და ცივი იყო, ოდნავადაც არ ემჩნეოდა წუთის წინ მომხდარი.
მივხვდი რომ ჰილალემ მაჯობა. თუ მკვლელი მომერეოდა ამას მხოლოდ ტუარეგის მსუბუქად დასჯა მოჰყვებოდა, მის ახალგაზრდობას დაბრალდებოდა "ახჰალ"-ის ღამეს თავშეუკავებელი ჟინი და ჩემი "შემთხვევით" გაგუდვა... თვრამეტი წლის იმგადიც ამიტომ აირჩია. ხოლო რაც მოხდა, ეს ალ კაბირს აღარ მისცემდა საშუალებას - აქედან წავეყვანე. მე ხომ სამაგალითოდ დამსჯიდნენ იმოჰაგის მოკვლისთვის. ახლა ჩემს საფეთქელზე სითბოდ შემორჩენილი პაწია იმედიც ქრებოდა.
ამენოკალიას გეგმამ გაამართლა, მე დაგებულ მახეში გავები.
უცნაურმა გარინდებამ შემიპყრო. გახელილი თვალებით, ყველაფერს აღვიქვავდი, მაგრამ განძრევა არ შემეძლო. თითქოს სხეული მივატოვე, სამყაროს გამოვეყავი და ახლა მასში დრო უჩემოდ მიედინებოდა. მე მხოლოდ შორი დამკვირვებელივით გარედან ვუცქერდი. მძაფრი შეგრძნება დამეუფლა, რომ ჩვენი ჩვეული სამყარო, ჩვენი ცხოვრება, საქციელი და სიკვდილი, ერთი დიდი დაკვირვების საგანი იყო მისთვის, ვისაც ვერავინ ხედავდა, მაგრამ ყველას თავისებურად სწამდა. ... ალიონი თავზე როდის დამადგა, - არ გამიგია. უდაბნოს მტვრიან ღრუბელში გახვეული მზე უცნაური ხმაურით ამოდიოდა. მიწა ისე გუგუნებდა, თითქოს ველური ცხენების რემა ახლოვდებოდა. ადრიანი დილის მიუხედავად ხმაურზე ხალხი კარვებიდან გამოიშალა. აქლემები ჭენებით მოქროდნენ. უკან მტვრის ვეებერთელა ბუქი მოჰყვებოდათ. მხედრებს თავი და სახე შებურული ქონდათ. მათი სამოსი მტვერსა და ქვიშას დაეფარა. ყველას ლისამი ეხვია, მხოლოდ ერთ მათგანს ეხურა თავზე ოკალით დამაგრებული არაბული ქუფია. მხედრებმა ქარივით ჩაუქროლეს პალმის კორომთან დაბანაკებულ არაბებს და სოფელში შემოვიდნენ. მიგებებულმა იკლანებმა წყალი მიართვეს, მხედრები აქლემებს იოკებდნენ და წყალს ტყავის გუდებიდან სვამდნენ. მხოლოდ ქუფიით თავდახურული მხედარი ჩამოქვეითდა, ხალხს თავდახრით და მოწიწებით მიესალმა, მიწოდებული წყალი მოსვა და იმგადების თანხლებით ამენოკალიას კარვისკენ წამოვიდა. უანგარიშოდ ვადევნებდი თვალს როგორ ენაცვლებოდნენ ერთმანეთს მოცეკვავესავით მოზომილი, ზუსტი და მოქნილი ნაბიჯები. თავი ავწიე.
ოაზისივით მოლივლივე ზურმუხტის თვალები მშვიდად მიცქერდნენ. ცხენის გაბმულმა ჭიხვინმა ცისკრის ზარებივით ჩამორეკა.
ჯადარი პატრონს ესალმებოდა.
(იხილე როგორ გაგრძელდა) _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
* ანნა- დეიდა. **თაგელმუსტი - ტუარეგების თავსახვევი ანუ ლისამი. *** დრომადერი - აქლემი. ***თინ-ჰინანის ლეგენდა - ჩვენი წელთაღრიცხვით IV საუკუნიდან იღებს დასაბამს. თინ-ჰინანის სამარხი ფრანგმა არქეოლოგებმა 1925 წელს აღმოაჩინეს. სამარხში იპოვეს უამრავი ძვირფასეულობა, ყელასაბამები, საყურეები, სამაჯურები, ბეჭდები, ბეწვეული და ჭურჭელი, ასევე აღმოაჩინეს წითლად დაფერილ ტყავში გახვეული ქალის ჩონჩხი, რომელიც სახით აღმოსვლეთისკენ იყურებოდა. კვლევამ დაადგინა რომ ჩონჩხის პატრონი მიეკუთვნებოდა ხმელთაშუა ზღვის რასას, ხოლო სამარხი ჩვენი წელთაღრიცხვის IV-V საუკუნით თარიღდებოდა. სამარხის დეტალები, ნაპოვნი ძვირფასეულობა და ჩონჩხი ამჟამად ალჟირში ბარდოს მუზეუმშია. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
© საავტორო უფლება დაცულია საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
49. სრულყოფილება +2. სრულყოფილება +2.
48. გამორჩენილ თავებს მივუბრუნდები, ამ თავის სათაურმა ისე მომხიბლა ვეღარ მოვითმინე და წავიკითხე :D გამორჩენილ თავებს მივუბრუნდები, ამ თავის სათაურმა ისე მომხიბლა ვეღარ მოვითმინე და წავიკითხე :D
47. საკმაოდ შემეცნებითი ხასიათის მქონე თავი იყო... ერთმორწმუნეთა საცხოვრებელი ადგილსამყოფელის მიხედვით განსხვავებულმა ადათებმა და ტრადიციებმა ბევრი მაგალითი გამახსენა და ამ ფაქტზე სერიოზულად ჩამაფიქრა. მომეწონა ძალიან.... საკმაოდ შემეცნებითი ხასიათის მქონე თავი იყო... ერთმორწმუნეთა საცხოვრებელი ადგილსამყოფელის მიხედვით განსხვავებულმა ადათებმა და ტრადიციებმა ბევრი მაგალითი გამახსენა და ამ ფაქტზე სერიოზულად ჩამაფიქრა. მომეწონა ძალიან....
46. მეც ვიფიქრე წეღან,რომ კარგი ფილმი გამოვიდოდა, საინტერესო კოსტიუმებით და სიუჟეტით... მეც ვიფიქრე წეღან,რომ კარგი ფილმი გამოვიდოდა, საინტერესო კოსტიუმებით და სიუჟეტით...
45. რა კარგი ფილმი გამოვიდოდა. ... ლამაზი, ძლიერი და საინტერესო. რა კარგი ფილმი გამოვიდოდა. ... ლამაზი, ძლიერი და საინტერესო.
44. როგორც იქნა ჩემი გამოცდების გადამკიდემ ისევ გავაგრძელე კითხვა, ნამდვილად ეს არის პროზა ++ როგორც იქნა ჩემი გამოცდების გადამკიდემ ისევ გავაგრძელე კითხვა, ნამდვილად ეს არის პროზა ++
43. Aრასოდეს უნდა დანებდე.!ცხოვრება-ბრძოლაა! Dა მხოლოდ ძლიერი იმარჯვებს!მაგარია! თვალი ვერ მოვწყვიტე!+++. Aრასოდეს უნდა დანებდე.!ცხოვრება-ბრძოლაა! Dა მხოლოდ ძლიერი იმარჯვებს!მაგარია! თვალი ვერ მოვწყვიტე!+++.
42. ძლივს ნორმალური რამე წავიკითხე. რა მაგარია როცა ასე კარგად გიყვებიან...დაძაბული ეპიზოდები, მოლოდინები, ემოციები- ერთი მეორეზე მძაფრი და მაინც როგორი სიმშვიდე მოაქვს... რაც კარგია-კარგია.
მიყვარს ნეფერტარის გვერდი - პროზაა აქ, პ რ ო ზ ა ! ძლივს ნორმალური რამე წავიკითხე. რა მაგარია როცა ასე კარგად გიყვებიან...დაძაბული ეპიზოდები, მოლოდინები, ემოციები- ერთი მეორეზე მძაფრი და მაინც როგორი სიმშვიდე მოაქვს... რაც კარგია-კარგია.
მიყვარს ნეფერტარის გვერდი - პროზაა აქ, პ რ ო ზ ა !
41. ახალი თავი როდის იქნება???????????? ახალი თავი როდის იქნება????????????
40. თვენახევარი გასულა გელოდებით :)
თვენახევარი გასულა გელოდებით :)
39. კაია "ფოლკსვაგენ ტუარეგი" ნამდვილად კაია "ფოლკსვაგენ ტუარეგი" ნამდვილად
38. უდაბნოში წვიმის მონატრებას გავს, ნეფერტარ, შენი "ბედუინი"...
მადლობა, დედოფალს_ამინდის ღმერთს! უდაბნოში წვიმის მონატრებას გავს, ნეფერტარ, შენი "ბედუინი"...
მადლობა, დედოფალს_ამინდის ღმერთს!
37. მომაჯადოვა „უსიცოცხლოდ მბრწყინავი იდეალური სილამაზის უდაბნომ“. . . შემიყვარდა ჯადარი, აღფრთოვანებული ვარ ნილლნას პიროვნებით და პატივს ვცემ ალ-კაბირს)) „გამოვიზოგე“ და ყოველ ღამე ერთ თავს ვკითხულობდი, მერე საფიქრალი რომ მქონოდა... საშინლად მეშინია ობობების, ამიტომ IX თავის წაკითხვამ თეთრად გამათენებინა ღამე :) ყველაფერს ისე „ცოცხლად“ ხატავდა ავტორი, რომ კი გამომივიდა დაახლოებით 2 კვირიანი დასვენება საჰარაში.))
ძალიან, ძალიან მაგარია ეს თქვენი „ბედუინი“! მოუთმენლად ველოდები შემდეგ ნაწილს:**
მომაჯადოვა „უსიცოცხლოდ მბრწყინავი იდეალური სილამაზის უდაბნომ“. . . შემიყვარდა ჯადარი, აღფრთოვანებული ვარ ნილლნას პიროვნებით და პატივს ვცემ ალ-კაბირს)) „გამოვიზოგე“ და ყოველ ღამე ერთ თავს ვკითხულობდი, მერე საფიქრალი რომ მქონოდა... საშინლად მეშინია ობობების, ამიტომ IX თავის წაკითხვამ თეთრად გამათენებინა ღამე :) ყველაფერს ისე „ცოცხლად“ ხატავდა ავტორი, რომ კი გამომივიდა დაახლოებით 2 კვირიანი დასვენება საჰარაში.))
ძალიან, ძალიან მაგარია ეს თქვენი „ბედუინი“! მოუთმენლად ველოდები შემდეგ ნაწილს:**
36. სულმოუთქმენლად ველი ყოველ ახალ თავს და მაინც გამომრჩენია, ერთით კარგიცაა, შემდგომი თავისთვის ნაკლები ლოდინი დამჭირდება. როგორც ყველა სხვა თავი, ესეც ძალიან საინტერესო, შესანიშნავი სიუჟეტებითა და შედარებებით გამოირჩევა. მე ძალიან მიყვარს ეს ავტორი:) სულმოუთქმენლად ველი ყოველ ახალ თავს და მაინც გამომრჩენია, ერთით კარგიცაა, შემდგომი თავისთვის ნაკლები ლოდინი დამჭირდება. როგორც ყველა სხვა თავი, ესეც ძალიან საინტერესო, შესანიშნავი სიუჟეტებითა და შედარებებით გამოირჩევა. მე ძალიან მიყვარს ეს ავტორი:)
35. გაიხარე, ნეფერტარო, ამ საიტის დედოფალო!
აი, ის ნაწარმოები, რომელსაც მართლაც სულისთქმასავით ველოდები-ხოლმე...
18-ვე თავი ამობეჭდილი მაქვს და სულ ვკითხულობ-ხოლმე...
შენ და ჰარალე ხართ ჩემი ფავორიტი მწერლები... ნურავის ეწყინება! :))) 5555555555555555555 გაიხარე, ნეფერტარო, ამ საიტის დედოფალო!
აი, ის ნაწარმოები, რომელსაც მართლაც სულისთქმასავით ველოდები-ხოლმე...
18-ვე თავი ამობეჭდილი მაქვს და სულ ვკითხულობ-ხოლმე...
შენ და ჰარალე ხართ ჩემი ფავორიტი მწერლები... ნურავის ეწყინება! :))) 5555555555555555555
34. მრავალგზის სათავფურცლე დედოფალი! მრავალგზის სათავფურცლე დედოფალი!
33. სიტყვებს ვარჩევდი . ,,კარგის,, აღმატებითმა ხარისხებმა არ დამაკმაყოფილა და გამახსენდა : სოფელში სხვადასხვა კალიბრის მანდარინს სხვადასხვა სახელს უწოდებენ ,,ენესი,, ,,სტანდარტი,, და ,,სუპერი,,. ძალიან იშვიათად მოგყვება იმ სუპერებში , ბევრად გამორჩეული სიდიდის ნაყოფი, რომელსაც მამაჩემმა ,,სუპრის სუპერი ,, დაარქვა. ))) სწორედ ,,სუპრის სუპერია,, ,,ბედუინი,,
მოუთმენლად ველი გაგრძელებას. 5 + სიტყვებს ვარჩევდი . ,,კარგის,, აღმატებითმა ხარისხებმა არ დამაკმაყოფილა და გამახსენდა : სოფელში სხვადასხვა კალიბრის მანდარინს სხვადასხვა სახელს უწოდებენ ,,ენესი,, ,,სტანდარტი,, და ,,სუპერი,,. ძალიან იშვიათად მოგყვება იმ სუპერებში , ბევრად გამორჩეული სიდიდის ნაყოფი, რომელსაც მამაჩემმა ,,სუპრის სუპერი ,, დაარქვა. ))) სწორედ ,,სუპრის სუპერია,, ,,ბედუინი,,
მოუთმენლად ველი გაგრძელებას. 5 +
32. "ძნელია დაუმთავრებელი ნაწერის წაკითხვა, " გაგრძელების ლოდინი უფრო ძნელი ყოფილა :))
"ძნელია დაუმთავრებელი ნაწერის წაკითხვა, " გაგრძელების ლოდინი უფრო ძნელი ყოფილა :))
31. სიამოვნებით დავუთმე ჩემი მთელი თავისუფალი დრო "ბედუინის" კითხვას და ვიმედოვნებ დიდხანს არ მალოდინებს ავტორი... +5 სიამოვნებით დავუთმე ჩემი მთელი თავისუფალი დრო "ბედუინის" კითხვას და ვიმედოვნებ დიდხანს არ მალოდინებს ავტორი... +5
30. ეს ის მომენტია, როცა დროის"ხარჯვით" სიამოვნებას ღებულობ,მადლობა შენ,დედოფალო!:*** ეს ის მომენტია, როცა დროის"ხარჯვით" სიამოვნებას ღებულობ,მადლობა შენ,დედოფალო!:***
29. სოლე მზეო, დიდება შენს ამოსვლას. :) მართლაც თანამზრახველი ბრძანდებით. მოკითხვა ჩემგან თქვენ და ნიკოლოზს. :) მადლიერება მოწონებისთვის. + + + ძნელია დაუმთავრებელი ნაწერის წაკითხვა, ამიტომ წარმოუდგენელი მადლიერებით ვარ სავსე თითოეული კომენტარისთვის, თითოეული ქულისთვის, ყველა დახარჯული წუთისთვის, ყველა მკთხველისადმი, ვინც არ აფასებს და არც კომენტარს არ დებს, მაგრამ კითხულობს.
ხოლო ვინც ქულა და კომენტარები მაჩუქა, მათ მიმართ განსაკუთრებული გრძნობა მაქვს და მიხარია რომ ჩემი მადლიერება უმისამართო არ არის.
რა საჩუქარი უნდა იყოს იმაზე დიდი, ვიდრე დროა. უცნობი ადამიანების საკუთარი დრო - რომელსაც ჩემთვის ხარჯავენ. მე ძალიან ვაფასებ ასეთ საჩუქარს. სოლე მზეო, დიდება შენს ამოსვლას. :) მართლაც თანამზრახველი ბრძანდებით. მოკითხვა ჩემგან თქვენ და ნიკოლოზს. :) მადლიერება მოწონებისთვის. + + + ძნელია დაუმთავრებელი ნაწერის წაკითხვა, ამიტომ წარმოუდგენელი მადლიერებით ვარ სავსე თითოეული კომენტარისთვის, თითოეული ქულისთვის, ყველა დახარჯული წუთისთვის, ყველა მკთხველისადმი, ვინც არ აფასებს და არც კომენტარს არ დებს, მაგრამ კითხულობს.
ხოლო ვინც ქულა და კომენტარები მაჩუქა, მათ მიმართ განსაკუთრებული გრძნობა მაქვს და მიხარია რომ ჩემი მადლიერება უმისამართო არ არის.
რა საჩუქარი უნდა იყოს იმაზე დიდი, ვიდრე დროა. უცნობი ადამიანების საკუთარი დრო - რომელსაც ჩემთვის ხარჯავენ. მე ძალიან ვაფასებ ასეთ საჩუქარს.
28. 5 და გულითადი მოკითხვა:** 5 და გულითადი მოკითხვა:**
27. ძალიან ვისიამოვნე,როგორც ყოველთვის! რაღაც საოცარი გრძნობაა დაუმთავრებელი სიუჟეტის თვალის მიდევნება და პარალელური კითხვა,როცა თავად ავტორმაც არ იცის როგორ წარიმართება და დამთავრდება ყველაფერი.მითუმეტეს სასიამოვნოა ეს ამ ნაწარმოების კითხვისას,პრივილეგირებულ მკითხველად ვთვლი თავს თითქოს ავტორის ამ შესანიშნავი ისტორიის შექმნაში წილი მიმიძღვოდეს ან ავტორის"თანამზრახველი" ვიყო:) ძალიან ვისიამოვნე,როგორც ყოველთვის! რაღაც საოცარი გრძნობაა დაუმთავრებელი სიუჟეტის თვალის მიდევნება და პარალელური კითხვა,როცა თავად ავტორმაც არ იცის როგორ წარიმართება და დამთავრდება ყველაფერი.მითუმეტეს სასიამოვნოა ეს ამ ნაწარმოების კითხვისას,პრივილეგირებულ მკითხველად ვთვლი თავს თითქოს ავტორის ამ შესანიშნავი ისტორიის შექმნაში წილი მიმიძღვოდეს ან ავტორის"თანამზრახველი" ვიყო:)
26. ამდენს ნუღარ გვალოდინებ შემდეგ თავზე. გთხოვ :) თხრობაც ისეთ ადგილზრ წყდება ხოლმე, რომ გაიძულებს ყოველდრე შემოიწყიტო ამ გვერდზე, ხომ არ გაგრძელდაო :)
ამდენს ნუღარ გვალოდინებ შემდეგ თავზე. გთხოვ :) თხრობაც ისეთ ადგილზრ წყდება ხოლმე, რომ გაიძულებს ყოველდრე შემოიწყიტო ამ გვერდზე, ხომ არ გაგრძელდაო :)
25. ახლა უკვე შემდეგ თავს ველოდები.... როგორ გამიხარდა ეს თავი,მიყვარს ასე მოულოდნელად რომ მომკიდებს ხელს და უდაბნოში გადავყავარ... მადლობა ნეფერტარო ახლა უკვე შემდეგ თავს ველოდები.... როგორ გამიხარდა ეს თავი,მიყვარს ასე მოულოდნელად რომ მომკიდებს ხელს და უდაბნოში გადავყავარ... მადლობა ნეფერტარო
24. ჩემი ავადმყოფობის გამო ვერ შევამჩნიე ახალი თავი:) რა ბედნიერი ვარ,რომ ავად ავტორმა შემატყობინა :) ვეთანხმები კომენტარებს და ნინ,შენ კი იცი ჩემი აზრი "ბედუინის" თაობაზე:))
ისე,კი გადამკიდე მთელი სანაცნობო:)) მირეკავენ,მწერენ თხოვე ნინოს გააგრძელოს მალეო :)))))))))
მიყვარხარ მე :* ჩემი ავადმყოფობის გამო ვერ შევამჩნიე ახალი თავი:) რა ბედნიერი ვარ,რომ ავად ავტორმა შემატყობინა :) ვეთანხმები კომენტარებს და ნინ,შენ კი იცი ჩემი აზრი "ბედუინის" თაობაზე:))
ისე,კი გადამკიდე მთელი სანაცნობო:)) მირეკავენ,მწერენ თხოვე ნინოს გააგრძელოს მალეო :)))))))))
მიყვარხარ მე :*
23. სპილბერგს. სპილბერგს.
22. ძალიან კარგია. ერთი რამაც კი არ მომჩვენებია ზედმეტად. :) არაბული ტომების ერთიმეორისაგან განსხვავებული წეს–ჩვეულებები საინტერესოა. :)
პატივისცემით, ტენდი :) ძალიან კარგია. ერთი რამაც კი არ მომჩვენებია ზედმეტად. :) არაბული ტომების ერთიმეორისაგან განსხვავებული წეს–ჩვეულებები საინტერესოა. :)
პატივისცემით, ტენდი :)
21. აუ, რა მაგარი რომანი გამოდის, შენ ხომ არ იცი, ნილლნა! ძალიან კარგია, ძალიან! არა მარტო რომანად, ფილმადაც მინდა ,,ბედუინი!" შემდეგ დამკომენტარებლებთან კითხვა მაქვს, ვის მივანდოთ ეკრანიზაცია? აუ, რა მაგარი რომანი გამოდის, შენ ხომ არ იცი, ნილლნა! ძალიან კარგია, ძალიან! არა მარტო რომანად, ფილმადაც მინდა ,,ბედუინი!" შემდეგ დამკომენტარებლებთან კითხვა მაქვს, ვის მივანდოთ ეკრანიზაცია?
20. არ წავიკითხავ,სანამ წინა ნაწილებს არ დავამთავრებ:)თUმცა ძალიან მაინტერესებს:) არ წავიკითხავ,სანამ წინა ნაწილებს არ დავამთავრებ:)თUმცა ძალიან მაინტერესებს:)
19. პირველ კომენტარს ბოლომდე ვეთანხმები და ვიზიარებ... ნეფერტარი მაგარია!
++
პირველ კომენტარს ბოლომდე ვეთანხმები და ვიზიარებ... ნეფერტარი მაგარია!
++
17. უიმე. ეს კინაღამ არ გამომრჩენიაა?! :)
ესაა რომანი-ენციკლოპედია! უიმე. ეს კინაღამ არ გამომრჩენიაა?! :)
ესაა რომანი-ენციკლოპედია!
15. პასუხი კომენტარს N 7 : იათო, ტუარეგები ველურები არ არიან, უბრალოდ საჰარაში ცხოვრობენ. ყველა წინამძღოლს, საჰარაშიც კი, მოეთხოვება სამართლიანობა რათა ქვეშევრდომებს სჯეროდეთ მისი. პასუხი კომენტარს N 7 : იათო, ტუარეგები ველურები არ არიან, უბრალოდ საჰარაში ცხოვრობენ. ყველა წინამძღოლს, საჰარაშიც კი, მოეთხოვება სამართლიანობა რათა ქვეშევრდომებს სჯეროდეთ მისი.
14. ჰოდა ახლა გეტყვი რატომ გავიღვიძე ასე ადრე...
+5 ჰოდა ახლა გეტყვი რატომ გავიღვიძე ასე ადრე...
+5
13. და ახალი თავი როდის იქნება? :D
და ახალი თავი როდის იქნება? :D
12. დღის განმავლობაში დღეს საინტერესო ვერაფერი წავიკითხე, რო არა შენი ბედუინი, ძალიან ცუდ გუნებაზე ვიქნებოდი,
. , უცნაურმა გარინდებამ შემიპყრო. გახელილი თვალებით, ყველაფერს აღვიქვავდი, მაგრამ განძრევა არ შემეძლო. თითქოს სხეული მივატოვე, სამყაროს გამოვეყავი და ახლა მასში დრო უჩემოდ მიედინებოდა. მე მხოლოდ შორი დამკვირვებელივით გარედან ვუცქერდი. მძაფრი შეგრძნება დამეუფლა, რომ ჩვენი ჩვეული სამყარო, ჩვენი ცხოვრება, საქციელი და სიკვდილი, ერთი დიდი დაკვრივების საგანი იყო მისთვის, ვისაც ვერავინ ხედავდა, მაგრამ ყველას თავისებურად სწამდა.
ძალიან მომწონს და ველი მოუთმენლად გაგრძელებას. დღის განმავლობაში დღეს საინტერესო ვერაფერი წავიკითხე, რო არა შენი ბედუინი, ძალიან ცუდ გუნებაზე ვიქნებოდი,
. , უცნაურმა გარინდებამ შემიპყრო. გახელილი თვალებით, ყველაფერს აღვიქვავდი, მაგრამ განძრევა არ შემეძლო. თითქოს სხეული მივატოვე, სამყაროს გამოვეყავი და ახლა მასში დრო უჩემოდ მიედინებოდა. მე მხოლოდ შორი დამკვირვებელივით გარედან ვუცქერდი. მძაფრი შეგრძნება დამეუფლა, რომ ჩვენი ჩვეული სამყარო, ჩვენი ცხოვრება, საქციელი და სიკვდილი, ერთი დიდი დაკვრივების საგანი იყო მისთვის, ვისაც ვერავინ ხედავდა, მაგრამ ყველას თავისებურად სწამდა.
ძალიან მომწონს და ველი მოუთმენლად გაგრძელებას.
11. რამდენი გვალოდინე, ნეფერტარო...
ჩემი დიდი სიყვარული თქვენს ნილნას და ალ-კამირს...
რამდენი გვალოდინე, ნეფერტარო...
ჩემი დიდი სიყვარული თქვენს ნილნას და ალ-კამირს...
10. ეგვიპტის დედოფაალოო (ჩემი ინტონაციით წაიკითხე, ანუ ამჯერად კაი ნასვამი კაცის ინტონაციით)! მოგეფერე, მოგიკითხე და ვერ გაკადრებ ამ მდგომარეობაში წაკიტხვას ,,ბედუინის". ხვალ მოვალ და ჩემ აზრს გეტყვი, მარა წინასწარ ხუთიანს კი გიტოვებ, სხვამ თუ არა, მეხომ ვიცი, როგორი მაგარია ჩვენი ნინაჩკა! :* ეხლა მარტო იმას ვიტყვი, რომ უზომოდ გამიხარდა ახლა გაგრძელების დნახვა. არ გეგონოს, რომ დაგვავიწყდა შენი მაგარი რომანი, ველოდით ჩუმად და აი გაგრძელებაც. გულთბილინ სალამი და მიკითხვა! შე მაგარო რომანისტო! ეგვიპტის დედოფაალოო (ჩემი ინტონაციით წაიკითხე, ანუ ამჯერად კაი ნასვამი კაცის ინტონაციით)! მოგეფერე, მოგიკითხე და ვერ გაკადრებ ამ მდგომარეობაში წაკიტხვას ,,ბედუინის". ხვალ მოვალ და ჩემ აზრს გეტყვი, მარა წინასწარ ხუთიანს კი გიტოვებ, სხვამ თუ არა, მეხომ ვიცი, როგორი მაგარია ჩვენი ნინაჩკა! :* ეხლა მარტო იმას ვიტყვი, რომ უზომოდ გამიხარდა ახლა გაგრძელების დნახვა. არ გეგონოს, რომ დაგვავიწყდა შენი მაგარი რომანი, ველოდით ჩუმად და აი გაგრძელებაც. გულთბილინ სალამი და მიკითხვა! შე მაგარო რომანისტო!
9. ძალიან კარგი იყო...განსაკუთრებით კი დანით შებრძოლების სცენა იყო შთამბეჭდავი..555. ნეფერტარ...:-* იმდენად მომწონს ეს შენი "ბედუინი", რომ ყველა დოკუმენტური ფილმი ვნახე უდაბნოების შესახებ...:) ძალიან კარგი იყო...განსაკუთრებით კი დანით შებრძოლების სცენა იყო შთამბეჭდავი..555. ნეფერტარ...:-* იმდენად მომწონს ეს შენი "ბედუინი", რომ ყველა დოკუმენტური ფილმი ვნახე უდაბნოების შესახებ...:)
8. ნეფერტარ, ეს თავიც დანარჩენების გვერდითაა :) ჩვილი ბავშვივით ვეფერები ამ ნაწარმოებს. მიხარიხარ ნეფერტარ :) ნეფერტარ, ეს თავიც დანარჩენების გვერდითაა :) ჩვილი ბავშვივით ვეფერები ამ ნაწარმოებს. მიხარიხარ ნეფერტარ :)
7. ისე ტუარეგებთანაც "დემოკრატიაა" ეტყობა, თორე მოეკლა ნილნა ამენოკალიას პირდაპირ... ვინ დაუშალა დედოფალს? : ) ისე ტუარეგებთანაც "დემოკრატიაა" ეტყობა, თორე მოეკლა ნილნა ამენოკალიას პირდაპირ... ვინ დაუშალა დედოფალს? : )
6. დიდი მადლობა ნეფერტარ! ისე, ერთ ამოსუნთქვაში დამთავრდა.. დამატებას ვითხოვ! : ))) დიდი მადლობა ნეფერტარ! ისე, ერთ ამოსუნთქვაში დამთავრდა.. დამატებას ვითხოვ! : )))
5. დიდი მადლობა ნეფერტარ! ისე, ერთ ამოსუნთქვაში დამთავრდა.. დამატებას ვითხოვ! : ))) დიდი მადლობა ნეფერტარ! ისე, ერთ ამოსუნთქვაში დამთავრდა.. დამატებას ვითხოვ! : )))
4. ნეფერტარო +++++++++++++++++++++++++++++++++++++++++ ნეფერტარო +++++++++++++++++++++++++++++++++++++++++
3. აჰ, მათრობელა იელო, ბედი გაქვს რომ აქამდე გაჩერებული ვიყავი, თორემ ეს ნაწარმოები უკვე დასრულებული მექნებოდა. ჰოდა მერე რაღას მეტყოდი? :D აჰ, მათრობელა იელო, ბედი გაქვს რომ აქამდე გაჩერებული ვიყავი, თორემ ეს ნაწარმოები უკვე დასრულებული მექნებოდა. ჰოდა მერე რაღას მეტყოდი? :D
2. ვაიმე არ ვიცი რას ვიზავ ეხლა:( ძალიან ცოტაა, კარგი რა ნი, შეგვიცოდე ეს ხალხიიი:( ვაიმე არ ვიცი რას ვიზავ ეხლა:( ძალიან ცოტაა, კარგი რა ნი, შეგვიცოდე ეს ხალხიიი:(
1. ერთი ამოსუნთქვით სავიკითხე, როგორც თავად ავტორი მისი ნაწერის ძალიან მომნატრებია. უაღრესად კარგია, ეს წიგნად მინდა მე:) ერთი ამოსუნთქვით სავიკითხე, როგორც თავად ავტორი მისი ნაწერის ძალიან მომნატრებია. უაღრესად კარგია, ეს წიგნად მინდა მე:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|