 | ავტორი: კვაზიმოდო ჟანრი: პოეზია 25 აპრილი, 2013 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
წუხელ ქროდნენ ქარები,ხან რთულად,ხან მარტივად, ვფიქრობდი და გრაფიკა მოგონების დავხატე, შენი ხასიათი,თუ იყო უფრო მარტივით, ჩემი ხასიათია ახლა უფრო სახადი,
სულის ფსკერზე ჩავკიდე ჩემი მზერის ანკესი, მერე თავი შვეულად,გულის მხარეს დაგადე, მერე ვკოცნე კერტები,მთელი ღამე გაკვნესე და რიჟრაჟზე ჩაგისვი მე-13-ე შამათი.
ახლა ვწევარ ლოგინზე.გულში სისხლი ბოგინობს, შენ იცვამ და გარეთ კი ქარი დაჰქრის ავშარი, ასე დაღლილს მიზიდავს მაინც შენი ბაგენი, მაგრამ შენც ისე წაგშლი,როგორც სხვები წავშალე,
ჯერ კი შენით მაჟრჟოლებს,ლექსებს ვარქმევ შენს სახელს, მაგ სხეულის ხიბლს ვაქსოვ ყველა სტრიქონ-ტაეპში, შენი ყველა უჯრედით ჩემში წარმომესახე, ჩემში აღმოცენდი და ჩემში ამოკაიფდი.
დასდევ ფერად ოცნებებს,ხან სარკესთან კამათობ, საიდანაც გიმზერის შენი სულის ფანტომი, ცაზე მთვარე ჰკიდია,როგორც ვერცხლის კალათა, და ვენებში დამიდის სიყვარულის ატომი.
თუმცა შენც დაგშორდები უბრალოდ და მარტივად, არ დამიწყო ხვეწნა და არ დამიწყო ღაღადი, რადგან ხასიათი გაქვს,ასე რომ ვთქვათ:-მარტივით, რადგან ხასიათი მაქვს,როგორც რამე სახადი.
კვაზი უმახინჯესი///ორიათასოცდა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. და ვენებში დამიდის სიყვარულის ატომი – ფაქტი სახეზეა რითმით რიტმით და მშვენიერი სახით წარმოდგენილი :) და ვენებში დამიდის სიყვარულის ატომი – ფაქტი სახეზეა რითმით რიტმით და მშვენიერი სახით წარმოდგენილი :)
8. მერე ვკოცნე კერტები,მთელი ღამე გაკვნესე და რიჟრაჟზე ჩაგისვი მე-13-ე შამათი.
ამის გამო წითელი ხელი ტო??? ვახ ლექსისს რა დავუწერო აზრზე არ ვარ, თუმცა ლექსი რო არაა და ღირებულება 0-ია ეს მესმის, და მესმის წიტელი ხელიც რატომ ადევს მერე ვკოცნე კერტები,მთელი ღამე გაკვნესე და რიჟრაჟზე ჩაგისვი მე-13-ე შამათი.
ამის გამო წითელი ხელი ტო??? ვახ ლექსისს რა დავუწერო აზრზე არ ვარ, თუმცა ლექსი რო არაა და ღირებულება 0-ია ეს მესმის, და მესმის წიტელი ხელიც რატომ ადევს
7. ქალი არა კატიე,დაამრავლა ესმირალდები და არა მარტო:D:D:D:D
მაგიტომაც არის ამ ბოლო დროს კვაზი დასუსტებული:D:D:D:მუხლებიდან დაიწყეს და კუზი მიაყოლეს:)
ქალი არა კატიე,დაამრავლა ესმირალდები და არა მარტო:D:D:D:D
მაგიტომაც არის ამ ბოლო დროს კვაზი დასუსტებული:D:D:D:მუხლებიდან დაიწყეს და კუზი მიაყოლეს:)
6. თუმცა მე დაგშორდები, კალთებიც რომ მახიო, გეტყობა შე მახინჯო, ქალი არ გინახია!
:) :) :) :) :) თუმცა მე დაგშორდები, კალთებიც რომ მახიო, გეტყობა შე მახინჯო, ქალი არ გინახია!
:) :) :) :) :)
5. მომეწონა კვაზი,შენი წითელ ხელიანი ლექსი არც თუ ისე წითელია მაგრამ კარგია:)
მომეწონა კვაზი,შენი წითელ ხელიანი ლექსი არც თუ ისე წითელია მაგრამ კარგია:)
4. მომეწონა. ) მომეწონა. )
3. "მაგ სხეულის ხიბლს ვაქსოვ ყველა სტრიქონ-ტაეპში,"
ნამდვილად ასეა:)
კარგი გრაფიკაა ეს - მკაფიო შტრიხებით.
"ამოკაიფდა" თუ "ამოკიაფდა" და თქვენ "იკაიფეთ" მერე? :) "მაგ სხეულის ხიბლს ვაქსოვ ყველა სტრიქონ-ტაეპში,"
ნამდვილად ასეა:)
კარგი გრაფიკაა ეს - მკაფიო შტრიხებით.
"ამოკაიფდა" თუ "ამოკიაფდა" და თქვენ "იკაიფეთ" მერე? :)
2. მომეწონა ძალიან +2 პატივისცემით მომეწონა ძალიან +2 პატივისცემით
1. თუმცა შენც დაგშორდები უბრალოდ და მარტივად, არ დამიწყო ხვეწნა და არ დამიწყო ღაღადი, რადგან ხასიათი გაქვს,ასე რომ ვთქვათ:-მარტივით, რადგან ხასიათი მაქვს,როგორც რამე სახადი.
ახალი არაფერი,ისტორია იგივე:)
აი ლექსი კი ძალიან მოეწონა არტეს:P):))და დაგა5+++++++++++++++++++ჩემო საყავრელო კვაზიკუშკი:)
სულის ფსკერზე ჩავკიდე ჩემი მზერის ანკესი, მერე თავი შვეულად,გულის მხარეს დაგადე,
თუმცა შენც დაგშორდები უბრალოდ და მარტივად, არ დამიწყო ხვეწნა და არ დამიწყო ღაღადი, რადგან ხასიათი გაქვს,ასე რომ ვთქვათ:-მარტივით, რადგან ხასიათი მაქვს,როგორც რამე სახადი.
ახალი არაფერი,ისტორია იგივე:)
აი ლექსი კი ძალიან მოეწონა არტეს:P):))და დაგა5+++++++++++++++++++ჩემო საყავრელო კვაზიკუშკი:)
სულის ფსკერზე ჩავკიდე ჩემი მზერის ანკესი, მერე თავი შვეულად,გულის მხარეს დაგადე,
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|