 | ავტორი: ზარნაძე ჟანრი: პოეზია 24 აპრილი, 2013 |
თითებში თამბაქო და ტიტებს ლარნაკში უთუოდ სითეთრე აკლია თოვლების... ახლა და მერე დრო ან თუკი გადავრჩი, დრო და დრო, დრო და დრო, ამ რაღაც მოვლენით
ვფიცავ, რომ ვერასდროს სულ გულის ფიცართან გაივლის ვერცერთი ამ ქვეყნის ცოდვილი... ვფიცავ და ოღონდ შენ, მხოლოდ შენ მიცან და ხვალ დილა იქნება სულ გადათოვლილი.
ვფიცავ, რომ ჩარჩენილ, ჩატეხილ ჩალურებს ჩარჩების ჩურჩულში ჩავღვენთავ, მჩვევია!.. და ვფიცავ, (თუ უცებ საფეთქელს ჩავლულე...), ყველაფერს გაჩუქებ, რაც ახლა ჩემია.
და მერე დრო და დრო, და მერე წამ და წამ საათი ანათებს ამოსულ მზის აისს... ვფიცავ, რომ მოვკლავ ან ხომ მაინც დავწამლავ ამ ფიქრებს... ოღონდ შენ, მხოლოდ შენ მიცანი!..
რთულია, თუ რული, (როცა გკლავს წყურვილი) ფერუმარილივით არ კაზმავს შენს სახეს... ვფიცავ რომ არასდროს მექნება სურვილი მზეს ჩემი ნატვრისგან დამწვარი ვეძახო.
და თვალებს მთვარისგან ფაზებში დათვლილი ვერცერთი ერა და ვერც მზერა ვერ შეცვლის... დავთვერ და მთელი ეს ზამთარი დათვივით უდაბურ ფიქრებში მძინავს და !.. თქვენ შეცდით!
თუ ფიქრობთ, რომ მხოლოდ ჩემია ეს ლექსი, თუ ფიქრობთ, რომ მხოლოდ ეს არის „რეპეტა“... ვფიცავ რომ თქვენ შეცდით, თქვენ შეცდით, თ ქ ვ ე ნ შ ე ც დ ი თ!.. (და მერე სულ ასე გრძელდება რეპივით)...
ვფიცავ, რომ ამ ქარის უქველო ქიმერებს, ან მერე ქორალით ქალთევზას მორიყვას ერთ სტროფში ჩავტევ, და რაც გინდა, სთქვი მერე, რაც გინდა ... ეს გზა ხომ შენამდე მომიყვანს!..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. ძალიან მაგარია... ყოჩაღ ++ ძალიან მაგარია... ყოჩაღ ++
7. მართლაც რომ სიამოვნებით ვკითხულობ ამ გვერდს :) +5 მართლაც რომ სიამოვნებით ვკითხულობ ამ გვერდს :) +5
6. ძალიან, ძალიან კარგია! ძალიან, ძალიან კარგია!
4. თქვენი მწირი შესაძლებლობის გამოყენებისათვის დიდი მადლობა )) თქვენი მწირი შესაძლებლობის გამოყენებისათვის დიდი მადლობა ))
2. მომეწონა... კარგი რამე დაგიწერია
ვფიცავ, რომ ჩარჩენილ, ჩატეხილ ჩალურებს ჩარჩების ჩურჩულში ჩავღვენთავ, მჩვევია!.. და ვფიცავ, (თუ უცებ საფეთქელს ჩავლულე...), ყველაფერს გაჩუქებ, რაც ახლა ჩემია. ...
+2
წარმატებები მომეწონა... კარგი რამე დაგიწერია
ვფიცავ, რომ ჩარჩენილ, ჩატეხილ ჩალურებს ჩარჩების ჩურჩულში ჩავღვენთავ, მჩვევია!.. და ვფიცავ, (თუ უცებ საფეთქელს ჩავლულე...), ყველაფერს გაჩუქებ, რაც ახლა ჩემია. ...
+2
წარმატებები
1. რა მუსიკალური ლექსია.მომეწონა ზარნაძე. ეს განსაკუთრებით: ,,ვფიცავ, რომ ამ ქარის უქველო ქიმერებს, ან მერე ქორალით ქალთევზას მორიყვას ერთ სტროფში ჩავტევ, და რაც გინდა, სთქვი მერე, რაც გინდა ... ეს გზა ხომ შენამდე მომიყვანს!.."
მთლიანობაშიც მომეწონა რა თქმა უნდა. +2 ჩემი მწირი შესაძლებლობიდან და წარმატებები. რა მუსიკალური ლექსია.მომეწონა ზარნაძე. ეს განსაკუთრებით: ,,ვფიცავ, რომ ამ ქარის უქველო ქიმერებს, ან მერე ქორალით ქალთევზას მორიყვას ერთ სტროფში ჩავტევ, და რაც გინდა, სთქვი მერე, რაც გინდა ... ეს გზა ხომ შენამდე მომიყვანს!.."
მთლიანობაშიც მომეწონა რა თქმა უნდა. +2 ჩემი მწირი შესაძლებლობიდან და წარმატებები.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|