ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბ.ზაქაიძე
ჟანრი: პოეზია
29 აპრილი, 2013


  ჩამოტვირთვა

მხოლოდ შენ

                “თუ თვითმკვლელობა გაგივლის თავში,
                მე შენს ფანჯრებთან ვიქნები მაშინ...
                მე და შენ ერთად “პარაშუტს” გავშლით!!!”


მარტმა გაქცია სიყვარულის მარიონეტად,
არა, არ გშვენის მარტოხელა ქალის ნიღაბი.
როგორ ვისუნთქო უშენობით, თანაც პოეტად?!
მ-ე ხომ დაგრგე და მოსავალიც თავად იყავი!

ხ-ედავ ცრემლები შეგპარვია, როგორც ჭაღარა.
ო-ღონდ დაბრუნდეს, მოგაშოროს ბნელი სახვევი,
ლ-ამის გაგიჟდე, მოლოდინმა ისე დაგღალა,
ო-რჯერ დაგტოვა შენი გულის შემოსახვევთან...

დ-ილა დაბრუნდა, ფანჯარასთან დღესაც ზიხარ და
შ-იშველ სხეულზე მზის სხივები გეპოტინება,
ე-რთხანს იგონებ: მოღალატეც, როგორ გიყვარდა...
ნ-უთუ ამ გრძნობით თვითმკვლელობაც გეპატიება?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები