ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: mrs.smith
ჟანრი: პროზა
7 ივნისი, 2013


ჩვენზე ამბობენ

-გჯერა, რომ ადამიანები არსებობენ?
-ნუ კითხულობ ამდენს.
-თურმე ღამით ვერ ხედავენ და სძინავთ.
-ყველაფერი არეული ჰქონიათ.
-და ყველა ადამიანი ქრება.
-ქრება?
-ჰო, აი, დღეს არიან და ხვალ-აღარ.
-რა თავხედობაა. გვეყოფა. რომც არსებობდნენ, არ მგონია, ჩვენზე ამდენი ეფიქრათ. დილით რა დამემართა, იცი? ქუჩაში ვსეირნობდი და უცებ..
-დილით?
-ჰო, ვერ დავიძინე. უცებ მომეჩვენა, რომ ამეკიდა ვიღაც. ისეთი უცნაური შეგრძნება იყო. შემეშინდა. გვიან შევნიშნე-გავრბოდი და უკან არავინ მომდევდა.
-დღეს წავიკითხე, ადამიანებს ჰგონიათ, რომ ჩვენ მათ დავდევთ.
-მავნებელია კითხვა.-თქვა აჩრდილმა და მინაზე დატოვა ნათითურები, რომელსაც გათენებისთანავე გაიკვირვებს დიასახლისი.


-,,ღმერთო, უშველე ჩვენს ჩრდილებს.”-ჩაილაპარაკა ვინმე, ერლომ ახვლედიანმა, წიგნი გადადო და სიზმრებისთვის მოემზადა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები