 | ავტორი: ფაიმბრე ჟანრი: პოეზია 13 ივნისი, 2013 |
გათენებისას მოგიძერწე ცამრგვალი ვარდი, ერთი სხეულით შევიკერეთ ერთი საგულე. დაღამებისას გულში თითო ოცნებად გრგავდი, შენი ტუჩებით,სიყვარულის ნიჭი მარგუნე.
როგორც ამომშრალ კალაპოტებს უნდათ შევსება– მდინარის წყლით და გაზაფხულის ნიაღვარებით. ვითარც ზღვაოსან მეზღვაურებს ღამით ევსებათ, მონატრება და მშობლიური სოფლის მკლავები.
მონაბერი ხარ მთის კალთიდან გრილი თვალებით, ტალღა ხარ სევდით,აზვირთებულ კლდის საკაროზე – და ბანს გაძლევენ ღრუბლიანი ცის ნაპრალები, მე კი ლექსს დავწერ,რომ გავშალო მთელს სამყაროზე.
დაღლილობისგან ხელები მტეხავს,რამდენი ვწერე, დაბუჟებულ თითს ვაქანავებ გრილ ნიავ–ქარში. აღმოსავლეთის მზე დააბიჯებს და ლურჯი ღელე, ისე აიმღვრა,როგორც ბეღურა ფუტკრების სკაში.
კურთხეულ იყოს,წმინდა წამები როცა ვემთხვიეთ, ზეცას ჩუმად და სიყვარულის გვდიოდა სისხლი. ხელი ჩამკიდე თბილი მზერით როგორც ზეციერ – თანავარსკვლავედს მოჰყვებოდა საუზმედ ნისლი.
გათენებისას მოგიძერწე ცამრგვალი ვარდი, ერთი სხეულით შევიკერეთ ერთი საგულე. დაღამებისას გულში თითო ოცნებად გრგავდი, შენი ტუჩებით,სიყვარულის ნიჭი მარგუნე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. კურთხეულ იყოს,წმინდა წამები როცა ვემთხვიეთ, ზეცას ჩუმად და სიყვარულის გვდიოდა სისხლი. ხელი ჩამკიდე თბილი მზერით როგორც ზეციერ – თანავარსკვლავედს მოჰყვებოდა საუზმედ ნისლი. კარგია
კურთხეულ იყოს,წმინდა წამები როცა ვემთხვიეთ, ზეცას ჩუმად და სიყვარულის გვდიოდა სისხლი. ხელი ჩამკიდე თბილი მზერით როგორც ზეციერ – თანავარსკვლავედს მოჰყვებოდა საუზმედ ნისლი. კარგია
12. გმადლობ კახა. გმადლობ კახა.
11. კარგი ლექსია, მხოლოდ მეოთხე სტროფი სუსტია. :) +5 კარგი ლექსია, მხოლოდ მეოთხე სტროფი სუსტია. :) +5
10. გმადლობ მე_პოეტ_ე.შენც ასევე. გმადლობ მე_პოეტ_ე.შენც ასევე.
9. კარგი პოეტის კარგი ლექსი. გაიხარე და წარმატებები ! კარგი პოეტის კარგი ლექსი. გაიხარე და წარმატებები !
8. გმადლობ ბერნს.უფალი გფარავდეს. გმადლობ ბერნს.უფალი გფარავდეს.
7. ჩემი უსასრულო მოწმონება ლექსს და ავტორს .... წარმატებები ფაიმბრე, მოუთმენლად დაველოდები შენს შემდეგ ლექსებს .. ჩემი უსასრულო მოწმონება ლექსს და ავტორს .... წარმატებები ფაიმბრე, მოუთმენლად დაველოდები შენს შემდეგ ლექსებს ..
6. ,,ხასიათი მეწვის" - კომპლიმენტია? ,,ხასიათი მეწვის" - კომპლიმენტია?
5. გათენებისას მოგიძერწე ცამრგვალი ვარდი გათენებისას მოგიძერწე ცამრგვალი ვარდი
4. გმადლობ ბაჩო.ასევე დიდი წარმატებები შენ :* გმადლობ ბაჩო.ასევე დიდი წარმატებები შენ :*
3. მომეწონა მე და სხვის აზრი ხომ ვიცი რომ არც მაინტერესებს ასეთ შემთხვევაში წარმატებები ჩემო მეგობარო და 5+ შენ :* მომეწონა მე და სხვის აზრი ხომ ვიცი რომ არც მაინტერესებს ასეთ შემთხვევაში წარმატებები ჩემო მეგობარო და 5+ შენ :*
2. ან ბეღურა რომ ფუტკრების სკაში მოხვდეს იცი რა მოუვა? ან ბეღურა რომ ფუტკრების სკაში მოხვდეს იცი რა მოუვა?
1. ბეღურას ფუტკრების სკაში რა უნდა? ბეღურას ფუტკრების სკაში რა უნდა?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|