ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ა.მ.ა.რ.გ.ი..
ჟანრი: პოეზია
18 ივნისი, 2013


__________________________________

ცარიელ ქუჩებს,
ვივლი და ვცვეთ
ჩემს ფეხის ქუსლებს,
და ახლა ვეტრფი
სიჩუმის სურნელს.
ყველა ფიქრს იქით,
ყველა ზღვარს მიღმა,
ყველა ზღვის იქით
გადასვლა მინდა,
ყველა კარს იქით.
სიმშვიდის პოვნა,
თუნდაც სიკვდილში.
ჰორიზონტს გავცდე,
უფიქრობისგან
სულელს რომ ვგავდე,
მაგრამ არ ვიცი ან რა მაკლია
და ან რა მავსებს.
თუკი აქამდე ვუძლებდი ქარებს,
და ყველა გული მივეცი ქალებს,
ახლა მითხარით: რა ამაშენებს
და ან რა მანგრევს?!
ჩუუ!... სიჩუმე მინდა!
მხოლოდ სიჩუმე,
"არცერთი ხალხის" ჟრიამული
და არც ტირილი.
შრიალი მინდა
ფოთლების სუნთქვის,
ყველაზე ჩუმი გამოხედვა- გონება მუნჯი
თვალით ნათქვამი, ყველა ის სიტყვა,
გულს რომ აწევს და ამოსვლა უნდა,
რომ გადალახოს ყველა საზღვარი
და რომ ამოძვრეს ყველა ჩარჩოდან,
ოღონდ იპოვოს ადრესატი
და გაახაროს თავისი ხილვით.
მერე სიმშვიდის პოვნას
არ დაზარდება თუნდაც სიკვდილში. 
                                                           
                                                                                                                                                  2010.12.03\ 21:41

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები