ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაია დიაკონიძე
ჟანრი: პოეზია
5 ივლისი, 2013


ბედნიერი ვარ?!

გაძვალტყავებულ ხელებში ჩავბღუჯე
მე ჩემი ოცნება, ჰაერში ვკიდივარ,
ვერც ზეცას მივწვდი და
ვერც დაბლა დავეშვი,
ქვეყნისთვის ტვირთი ვარ!
აგონიაა, თუ მართლა ჰგონია ვიღაცას,
რომ ბედნიერი ვარ,
გახსნია ჩვენს მიწას წყლულები,
უბედო ერი ვართ!
სიტყვების რახუნით ჰგონიათ
აშენდა ვარძია, შატბერდი,
ჩვენ კი ამ ომებში, ბრძოლებში,
თამაშში უაზროდ დავბერდით!
მეგონა სიკეთე  ყოველთვის
ამარცხებს ბოროტს და
არც ესე ყოფილა,
ჭკვიანებს არ სწყალობს
ხელმრუდი ეპოქა,
ფლიდს ინდობს მხოლოდ-ღა!
აგონიაა, თუ მართლა ჰგონიათ,
რომ ბედნიერი ვარ?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები