უშფოთველი ღამეა, მე კი წიგნი მიჭირავს, თვალთა გამა სერავს აზრთა ბალაგანს, გათიშული გონებითურთ,ნიჭი მაქვს, ჩავუღრმავდე უნიჭოთა სალაფავს!
კაბადონზე გაბადრული ხანდახან, ცა მიყურებს,ელოდება დავეცე, მე კი ისევ,წიგნს ვკითხულობ კვალდაკვალ, მინდა ჟანრით ყრუ ცხოვრებას გავექცე!
ცის კამარას დაეკიდა ვარსკვლავი, ელოდება როდის დამათენდება, მთვარის ზეწრით იყურება ნასვამი , ცამ ბურუსი შემოიკრა ბენდენად.
წიგნმა წამით კვლავ მომტაცა აზრები, ჩამითრია,ხიფათნარევ ფურცლებში, მე კი ისევ მშობლის წყენით ვბრაზდები, როგორც თოთო მშობიარეს მუცელში!
სისადავე თავად ფურცელს დანამავს, კალმით ვნიშნავ ეპიზოდებს ხაზგასმულს, თომას ქოხში ორპირობის ხანა მაქვს, წამით წამზე რწმენა მიპყრობს ხან-გასულს.
ფურცლის კვალად დავიმონებ დღიურებს, გავიხსენებ ფრაგმენტებად ნასახლარს, გამოვდევნი კონცხის ცეცხლით ტყიურებს ჩემში მცხოვრებ დემონებს რომ ასახავს.
წავიმძღვარებ ანდერძად აფორიზმებს ტყაოსანს, ილიასთვის ვიქნები წიწამურის საგზალი. ზვირთებ შემკულ მენავეს მოვუნათლავ ზღვაოსანს, ორი ნიჩბით შენიღბულს რომ აუცდა სამძღვარი.
ვნების ზავი ჩამძირავს უძრაობის ხანაში, მერე შენი ლოყები აწითლდება კოცნით და – როცა ვნებას შევამკობთ ქაფის აბაზანაში, ვაღიარებ რომ თურმე უშენობა მომწყინდა.
ვევედრები გამიშვას,სული დამრჩა სულ ერთი, ბოლო აბზაცს მინდა რომ დავუყვავდე ზეციდან. თუ ჩავწვდები ხომ კარგი,დამიმოწმებს მე ღმერთი, რომ აღარ ვარ ის კაცი,გადმოსული მხეციდან.
ფურცლის სუნი დამათრობს,კალმით ვნიშნავ ფრაგმენტებს დღიურს რომე სარჩულად შევუკერავ სანიშნებს, კადრებს ამოიჩემებს,გამებიდან ჰამლეტებს, ანდერძს დავწერ რომ წიგნი მთელ ცხოვრებას მანიშნებს.
სანიშნები ცხოვრების,მონიშნული ფრაგმენტი, ვითომ აღარ გვახსოვდეს,სიკეთე და ცოდვები. წყენა თითოეულში ხან ცოტაა - ხან მეტი, წუთისოფლის სასრულზე დამეჩემა ბოდვები.
სანიშნებით მოვნიშნავ სასანიშნე ნიშნულებს, ნიშნულების ნიშანზე დამენიშნა შნილება. გავიხსენებ ფრაგმენტებს ოცნებას რომ მისრულებს, მხოლოდ მაშინ შევიგნებ ღმერთის რომ ვარ ქმნილება!
ჟოზეფინა,ჩემს ლექსს ვკითხულობდი - ყველა სტროფში ერთი აზრი შენთვის თუ დევს სულაც არ ნიშნავს იმას რომ ლექსიდან წამოწული პოეზია აღიქვი.დიდი მადლობა შეფასებისათვის.
ჟოზეფინა,ჩემს ლექსს ვკითხულობდი - ყველა სტროფში ერთი აზრი შენთვის თუ დევს სულაც არ ნიშნავს იმას რომ ლექსიდან წამოწული პოეზია აღიქვი.დიდი მადლობა შეფასებისათვის.
ჟოზეფია,ჩემს ლექსს ვკითხულობდი - ყველა სტროფში ერთი აზრი შენთვის თუ დევს სულაც არ ნიშნავს იმას რომ ლექსიდან წამოწული პოეზია აღიქვი.დიდი მადლობა შეფასებისათვის.
ჟოზეფია,ჩემს ლექსს ვკითხულობდი - ყველა სტროფში ერთი აზრი შენთვის თუ დევს სულაც არ ნიშნავს იმას რომ ლექსიდან წამოწული პოეზია აღიქვი.დიდი მადლობა შეფასებისათვის.