 | ავტორი: mrs.smith ჟანრი: პროზა 20 აგვისტო, 2013 |
აჩრდილებთან საუბარი ცნობისმოყვარეობის გამო არ დამიწყია. როცა ერთ დღეს სულელური, თავბრუდამხვევი სიყვარულივით მოულოდნელად შემეყარა ყვავილი, სიკვდილის შეყვარება დავიწყე და მთვარის მეორე თვეში (თქვენებურად, იანვარში) მის სახლში წავედი. ჩემი მისვლა არავის შეუმჩნევია. ეს მე აღვიქვამდი მათ აჩრდილებად, თორემ თვითონ ახალმისულს მეძახდნენ. იქით დამრჩა უსინათლო დედა, რამდენიმე მეგობარი, რომელიც სხვადასხვა წიგნის სხვადასხვა გვერდში სანიშნეებად ჩავტოვე და უამრავი სხვა, პირადი ნივთი. აქეთ წამოვიღე სამშობლო, დედის თვალის სინათლე და უამრავი სხვა, პირადი მოგონება. ცოტა რომ გავშინაურდი, გავიგე, თურმე არსებობდნენ აჩრდილები, რომლებიც დროდადრო იქით მიდიოდნენ ხოლმე. ჯერ მეც მინდოდა აჩრდილად ქცევა, მაგრამ რომ გავიგე, ამისთვის იქ უნდა გყავდეს ვინმე ისეთი, ვისაც სიკვდილზე მეტად უყვარხარო, გადავიფიქრე. ვთხოვდი, წერილებს გაგატანთ-მეთქი. უარზე იყვნენ, იქაურები ვერ გაგიგებენ, აქედან მისული წერილების ეშმაკივით ეშინიათო. მერე რაღაც დამემართა, გამუდმებით ბავშვების ტირილი ჩამესმოდა. ერთ-ერთმა აჩრდილმა დაასკვნა, ამას მონატრება დაეწყოო, შევეცოდე და წერილის წაღებაზე დამთანხმდა. დავჯექი და გაყვითლებულ, მლაშე ფურცელზე გაკრული ხელით დავწერე: ,,დამელოდეთ. მე დავბრუნდები.” დიდხანს ვუყურე, დიდხანს ვატრიალე ხელში და დავამატე: ,,თუ დავიგვიანე, მეძებეთ და მიპოვით.” წერილი მივეცი აჩრდილს და ვთხოვე, წიგნების თაროზე დაეტოვებინა. უამრავჯერ ჩამოიცალა ქვიშის საათი, სანამ აჩრდილი დაბრუნდა და მოიტანა პასუხი. უცნაური კია, მაგრამ თაროზე გადაშლილი იყო კერუაკის წიგნიო, სადაც ეწერა: ,,შავი ხეები ღამეებში სულ არ არიან შავი ხეები.” მეგობრების პასუხზე ვიფიქრე დიდხანს. იმდენად დიდხანს, რომ ორმოცმა კაცმა ერთმანეთის მიყოლებით გამოიცვალა ახალმოსულის სტატუსი. ამ ხნის განმავლობაში არ შეცვლილა არაფერი. აღარ მეზრდება არც თმა, არც ფრჩხილები. გადავწყვიტე ორი რამ: აღარასდროს გავაგზავნო წერილი იქით და ბოლობოლო, გითხრათ სიმართლე: არ დაიჯეროთ, რაც ახლა მოგიყევით. ჩემი ნაადრევი სიკვდილის გასამართლებად უფრო ლამაზი ვერაფერი მოვიფიქრე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
33. აჩრდილებთან საუბარი ცნობისმოყვარეობის გამო არ დამიწყია.- მეც აჩრდილებთან საუბარი ცნობისმოყვარეობის გამო არ დამიწყია.- მეც
32. ეე კარგი შავბნელი რამეა, რაღაც ისეთია დაუნდობელი, მაგრამ რა ვქნა რომ მომწონს და სული შემიშფოთა :/ ეე კარგი შავბნელი რამეა, რაღაც ისეთია დაუნდობელი, მაგრამ რა ვქნა რომ მომწონს და სული შემიშფოთა :/
31. თანანას შეფასებას ვეთანხმები. "ტონკო, ტაინსტვენნო, ი სო ვკუსომ..."
თანანას შეფასებას ვეთანხმები. "ტონკო, ტაინსტვენნო, ი სო ვკუსომ..."
30. რადგან წერილი ყველასთვისაა დიიიდი წვალების შედეგად ჩAვაცხრე საკუთარი ეგო (რომელიც მიმტკიცებს რომ მე ყველა კი არა განსაკუთრებული ვარ) და წავიკითხე. იყოს ეგო ცოტა ხანი დათრგუნული სხვებსაც უნდა გავეცნო... რადგან წერილი ყველასთვისაა დიიიდი წვალების შედეგად ჩAვაცხრე საკუთარი ეგო (რომელიც მიმტკიცებს რომ მე ყველა კი არა განსაკუთრებული ვარ) და წავიკითხე. იყოს ეგო ცოტა ხანი დათრგუნული სხვებსაც უნდა გავეცნო...
29. ამ ნაწერის ყველაზე დიდი ღირსება არა მისი შინაარსი და ჟანრობრივი კუთვნილება, არამედ ავტორის ხელწერა, სტილი და ასეთ მცირე მოცულობის ტექსტში გაბნეული მარგალიტებია, ასე მგონია. ყველაზე მეტად მაინც ეს ფრაზა მომეწონა: ,,იქით დამრჩა ... რამდენიმე მეგობარი, რომელიც სხვადასხვა წიგნის სხვადასხვა გვერდში სანიშნეებად ჩავტოვე." მაგრამ დამრჩა უკმარსობის გრძნობაც, რადგან თუნდაც ასეთი მცირე მოცულობის ნაწერში გამოიკვეთა ინდივიდუალური პერსონაჟი, რომელიც ასე უსამართლოდ მიატოვა ავტორმა და მისი შემდგომი თუ მანამდელი თავგადასავალის კითხვის სიამოვნებას მოგვაკლო. +4 ამ ნაწერის ყველაზე დიდი ღირსება არა მისი შინაარსი და ჟანრობრივი კუთვნილება, არამედ ავტორის ხელწერა, სტილი და ასეთ მცირე მოცულობის ტექსტში გაბნეული მარგალიტებია, ასე მგონია. ყველაზე მეტად მაინც ეს ფრაზა მომეწონა: ,,იქით დამრჩა ... რამდენიმე მეგობარი, რომელიც სხვადასხვა წიგნის სხვადასხვა გვერდში სანიშნეებად ჩავტოვე." მაგრამ დამრჩა უკმარსობის გრძნობაც, რადგან თუნდაც ასეთი მცირე მოცულობის ნაწერში გამოიკვეთა ინდივიდუალური პერსონაჟი, რომელიც ასე უსამართლოდ მიატოვა ავტორმა და მისი შემდგომი თუ მანამდელი თავგადასავალის კითხვის სიამოვნებას მოგვაკლო. +4
28. კი მიკვირდა, არაფერი ამქვეყნიური რომ არ მოსწონდა ამ გოგოს-თუუურმე აჩრდილთა სამეფოში გადასახლებულა კარგა ხნის წინ და...რა ქნას,რა მისი ბრალია,თუ მოსწყდა რეალობას? ისე,24-ე კომენტარს ვეთანხმები-ვერც მე... კი მიკვირდა, არაფერი ამქვეყნიური რომ არ მოსწონდა ამ გოგოს-თუუურმე აჩრდილთა სამეფოში გადასახლებულა კარგა ხნის წინ და...რა ქნას,რა მისი ბრალია,თუ მოსწყდა რეალობას? ისე,24-ე კომენტარს ვეთანხმები-ვერც მე...
27. ტონკო, ტაინსტვენნო, ი სო ვკუსომ... 5 ტონკო, ტაინსტვენნო, ი სო ვკუსომ... 5
26. მომეწონა ნათია!!! მოგიკითხე და გისალმე!!! გაიხარე შენა!!! მომეწონა ნათია!!! მოგიკითხე და გისალმე!!! გაიხარე შენა!!!
25. ამ ნაწარმოებით გიცანი და მოგიკითხე ნათიიი :)) ამ ნაწარმოებით გიცანი და მოგიკითხე ნათიიი :))
24. იმდენად კარგია, რომ 4 ჯერ წავიკითხე და მაინც ვერაფერი გავიგე, ეს ჩემი დაბალი ინტელექტის, გაუნათლებლობის და უწიგნურობის ბრალია. უნდა გიკითხო ხოლმე, რომ გიკითხო როგორ ხარ მეთქი და მერე გიკითხო :)) იმდენად კარგია, რომ 4 ჯერ წავიკითხე და მაინც ვერაფერი გავიგე, ეს ჩემი დაბალი ინტელექტის, გაუნათლებლობის და უწიგნურობის ბრალია. უნდა გიკითხო ხოლმე, რომ გიკითხო როგორ ხარ მეთქი და მერე გიკითხო :))
23. მშვენიალურია. ედგარ პო გამახსენდა...მომენტებში სტივენ კინგი და ბოლოს კი ვირგილიუსი. ანუ ეს ის მომენტია. როცა გულახდილობა ისჯება მშვენიალურია. ედგარ პო გამახსენდა...მომენტებში სტივენ კინგი და ბოლოს კი ვირგილიუსი. ანუ ეს ის მომენტია. როცა გულახდილობა ისჯება
22. რამე ახალი ნარკოტიკი მჭირდება სმიტ.. :) რამე ახალი ნარკოტიკი მჭირდება სმიტ.. :)
20. მისტიკური mrs.smith ფერადი შურით მშურს რა მისტერ სმიტის :)) მისტიკური mrs.smith ფერადი შურით მშურს რა მისტერ სმიტის :))
19. აქეთ წამოვიღე სამშობლო, დედის თვალის სინათლე და უამრავი სხვა, პირადი მოგონება.
ყველაზე ისეთია , ზედმეტად კარგი. :) აქეთ წამოვიღე სამშობლო, დედის თვალის სინათლე და უამრავი სხვა, პირადი მოგონება.
ყველაზე ისეთია , ზედმეტად კარგი. :)
18. მომეწონა *-* ++ მომეწონა *-* ++
17. რატომ არ არის აქ ჩემი კომენტარი? ალბათ გარედან წავიკითხე ადრე..
სიკვდილს მხოლოდ ლამაზი გამართლება თუ გადაარჩენს, სმიტ რატომ არ არის აქ ჩემი კომენტარი? ალბათ გარედან წავიკითხე ადრე..
სიკვდილს მხოლოდ ლამაზი გამართლება თუ გადაარჩენს, სმიტ
16. ფორმაში ხარ mrs.smith ! მომწონს როგორც ყოველთვის ფორმაში ხარ mrs.smith ! მომწონს როგორც ყოველთვის
15. აჩრდილიანი რამეები კარგად გამოგდის შენ! :) აჩრდილიანი რამეები კარგად გამოგდის შენ! :)
14. ამ ავტორთან პირველად ვწერ კომენტარს. ეს რომ დაიდო, მაშინ კაიროში ვიყავი და იქ ვნახე, არ იყო კომენარის საშუალება თორემ მაშინვე მინდოდა.
ჰო, პირველად ვწერ კომენტარს თქო, იმიტომ რომ ეს გამორჩეულია და ყველა სხვა ნაწერს ჯობია.
დაგვიანებული და არაფერისმთქმელი მაგრამ გულიანი ხუთი ქულა. ამ ავტორთან პირველად ვწერ კომენტარს. ეს რომ დაიდო, მაშინ კაიროში ვიყავი და იქ ვნახე, არ იყო კომენარის საშუალება თორემ მაშინვე მინდოდა.
ჰო, პირველად ვწერ კომენტარს თქო, იმიტომ რომ ეს გამორჩეულია და ყველა სხვა ნაწერს ჯობია.
დაგვიანებული და არაფერისმთქმელი მაგრამ გულიანი ხუთი ქულა.
13. ამ სტილის ნაწერები, როგორც წესი აბსოლუტურად გაუგებარია ხოლმე ჩემთვის, მაგრამ ამ ნაწერის სიღმე თითქოს მაქსიმალურად ამოტანილია ზედაპირზე და ერთი შეხედვით სრულიად ინდივიდუალური და გაუგებარი შინაარსი, ძალიან გასაგებად და რაღაც შინაურადაც კი არის მოწოდებული. მაგრად მომეწონა, მაგრად! განსაკუთრებით იქით წაღებული სამშობლო, დედის თვალის ჩინი და უამრავი პირადი მოგონება! 5 ამ სტილის ნაწერები, როგორც წესი აბსოლუტურად გაუგებარია ხოლმე ჩემთვის, მაგრამ ამ ნაწერის სიღმე თითქოს მაქსიმალურად ამოტანილია ზედაპირზე და ერთი შეხედვით სრულიად ინდივიდუალური და გაუგებარი შინაარსი, ძალიან გასაგებად და რაღაც შინაურადაც კი არის მოწოდებული. მაგრად მომეწონა, მაგრად! განსაკუთრებით იქით წაღებული სამშობლო, დედის თვალის ჩინი და უამრავი პირადი მოგონება! 5
12. საინტერესო ნაწერი იყო. +5 საინტერესო ნაწერი იყო. +5
11. ყველაფერი მშვენიერი და ამაღელვებელია, მისტიური, თითქმის როგორც ბატონ ედგარ ალან პო-ს აქვს. და საშინელი, როგორც ჰაბარდს, ანდა სტივენ კინგს, ლამაზი, როგორც შექსპირს .......და ზუსტად ისეთი, ამ ყველა ავტორს რომ სჯობს...რადგან ფარულ ემოციის მუხტს ატარებს, ფარულს, გამოუცნობს და რაღაცნაირად ახლობელს, ისეთს რომ, თვალს ვერ შეავლებთ, ისე გაგეპარებათ ყოვედღიურობით დატვირთული , გადაღლილი ქვეცნობიერის მიღმა....მე ვამაყობ რომ ასეთი ადამიანების თანამედროვე ვარ .რომ მათთან ერთად ვარ ამ საიტზე. ყველაფერი მშვენიერი და ამაღელვებელია, მისტიური, თითქმის როგორც ბატონ ედგარ ალან პო-ს აქვს. და საშინელი, როგორც ჰაბარდს, ანდა სტივენ კინგს, ლამაზი, როგორც შექსპირს .......და ზუსტად ისეთი, ამ ყველა ავტორს რომ სჯობს...რადგან ფარულ ემოციის მუხტს ატარებს, ფარულს, გამოუცნობს და რაღაცნაირად ახლობელს, ისეთს რომ, თვალს ვერ შეავლებთ, ისე გაგეპარებათ ყოვედღიურობით დატვირთული , გადაღლილი ქვეცნობიერის მიღმა....მე ვამაყობ რომ ასეთი ადამიანების თანამედროვე ვარ .რომ მათთან ერთად ვარ ამ საიტზე.
10.
არ გვჯერა :) +5
არ გვჯერა :) +5
9. მეხუთე კომენტარი....
mrs.smith ...... მეხუთე კომენტარი....
mrs.smith ......
8. წერილები წერილები :* წერილები წერილები :*
7. : ) იცი ასეთი ფინალები რომ მიყვარს : ) : ) იცი ასეთი ფინალები რომ მიყვარს : )
4. ჩემი ნაადრევი სიკვდილის გასამართლებად უფრო ლამაზი ვერაფერი მოვიფიქრე.
ძალიან ძლიერი !
ჩემი ნაადრევი სიკვდილის გასამართლებად უფრო ლამაზი ვერაფერი მოვიფიქრე.
ძალიან ძლიერი !
3. მეგონა აკვალანგი დამჭირდებოდა, ბოლო წინადადებამდე. გაამტყუნეთ რამდენიც გინდათ, თავს დამნაშავედ არ ცნობს, მაგის დამჭერი არავინაა, იქეთ იჭერს ვისაც უნდა და რაც მთავარია პატიოსანია, ქრთამს არ იღებს არავისგან. მეგონა აკვალანგი დამჭირდებოდა, ბოლო წინადადებამდე. გაამტყუნეთ რამდენიც გინდათ, თავს დამნაშავედ არ ცნობს, მაგის დამჭერი არავინაა, იქეთ იჭერს ვისაც უნდა და რაც მთავარია პატიოსანია, ქრთამს არ იღებს არავისგან.
2. ფიზიკურად არ შევუმჩნევივარ, თოლია =)
აჩრდილებსაც =) ფიზიკურად არ შევუმჩნევივარ, თოლია =)
აჩრდილებსაც =)
1. ა ??? :)
შენი მისვლა თუ არ შეუმჩნევიათ, "ახალმისულს" როგორღა (რატომღა) გეძახდნენ?
აჩრდილები გიყვარს შენ! ა ??? :)
შენი მისვლა თუ არ შეუმჩნევიათ, "ახალმისულს" როგორღა (რატომღა) გეძახდნენ?
აჩრდილები გიყვარს შენ!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|