ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფაიმბრე
ჟანრი: პოეზია
29 აგვისტო, 2013


  ჩამოტვირთვა

Pardon Et Merci

საღამოს მთვრალი შევდივარ ბარში,ვითხოვ ტეკილას,ორმაგს,ყინულით.თავი მეღრევა ნერვების აშლით და ეს სმოკინგიც ნეგატიური მაწუხებს ძალზედ,მახრჩობს და მხუთავს.ყელზე მაჯდება ძარღვის ბურთები,მანდილოსანი ბართან ამ წუთას,დამიჯდა ზურგით და მეც ვბრუნდები.
- დაღლილი სახით მთელი დღის დამღა მატყვია თვალთან,ოდნავ შეპარვით.ტეკილას ცქერით ყინულიც გალღვა,გულმა მიმტყუნა,გადავეკარი.ბარმენსაც დახლთან დაუდგამს შოუ სახელად: “The Full“  შესცქერის ყველა,მე კი სმოკინგი მაცვია მეფურ გამოხედვით და როგორც პანტერა - დავდივარ ცქერით მასაში ხალხის,დავეძებ ბარში დაკარგულ ერთ ქალს ...და ზღვა იმედი მიჩნდება ახლის,დახლზე ვაშენებ ყინულის ვერსალს.ვზივარ მე ასე,მთვრალი,დაღლილი,ვეიმედები საკუთარ განცდას რომ სახლში მივალ დღეს ან ხვალ დილით და რომ უფალთან სიტყვაც არ დამცდა - ამ სითავხედით გარყვნილი სულის,რომელიც ალბათ ტყვიასაც მესვრის.ამბიცია მაქვს ერთბაშად ნული,ვტოვებ რვა დოლარს,Pardon et merci ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები