,,დამშვიდდით, სამუდამოდ კი არ ვაპირებ აქ დარჩენას“ - ვთქვი გალიაში მყოფთა გასაგონად. თოკზე დაკიდებულ ბორბალზე შემომჯდარმა მამალმა ბაბუინმა მოქანავე საბურავიდან ისკუპა, გაავებული მომვარდა და კბილები დამიღრჭიალა. გავიქეცი და იმ საბურავზე შევხტი, რომლიდანაც ჩამოხტა. გამხმარ ხეზე თავმოყრილი დანარჩენი ბაბუინები აჭყივლდნენ და სწრაფად დაიწყეს ადგილების გაუთავებელი ცვლა. მამალი ბაბუინი ისევ აპირებდა შემოტევას, თოკი ჩამოწყდა. დამესივნენ წინაპრები. რომელსაც მივწვდი, ყველას ვუკბინე. ასე მოვხვდი საგიჟეთში. ,,დამშვიდდით, სამუდამოდ კი არ ვაპირებ აქ დარჩენას“ - ვუთხარი ფოიეში მყოფებს. ერთი ფანჯარასთან იდგა, მინაზე აფურთხებდა და ნერწყვით ველოსიპედებს ხატავდა. მეორე წიგნიდან ჩუმ-ჩუმად ფურცლებს ხევდა და ილუკმებოდა. მესამე იყო სკამი, რომელზეც მეოთხე იჯდა და ძუაზე ღილებს ასხამდა. ყურადღება მეოთხემ მომაქცია. მოვიდა, შარვალზე ღილები დამაწყვიტა და თავის ,,სავარძელს“ დაუბრუნდა. შარვლის ხელით დაკავებით რომ დავიღალე, კედლის საათი ჩამოვხსენი, მეოთხეს უკნიდან მივეპარე და თავზე გადავამტვრიე. როცა სანიტრები მიმათრევდნენ, შევხედე, როგორ ბედნიერი ცდილობდა მესამე მეოთხის თავში ჩარჭობილი საათის ბზრიალას დაბზრიალებას… ერთი თვე ვმალავდი ენის ქვეშ საძილე აბებს და გამორღვეულ ბალიშში ვინახავდი. თვის ბოლოს ყველა ერთად დავლიე. ასე მოვხვდი მორგში. ,,დამშვიდდით, სამუდამოდ კი არ ვაპირებ აქ დარჩენას“ ამაოდ ვცადე დაძაბული სიჩუმის დარღვევა. გვამი N14 არც განძრეულა. ქალის გვამს, რომლის ტერფსაც ვერ ვხედავდი, რომ ნომერი გამერკვია, მხოლოდ ხელი გადმოუვარდა. გვამი N5 გაზებისგან დაიცალა. მე ნომერი არ მეკეთა. ასე მოვხვდი საარჩევნო სიაში. ,,დამშვიდდით... „
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
37. არც წამიკითხავს ასეთი რამ,არაჩვეულებრივია,სულ მეხსომწბა,. არც წამიკითხავს ასეთი რამ,არაჩვეულებრივია,სულ მეხსომწბა,.
36. იყოს არ მიშლიან:)) იყოს არ მიშლიან:))
35. ტვინში არა უშავს, განდევნი ადვილად, შენი ნებაა. ჯონ ნეშმა მასე შიზოფრენია დაძლია :) ტვინში არა უშავს, განდევნი ადვილად, შენი ნებაა. ჯონ ნეშმა მასე შიზოფრენია დაძლია :)
34. :))ბინას კიდე არაუშავს ტვინში რო არმოაჩენ.) ) :))ბინას კიდე არაუშავს ტვინში რო არმოაჩენ.) )
33. მკვდარი რომ მოხვდეს სიაში კიდე არაფერი. აი, შენს ბინაში რომ აღმოაჩენ რომ შენს გარდა კიდევ 5 სხვადასხვა ადამიანი ცხოვრობს თურმე, რომლებიც საარჩევნო სიაშია შეტანილი და ხმას აძლევს თურმე და მერე რომ მოგდის იმ 5 ადამიანის წყლის გადასახადი - აი, ესაა სიურპრიზი. სხვა, რა დაგვრჩენია? უნდა დავმშვიდდეთ :) სამუდამოდ კი არ აპირებენ აქ დარჩენას ?! :) სამუდამო ხო არაფერია :) მკვდარი რომ მოხვდეს სიაში კიდე არაფერი. აი, შენს ბინაში რომ აღმოაჩენ რომ შენს გარდა კიდევ 5 სხვადასხვა ადამიანი ცხოვრობს თურმე, რომლებიც საარჩევნო სიაშია შეტანილი და ხმას აძლევს თურმე და მერე რომ მოგდის იმ 5 ადამიანის წყლის გადასახადი - აი, ესაა სიურპრიზი. სხვა, რა დაგვრჩენია? უნდა დავმშვიდდეთ :) სამუდამოდ კი არ აპირებენ აქ დარჩენას ?! :) სამუდამო ხო არაფერია :)
32. გენაცვალე რა <3 :) მაინც რა კარგია რეალობის სწორი აღქმა :) გენაცვალე რა <3 :) მაინც რა კარგია რეალობის სწორი აღქმა :)
31. Gamagizhebs es finalebi me.. ++ Gamagizhebs es finalebi me.. ++
30. მეც კიზი გამახსენდა, მაგრამ ეგარაფერი.
5. მეც კიზი გამახსენდა, მაგრამ ეგარაფერი.
5.
28. არანორმალური ხართ! ძალიან დაგლიჯა! სასწაულად! არანორმალური ხართ! ძალიან დაგლიჯა! სასწაულად!
27. ამ პროზის წაკითხვის შემდეგ რაღა დამამსვიდებს:) ემოციურად დავიმუხტე. კარგი იყო2+++++ ამ პროზის წაკითხვის შემდეგ რაღა დამამსვიდებს:) ემოციურად დავიმუხტე. კარგი იყო2+++++
26. ისევ არაფერი მოგიტანია.... :( ისევ არაფერი მოგიტანია.... :(
25. ჰო...გული დამწყდა პალმების ქუჩა და... სხვებიც, აღებული რომ დამხვდა...:( მშვენივრად ვსეირნობდი მოცალეობის ჟამს...:-* ჰო...გული დამწყდა პალმების ქუჩა და... სხვებიც, აღებული რომ დამხვდა...:( მშვენივრად ვსეირნობდი მოცალეობის ჟამს...:-*
24. ვერ დავმშვიდდებით. სანამ არ იტყვი აქ საიდან მოხვდი.თუ აქაც არ აპირებ სამუდამოდ დარჩენას?:)))))) ვერ დავმშვიდდებით. სანამ არ იტყვი აქ საიდან მოხვდი.თუ აქაც არ აპირებ სამუდამოდ დარჩენას?:))))))
23. მშვენიერია ჩემო სანდრო, დამაჯერებელი ფანტაზიები გაქვს!
."ყველას ვუკბინე" - ამის მერე მოხვდებოდი აბა რა "საგიჟეთში" მარა იქ კედლის საათი, რომ არ კიდია გადაგავიწყდა?!
სულ გამარჯვებული გევლოს . ნიჭიერო, ლიტერატურის გზაზე ! მშვენიერია ჩემო სანდრო, დამაჯერებელი ფანტაზიები გაქვს!
."ყველას ვუკბინე" - ამის მერე მოხვდებოდი აბა რა "საგიჟეთში" მარა იქ კედლის საათი, რომ არ კიდია გადაგავიწყდა?!
სულ გამარჯვებული გევლოს . ნიჭიერო, ლიტერატურის გზაზე !
22. ნეტავ რას გამძიმებდა, რომ ყოფილიყო შენი ნაწერები და არ წაგეშალა???!! ხანდახან შემოვიდოდი, წავიკითხავდი, გავმხიარულჩავკუჭკუჭდებოდი...თუ ახლა უკვე სერიოზულ ჟურნალ-გაზეთებში ვიბეჭდები და აღარ მეკადრებაო??? ნეტავ რას გამძიმებდა, რომ ყოფილიყო შენი ნაწერები და არ წაგეშალა???!! ხანდახან შემოვიდოდი, წავიკითხავდი, გავმხიარულჩავკუჭკუჭდებოდი...თუ ახლა უკვე სერიოზულ ჟურნალ-გაზეთებში ვიბეჭდები და აღარ მეკადრებაო???
21. სანდროვ, რა იქნა შენი დანარჩენი ტექსტები? ძლივს მოვიცალე წასაკითხად, საქმიანად შემოვედი, მოვკალათდი და... დავრჩი ხახამშრალი, კოვზი ნაცარში ჩამივარდა, "ვერ მომართვით"... უკან მივდივარ კუდამოძუებული. საბრალო, საბრალო ნათია, როგორ ხელცარიელი მიდის მიდარი ავტორის გვერდიდან... :( :)))))))))))))))) სანდროვ, რა იქნა შენი დანარჩენი ტექსტები? ძლივს მოვიცალე წასაკითხად, საქმიანად შემოვედი, მოვკალათდი და... დავრჩი ხახამშრალი, კოვზი ნაცარში ჩამივარდა, "ვერ მომართვით"... უკან მივდივარ კუდამოძუებული. საბრალო, საბრალო ნათია, როგორ ხელცარიელი მიდის მიდარი ავტორის გვერდიდან... :( :))))))))))))))))
20. გილოცავ სანდრო გილოცავ სანდრო
19. საკონკურსოს ფონზე კარგია და ალბათ გაიმარჯვებდა კიდეც, მაგრამ სანდრო უგლავას სხვა მოთხრობების ფონზე აგი ლიტერატურული სავარჯიშოა ძამიკო:) ამიტომ არ მიყვარს საკონკურსოები:) მაგრამ შენ აქ მაინც ყველაზე მაგარი მწერალი ხარ სანდრო! საკონკურსოს ფონზე კარგია და ალბათ გაიმარჯვებდა კიდეც, მაგრამ სანდრო უგლავას სხვა მოთხრობების ფონზე აგი ლიტერატურული სავარჯიშოა ძამიკო:) ამიტომ არ მიყვარს საკონკურსოები:) მაგრამ შენ აქ მაინც ყველაზე მაგარი მწერალი ხარ სანდრო!
18. ხოო.. მე აქ "ბრაძიაგას" ვეთანხმები, "იასნია" :))
და mrs.smith. -ს კიდო :))
დამშვიდდით... :)
ხოო.. მე აქ "ბრაძიაგას" ვეთანხმები, "იასნია" :))
და mrs.smith. -ს კიდო :))
დამშვიდდით... :)
17. ბუდულა, ახლა გავდივარ სამსახურიდან და ვიყიდი გზაზე. კონკურსის წესები არ მინდა რა თქმა უნდა.
იმდენნაირი გამოცდა და კონკურსი მაქვს ცხოვრებაში ჩაბარებულ-გავლილი, რომ ახლა მაინც შემიძლია ავირჩიო კიდევ ერთი ჩავაბარო თუ არა. ჰოდა არანაირი გამოცდა და კონკურსი აღარ მინდა. რაც დამიწერია თუ მოგწონთ ეგ ხომ უკონკურსოდაც ცხადია.
სურვილი რომ მქონდეს უკეთესს გამოვცემდი, - ვიდრე ლიტერატურული პალიტრაა, მაგრამ არც ეგ ღირს იმ ქვეყანაში სადაც "თბილისელები" ყვითლად ბიბინებს. :)
ბუდულა, ახლა გავდივარ სამსახურიდან და ვიყიდი გზაზე. კონკურსის წესები არ მინდა რა თქმა უნდა.
იმდენნაირი გამოცდა და კონკურსი მაქვს ცხოვრებაში ჩაბარებულ-გავლილი, რომ ახლა მაინც შემიძლია ავირჩიო კიდევ ერთი ჩავაბარო თუ არა. ჰოდა არანაირი გამოცდა და კონკურსი აღარ მინდა. რაც დამიწერია თუ მოგწონთ ეგ ხომ უკონკურსოდაც ცხადია.
სურვილი რომ მქონდეს უკეთესს გამოვცემდი, - ვიდრე ლიტერატურული პალიტრაა, მაგრამ არც ეგ ღირს იმ ქვეყანაში სადაც "თბილისელები" ყვითლად ბიბინებს. :)
16. ეგრეა, რა, ძმაო, გააჩნია ვინ დაგაკვალიანებს.. :დდდდ აქაც გილოცავ! 200 სიტყვაში ჩატეული კარგად მოფიქრებულ-დაწერილი მისტიკურ-ფილოსოფ-ფსიქოლოგიური ნოველაა. ეგრეა, რა, ძმაო, გააჩნია ვინ დაგაკვალიანებს.. :დდდდ აქაც გილოცავ! 200 სიტყვაში ჩატეული კარგად მოფიქრებულ-დაწერილი მისტიკურ-ფილოსოფ-ფსიქოლოგიური ნოველაა.
15. ნეფერტარ, გამარჯვებულები თვითონ ჟურნალში უნდა ნახოთ, დღეს გამოვიდა. ლიტერატურული პალიტრა.კონკურში ' მოკლედ ითქმის" გაგზავნის წესებს თუ გნებავთ, მოგაწვდით ნეფერტარ, გამარჯვებულები თვითონ ჟურნალში უნდა ნახოთ, დღეს გამოვიდა. ლიტერატურული პალიტრა.კონკურში ` მოკლედ ითქმის" გაგზავნის წესებს თუ გნებავთ, მოგაწვდით
14. მეც გილოცავ ცემო კარგო...;-* ეგება ახლა მაინც მიხვდეს "ბრაძიაგა" ...- კარგ ნაწერად ითვლება ეს...:) მეც გილოცავ ცემო კარგო...;-* ეგება ახლა მაინც მიხვდეს "ბრაძიაგა" ...- კარგ ნაწერად ითვლება ეს...:)
13. " ლიტერატურული საქართველო" ვნახე. ესეც მოგიწონეთ,
სად შეიძლება ვნახო ამ კონკურსის გამარჯვებულები და მათი ნაწერები? ვინმემ მიმასწავლეთ. მე როგორც წესი არასოდეს არაცერთ კონკურსში არ ვმონაწილეობ, მაგრამ შედეგებით ვინტერესდები, ვამოწმებ რამდენად შეიძლება ჟიურის ნდობა. :) " ლიტერატურული საქართველო" ვნახე. ესეც მოგიწონეთ,
სად შეიძლება ვნახო ამ კონკურსის გამარჯვებულები და მათი ნაწერები? ვინმემ მიმასწავლეთ. მე როგორც წესი არასოდეს არაცერთ კონკურსში არ ვმონაწილეობ, მაგრამ შედეგებით ვინტერესდები, ვამოწმებ რამდენად შეიძლება ჟიურის ნდობა. :)
12. გილოცავ სანდრო...მიხარია.. ჟიურის რჩეული 2 სექტემბერი,"ლიტერატურული პალიტრაა" გილოცავ სანდრო...მიხარია.. ჟიურის რჩეული 2 სექტემბერი,"ლიტერატურული პალიტრაა"
11. ვიღაც შურიანობას დამწამებს და რაღაც სისულელეებს მაგრამ ეს კარგ ნაწერად ითვლება? ვიღაც შურიანობას დამწამებს და რაღაც სისულელეებს მაგრამ ეს კარგ ნაწერად ითვლება?
10. ამ ბოლო დროს ხშირად მგონია (ან მგონიაზე ცოტათი მეტი), რომ ბევრმა ბოლო ხანებში წაიკითხა კიზი და/ან კინგი
=) ამ ბოლო დროს ხშირად მგონია (ან მგონიაზე ცოტათი მეტი), რომ ბევრმა ბოლო ხანებში წაიკითხა კიზი და/ან კინგი
=)
9. ტვინხუჭუჭა სანდრო, შემოგევლე შენ მე !!!! ტვინხუჭუჭა სანდრო, შემოგევლე შენ მე !!!!
8. რა კარგი ნაწერიაა...:-* და საერთოდ რა კარგია ნიჭიერი ავტორის კითხვა...5555
რა კარგი ნაწერიაა...:-* და საერთოდ რა კარგია ნიჭიერი ავტორის კითხვა...5555
7. გამოვიდა უკვე ჯურნალი? მაინტერესებს რჩეულია სანდრიკას მინიატურა? გამოვიდა უკვე ჯურნალი? მაინტერესებს რჩეულია სანდრიკას მინიატურა?
6. გენაცვალე კრეატიულ ტვინსა და გულში! ხომ გითხარი, გაფრინდება-თქვა? :)
გენაცვალე კრეატიულ ტვინსა და გულში! ხომ გითხარი, გაფრინდება-თქვა? :)
5. ასე მშობლიური და მაინც მოულოდნელი . ნამდვილი ქართული სული . ) ასე მშობლიური და მაინც მოულოდნელი . ნამდვილი ქართული სული . )
3. :)))) სუპერ! :)))) სუპერ!
2. სანდრო, რა არის ეს?:DDდდ ძალიან მაგარია, მაგარი... სანდრო, რა არის ეს?:DDდდ ძალიან მაგარია, მაგარი...
1. სიდან იგონებ ამფერ რაცხეებს, სიდან?! :) მაგარია! :) სიდან იგონებ ამფერ რაცხეებს, სიდან?! :) მაგარია! :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|