 | ავტორი: იმბეცილი ჟანრი: პროზა 3 სექტემბერი, 2013 |
"ფახის" რომ დაგიძახებენ აუცილებლად სიგულადე უნდა გამოიჩინო. მოკლედ, ჩხუბი გიწევს რა. თუმცა გაგიმხელთ სიმართლეს, ჩხუბი ძალიან არ მიყვარს. მართალია, ნაირა მასწავლებელს და თავხედურად ყურის აწევა, რომ იციან იმ მეზობლებს პირიქით ჰგონიათ, მაგრამ ეგრე ნამდვილად არ არის. უბრალოდ, როდესაც საჩხუბარია, თუ არ ვიჩხუბე, ქალოია ვიქნები და სახლშიც აღარ შემიშვებს მამა. ვიცი, რომ ერთს, თუ მოგადებენ, ორი უნდა შეუბრუნო. მამა მთვრალი როდესაც მოდის და დასიებულ სახეს მაგიდაზე დადებს, სულ იმას ბურტყუნებს, სანამ არ ჩაეძინება, "ხომ დავადე და ვის არ მოხვედრიაო". სულ მაინტერესებს ვინ უძახის სამსახურში "ფახის" მამას.
- არ ჩაფახდე! - მაგულიანებს ბესო. - არა, არ ჩავფახდები! - ვეუბნები მეც და მუშტებშეკრული გვერდზე მივყვები. ცოტა მეშინია, მაგრამ არ ვიმჩნევ.
მამამ სახე დამიჭირა და პირდაპირ თვალებში ჩამძახა, თითქოს ყურები სილამაზის გულისთვის მქონდეს მხოლოდ. სასმლის სიმყრალემ, სუნთქვა შემიკრა და სანამ გაიფანტებოდა სუნთქვაშეკრული დაველოდე. - მოადეე? - მოვადე! - ისევ შევიკარი სუნთქვა. - მალადეც, ქალოია ხო არ ხარ! - მაგულიანებს მამა და ერთი სული მაქვს როდის მორჩება. - კაი - ვეუბნები და ვცდილობ თავი დავიძვრინო. ჰაერი ყარს. - მოიცა! - მეუბნება და ჯიბიდან მონეტას იღებს - აჰა მიიდე შუბლზე. - არ მინდა! - ვპასუხობ და ჩემი ოთახისკენ მივდივარ. - კაი, ჰა, მაშინ და ნაყინი იყიდე! - არ მინდა! - ჯიუტად ვიმეორებ და ზამბარებიან საწოლზე ფეხსაცმელგაუხდელად ვხტუნავ. - აბა, სასწრაფო გინდა გამოგიძახო? - დაცინვით მეუბნება მამა და საჭმლის მომზადებას იწყებს. საწოლიდან იატაკზე ვხტები და კედლებზე ფლომასტრით ვიწყებ ხატვას. ო, როგორ მიშლიდა დედა ასე ქცევას. თუმცა ახლა უფრო მეტი ჯიბრით ვაკეთებ ხოლმე.
დედა შარშან მოკვდა. ავადმყოფობდა. მერე ლოგინად ჩავარდა და მას შემდეგ საძინებელში ყოველთვის წამლის სუნი იდგა. სამზარეულოში კი სასმლის. ერთხელ გავიგონე მამა, რომ ეუბნებოდა ბებოს, "ამათ არაფერს გავუჭირვებო", ეგონათ მეძინა, მაგრამ უბრალოდ თვალი მქონდა დახუჭული და სმენად ვიყავი ქცეული.
- იცი, დედა მოკვდება, კიბო აქვს! - ვუთხარი ჩემს ძმას. სახე მოებრიცა და ტირილი დააპირა, უნებლიედ სილა გავარტყი. საშინელ ხმაზე ატირდა. მამა მოვიდა და ხელში აიყვანა, მეც მივედი და მივეტმასნე ორივეს. ცრემლიც მათ შეუმჩნევლად მოვიწმინდე და უკანმოუხედავად გავემართე კარისკენ.
- დედაშენი სად არის? - მეკითხება კოტე და თვალები უელავს. - ვითომ არ იცი? - ზიზღით ეუბნება ბესო და ხელს კრავს. მინდა, რომ კოტეს სახეში ჩავარტყა, თუმცა ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებ რატომ და ვცდილობ არ ამიწყლიანდეს თვალები. იქვე დაგდებულ აგურის ნატეხს ბურთივით ვურტყამ ფეხს. არ მტკენია, თუმცა ვიკეცები, თითქოს მტკენოდეს და ვიცი, რომ ამ დროს ტირილი მეპატიება. ბესო მოდის, მხარში მიდგება და ტროტუარისკენ მივყავარ.
- მოდი იმ სათამაშოებით ვითამაშოთ - ვეუბნები უჩას და კარადის თავზე ჩამწკრივებულ, ვიტრინასავით ყუთებში ჩაწყობილ მანქანებზე ვანიშნებ. - არ შეიძლება - მეუბნება უჩა და ცდილობს ჩემი დისტანციური ყველგანმავალი თავის ძაღლს დააჯახოს. - რატომ? - არ ვეშვები მე და სინანულით ვუყურებ გამჭირვალე ყუთში მოთავსებულ ამწეს. - ასე მითხრეს გაფუჭდებაო - მე აღარ მინდება უჩასთან თამაში, ხელს ვკიდებ ჩემს მანქანას და ეზოში ჩასასვლელად ვემზადები. უჩა ტირილს იწყებს. მისი ძაღლიც ნერვულად ყეფს. ხმაურზე სასპორტე ტანისამოსში გამოწყობილი პაპამისი შემოდის და ხმამაღლა კითხულობს: - რა მოხდა? - მზერას ვაცილებ კარადას და ვპასუხობ, რომ - "არაფერი". ჩემი მანქანა ისე მყავს მიხუტებული, ხვდება რაშიცაა საქმე და უჩას ლოყაზე ჩქმეტს ქონიანი ხელით, შემდეგ წინსაფარზე იწმენდს, კარადის თავიდან ორთავე ხელით რამოდენიმე ყუთი ერთად ჩამოაქვს და ეუბნება "აჰანდე... და არავი დაამტვრევინო!", თან მე მიცქერს და მიუხედავად იმისა, რომ მისი მზერის არაფერი გამეგება, ვხვდები, რომ ეზოში ჩასვლა სჯობს ახლა. მძიმე რკინის კარს თავად ვაღებ და კიბეზე ჩავრბივარ. მეტი საქმე არ მაქვს ვიტირო, თვალში კი იმიტომ ვისმევ ხელს, რომ მგონი რაღაც ჩამივარდა. - წადით თქვენი!.. - ზუსტად ისე ვიგინები, როგორც მამა.
- სკიტკა! სკიტკა! - ყვირის გუკა, თან ფიქრობს, სული, რომ შეუბერა ვერ დავინახე. - რატომ შეუბერე სული? - ვეკითხები და მუშტებს ვკრავ. - არ შემიბერავს, ქარის ბრალია, ჩემკენაა, ძმაო! თითს ვისველებ და ჰაერში ვწევ(სოფელში ვისწავლე), თუმცა ისედაც ვიცი რომ ნიავი არ იძვრის და დღეს ძალიან ცხელა. - აბა დაიფიცე? - ვეკითხები მაინც. - დეიდას სულს გეფიცები! - არ ვიცი უფრო რატომ ვურტყამ, ჩემი "ნაკლეიკის", გამო, თუ თავის მკვდარს რომ იფიცება ტყუილად. - შენ ჯერ ნახე! ვუთხრა დედას! - ბღავის გუკა და გახეთქილი ტუჩიდან წამოსული სისხლი და ლორწკი ერთმანეთში ერევა. ცოტა ხანში დედამისს ჩემი ყური უჭირავს ხელში და ცდილობს ისე დამიგრძელოს როგორც თავად აქვს მძიმე საყურისგან. მეორე დღეს გუკას დიდი ყვითელი სასტვენი კიდია ყელზე და დედამისიც უფრო ხშირ-ხშირად გამოდის აივანზე. დიდი ბიჭები იჭაჭებიან სიცილით, მე ჯერ ვერ ვხვდები რა ხდება. - გუკას, თუ კიდე გალახავ სვისტოკში ჩასტვენს და დაგენძრა! - მეუბნებიან დიდი ბიჭები და სიცილს აგრძელებენ. მე თავს ვიქექავ და საღამოს მამას ვეკითხები რას ნიშნავს სიტყვა "დაგენძრა".
მამა მთვრალი მოვიდა და სალაპარაკოდ მაგიდასთან დაგვსვა, იატაკს ჩაშტერებულმა, გასაგონად, თუმცა რაღაც შიშით, დაბნეულად თქვა: - ახალი დედა უნდა მოგიყვანოთ! - ჩემ ძმამ ტირილი მორთო. მამამ სიგარეტს მოუკიდა, ფანჯარას მიუახლოვდა და ქუჩაში დაიწყო ცქერა. - არ გვჭირდება ჩვენ ახალი დედა! - მუშტები შევკარი და სიძულვილით მივაშტერდი მის ზურგს. - ჩემი დედა მომიყვანე, თუ კაია! - ჩემი ძმა პატარაა და შტერი. ისევ აზლუქუნდა. ფეხი გავკარი, თუმცა არ გაჩერებულა. - და ამ დასაწვავი ქვეყნიდანაც როგორმე წავალთ - თავისთვის ჩაილაპარაკა მამამ. - შენ ხომ თქვი არაფერს გავუჭირვებო! - ვახსენებ, თუმცა პასუხს არ მცემს და ზურგს ვაქცევ. ჩემს ძმას ხელს ვკიდებ და ოთახში მიმყავს. - შენც ტირიხარ? - ზლუქუნით მეკითხება. თავმოგრეხილი, ცნობისმოყვარეობით მიცქერს და წინ გაუხედავად მიაბიჯებს საწოლისკენ. - არა, თვალში რაღაც ჩამივარდა და მაგის ბრალია! - ვპასუხობ და ლოგინში ვაწვენ. იმ ღამეს თავშექცევით არ ვიძინებთ და ცოტა უფრო მეტს ვლაპარაკობთ ვიდრე სხვა დროს. - ხვალე მათხოვებ შენს ფანარს? - მეკითხება ცოტა ხანში. - რათ გინდა? - მჭირდება! - კაი, წაიღე... - სიხარულით -"იეს" იძახის და ბალიშს ასწორებს. - დედა გინდა ნახო სიზმარში? - წამოჯდა უცბად და მეკითხება. - არა! - ვპასუხობ მე და ზურგს ვაქცევ. - რატომ? - უკვირს. - მეშინია! - სიმართლეს ვეუბნები, თუმცა ვცდილობ ისეთი ტონით ვუთხრა თან, რომ ხუმრობად მოეჩვენოს. - მართლა? - მიხვდა, რომ რაღაც ვერ არის. - არა! - ვტყუი. - აბა რატომ თქვი მეშინიაო? - ისე...
სარდაფში შტაბი ავაშენეთ ბავშვებმა. იქ ბნელა და ისეთი ფსლის სუნი დგას, როგორიც ლიფტში, მაგრამ ჩვენ შეჩვეულები ვართ და აღარ გვაწუხებს. მეორე კორპუსელებსაც აქვთ შტაბი და იმათი კორპუსიც ფსლის სუნად ყარს. მაგის ბრალია ალბათ, რომ დიდი და პატარა ყველა ქუჩაშია ხოლმე დილიდან. უფროსები დომინოს თამაშობენ. დიდი ბიჭები კარტს. რომ მობეზრდებათ კამათობენ, ვისაც არ ბეზრდება სვამს. სმა რომ მობეზრდებათ ჩხუბობენ, ჩხუბი რომ ბეზრდებათ, ზავდებიან და შემდეგ ყველაფერი ხელახლა იწყება. ავადმყოფების გარდა ყველა სვამს. თუმცა ბესოს უფროსი ძმა(აი, ინგლისში, რომ წავიდა) ამბობს, "ეგენი ყველანი ავადმყოფები არიანო".
ჩვენი შტაბის კაპიტანი გაგაა. მანამდე ბესო იყო, მაგრამ ამ ბოლოს ეზოში იშვიათად ჩამოდის. თავის ძმამ უთხრა, კარგად, თუ ისწავლი, ჩემთან წაგიყვანო. გაგა არ მიყვარს, სულ ყველას დასცინის და ბოროტია. თუმცა ეს ჩვენი კორპუსის შტაბია და იქით კორპუსელებთან რომ ვითამაშო, მოღალატეს დამიძახებენ.
- გინდათ მივაფსა? - ამბობს გაგა და გუკასკენ ანიშნებს შტაბს. გუკა სასტვენს იმარჯვებს ხელში და თან გასაქცევ მიმართულებას ათვალიერებს. ბექა მას კისრიდან გლეჯს სასტვენს და მხრის ძლიერი კვრით გაგასკენ აგდებს. გაგა იმიტაციას აკეთებს, თითქოს, რომ უსტვენს, თითქოს გუკას დედაა და თმების სწორებით მორბის "შვილთან". ხარხარებს და შტაბიც ჰყვება. - შეეშვი! - ვეუბნები და ვხვდები რომ თვალები მიწყლიანდება. - რა, ბიჭო? - მომიტრიალდა გაგა და ჩვენ ლამის ცხვირებით ვეხებით ერთმანეთს. - დაანებე რა თავი! - ვეუბნები მკაცრად, თუმცა ბზარი მეპარება ხმაში და ჩემზე ბევრად მაღალი მეჩვენება. - ამას ვინ ჰკითხავს? - ყველას გასაგონად იძახის და ხელს მკრავს. მე აგურის ნატეხს ვიღებ ხელში და ვეუბნები, თუ მომეკარება თავში ჩავარტყამ. - წადი შენი დედაც! - კიდევ ერთხელ მკრავს ხელს და ძირს ვეცემი. აგურის ნატეხი კედელს მიეფშვნა, იმდენად ახლოს გაუარა თავთან, რომ წატორტმანდა და წაიქცა. ყველანი დადუმდნენ. კანალიზაციის მილებში მიმავალი წყლის ჩუხჩუხი გავიგონე. ძალიან შემეშინდა და სახლისკენ გავიქეცი. ზურგიდან გაგას გაუბედავი ხმა მომესმა: - ფახი! - შემდეგ ცოტა უფრო ომახიანად - "ფაახი!" შემდეგ ყველანი ერთხმად აგუგუნდნენ: - ფა-ხი! - დუ-დუ-დუ! - ფა-ხი! - დუ-დუ-დუ!
- იჩხუბე? - ჩემ წინ იცუცქება და სახეს სახესთან მისწორებს მამა. თავს ვიქნევ უარის ნიშნად და თვალებში ვუყურებ. - აბა? - შარვალს მიფერთხავს. - დავეცი... - დაიფიცებ? - დედას სულს გეფიცები! - ვუთხარი და თვალში ხელი მოვისვი, მგონი რაღაც ჩამივარდა. - კაი, ხო, მოდი ჩემთან! - მიხუტებს. არ ვუძალიანდები და არც სასმლის სუნი მაღიზიანებს ამჯერად. - მამა! - ჰო? - ინგლისში წავიდეთ რა!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
26. მომეწონა :) +++ მომეწონა :) +++
24. გილოცავთ ძმებო,ერთმანეთის შეხვედრას:))) გულით მიხარია, იმბეცილ გილოცავთ ძმებო,ერთმანეთის შეხვედრას:))) გულით მიხარია, იმბეცილ
23. ნუ მაჯონბონჯოვებ ძმაო, მე ვამაყობ შენით პირიქით, მე ხომ არაფერში ვუქნივარ ღმერთს და შენგან რომ რაღაც გამოვა გული მიგრძნობს ფრიად :) :HUG: პ.ს. ეს ვირიშვილი ჩემი პატარა ძმაა, ესეც გაურაკპარაკებულა და არ ვიცოდი :P ნუ მაჯონბონჯოვებ ძმაო, მე ვამაყობ შენით პირიქით, მე ხომ არაფერში ვუქნივარ ღმერთს და შენგან რომ რაღაც გამოვა გული მიგრძნობს ფრიად :) :HUG: პ.ს. ეს ვირიშვილი ჩემი პატარა ძმაა, ესეც გაურაკპარაკებულა და არ ვიცოდი :P
22. მე ვამაყობ... მე ვიცნობ მას... მე ვიცნობ იმბეცილს... ის ჩემი ძმაა... ღვიძლი ძმა. მე ვამაყობ... მე ვიცნობ მას... მე ვიცნობ იმბეცილს... ის ჩემი ძმაა... ღვიძლი ძმა.
21. პილიგრიმი, მადლობ კეთილი კომენტარისთვის. ;) სულ ყველას კიდევ ერთხელ გმადლობთ. :) პილიგრიმი, მადლობ კეთილი კომენტარისთვის. ;) სულ ყველას კიდევ ერთხელ გმადლობთ. :)
20. ვწუხვარ, მაგრამ უნდა გამოგიტყდე რომ შენი არსებობა პირველად გავიგე ავტორო!
თავს ვხრი ამ მოთხრობის წინაშე, მოწიწების ნიშნად!
დარწმუნებული არ ვარ მაგრამ ძალიან მჯერა რომ ჩემსავით არავის შეუგრძვნია ეს მოთხრობა აქ და შესაძლოა არამარტო აქ...
ყოველთვის წაგიკითხავ აწი! ვწუხვარ, მაგრამ უნდა გამოგიტყდე რომ შენი არსებობა პირველად გავიგე ავტორო!
თავს ვხრი ამ მოთხრობის წინაშე, მოწიწების ნიშნად!
დარწმუნებული არ ვარ მაგრამ ძალიან მჯერა რომ ჩემსავით არავის შეუგრძვნია ეს მოთხრობა აქ და შესაძლოა არამარტო აქ...
ყოველთვის წაგიკითხავ აწი!
19. ძალიან მომეწონა. ძალიან მომეწონა.
18. ინგლისში წავიდეთ რა! – აი აქ "თვალში ხელი მოვისვი,მგონი რაღაც ჩამივარდა" ? :( კარგი ხარ ძალიან ! ინგლისში წავიდეთ რა! – აი აქ "თვალში ხელი მოვისვი,მგონი რაღაც ჩამივარდა" ? :( კარგი ხარ ძალიან !
17. დღეს რაღაც პროზაში მიმართლებს, ჟიურისაც უმართლებს, კარგები ამოურჩევია. ყველაფერი სიმართლეა თითო სიტყვა, თითო ეპიზოდი, ძალიან მაგარია. მაგარი ავტორი ხარ "იმბეცილი". დღეს რაღაც პროზაში მიმართლებს, ჟიურისაც უმართლებს, კარგები ამოურჩევია. ყველაფერი სიმართლეა თითო სიტყვა, თითო ეპიზოდი, ძალიან მაგარია. მაგარი ავტორი ხარ "იმბეცილი".
16. მომეწონა.!
2. კომენტარს დავესესხები სევდა და იუმორი -50/50-ზე. მომეწონა.!
2. კომენტარს დავესესხები სევდა და იუმორი -50/50-ზე.
15. წარმატებები იმბეცილო. წარმატებები იმბეცილო.
14. მშვენივრად და ლაღად წერთ ბატონო, ცოტა საურთიერთობოდ ბრძანდებით, ძნელი. მშვენივრად და ლაღად წერთ ბატონო, ცოტა საურთიერთობოდ ბრძანდებით, ძნელი.
13. იან გიუს უკეთურებას მაგონებს :))) კარგია ძალიან )) წარმატებები იან გიუს უკეთურებას მაგონებს :))) კარგია ძალიან )) წარმატებები
12. როგორი კაცური ნაწერია. ძალიან მომეწონა. 5 ქულა. როგორი კაცური ნაწერია. ძალიან მომეწონა. 5 ქულა.
11. ავტორი: იმბეცილი ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5 კარგად წერთ, თემატიკაც მომწონს, სასიამოვნოა თქვენი გამოჩენა საიტზე. ავტორი: იმბეცილი ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5 კარგად წერთ, თემატიკაც მომწონს, სასიამოვნოა თქვენი გამოჩენა საიტზე.
10. გმადლობთ!.. არა... ძალიან, გმადლობთ! არა... ძალიან, ძალიან, გმადლობთ! გმადლობთ!.. არა... ძალიან, გმადლობთ! არა... ძალიან, ძალიან, გმადლობთ!
9. ...
სხვის კომენტარს შემოვყევი. ისე, სხვათაშორის. პროზასთან ვერ ვმეგობრობ მონიტორზე. დავიწყე და იოლად წაიღო, წამეკითხა ბოლომდე. კარგი იყო.
ყველა სიკეთე... ...
სხვის კომენტარს შემოვყევი. ისე, სხვათაშორის. პროზასთან ვერ ვმეგობრობ მონიტორზე. დავიწყე და იოლად წაიღო, წამეკითხა ბოლომდე. კარგი იყო.
ყველა სიკეთე...
8. ძალიან...ძალიან კარგი იყო...55555 ზუსტად მოტანილი ემოციები... სუნთქვაც კი იგრძნობა...არცერთი ზედმეტი სიტყვა...
მგონი ზალიან კაგი ავტორი აღმოვაჩინე...:-* ძალიან...ძალიან კარგი იყო...55555 ზუსტად მოტანილი ემოციები... სუნთქვაც კი იგრძნობა...არცერთი ზედმეტი სიტყვა...
მგონი ზალიან კაგი ავტორი აღმოვაჩინე...:-*
7. ძალიან...ძალიან კარგი იყო...55555 მგონი კაგი ავტორი აღმოვაჩინე...:-* ძალიან...ძალიან კარგი იყო...55555 მგონი კაგი ავტორი აღმოვაჩინე...:-*
6. გმადლობთ, კომენტარებისთვის. :) გმადლობთ, კომენტარებისთვის. :)
5. კარგად შეზავებული მოთხრობა.
აგედევნებით აწი :) კარგად შეზავებული მოთხრობა.
აგედევნებით აწი :)
4. ეჰ...ინგლისი უფრო ყარს ფსლის (ავტორის წაბაძვით) სუნად.თანაც იქ პარსკევ საღამოდან რომ იწყება ღრიალი, წივილი , კივილი..ვერ გაიგებ , ქალები, კაცები ერთნაირად კივიან. ყრიან ქუჩაში, იგინებიან და არწყევენ.ღამე ვერ დაიძინებ.არასრულწლოვანმა თავზე რომ დაგამხოს ურნა , ბოთლი, ან მანქანის მინა ჩაგილეწოს, ხმას ვერ გასცემ. აქეთ შენ გიჩივლებენ. და კიდევ ბევრი რამ................................................................:)))) თუმცა მაინც სასაიმოვნოა რომ იმედი არის, იქნებ სადმე სამოთხეა.....მაგრამ კარგია იქ, სადაც არ ვართ. ეჰ...ინგლისი უფრო ყარს ფსლის (ავტორის წაბაძვით) სუნად.თანაც იქ პარსკევ საღამოდან რომ იწყება ღრიალი, წივილი , კივილი..ვერ გაიგებ , ქალები, კაცები ერთნაირად კივიან. ყრიან ქუჩაში, იგინებიან და არწყევენ.ღამე ვერ დაიძინებ.არასრულწლოვანმა თავზე რომ დაგამხოს ურნა , ბოთლი, ან მანქანის მინა ჩაგილეწოს, ხმას ვერ გასცემ. აქეთ შენ გიჩივლებენ. და კიდევ ბევრი რამ................................................................:)))) თუმცა მაინც სასაიმოვნოა რომ იმედი არის, იქნებ სადმე სამოთხეა.....მაგრამ კარგია იქ, სადაც არ ვართ.
3. მომეწონა, უცებ ჩავედი ბოლომდე. მომეწონა, უცებ ჩავედი ბოლომდე.
2. მომეწონა. სევდა და იუმორი-50/50 -ზე.
"სარდაფში შტაბი ავაშენეთ ბავშვებმა. იქ ბნელა და ისეთი ფსლის სუნი დგას, როგორიც ლიფტში, მაგრამ ჩვენ შეჩვეულები ვართ და აღარ გვაწუხებს. მეორე კორპუსელებსაც აქვთ შტაბი და იმათი კორპუსიც ფსლის სუნად ყარს. მაგის ბრალია ალბათ, რომ დიდი და პატარა ყველა ქუჩაშია ხოლმე დილიდან. უფროსები დომინოს თამაშობენ. დიდი ბიჭები კარტს. რომ მობეზრდებათ კამათობენ, ვისაც არ ბეზრდება სვამს. სმა რომ მობეზრდებათ ჩხუბობენ, ჩხუბი რომ ბეზრდებათ, ზავდებიან და შემდეგ ყველაფერი ხელახლა იწყება. ავადმყოფების გარდა ყველა სვამს. თუმცა ბესოს უფროსი ძმა(აი, ინგლისში, რომ წავიდა) ამბობს, "ეგენი ყველანი ავადმყოფები არიანო". ჩემს ეზოზე ხომ არ წერს მეთქი ავტორი? :)
ბოლო განსაკუთრებულად კარგია.
"იჩხუბე? - ჩემ წინ იცუცქება და სახეს სახესთან მისწორებს მამა. თავს ვიქნევ უარის ნიშნად და თვალებში ვუყურებ. - აბა? - შარვალს მიფერთხავს. - დავეცი... - დაიფიცებ? - დედას სულს გეფიცები! - ვუთხარი და თვალში ხელი მოვისვი, ვითომ რაღაც ჩამივარდა. - კაი, ხო, მოდი ჩემთან! - მიხუტებს. არ ვუძალიანდები და არც სასმლის სუნი მაღიზიანებს ამჯერად. - მამა! - ჰო? - ინგლისში წავიდეთ რა!"
წარმატებები და უამრავი სიხარული! ++ :)
მომეწონა. სევდა და იუმორი-50/50 -ზე.
"სარდაფში შტაბი ავაშენეთ ბავშვებმა. იქ ბნელა და ისეთი ფსლის სუნი დგას, როგორიც ლიფტში, მაგრამ ჩვენ შეჩვეულები ვართ და აღარ გვაწუხებს. მეორე კორპუსელებსაც აქვთ შტაბი და იმათი კორპუსიც ფსლის სუნად ყარს. მაგის ბრალია ალბათ, რომ დიდი და პატარა ყველა ქუჩაშია ხოლმე დილიდან. უფროსები დომინოს თამაშობენ. დიდი ბიჭები კარტს. რომ მობეზრდებათ კამათობენ, ვისაც არ ბეზრდება სვამს. სმა რომ მობეზრდებათ ჩხუბობენ, ჩხუბი რომ ბეზრდებათ, ზავდებიან და შემდეგ ყველაფერი ხელახლა იწყება. ავადმყოფების გარდა ყველა სვამს. თუმცა ბესოს უფროსი ძმა(აი, ინგლისში, რომ წავიდა) ამბობს, "ეგენი ყველანი ავადმყოფები არიანო". ჩემს ეზოზე ხომ არ წერს მეთქი ავტორი? :)
ბოლო განსაკუთრებულად კარგია.
"იჩხუბე? - ჩემ წინ იცუცქება და სახეს სახესთან მისწორებს მამა. თავს ვიქნევ უარის ნიშნად და თვალებში ვუყურებ. - აბა? - შარვალს მიფერთხავს. - დავეცი... - დაიფიცებ? - დედას სულს გეფიცები! - ვუთხარი და თვალში ხელი მოვისვი, ვითომ რაღაც ჩამივარდა. - კაი, ხო, მოდი ჩემთან! - მიხუტებს. არ ვუძალიანდები და არც სასმლის სუნი მაღიზიანებს ამჯერად. - მამა! - ჰო? - ინგლისში წავიდეთ რა!"
წარმატებები და უამრავი სიხარული! ++ :)
1. დამასევდიანა:( წარმატებები იმბეცილ... დამასევდიანა:( წარმატებები იმბეცილ...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|