 | ავტორი: დონკიხოტი ჟანრი: პოეზია 6 სექტემბერი, 2013 |
ამბებს ვიხსენებ - ისე გვიანდელს, თითქოს არასდროს გადამხდომია... თითქოს წარსულის სხივზე მიაბეს და ფრანივით ქრის მელანქოლია.
მოგონებებიც იტოტებიან: თურმე რამდენი რამე მაშორებს, ჩემს წინ აფრენილ ბაბუ-ბებიას და გაფუჭებულ სათამაშოებს...
ხან წარსულიდან გაკრთდება სხივი, - მოსურათხატე - მომავლის დროთა; ფრთხილი ნათებით შორიდან მივლის, - დედაჩემივით მინათებს ოთახს...
და იფანტება მერე ისევე, თუმცა ვიცი, რომ სულმთლად არ მტოვებს... სულ ასე ხდება როცა ვიხსენებ, ჩემს გაფუჭებულ სათამაშოებს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|