 | ავტორი: ნეფერტარი ჟანრი: პროზა 18 ოქტომბერი, 2013 |
ჩემი ტკივილის ყველა ქვა-ღორღი, ჩემმა მკლავებმა უნდა აზიდოს...
სოსო ნადირაძე
არაბული რაში ლაღი ნავარდით დაუღალავად მიჰქროდა და მსუბუქად კეცავდა უკან გაქცეულ ქვიშის ხალიჩას. ცხენის კისერს მიწოლილი უანგარიშოდ ვადევნებდი თვალს საუცხოო არაბული ზღაპარივით მოლივლივე "უსიცოცხლოდ მბრწყინავ იდეალურ სილამაზეს" * უნაკლოდ შესრულებული პეიზაჟივით რომ ეკიდა ჩემი ცნობიერების შორეულ კედელზე. მარჯვენა მხარი და ფეხი საშინლად მტეხდა, მკლავი არ მემორჩილებოდა, თითქოს ზედ მქონდა შემხმარი. ფეხის ოდნავი შერხევა ტკივილისგან მაყრუებდა. ჯადარის ღონიერ კისერს მარცხენა მხრით ვიყავი მიწოლილი და ისე ვადევნებდი თვალს ცხენის ფლოქვებით აყრილ მბზინავ ქვიშას...
საკუთარ თავში ისე ვიყავი ჩაღრმავებული თითქოს ღრმა ჭის ფსკერზე თავდაყირა ვეკიდე. ვცდილობდი გამომეცნო, ერთსა და იმავე პიროვნული განსჯის ფარგლებში, ის ორი მოქმედება რაც მე ჩავიდინე - ნორმალური მოვლენა იყო - თუ არა? ჩემი ქცევების მიზეზსა და შედეგს შორის კავშირი - ლოგიკური იყო - თუ არა? ერთის მხრივ, ტუარეგის დაჭრით თავზარდაცემულს და სისხლით ხელებშეღებილს - კინაღამ ხელიდან გამომეცალა საკუთარი თავი. ცოტა ხნის შემდეგ კი, სრულიად გამიზნულად და ცივი გონებით ვანგარიშობდი როგორ მესროლა შორ მანძილზე დანა ისე, რომ პოლონელი მომეკლა. ერთში მსხვერპლი ვიყავი, მეორეში - თავდამსხმელი. ხომ ფაქტი იყო რომ ორივე ქმედება მე ჩავიდინე და შედეგებიც ჩემი გამოწვეული იყო... ტუარეგის მოგერიებისას - ჩემს სიცოცხლეს ვიცავდი, პოლონელზე თავდასხმისას - სხვის სიცოცხლეს. მიმაჩნდა რომ ორივე ნამდვილად გამამართლებელი გარემოება იყო, მაგრამ მე რომ არ მშველოდა ჩემში გაბატონებული ბურუსის გასაფანტად? ნუთუ შევძელი ადამიანის სასიკვდილოდ გამეტება? ნუთუ მაინც გადავაბიჯე ადამიანურობის ზღვარს?
მილოში როგორც მტერი - ყოველწამიერად ყალიბდებოდა ჩემს გონებაში. სამაგიეროდ ახალგაზრდა ტუარეგი - მტრად ვერა და ვერ აღვიქვი. ერთის მხრივ - ცივსისხლიანი მკვლელი და მეორეს მხრივ ადამიანი, რომელიც მისი ხელით დაღვრილმა სისხლმა მთლიანად შეძრა... - ნუთუ ეს ორივე მე ვიყავი?! ტუარეგის თავდასხმისას მხოლოდ ინსტიქტით ვმოქმედებდი, ახლაც ზაფრას მცემდა ის ჟინი რომლითაც დანას ვიქნევდი. სამაგიეროდ მილოშზე თავდასხმისას, ჩემს აზრებზე და მოქმედებაზე სრული კონტროლი მქონდა. ახლა ნამდვილად ვიცოდი, რაც იყო თავის ფლობა და მართვა და, ისიც სინამდვილეში რასაც ნიშნავდა კაცობრიობისთვის ყველაზე ძვირფასი სიტყვა - "თავისუფლება."
რაც მეტს ვფიქრობდი, უფრო ვრწმუნდებოდი, რომ ფიქრის და განსჯის დროის გარეშე, გადაწყვეტილების მყისიერ მიღებას - ადამიანის საკუთარი თავიდან "ამოგდება" შეეძლო - თუ გადაწყვეტილების სისწორეში ერთადერთობაში ვერ დარწმუნდებოდა. ფიქრი არასოდეს მეზარებოდა. ყოველთვის ვაკვირდებოდი საკუთარ აზრებს და საქციელს. ვცდილობდი - არასოდეს ჩამედინა რამე ისეთი, რაც ვინმესთვის ზიანის მომტანი იქნებოდა. საჰარაში მოხვედრამდე, დარწმუნებულიც კი ვიყავი, რომ კარგად ვიცნობდი საკუთარ თავს, მაგრამ ამ ერთმა თვემ სრულიად სხვაგვარად დამანახა ჩემი ხასიათი და ცნობიერება. საჰარაში ტურისტად მოხვედრილ გოგოსა და „ჩემს“ შორის მხოლოდ დიდი სხვაობა კი აღარ იყო, ახლა მე უკვე საშიში ადამიანი ვიყავი და სრულიად გამიზნულად შემეძლო მოქმედება თუნდაც მტრის, მაგრამ მაინც ადამიანის მოსაკლავად.
ფიქრიდან ალ კაბირმა გამომარკვია, მარცხნივ გახედვას მანიშნებდა. – „ნეტავ ადამიანი თუ ყავს მოკლული...“ - გამკრა გონებაში და მის ნიშანს თვალი გავაყოლე.
ჩვენგან მარცხნივ, კარგა მოშორებით, ორ დაჩოქილ აქლემს გრძელი კისრები ერთმანეთზე გადაეჭდოთ და ისე შერწყმოდნენ ქვიშას, რომ თავიდან ლოდის ნატეხები მეგონა. ცხოველებს მივუახლოვდით თუ არა, ბედუნი ჩამოქვეითდა, აქლემებს დაუყვავა, ხურჯინები გასინჯა და მოუბრუნებლად მითხრა: - აქედან დრომადერებით** ვივლით. წყალი და საკვები არ ჭირდებათ. რაც გვაქვს სამივეს გვეყოფა. შენი დრომადერის აღვირს ჩემს უნაგირს გამოვაბამ. ქარავნად ვივლით, მხოლოდ თავი უნდა შეიმაგრო აქლემზე. - იქნებ ისევ ცხენით ვიარო... - ცხენს მეტი წყალი დასჭირდება, აღარ გვეყოფა!... - ოჰ წყალი!.. ჩემს ქვეყანაში იმდენი და ისეთი გემრიელი წყალია... იმდენი მდინარე და რუ მოედინება, იმდენი ჩანჩქერი და წყაროა... სახლში მინდა...
ალ კაბირი მკვეთრად მობრუნდა და დამაკვირდა. რამოდენიმე ხანს უძრავად, გარინდული იდგა და თვალმოუცილებლად მიცქერდა. ისე მიყურებდა, თითქოს რაღაც ახალი აღმოაჩინა და ამან ძალიან გააკვირვა. თვალებში უცნაურმა, ჩემთვის აქამდე შეუმჩნეველმა ციალმა გაურბინა და მდუმარედ შებრუნდა. აქლემებზე უნაგირები გაასწორა და აღვირ-ლაგამი გაუსინჯა. - იქნებ დავისვენოთ, დაცემისას მხარი და ფეხი მეტკინა... - მოლოდინით შევაცქერდი ბედუინს. - იმოჰაგები სანამ გონს მოვლენ, რაც შეიძლება მეტი მანძილი უნდა გავიაროთ, დრო არ არის! - დაგვედევნებიან ? ალ კაბირმა არ მიპასუხა. აქლემის ლაგამზე შებმული გრძელი თოკი მეორის უნაგირზე კარგად დაამაგრა. წყალი და საკვები ამოალაგა, ორად გაყო, ერთი "ჩემს " აქლემს აჰკიდა, მეორე - თავისას. - შენს სახლში წყალი არის? კითხვას მოქმედება მოჰყვა. ბედუინმა თხის ტყავის ტიკჭორას თავი მოხსნა და მომაწოდა. წყალი იყო. ანგარიშმიუცემლად გამოვართვი და კითხვა შევაბრუნე:
- რატომ არაფერს მიყვები შენზე? ვინ ხარ, სად ცხოვრობ, რას საქმიანობ, რითი სუნთქავ... ბედუინი დუმდა, ყველა კვანძს ამოწმებდა და გრძელი გზისთვის ემზადებოდა. - ჰილალეზე არაფერს მეტყვი? ამ კითხვამ ნამდვილი ჯადოსავით იმოქმედა. ალ კაბირი ჯერ გაშეშდა, მერე ჩემსკენ წარბშეკრული მობრუნდა და თვალი გამისწორა. სრულიად წარმოუდგენელი იყო, მაგრამ პირდაპირ თვალებში მიცქერდა. - შენს პირად საქმეში ჩარევა არ მინდოდა... შენს გამო უნდა ჩემი მოკვლა, ამიტომ გკითხე... - ბოდიშის ტონი გავურიე ნათქვამს, მაგრამ თვალი არც მე ამირიდებია. მის მზერაში ბრაზის ნაპერწკალმა იელვა. - შენ ხომ თვითონ მოინდომე ჩემი შველა, ახლა ორი სიტყვის თქმაც აღარ გინდა... რატომ გაყავი წყალი და საგზალი, ისევ მარტომ უნდა ვიარო? ხმას არ მცემ? მებუტები?.. კაცის მოკვლა რომ შემიძლია იმიტომ? ბედუინი გაკვირვებული დამაცქერდა, თავიდან ფეხამდე მზერით გამზომა, ტიკჭორა ფრთხილად გამომართვა, საცობი მჭიდროდ დააგმანა და ხურჯინში ჩემს დანასთან ერთად ჩადო. - ალ კაბირ, იქ სოფელში, ლოდის ჩრდილში, მართლა შენ მელაპარკებოდი? - დროა! - ალ კაბირმა და ცხენთან ცალი ფეხით დაიჩოქა მისი მუხლის გავლით ცხენიდან რომ ჩამოვსულიყავი. თავიც ჩვეულად დახარა და ნიკაპი მკერდზე მიიბჯინა რომ ჩემი ნახევრადშიშველი ფეხებისკენ მზერა არ გაქცეოდა. ყელში მოგუდვა ვიგრძენი. ძლივს გადავყლაპე გულზე დამდგარი ვეებერთელა ბურთი. მარცხენა ხელით უნაგირს მოვეჭიდე, მის მუხლს ავერიდე და ცხენიდან პირდაპირ მიწაზე ჩამოვხტი მაგრამ მარჯვენა ფეხმა მიმტყუნა და ტკივილისგან მოღრეცილმა ჩუმად ჩავიჩოქე. საშინლად დასივებული კოჭი აუტანლად მტეხდა. ალ კაბირი შუბლშეკრული დამაცქერდა: - უნდა ვნახო მოტეხილი ხომ არ არის! ნება მომეცი! - მე უხმოდ დავუქნიე თავი და ცალი ხელით დიდი გაჭირვებით გავიხადე ფეხსაცმელი. - რომც იყოს, აქ რას ვიზამთ... - რაც გვაქვს იმას გამოვიყენებთ! - ბედუინმა კოჭი და ტერფი ფრთხილად გამისინჯა. აუტანელმა ტკივილმა მთელი ნერვები დაიარა და ტვინში გამეჩხირა. სიმწრის ცრემლებმა სახეზე ჩამირბინეს, გულისკოვზთან შეერთდნენ და გაცივდნენ. - მაშალაჰ! მოტეხილი არაა, მხოლოდ ძლიერი ნაღრძობია. - ჩუმად თქვა ალ კაბირმა, ჩემს ფეხსაცმელს წინა მხარე ჩაუკეცა, გადაკეცილი ყელი მთლიანად გაშალა და მარკუთხა არტაშნად აქცია. აბრეშუმის ქამარი სწრაფად მოიხსნა, შუაზე გახია, ფეხის გულიდან კოჭამდე "არტაშანი" დამიმაგრა და ქამრით რვიანისებური ნახვევის დადება დაიწყო. ცოტა ხანში ფეხი ისე მაგრად მქონდა შეკრული თითქოს თაბაშირში მედო. ბედუინმა ქვიშიდან რაღაც აიღო და დააცქერდა. მის თეთრ პერანგს უდაბნოს ცხელი ნიავი ოდნავ არხევდა. ხალათისა და ქამრის გარეშე მისი სხეულის იდეალური მოხაზულობა აბრეშუმის პერანგში უფრო ნათლად ჩანდა. მაღალი ყელ-კისერი, ღონიერი და განიერი მხარ-ბეჭი, დაკუნთული მკლავები, წვრილი წელი, ვიწრო თეძო, ჩამოქნილი ფეხები და მაღალი წვივები, სხეულის და კიდურების იდეალური პროპორციულობა... უნებლიედ ვიფიქრე, რომ ცოცხალ ადამიანს კი არა, უდაბნოს უძრავ ფონზე იდეალურად დაწერილ ფრესკას ვუყურებდი.
ალ კაბირი თავდახრილი იდგა და ხელისგულს დასცქეროდა. თვალს ვადევნებდი თავსაბურავით შეხვეულ სახეზე მერცხლის ფრთასავით მოხაზულ, მუქი ფერის ოდნავ შეკრულ წარბებს და პალმის ფოთლებივით სწორ, მარაოსავით გაშლილ გრძელ წამწამებს და ვფიქრობდი, რომ თვით უნაკლო გარეგნობაც კი, - თვალების და ცოცხალი მზერის გარეშე თითქმის არაფერს ნიშნავდა. თითქოს ჩემი ფიქრი გაიგონა, - თავი ასწია და შემომხედა. მწვანე, წყლიანმა და დიდმა თვალებმა ღიმილით გაიციალეს და ჩემი მონატრებული სახლის წინ მოშრიალე ვერხვის მწვანე სიგრილე მომიტანეს.
ალ კაბირის გაშლილ ხელისგულზე ჩემი ოქროს კენჭები ბრწყინავდნენ. - ჰამადში ვიპოვე. - ცნობა გცოდნია,იშვიათი ნიჭია,. - ცალი ფეხით ჩაიმუხლა და კენჭები მომაწოდა. ჩემი განძი მარცხენა ხელით ნელა მოვათავსე ფეხსაცმელში. - ნილნა, მხარი უნდა მაჩვენო...უნდა შეგეხო! - შეხებისთვის ყოველთვის ნებართვას ითხოვ? - ყურანში წერია, როცა ადამიანს ეხები - მის სულს ეხები. - მართლა? ამაზე არ მიფიქრია, თუმცა მეც არავის ვეხები, მაგრამ უნებლიედ გამომდის. - დრო ნუ გაგყავს... მხარი მაჩვენე! - მეტკინება, ფეხის ტკივილმა ლამის დამაბრმავა! - ამოვარდნილია, ლავიწის ძვალი ამოჩრილია. ხელი უმოძრაოდ გკიდია. - მეტკინება... - უნდა აიტანო! ვგვიანდებით! - არა არა, ძალა არ მეყოფა, ვერ გავუძლებ...
ბედუნი ჯიუტად მიყურებდა და თვალს არ მაცილებდა. მისი მზერის ატანა ძალიან გამიჭირდა. ვგრძნობდი რომ ეს სწორედ ის მზერა იყო, რომელიც ყველაფერზე ისე დამიყოლიებდა, - ვერასოდეს ვერაფერზე ვიტყოდი უარს. ამ ახალმა აზრმა გამაოცა და დამაფიქრა. - ნილნა! -მომესმა თბილი დაბალი და მოალერსე ხმა, თითქმის ისეთივე, როგორიც ლოდის ჩრდილში. - უნდა გავიხადო? - ვიკითხე ჩუმად და გამახსენდა რომ ჩემი სამოსი ისედაც ორიოდე ძონძისგან შედგებოდა. - არა, მხარს გავსინჯავ, უნდა ჩავსვა... - გამოგივა? ტკივილს რომ ვერ გავუძლო? - ელ-კასრში ექიმებთან მივალთ, მაგრამ იქამდე უნდა მივაღწიოთ. - ელ-კასრი რა არის?! - ფარაფირაჰის ოაზისის დედაქალაქია. - დედაქალაქი? ოაზისს დედაქალაქი აქვს??? მოულოდნელმა სიხარულმა გამაოგნა. რა დროს მხარი იყო, როცა შუა საჰარაში, ცივილიზებულ ქალაქი იყო რაციით, ტელეფონით, პოლიციით... ალ კაბირმა დრო იხელთა, უსწრაფესი მოძრაობით ჩემი მკლავი იდაყვში მოხარა, მხრის სიმაღლეზე გაასწორა, იდაყვზე ხელისგული ამომდო და მკლავი თავს უკან ძლიერად გადამიწია. სახსარმა დაიხრჭიალა, გაიტკაცუნა და ბუდეში ჩაჯდა.
საზარელი ტკივილი მთელ სხეულში ჯერ მდუღარე ლავასავით გაიშალა, შემდეგ ერთბაშად დაყრუვდა და მაჯლაჯუნა კერპივით გაქვავდა. ჯოჯოხეთურად მხურვალე ტალღამ ელვის სისწრაფით ჩამიტაცა უნაპირო და უფსკერო მდუღარე ბნელ გვირაბში რომელიც ლითონის გამდნარ, წითლად მოვარვარე მჩქეფარე მდინარეს პირთამდე აევსო. ნაკადმა სწრაფად ჩამიხვია და სადღაც თავბრუდამხვევი სისწრაფით გამაქანა. ჩემს გონებაში ნათლად დატრიალდა ლოდთან მომხდარი ამბავი, როგორ ვიქნევდი დანას და როგორ მეღვრებოდა ხელებზე ადამიანის სისხლი... წამში ხელახლა გაიფრინა წუხანდელმა ღამემ და ჩემს ადუღებულ აზროვნებაში დღევანდელი დილაც გამოირიყა. ახლა ვხედავდი როგორ ცივად და გააზრებულად ვითვლიდი დანის სროლის კუთხეს, მასზე ზემოქმედების ძალას და მოძრაობის ტრაექტორიას ზუსტი გასროლით ადამიანი რომ მომეკლა. დავინახე კიდევაც მფრინავი დანა, რომელიც ორჯერ ამობრუნდა ჰაერში და მძლავრად მიაღწია მიზანს...
წითლად მოვარვარე, მდუღარე მდინარესთან შეწინააღმდეგება მინდოდა, მაგრამ სხეული აღარ მქონდა, შევეცადე დამენახა რა მქონდა სხეულის ნაცვლად მაგრამ თვალებიც აღარ მქონდა. არ ვიცოდი რაღა დარჩა ჩემგან, მაგრამ ვგრძნობდი რომ ხან პირაღმა მივექანებოდი, ხან პირდაღამა. უამრავი გვირაბი გადავლახე, ბოლოს, მდინარემ გამოქვაბულში შემაქანა და ისეთ ადგილას გამრიყა რომელიც მუდმივი მიწისძვრისგან შეუჩერებლად ზანზარებდა და ქანაობდა.
უცბად ვიგრძენი, ბნელი და მხურვალე გვირაბები ჩემი ძარღვები იყო, გამდნარი ლითონის წითელად მოვარვარე მდინარე - ჩემი მჩქეფარე სისხლი, ხოლო ეს უცნაური, მუდამ მფეთქავი და მოძრავი ადგილი - ჩემი გული. სისხლის მდინარემ - საკუთარ გულში მიმიყვანა. თვალები და სხეული აღარ გამაჩნდა, მხოლოდ გრძნობებიღა მქონდა და გულის ბაგაბუგს, ძლიერ რყევას, ზრიალს და ზანზარს ვგრძნობდი. მინდოდა რაიმეს მოვჭიდებოდი და თავი შემემაგრებინა, მაგრამ ვერ ვახერხებდი. გული საკუთარ კედლებზე მანარცხებდა, მჭეჭყავდა, მზელდა, მსრესდა, სისხლით მრეცხავდა და ისევ ხელახლა მახეთქებდა აქეთ-იქით. ვიგრძენი რომ ვცოტავდებოდი, ვდნებოდი და ვქრებოდი. მოულოდნელად ჩემი სახელი ვიგრძენი, ჩემი გული მეძახდა, მან ჩემი სახელი იცოდა...
- ნილნა! ნილნა! გონს მოდი! ჩემი სახელს ახლა მკვეთრად და ახლოდან ვგრძნობდი. საკუთარი თავის აღქმას ვიწყებდი. წამოვლილი სიგრილე მეამა და თვალი გავახილე. ჩემი ახალხილული თვალები ჯერ ოქროს მზეს შეერივნენ, მერე ნელ-ნელა ხედვა ისწავლეს. მზერა ხასხასა მწვანე ფერით ამევსო და გამხმარ ტუჩებთან წყლის წვეთები ვიგრძენი.
ჩემს გვერდით უძრავად ჩაჩოქილ კაცს ჩემი ხელი მაგრად ეჭირა და რაღაცას სრულიად უცხო ენაზე მეუბნებოდა. თავზე ჩარდახი მადგა. ოფლისგან მთლად სველი, გასაწური ვიყავი. ჩამუხლულ აქლემზე ზურგით მიწოლილს, მხარი მაგრად მქონდა გაკრული, მკლავი კისერზე მეკიდა და შუბლზე სველი ტილო მეფინა. - ნილნა! ათი დღე, მხოლოდ ათი დღე გაძელი და შენს ოჯახს დაუბრუნდები! - შუბლზე ხელის შეხება ვიგრძენი, მერე წყლის წვეთები პირთან. - მე ჩემი გულიდან დავიბადე! - შენი გულიდან დაიბადე? - მოვკვდი და ხელახლა დავიბადე. ღმერთის ნებით! - ეგ რას ნიშნავს? - „მაშალაჰ“. - მაშალაჰ რომ დაბრუნდი! უნდა გადარჩე, უნდა იცოცხლო და ძალიან ბედნიერი უნდა იყო... ამისთვის ვეომებით საჰარას, მდევარს, ტუარეგებს... ახლა როცა მიზანი ახლოა არ წახვიდე იქ, საიდანაც შენს დაბურნებას ვერავინ შეძლებს! - გულმა საკუთარ სისხლში მაბანავა... დავიღალე... - დაისვენე, რაკი გონს მოხვედი, ჯობია ახლავე მოღონიერდე. საჭმელიც უნდა შეჭამო, ჩაიც უნდა დალიო... ალ კაბირი ცდილობდა თავისი ხელით დაელევინებინა სისხლივით წითელი კარკადეს ჩაი, ხის კოვზით ეჭმია ფაფა, მაგრამ ამაოდ. მხოლოდ წყლის დალევა შევძელი. სისხლისფერ კარკადეზე გულზიდება მეწყებოდა. ჯადარი ძველებურად თავს მადგა და აბრეშუმის ფაფრით მზეს მიჩრდილავდა. მეც ძველებურად ვცდილობდი ძალის მოკრებას, გამთლიანებას, მაგრამ ახლა უფრო მეტად მიჭირდა და კიდევ ...ალ კაბირი ისე მახლობლად აღარ მეჩვენებოდა. ჩვენს შორის უხილავი, კარნაკის ტაძრის გალავანივით შეუმუსრავი, მაღალი და სქელი კედელი თავისით აღმართულიყო. ის ახლა ჩემთვის მხოლოდ უნაკლო გარეგნობის უცხო კაცი იყო რომელსაც უბედური შემთხვევის გამო გადავეყარე და თავის ადამიანურ ვალს იხდიდა როგორც ვინმე კეთილშობილი, უცხო ქალაქში დაკარგულს გზას რომ მიასწავლის და სახლამდე მიაცილებს.
საჰარაში შუადღის მწვავე და მხუთავი სიცხე იდგა. მზე შუბისტარზე ეკიდა. ჩრდილები გამქრალიყვნენ. ბედუინმა პერანგი გაიხადა, ცხენს თავზე და ზურგზე გადააფარა და ჩემთან ჩაიმუხლა. - როგორ ხარ... - მხარს და ფეხს ვეღარ ვგრძნობ, თითქოს აღარ მაქვს. - შენ სხვა რამ გაწუხებს. შენს თავში ჩაიკეტე. სისხლიანი ხელებიდან დანა ისე გამოგართვი, არც გიგრძვნია. შენ სამყაროს ვეღარ ხედავ! მე ვეღარ მხედავ! - შენზე ისედაც არაფერი ვიცი... - რა გინდა რომ იცოდე. - ახლა ალბათ აღარაფერი. - როგორც გსურს. ოღონდ მე, შენი სიცოცხლის გადარჩენასთან ერთად შენი სულის გადარჩენა მინდა! ძალა მოიკრიბე და თავს მოერიე, გამოარღვიე ეგ კედელი და გარეთ გამოდი! შენი წყალობით იმ სამუდამო სირცხვილს გადავრჩი, უღირსი მტრის ხელით სიკვდილი რომ ჰქვია! არც მკვლელად გთვლი! - ალ კაბირმა ჩემი მარცხენა ხელი პირზე და შუბლზე მოწიწებით მიიდო და თავი დახარა.
ვუყურებდი ამ უცხო კაცს, რომლიც ჩემს წინ, საჰარას მცხუნვარე ქვიშაზე ბრიჯაოსგან ჩამოსხმული ქანდაკებსავით ფეხმორთხმული იჯდა, ბურნუსი მხრებზე ეფინა, სახე გამოეჩინა და თვალებში მიცქერდა. მისი მეტყველი თვალები სითბოს, ნდობას, პატივისცემას და თანადგომას გამოხატავდნენ. მზერით უფრო მეტს ამბობდა, მარგამ ჩემს გულამდე ვეღარ აღწევდა მისი ნათქვამი. - ძალიან დაიღალე და ძალა გელევა, მაგრამ გაგივლის. შენი სამშობლო და ოჯახი იქნება შენი წამალი. დაისვენე, არ შეგაწუხებ.- ბედუინი ადგა, აქლემს შემოუარა და თვალს მიეფარა...
ძილის მეშინოდა. თავი ვაიძულე რომ არაფერზე მეფიქრა. მდუღარებაგამოვლილს ჩარდახის მაცოცხლებელი სიგრილე მყოფნიდა. გვერდით წყალი მედგა. უდაბნოში მხოლოდ სიცხის ჩუმი ზიმზიმი ისმოდა. უცბად მარტო ყოფნის შემეშინდა, წამოვიწიე რომ ალ კაბირი თვალით მომეძებნა. მეორე აქლემთან ჩაჩოქილიყო და აღმოსავლეთისკენ პირშებრუნებული ჩუმად ლოცულობდა. მხარი და ფეხი ძლიერად მტკიოდა და მაინც სიმშვიდე დამეუფლა.
თვალდახუჭული ახლა გარედან ვგრძნობდი გულის გუგუნს და მოძრაობას... თითქოს ვიღაცამ უხმოდ დამიძახა... თვალი გავახილე. ბედუინი ჩემს წინ ფეხმორთხული იჯდა დაფიქრებული მიყურებდა. რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ არ ჩქარობდა. დუმდა და ფიქრობდა. მე ისევ მივლულე თვალი.
- ნილნა! - ჩამესმა თბილი და ალერსიანი ხმა, მაგრამ თვალი არ გამიხელია. - ჩვენ ერთმანეთის მხოლოდ სახელები ვიცით. წყალი და საგზალი იმიტომ გავყავი რომ მგზავრობისას უნდა წავიხემსოთ... კაცის მოსაკლავად ზღვარგადასული რისხვაც კმარა, მაგრამ ზოგიერთს გამბედაობა არ ყოფნის, ზოგს კეთილშობილება, რომ თავი და ოჯახი მტრისგან რომ დაიცვას...ზოგს სულიერი ძალა აკლია, ზოგსაც - სიყვარული... ასეთი ადამიანებისთვის, შენს რელიგიას საინტერესო გამოსავალი აქვს - მტრის შენდობა და პატიება. ეს ადამიანებს საკუთარ თავთან ამართლებს. რაკი მათი უმეტესობა სუსტია და მშიშარა - ქრისტიანული რელიგიის ეს დოქტრინა მათთვის ნამდვილი გამოსავალია და მის მთავარ ღირებულებად მიმაჩნია. "თუ ვერ ერევი, - მაშინ აპატიე... ოღონდ უძლურებასა და მრისხანებაში ერთდროულად ნუ დარჩები..." - საოცარია! მაგრამ ამ დოქტრინას უფრო ძლიერი მეორე მხარე აქვს: ძალაუფლების მქონე, განრისხებული ადამიანის მიერ - მტრის მოსპობისგან თავის შეკავება უფრო ძნელია, - ვიდრე უუნაროს მიერ მკვლელობის გაბედვა. თქვენი რელიგის ეს მხარე კიდევ უფრო ძლიერია, რადგან არა მხოლოდ მტრის პატიებას ქადაგებს, არამედ მის შეყვარებასაც. მთავარი ის მოტივია რაც კაცის მოკვლას გაიძულებს. შენ გაქვს იმისი უნარი რომ უსამართლობას და ძალმომრეობას წინააღმდეგობა გაუწიო, თავის გამეტებაც შეგიძლია სხვის გადასარჩენად. ეს სიკეთეა...სიკეთე თავისუფლებაზე მაღალი ღირებულებაა... დიახ, მეც მომიკლავს კაცი საჰარაში, დამიჭრია კიდევაც... შენი მესმის და თუ ახლა საკუთარი თავიდან ვერ გამოაღწევ, სამუდამოდ იქ ჩარჩები...
ჰილალე... უღმერთოდ ლამაზია, საჰარას ნამდვილი დედოფალია. ტუარეგის პირობაზე განათლებულიც. ის თავისი ტომის ამენოკალიაა და ქვეშევრდომების პატივისცემის შესანარჩუნებლად ზრუნავს. ტომის ყველა წევრის კეთილდღეობაზეც პასუხს აგებს. ეს საჰარაში დიდი მისიაა, მაგრამ ჰილალე ვერაგია და ეშმაკი. ეს თვისებები ჩემში ზიზღს იწვევს. მისი წეს-ჩვეულებებით ვერასდროს ვიცხოვრებ, ვერც ის იცხოვრებს ჩემი ადათით. ვიცი მისი განწყობა და ყველა სიტყვას ვზომავ რომ ზღვარს ვერ გადმოაბიჯოს. ტუარეგები ყველაფერს ხედავენ და აფასებენ. მიხვდებოდი "აჰხალის" ღამეს ჩემი სოფელში გამოჩენა რა პრობლემას შექმნიდა. იმ ღამით, ლოდთან რომ გიპოვე, მინდოდა მაშინვე გამეპარებინე, მაგრამ ტუარეგების ტომი დაგვედევნებოდა. მათ უდაბნოში ვერასდროს ვერავინ აჯობებს, წაშლილი კვალის წაკითხვაც კი შეუძლიათ. ნამდვილად მოგკლავდნენ, მე კი არ დაგთმობდი და თავს შევაკლავდი. მხოლოდ ორიოდე დღე თუ გავატანდით ცოცხლები. რაც მოხდა, - ვვარაუდობდი. დანის დატოვებით თავად გიბიძგე რომ გამოგეყენებინა. ვეჭვობდი, პოლონელი ან მისი რომელიმე კაცი დაგესხმოდა თავს, მაგრამ მაშალაჰ! ამენოკალიას ვერაგულ გეგმას არ ველოდი. მაინც მეგონა რომ უფრო მაღლა იდგა იმ სიბინძურეზე - რაც დაატრიალაა... დილით რომ დაგინახე, მივხვდი რომ შევცდი. იმ ღამემ ისეთი სულიერი ჭრილობა დაგიტოვა, - ნაღრძობი ფეხივით ადვილად არ მორჩება.
მე ამ უდაბნოთი ვსუნთქავ, აქაურობის შვილი ვარ და აქ გავიზარდე. თუმცა ვინ არიან ჩემი ნამდვილი მშობლები კარგა ხანს არ ვიცოდი. ოთხიოდე წლის ვიყავი, როცა მამაჩემმა ეგვიპტისა და ლიბიის საზღვართან, გილფი ალ კაბირის გამოქვაბულში მიპოვა და შვილივით გამზარდა. მისი ნაამბობიდან ვიცი, რომ ალ კაბირთან ახლოს ბანაკი მდგარა, თავს ტუარეგები დასხმიან, გაუძარცვავთ და ხალხი დაუხოცავთ. დღემდე ბუნდოვნად მახსოვს ცისფერთვალება შავთმიანი ქალი რომელიც გულში მიკრავდა და მეუბნებოდა რომ დამალობანას ვთამაშობდით და დიდ ხანს თუ ვერ მიპოვიდა - კარგი ბიჭი ვიქნებოდი. ორი დღე და ღამე გამიტარებია იმ გამოქვაბულში. იმ დღეებში მამაჩემს ქარავანი მიუდიოდა ეგვიპტიდან ტიდიკელტისკენ და კლდოვანი გილფის გადავლისას ბავშვის ტირილი გაუგონია. ასე მოვხვდი ალჟირის საჰარაში. მამამ სახელადაც ალ კაბირი დამარქვა, იმ ადგილის სახელი, - სადაც მიპოვა. ასე რომ მე, ჩემი ბედნიერი ოჯახი მაქვს. დედა, მამა და უმცროსი დაიკო, რომელიც ჩემს მშობლებს გვიან შეეძინათ, ჩემს მხარზე გაიზარდა და ძალიან მიყვარს. მამის წყალობით, მაშალაჰ, გაჭირვება არ გვიგრძვნია. ჩემს განათლებაზეც იზრუნა, გეოლოგიას ვსწავლობდი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში. პროფესიამ ხელი შემიწყო რომ ამ უდაბნოში წიაღისეულით მდიდარი ახალი ადგილები მეპოვა. წყლით ღარიბი საჰარა - ძალიან მდიდარია ნავთობით, ძვირფასი ქვებით და ლითონებით. ჩემი საბადოები მაქვს ალჟირის და ლიბიის საჰარაში, ერთი ნავთობის, ერთი კირქვის, ერთი ვერცხლის და ერთიც ფირუზის პატარა საბადო, რომელიც გამორჩეულად მეჩემება. - შეგნიშნე რომ ღამით რაღაცას წერ... - საჰარას გეოლოგიური ქანების აგებულების სქემები და ანალიზია. მეცნიერული მოსაზრებები საჰარას წარმოშობაზე. იმ ადგილების კარტოგრაფიული ჩანახატები და კოორდინატებია, სადაც შესაძლებელია საბადოები აღმოჩნდეს. ისეთი არაფერია რომ შენთვის ინტერესის საგანი იყოს. დიდი ხანია ვემზადები ექსპედიციისთვის ემი-კუსის მთაზე. ეს ყველაზე მაღალი ადგილია საჰარაში. წელს მავრითანიაში ვაპირებდი წასვლას გეოლოგიურ ექსპედიციაში ველზე სამუშაოდ, კაიროს ოქროს ფაბრიკაში ძვირფასი ქვები ჩავიტანე და იქედან ვაპირებდი გამგზავრებას, მაგრამ გავიგე პოლონელი ხალხის მოსატაცებლად ემზადებოდა და მერე შენ შეგხვდი. პოლონელთან ჩემი მტრობა ძველი ამბავია, ჩემი ოჯახის ღირსებას ეხება და ამაზე ლაპარკი არ მსურს.
- შენი ოჯახი ახლაც ალჟირის საჰარაში ცხოვრობს? - მამაჩემის სახლი ტიდიკელტის განაპირას, ქალაქიდან მოშორებითაა. ტიდიკელტი კირქვის ორსართულიანი სახლებით გაშენებული უდაბნოს მტვრიანი ქალაქია, ხელოვნური პატარა ოაზისით და ბევრი ფინიკის პალმით. ქალაქში რამდენიმე არტეზიული ჭაც მოვაწყვე, წყალი ყველას არ ჰყოფნის მაგრამ ხალხი კმაყოფილია. ჩემი სახლის ქვეშ მიწისქვეშა მდინარე მიედინება და ჩვენი ჭა მუდამ სავსეა. მდიდარი კაცი მქვია და შემიძლია სახლში მშვიდად ვიჯდე. ჩვენი ადათით უკვე ცოლშვილიც უნდა მყავდეს, მაგრამ არ მიჩქარია. მამასაც არ დაუძალებია. მინდოდა ღრმა და ძლიერი გრძნობა მქონოდა იმ ქალის მიმართ, ვისთანაც ერთ ბალიშზე დავბერდებოდი და ვიცდიდი როდის მაჩუქებდა ალლაჰი ამ წყალობას. ჩემს ყველა სამალავში მისთვის ჩვენებური სამოსის ერთი ხელი მქონდა შენახული, იმ ქალთან ერთად მინდოდა საჰარაში ის ადგილები მომევლო, რომელიც ძალიან მიყვარს, მისთვის საჰარას მკაცრი სილამაზე მეჩვენებინა და ჩემსავით რომ შეეყვარებინა აქაურობა, მაგრამ დღეს შენ მიმახვედრე, რომ ჩემი სამყარო სხვებისთვის მიუღებელია. გაშლილი, უნაპირო სივრცე, სიმშვიდეს, სიჩუმე და ვარსკვლავებით მოჭედილი ღამის ცა, რასაც საჰარა ყოველდღე მჩუქნის - ჩემი სახლი და სამშობლოა, საიდანაც შენ ასე გეჩქარება გაქცევა.
- ესე იგი შენი რჩეულისთვის გადანახული სამოსი მე ჩამაცვი?... რად გინდა ქალი უცხო მხრის, დასნეულდება, მოკვდება...- ჩავიჩურჩულე თვალებდახუჭულმა. - საინტერესო ნათქვამია. სამოსი კი იმიტომ მოგეცი, რომ გჭირდებოდა, მეტი არაფერი... - დაფიქრებულად თქვა ალ კაბირმა და დადუმდა. ცოტა ხანს აღარაფერი უთქვამს, შემდეგ ნელა თუ როგორც მომეჩვენა, უფრო ფრთხილად გააგრძელა საუბარი: - მინდა შენზე ყველაფერი ვიცოდე და „გორგისტანზე“ მიამბო. მაინტერესებს რატომ ჰქვია შენს სამშობლოს „მგლების ქვეყანა“. წინ გრძელი გზაა, დროც საკმარისია მოსაყოლად. ახლა კი უნდა წავიდეთ. აქ ვეღარ გავჩერდებით. ალ კაბირმა მხარზე და ფეხზე არტაშანი შემიმოწმა, თავზე ბურნუსი გამისწორა, მაგრამ ამჯერად შეხებაზე ნებართვა არ უთხოვია. მისი საქციელი მეუცნაურა, თვალი გავახილე და სახეში შევაჩერდი. მან მხოლოდ თავი დახარა, მანიშნა რომ საუბარი და მკურნალობა დასრულდა და აქლემზე ამხედრების დრო დადგა. ბედუინმა, უცხო ადგილას ჩამოვარდნილი ფრთამოტეხილი ჩიტივით, ძალიან ფრთხილად ამიყვანა ხელში და აქლემზე შემსვა. როგორ არ გავდა ჯადარის გაშლილ ზურგს აქლემის კუზზე უშნოდ წამოჩხირული ვიწრო უნაგირი... როგორც იქნა მოვეწყე და კეხს ცალი ხელით ჩავეჭიდე. ალ კაბირი ცხოველის მოკეცილ მუხლს ფეხის წვერით შეეხო... აქლემმა ადგომა დაიწყო... მოულოდნელმა რყევამ ისეთი ძალით გადამაქანა ჯერ უკან და მერე წინ, რომ მოულოდნელობისაგან შევკივლე. ბედუინმა მეორე აქლემი შეძახილით წამოაყენა და დაძრა. ორიოდე ნაბიჯის შემდეგ აქლემებს შორის გაბმული, ჩვენი დამაკავშირებელი თოკი დაიჭიმა და ჩემი აქლემიც ამოძრავდა.
ჯადარი პატრონს გვერდით ამოუდგა და ჩვენი პატარა, ხუთსულიანი ქარავანი ნაჩქარევად დაადგა თეთრი უდაბნოსკენ მიმავალ უსასრულო გზას. (იხილე როგორ გაგრძელდა) __ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
* უსიცოცხლოდ მბრწინავი იდეალური სილამაზე" - საჰარას აღწერა. ალბერ კამიუ. ** დრომადერი -ერთკუზიანი აქლემი. --------------------------------------------------------------------------------------------------------- © საავტორო უფლება დაცულია საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
54. უბრალოდ სასიხარულოა თუ მეტი არაფერი რადგან ასეთი ნაწარმოები შეიქმნა . +2
უბრალოდ სასიხარულოა თუ მეტი არაფერი რადგან ასეთი ნაწარმოები შეიქმნა . +2
53. დღეისთვის საკმარისია, თორემ კვირა დღეს ძილში გავატარებ. .. :)
მადლობა, ნეფერტარო, ასეთი სასიამოვნო თეთრი ღამეებისთვის. ... :))))) ♡ დღეისთვის საკმარისია, თორემ კვირა დღეს ძილში გავატარებ. .. :)
მადლობა, ნეფერტარო, ასეთი სასიამოვნო თეთრი ღამეებისთვის. ... :))))) ♡
52. :) გმადლობთ აღმოსავლეთმცოდნევ სიყვარულისთვის, ინტერესისთვის, მოწონებისთვის.
შენი პაწია ნილნა როცა სამყაროს მოევლინება, მაშინ გამართლდება ამ ნაწარმოების არსებობა. :) გმადლობთ აღმოსავლეთმცოდნევ სიყვარულისთვის, ინტერესისთვის, მოწონებისთვის.
შენი პაწია ნილნა როცა სამყაროს მოევლინება, მაშინ გამართლდება ამ ნაწარმოების არსებობა.
51. "თუ ვერ ერევი მაშინ აპატიე... ოღონდ უძლურებასა და მრისხანებაში ერთდროულად ნუ დარჩები... "... ეს ამეკვიატა...
ნეფერტარო, როგორ მიყვარხართ შენ და "ბედუინი", ხომ იცი?
ნილნა-ჩემი მომავალი შვილის სახელი <3
+5 "თუ ვერ ერევი მაშინ აპატიე... ოღონდ უძლურებასა და მრისხანებაში ერთდროულად ნუ დარჩები... "... ეს ამეკვიატა...
ნეფერტარო, როგორ მიყვარხართ შენ და "ბედუინი", ხომ იცი?
ნილნა-ჩემი მომავალი შვილის სახელი <3
+5
50. კარგა ხანია არ შემოვსულვარ და როგორ გამიხარდა, რომ 2 თავის წაკითხვის სიამოვნება დამხვდა:) კარგა ხანია არ შემოვსულვარ და როგორ გამიხარდა, რომ 2 თავის წაკითხვის სიამოვნება დამხვდა:)
49. მარიკუნა შე რაჭველო შენა, მერე მე ვიქნები აბა პირელი რაჭველები და მერე სხვები დადგნენ რიგში:) მარიკუნა შე რაჭველო შენა, მერე მე ვიქნები აბა პირელი რაჭველები და მერე სხვები დადგნენ რიგში:)
48. ავტოგრაფიანი წიგნის რიგში პირველი ვარ :) ვისაც ძალიან გინდათ ჩემს მერე დაიკავეთ რიგი :))
ავტოგრაფიანი წიგნის რიგში პირველი ვარ :) ვისაც ძალიან გინდათ ჩემს მერე დაიკავეთ რიგი :))
47. იმ დღეს შემოვედი, შევაფასე აქაურობა, თავის ბინაში მივაბრძანე ეს თავიც და კი დამვიწყნია კომენტარის დატოვება. თუმცა როცა მორჩები ავტორო მთლიანად რომანის წერას, სწორედ მაშინ გავაკეთებ ვრცელ კომენტარს. ასე უფრო უპრიანი იქნება ჩემთვის :) იმ დღეს შემოვედი, შევაფასე აქაურობა, თავის ბინაში მივაბრძანე ეს თავიც და კი დამვიწყნია კომენტარის დატოვება. თუმცა როცა მორჩები ავტორო მთლიანად რომანის წერას, სწორედ მაშინ გავაკეთებ ვრცელ კომენტარს. ასე უფრო უპრიანი იქნება ჩემთვის :)
46. ვფიქრობ ამისთანა რომანისათვის ეს ნაწერი სულაც არ არის დიდი და სერიალივით.( უბრალოდ მსგავსი მოცულობის ნაწერები იშვიათია) პირიქით მფონია რომ ცოტა მცირეც არის. მოკლედ ნინა სუსტად იმდენი წერე რამდენიც საჭიროა, - გვახსოვდეს რომ ეს ოდესმე წიგნად იქცევა და მერე არ იყოს - ეხ, რა მალე დამთავრდაო:) ვფიქრობ ამისთანა რომანისათვის ეს ნაწერი სულაც არ არის დიდი და სერიალივით.( უბრალოდ მსგავსი მოცულობის ნაწერები იშვიათია) პირიქით მფონია რომ ცოტა მცირეც არის. მოკლედ ნინა სუსტად იმდენი წერე რამდენიც საჭიროა, - გვახსოვდეს რომ ეს ოდესმე წიგნად იქცევა და მერე არ იყოს - ეხ, რა მალე დამთავრდაო:)
45. გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა !
გაცნობებთ, რომ PM თუ წაგეშალათ შემთხვევით,
ის ვერასოდეს ვეღარ აღდგება.
ადმინები ვერაფერში ვერ დაგეხმარებიან.
მე წამეშალა PM როცა მობილურით შემოვედი და ბოდიშის მოხდით მითხრეს - ვერ აღდგებაო. არადა ფასეული რეკომენდაციები და ემოციები მქონდა როგორც კომენტატორების, ასევე მკითხველების ვინც კომენტარს არ დებდა, მაგრამ კითხულობდა. ჩემი PM ძალიან ღირებული იყო ჩემთვის. სწორედ იმ წერილებში ჩანდა სინამდვილეში რა განწყობა ქონდათ მკითხველებს.
ახლა კი აღარფერი მაქვს ...
იძულებული ვარ ჩემივე ნაწერის კომენტარები გამოვიყენო ამ განცხადებისთვის რადგან სხვა გზა არ მაქვს რომ გაგაფრთხილოთ.
გაუფრთხილდით PM-ს, ან გადაწერეთ სადმე, მიუხედავად იმისა რომ ეს ძალიან მოუხერხებელია და მოკლე დროში თითქმის შეუძლებელიც.
პატივისცემით, გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა !
გაცნობებთ, რომ PM თუ წაგეშალათ შემთხვევით,
ის ვერასოდეს ვეღარ აღდგება.
ადმინები ვერაფერში ვერ დაგეხმარებიან.
მე წამეშალა PM როცა მობილურით შემოვედი და ბოდიშის მოხდით მითხრეს - ვერ აღდგებაო. არადა ფასეული რეკომენდაციები და ემოციები მქონდა როგორც კომენტატორების, ასევე მკითხველების ვინც კომენტარს არ დებდა, მაგრამ კითხულობდა. ჩემი PM ძალიან ღირებული იყო ჩემთვის. სწორედ იმ წერილებში ჩანდა სინამდვილეში რა განწყობა ქონდათ მკითხველებს.
ახლა კი აღარფერი მაქვს ...
იძულებული ვარ ჩემივე ნაწერის კომენტარები გამოვიყენო ამ განცხადებისთვის რადგან სხვა გზა არ მაქვს რომ გაგაფრთხილოთ.
გაუფრთხილდით PM-ს, ან გადაწერეთ სადმე, მიუხედავად იმისა რომ ეს ძალიან მოუხერხებელია და მოკლე დროში თითქმის შეუძლებელიც.
პატივისცემით,
44. სულ 25 თავი იქნება სავარაუდოდ. :) მეც მეჩქარება დამთავრება, იქნებ მომასვენონ ნაწარმოების გმირებმა.:) სულ 25 თავი იქნება სავარაუდოდ. :) მეც მეჩქარება დამთავრება, იქნებ მომასვენონ ნაწარმოების გმირებმა.:)
43. ყველა თავი წავიკითხული მქონდა.შემთხვევით ვნახე ეს (ახალი) თავი და ისე გამიხარდა... შემოვქანდი :)ერთი ნატვრა მაქვს და ნეტა როდის ამისრულდება? :) როდის ამისრულებს ნეფერტარი ) ? დასასრულამდე რამდენი თავი დარჩა ) ? გელოდებით ... შეგვიცოდეთ.. ნუ გვალოდინებთ ასე თვეობით :) ყველა თავი წავიკითხული მქონდა.შემთხვევით ვნახე ეს (ახალი) თავი და ისე გამიხარდა... შემოვქანდი :)ერთი ნატვრა მაქვს და ნეტა როდის ამისრულდება? :) როდის ამისრულებს ნეფერტარი ) ? დასასრულამდე რამდენი თავი დარჩა ) ? გელოდებით ... შეგვიცოდეთ.. ნუ გვალოდინებთ ასე თვეობით :)
42. რას ამბობთ, რა სერიალი, ამაზე უკეთესი აქ არაფერი წამიკითხავს. რას ამბობთ, რა სერიალი, ამაზე უკეთესი აქ არაფერი წამიკითხავს.
41. კორექტურებს რა თქმა უნდა აღმოვფხვრი. მაგრამ ნეკერას კომენტარმა დამაფიქრა.
თუ მართლა სანტა-ბარბარას გავს ჩემი ნაწერი, ჯობია საერთოდ შევწყვიტო. სერიალი ჩაფიქრებული არ მქონია. საერთოდ ვერ ვიტან სერიალებს.
კორექტურებს რა თქმა უნდა აღმოვფხვრი. მაგრამ ნეკერას კომენტარმა დამაფიქრა.
თუ მართლა სანტა-ბარბარას გავს ჩემი ნაწერი, ჯობია საერთოდ შევწყვიტო. სერიალი ჩაფიქრებული არ მქონია. საერთოდ ვერ ვიტან სერიალებს.
40. ვეთანხმები ნეკერას ალ კაბირის ქართველობასთან დაკავშირებით და ამაზე ნეფერტარის პასუხმა გამახარა. სხვათაშორის, ამ თავს რომ ვკითხულობდი, მეც ვიფიქრე, ქართველობას ხომ არ უპირებს ნეტა ავტორი მეთქი... ვეთანხმები ნეკერას ალ კაბირის ქართველობასთან დაკავშირებით და ამაზე ნეფერტარის პასუხმა გამახარა. სხვათაშორის, ამ თავს რომ ვკითხულობდი, მეც ვიფიქრე, ქართველობას ხომ არ უპირებს ნეტა ავტორი მეთქი...
39. ნეკერა, ალ კაბირის ქართველობაზე არც იფიქროთ, მაგის გარდა ყველაფერი გემუქრებათ.:) ნეკერა, ალ კაბირის ქართველობაზე არც იფიქროთ, მაგის გარდა ყველაფერი გემუქრებათ.:)
38. დიდი ხნის ლოდინი ღირდა :) ტრადიციულად, შთამბეჭდავი თავი იყო. განსაკუთრებით ზუსტი იყო ნილნას ემოციები ალ კაბირის მიმართ, როდესაც ამაღელვებელი და რომანტიკული აღსარების შემდეგ სიტუაციის პროზაულობით შეწუხებული ეკითხება - მართლა შენ იყავი ლოდის ჩრდილში რომ მელაპარაკებოდიო? :) საკუთარი თავთან მსგავსებაც კი დავიჭირე ამ ემოციებში ) მეორეს მხრივ, მე მგონი ალ კაბირის ქართველობის საფრთხე გვემუქრება და არ ქნა დედოფალო ეგ, თორემ ძალიან სანტა ბარბარა გამოვა )) ნუ, კორექტურებზე არაფერს ვიტყვი, ვიცი რომ როცა დრო მოვა, აღმოფხვრი :) 3 ნოემბერს ველი :) დიდი ხნის ლოდინი ღირდა :) ტრადიციულად, შთამბეჭდავი თავი იყო. განსაკუთრებით ზუსტი იყო ნილნას ემოციები ალ კაბირის მიმართ, როდესაც ამაღელვებელი და რომანტიკული აღსარების შემდეგ სიტუაციის პროზაულობით შეწუხებული ეკითხება - მართლა შენ იყავი ლოდის ჩრდილში რომ მელაპარაკებოდიო? :) საკუთარი თავთან მსგავსებაც კი დავიჭირე ამ ემოციებში ) მეორეს მხრივ, მე მგონი ალ კაბირის ქართველობის საფრთხე გვემუქრება და არ ქნა დედოფალო ეგ, თორემ ძალიან სანტა ბარბარა გამოვა )) ნუ, კორექტურებზე არაფერს ვიტყვი, ვიცი რომ როცა დრო მოვა, აღმოფხვრი :) 3 ნოემბერს ველი :)
37. რა უნდა დავწერო ისეთი, რაც ჯერ არავის დაუწერია კომენტარად? - ვერაფერს დავწერ ასეთს... უბრალოდ გეტყვი, - ცოტა ეჭვი გამიჩნდა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფი იყოს.
შეგრძნებები იმდენად რეალურია და იმდენად ზუსტი, რომ...
ნინა = ნილნას -----?????????
55555555555555555555555555555555555555555555555555555 რა უნდა დავწერო ისეთი, რაც ჯერ არავის დაუწერია კომენტარად? - ვერაფერს დავწერ ასეთს... უბრალოდ გეტყვი, - ცოტა ეჭვი გამიჩნდა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფი იყოს.
შეგრძნებები იმდენად რეალურია და იმდენად ზუსტი, რომ...
ნინა = ნილნას -----?????????
55555555555555555555555555555555555555555555555555555
36. მობილურზე ვსაუბრობდი და ამან შემიშალა ხელი) თუმცა მართალი ხართ ნინა) მოკლედ შედგა..) მობილურზე ვსაუბრობდი და ამან შემიშალა ხელი) თუმცა მართალი ხართ ნინა) მოკლედ შედგა..)
35. ვადასტურებ რომ გაცნობა შედგა. ოღონდ პირველმა მე გიცანი. ვადასტურებ რომ გაცნობა შედგა. ოღონდ პირველმა მე გიცანი.
34. მოხარული ვარ, რომ ამ მშვენიერი ნაწარმოების ავტორი პირადად გავიცანი *) მოხარული ვარ, რომ ამ მშვენიერი ნაწარმოების ავტორი პირადად გავიცანი *)
33. შეუდარებელი ხარ ნეფერტარ, ბრავო!!! შეუდარებელი ხარ ნეფერტარ, ბრავო!!!
32. უძლიერეს პროზაიკოსს ჩემი უმაღლესი შეფასება. შეუდარებელი ხართ ნეფერტარ. საოცრად წერთ, კი ნარ წერთ, ხატავთ, ქარგავთ, აგვირისტებთ. აჩუქურთმებთ, აქანდაკებთ, ერთ დიდ ტაძარს აგებთ თქვენი ბედუინით, და ამ დიდ ტაძარში მარადიული სიყვარულია... პატივისცემითა და დიდი სიმპატიით ია.ჯი. უძლიერეს პროზაიკოსს ჩემი უმაღლესი შეფასება. შეუდარებელი ხართ ნეფერტარ. საოცრად წერთ, კი ნარ წერთ, ხატავთ, ქარგავთ, აგვირისტებთ. აჩუქურთმებთ, აქანდაკებთ, ერთ დიდ ტაძარს აგებთ თქვენი ბედუინით, და ამ დიდ ტაძარში მარადიული სიყვარულია... პატივისცემითა და დიდი სიმპატიით ია.ჯი.
31. ქალო,რას მერჩი...რატო მკლავ ამ ბედუინის სიყვარულით :)) ეგვიპტელებთან ვიყავი მოლაპარაკებაზე(იცი ჩემი საქმეები მრავალეროვანი და ფეროვანია) და იქ წამოვაყრანტალე მე ბედუინები მიყვარს თქო :))
მიყვარს მე "ბედუინი" :) და შენ მიყვარხარ... მალე ახლა შემდეგი თავი :* ქალო,რას მერჩი...რატო მკლავ ამ ბედუინის სიყვარულით :)) ეგვიპტელებთან ვიყავი მოლაპარაკებაზე(იცი ჩემი საქმეები მრავალეროვანი და ფეროვანია) და იქ წამოვაყრანტალე მე ბედუინები მიყვარს თქო :))
მიყვარს მე "ბედუინი" :) და შენ მიყვარხარ... მალე ახლა შემდეგი თავი :*
30. ხო ხო რა კარგად იკითხება ნინა ეს ნაწერი. ძალიან კარგია. დავაკვირდი და ალ კაბირის ნათქვამი სრულიად ბუნებრივად მეჩვენა. არაფერია მისგან გასაკვირი. საინტერესო თავია, თითქოს ორივემ ქვეშეცნეულად დაიწყო ფიქრი, რომ მათ შორის, ჯერ სულ ახალი სიყვარული გაცივდა, ანდა ცივდება. ველოდები მომდევნო თავს, კარგი ხარ ნინა. ხო ხო რა კარგად იკითხება ნინა ეს ნაწერი. ძალიან კარგია. დავაკვირდი და ალ კაბირის ნათქვამი სრულიად ბუნებრივად მეჩვენა. არაფერია მისგან გასაკვირი. საინტერესო თავია, თითქოს ორივემ ქვეშეცნეულად დაიწყო ფიქრი, რომ მათ შორის, ჯერ სულ ახალი სიყვარული გაცივდა, ანდა ცივდება. ველოდები მომდევნო თავს, კარგი ხარ ნინა.
29. წაგიშლია ის ფოტო ნეფერტარ დღიურში რომ დაგიდე. :)
"კაცის მოკვლა, შეძლებით ყველას შეუძლია ნილნა, ოღონდ ზოგიერთს გამბედაობა არ ყოფნის, ზოგს კი იმდენი კეთილშობილება რომ თავი და ოჯახი მომხდურისგან და მტრისგან დაიცვას, ზოგსაც სულიერი ძალა აკლია, - ზოგს - სიყვარული." - გეთანხმები.
რაკი ყველამ ხუთიო, მაშ მეც ხუთი. არმენის შენიშვნა უყურადღებოდ არ დატოვო, - მგონი საქმიანია. აი აზგო კი შემოგეკარგა შუა გზაზე თორემ კობრის შხამი არ მოგაკლდებოდა. :) წაგიშლია ის ფოტო ნეფერტარ დღიურში რომ დაგიდე. :)
"კაცის მოკვლა, შეძლებით ყველას შეუძლია ნილნა, ოღონდ ზოგიერთს გამბედაობა არ ყოფნის, ზოგს კი იმდენი კეთილშობილება რომ თავი და ოჯახი მომხდურისგან და მტრისგან დაიცვას, ზოგსაც სულიერი ძალა აკლია, - ზოგს - სიყვარული." - გეთანხმები.
რაკი ყველამ ხუთიო, მაშ მეც ხუთი. არმენის შენიშვნა უყურადღებოდ არ დატოვო, - მგონი საქმიანია. აი აზგო კი შემოგეკარგა შუა გზაზე თორემ კობრის შხამი არ მოგაკლდებოდა. :)
27. გადავხედავ არმენ, მართებულად მიმაჩნია შენი შენიშვნა. ეგრე "დამეწერა" და მეორედ გადახედვა ჭირდება. შენიშვნებით უკეთესი ხდება ნაწერი. შხამს არა უშავს იმუნიტეტისთვის კარგია, მთავარია პალესტინური ყვითელის - არ იყოს. :)) თუ კრიტიკა არ არის, აზრს კარგავს კომენტარი, მკვდარი კი არ ვარ მარტო კარგი რომ თქვან ჩემზე. :D გადავხედავ არმენ, მართებულად მიმაჩნია შენი შენიშვნა. ეგრე "დამეწერა" და მეორედ გადახედვა ჭირდება. შენიშვნებით უკეთესი ხდება ნაწერი. შხამს არა უშავს იმუნიტეტისთვის კარგია, მთავარია პალესტინური ყვითელის - არ იყოს. :)) თუ კრიტიკა არ არის, აზრს კარგავს კომენტარი, მკვდარი კი არ ვარ მარტო კარგი რომ თქვან ჩემზე. :D
26. შესანიშნავი თავია, ნილლნა, გილოცავ! წინას ბევრად ჯობია (თუ მეხსიერება არ მღალატობს) :) ვუერთდები საერთო აღფრთოვანებას! მაგრამ კუ და მორიელის იგავისა არ იყოს, აქაც მინდა საჰარის მორიელივით დაგშხამო სულ, სულ ცოტა :) :) ენადგაკრეფილი ალ კაბირი ცოტა გამიკვირდა, ამდენი სენტიმენტით და ამდენი ემოციით, - გამიკვირდა ზუსტად ის სიტყვაა, რაც მოიტანა მისმა მონოლოგმა. ვერ წარმოვიდგენდი, რომ უდაბნოს შვილები ასეთი მოლაპარაკეები იყვნენ. ყოველ შემთხვევაში შენ ასე გაგვაცანი :) მის სახეს მეტ ეშხსა და პეწს ბუნდოვანი რომანტიკა უფრო უხდებოდა, ანუ ამოუცნობი და შესაბამისად მეტად საინტერესო იყო ადრე. ახლაც უფრო სიტყვაძუნწად ავალაპარაკებდი, მხოლოდ აუცილებელ მინიმუმს ვათქმევინებდი და სამაგიეროდ, ჟესტიკულაციას, მიმიკებს, გამოხედვას, საქციელს დავუმუშავებდი, რომ ამ ყველაფერს მასზე მეტი ეთქვა, ვიდრე ამხელა მონოლოგს. მოკლედ ამას შენიშვნად ნუ მიიღებ, რაკი ოცდარამდენიღაც მკითხველმა ეს დეტალი ვერ ,,შეამჩნია", ე.ი. ძალიან გავუტიე ინდივიდუალური ,,პადხოდით", იმით,რასაც მხოლოდ მე ვისურვებდი, რომ ასე ყოფილიყო :) უბრალოდ ხმამაღლა გავიფიქრე, თორემ არაფერს ვამტკიცებ :) კიდევ ვიტყვი, ძალიან, ძალიან მაგარი რომანია ეს! მოკითხვა შენც და სრულიად ურაკპარაკსაც! შესანიშნავი თავია, ნილლნა, გილოცავ! წინას ბევრად ჯობია (თუ მეხსიერება არ მღალატობს) :) ვუერთდები საერთო აღფრთოვანებას! მაგრამ კუ და მორიელის იგავისა არ იყოს, აქაც მინდა საჰარის მორიელივით დაგშხამო სულ, სულ ცოტა :) :) ენადგაკრეფილი ალ კაბირი ცოტა გამიკვირდა, ამდენი სენტიმენტით და ამდენი ემოციით, - გამიკვირდა ზუსტად ის სიტყვაა, რაც მოიტანა მისმა მონოლოგმა. ვერ წარმოვიდგენდი, რომ უდაბნოს შვილები ასეთი მოლაპარაკეები იყვნენ. ყოველ შემთხვევაში შენ ასე გაგვაცანი :) მის სახეს მეტ ეშხსა და პეწს ბუნდოვანი რომანტიკა უფრო უხდებოდა, ანუ ამოუცნობი და შესაბამისად მეტად საინტერესო იყო ადრე. ახლაც უფრო სიტყვაძუნწად ავალაპარაკებდი, მხოლოდ აუცილებელ მინიმუმს ვათქმევინებდი და სამაგიეროდ, ჟესტიკულაციას, მიმიკებს, გამოხედვას, საქციელს დავუმუშავებდი, რომ ამ ყველაფერს მასზე მეტი ეთქვა, ვიდრე ამხელა მონოლოგს. მოკლედ ამას შენიშვნად ნუ მიიღებ, რაკი ოცდარამდენიღაც მკითხველმა ეს დეტალი ვერ ,,შეამჩნია", ე.ი. ძალიან გავუტიე ინდივიდუალური ,,პადხოდით", იმით,რასაც მხოლოდ მე ვისურვებდი, რომ ასე ყოფილიყო :) უბრალოდ ხმამაღლა გავიფიქრე, თორემ არაფერს ვამტკიცებ :) კიდევ ვიტყვი, ძალიან, ძალიან მაგარი რომანია ეს! მოკითხვა შენც და სრულიად ურაკპარაკსაც!
25. უგულისყუროდ და შეუფასებლად როგორ დავტოვებდი თქვენს ნაღვაწს, დედოფალო ნეფერტარო...
5+ ჯორჯიკასგან! უგულისყუროდ და შეუფასებლად როგორ დავტოვებდი თქვენს ნაღვაწს, დედოფალო ნეფერტარო...
5+ ჯორჯიკასგან!
24. აი, მეც მოვედი:)მოკლედ რა გითხრა, ჩემო კარგო, განვმეორდები და ვიტყვი, რომ ძალიან ვისიამოვნე,რომ ძალიან კარგი ნაწარმოებია და წარმატებებს და წინსვლას გისურვებ!მშვენიერი ფსიქოლოგიური პასაჟებია ტექსტში და რაც ყველაზე მთავარია, კითხვისას არ იღლები ყოველთვის მოკლე გეჩვენება და მოუთმენლად ელი მოვლენათა განვითარებას,ასე რომ, ბრავო,ნეფერტარ!555:* აი, მეც მოვედი:)მოკლედ რა გითხრა, ჩემო კარგო, განვმეორდები და ვიტყვი, რომ ძალიან ვისიამოვნე,რომ ძალიან კარგი ნაწარმოებია და წარმატებებს და წინსვლას გისურვებ!მშვენიერი ფსიქოლოგიური პასაჟებია ტექსტში და რაც ყველაზე მთავარია, კითხვისას არ იღლები ყოველთვის მოკლე გეჩვენება და მოუთმენლად ელი მოვლენათა განვითარებას,ასე რომ, ბრავო,ნეფერტარ!555:*
23. გამომრჩენია. უცნაურია :) წინა თავისგან განსხვავებით, რომელიც გზადაგზა დაიხვეწა და შესანიშნავი წასაკითხი გახდა, ეს თავი დღესვე ძალიან საინტერესოდ იკითხება. განსაკუთრებით შემძრა ფრაზამ- მე ჩემი გულიდან დავიბადე! ამ გრძნობის ამ სიტყვებში ჩატევას მარტო დიდი ნიჭი არ ყოფნის მადლობა! გამომრჩენია. უცნაურია :) წინა თავისგან განსხვავებით, რომელიც გზადაგზა დაიხვეწა და შესანიშნავი წასაკითხი გახდა, ეს თავი დღესვე ძალიან საინტერესოდ იკითხება. განსაკუთრებით შემძრა ფრაზამ- მე ჩემი გულიდან დავიბადე! ამ გრძნობის ამ სიტყვებში ჩატევას მარტო დიდი ნიჭი არ ყოფნის მადლობა!
22. გამდლობთ ქალბატონო ციცო, ვთვლი რომ ყველა შენიშვნა მართებულია, ხოდა ახლავე გავასწორებ. მაგარია როცა ადამიანები გეხმარებიან უკეთესი რომ გახდე, რომ შეცდომა არ დაუშვა. მსიამოვნებს კი არა და ბედნიერებაა ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა.
გამდლობთ ქალბატონო ციცო, ვთვლი რომ ყველა შენიშვნა მართებულია, ხოდა ახლავე გავასწორებ. მაგარია როცა ადამიანები გეხმარებიან უკეთესი რომ გახდე, რომ შეცდომა არ დაუშვა. მსიამოვნებს კი არა და ბედნიერებაა ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა.
21. წავიკითხე, ნეფერტარო! :)
რამდენ ხანს ველოდი მომდევნო თავს, შენც ხომ იცი. ახლობლებშიც გვილაპარაკია ამაზე. ძალიან კარგი თავია. განსაკუთრებით მომეწონა ნილლას საკუთარ ტავში ჩაღრმავება, ძალიან კარგად გაქვს დაწერილი. ნაწარმოებში რაც მიყვარს, ადამიანის შინაგანი სამყაროს გახსნაა. ერთი შენიშვნა მაქვს: ამოგდებული მხარი, ნილლას საშუალებას არ მისცემდა ხელი თავისუფლად ემოძრავებინა, კისერთან ამოუვიდოდა მხარი და შეუძლებელია, ამას თვითონვე არ მიმხვდარიყო ბედუინამდე.
სიამოვნებით და მოუთმენლად ველოდები მომდევნო თავს და ზოგადად, წიგნს. ეს ქართულ ლიტერატურაში საინტერესო და ერთადერთი შემთხვევაა (ჩემის მახსოვრობით), სათავგადასავლო ლიტერატურა. მთლიანად, რაც კი ამ რომანში წავიკითხე, ყველა მოვლენის ღრმა ცოდნაა და ძალიან საინტერესოდ დაწერილი.
მთლიანად დამაჯერებელია, ყველა შემთხვევა. :)
რასაკვირველია, მცირე კორექტურა საჭიროა, რასაც ალბათ, ბოლოს გააკეთებ, მაგრამ მინდა გითხრა, დიდი მასალის კორექტურა საკმაოდ მძემე და ძნელი საქმეა :))) ამიტომ კორექტურა ნაწილ-ნაწილ სჯობს. მაგალითად: რამდენიმე და არა რამოდენიმე. ეგ მეც მქონდა ჩემს მოთხრობებში და შეცდომა აღმოჩნდა. :)) ნეფერტარო, მიხარია, რომ გიცნობ. :) უმაღლესი სეფასება. :)
დიდი სიყვარულით, ტენდი. წავიკითხე, ნეფერტარო! :)
რამდენ ხანს ველოდი მომდევნო თავს, შენც ხომ იცი. ახლობლებშიც გვილაპარაკია ამაზე. ძალიან კარგი თავია. განსაკუთრებით მომეწონა ნილლას საკუთარ ტავში ჩაღრმავება, ძალიან კარგად გაქვს დაწერილი. ნაწარმოებში რაც მიყვარს, ადამიანის შინაგანი სამყაროს გახსნაა. ერთი შენიშვნა მაქვს: ამოგდებული მხარი, ნილლას საშუალებას არ მისცემდა ხელი თავისუფლად ემოძრავებინა, კისერთან ამოუვიდოდა მხარი და შეუძლებელია, ამას თვითონვე არ მიმხვდარიყო ბედუინამდე.
სიამოვნებით და მოუთმენლად ველოდები მომდევნო თავს და ზოგადად, წიგნს. ეს ქართულ ლიტერატურაში საინტერესო და ერთადერთი შემთხვევაა (ჩემის მახსოვრობით), სათავგადასავლო ლიტერატურა. მთლიანად, რაც კი ამ რომანში წავიკითხე, ყველა მოვლენის ღრმა ცოდნაა და ძალიან საინტერესოდ დაწერილი.
მთლიანად დამაჯერებელია, ყველა შემთხვევა. :)
რასაკვირველია, მცირე კორექტურა საჭიროა, რასაც ალბათ, ბოლოს გააკეთებ, მაგრამ მინდა გითხრა, დიდი მასალის კორექტურა საკმაოდ მძემე და ძნელი საქმეა :))) ამიტომ კორექტურა ნაწილ-ნაწილ სჯობს. მაგალითად: რამდენიმე და არა რამოდენიმე. ეგ მეც მქონდა ჩემს მოთხრობებში და შეცდომა აღმოჩნდა. :)) ნეფერტარო, მიხარია, რომ გიცნობ. :) უმაღლესი სეფასება. :)
დიდი სიყვარულით, ტენდი.
20. შეყვარებული ბედუინის სიტყვებს მოყოლილი სითბოც კი ვიგრძენი... რა ვთქვა მეტი... ჩემი უმაღლესი შეფასება ნაწერს და თბილი მოკითხვა ავტორს:** შეყვარებული ბედუინის სიტყვებს მოყოლილი სითბოც კი ვიგრძენი... რა ვთქვა მეტი... ჩემი უმაღლესი შეფასება ნაწერს და თბილი მოკითხვა ავტორს:**
19. ძალიან კარგი ხარ, ნეფერტარ! ეპიგრაფიც ეს უფრო უხდება. მადლობა, ასე ლაღად რომ მოგაქვს სათქმელი. ძალიან კარგი ხარ, ნეფერტარ! ეპიგრაფიც ეს უფრო უხდება. მადლობა, ასე ლაღად რომ მოგაქვს სათქმელი.
18. წავიკითხე კი არა ... იქ ვიყავი, გვერდით ვეჯექი ალ კაბირს და ისე ვუსმენდი... ნილნას ტკივილიც კი ვიგრძენი თითქოს და გამიხარდა მის ადგილას მე რომ არ ვიყავი...
პ.ს ეს ნაწარმოები გახდა ჩემი მოთხრობის "ქარავანს მოყოლილი ამბების" დაწერის საფუძველი და ამ თავში ბევრი საერთოც კი დავინახე, უდაბნოსთვის საერთო ალბათ :)) წავიკითხე კი არა ... იქ ვიყავი, გვერდით ვეჯექი ალ კაბირს და ისე ვუსმენდი... ნილნას ტკივილიც კი ვიგრძენი თითქოს და გამიხარდა მის ადგილას მე რომ არ ვიყავი...
პ.ს ეს ნაწარმოები გახდა ჩემი მოთხრობის "ქარავანს მოყოლილი ამბების" დაწერის საფუძველი და ამ თავში ბევრი საერთოც კი დავინახე, უდაბნოსთვის საერთო ალბათ :))
17. სამწუხაროდ ეს ნაწარმოები თავიდან არ წამიკითხავს, რადგან საიტზე მე რომ ,,აღმოვცისკრდი" დაბეჭვდა დაწყებული გქონდათ. პატივისცემის ნიშნად შეგეხმიანეთ. სამწუხაროდ ეს ნაწარმოები თავიდან არ წამიკითხავს, რადგან საიტზე მე რომ ,,აღმოვცისკრდი" დაბეჭვდა დაწყებული გქონდათ. პატივისცემის ნიშნად შეგეხმიანეთ.
16. ჩემო ძვირფასო მკითხველებო, თქვენი ყველა შენიშვნა მიღებულია, ახალი თავის დაგვიანებაზე განსაკუთრებით. მაგდალენა-ბეი გავიზიარე თქვენი შენიშვნა და ეპიგრაფი შევცვალე. ჩემო ძვირფასო მკითხველებო, თქვენი ყველა შენიშვნა მიღებულია, ახალი თავის დაგვიანებაზე განსაკუთრებით. მაგდალენა-ბეი გავიზიარე თქვენი შენიშვნა და ეპიგრაფი შევცვალე.
15. ნიზკი ვამ მოი პაკლონ ვაშა ვისოჩესტვა !!! ნიზკი ვამ მოი პაკლონ ვაშა ვისოჩესტვა !!!
14. ეს გუშინვე წავიკითხე, თუმცა კომენტარი ვერ დავტოვე. უბრალოდ ლუს დიდი სიყვარული და პატივისცემა ავტორს და ნაწარმოებს) +5 ეს გუშინვე წავიკითხე, თუმცა კომენტარი ვერ დავტოვე. უბრალოდ ლუს დიდი სიყვარული და პატივისცემა ავტორს და ნაწარმოებს) +5
13. მართლაც, ძალიან ზუსტადაა ტკივილის შეგრძნება აღწერილი. ეს არ არის მხოლოდ ფიზიკური ტკივილის გამოხატვა. ეს ისაა, რაც უფრო ღრმად აწუხებს(მე ასე აღვიქვი).
ძლიერი თავია და თუ ავტორი არ გამინაწყენდება, უკეთესი ეპიგრაფი შეეფერება.
დიდი სიყვარულით... მართლაც, ძალიან ზუსტადაა ტკივილის შეგრძნება აღწერილი. ეს არ არის მხოლოდ ფიზიკური ტკივილის გამოხატვა. ეს ისაა, რაც უფრო ღრმად აწუხებს(მე ასე აღვიქვი).
ძლიერი თავია და თუ ავტორი არ გამინაწყენდება, უკეთესი ეპიგრაფი შეეფერება.
დიდი სიყვარულით...
12. " განა საოცარი არ არის? - თუ ვერ ერევი მაშინ აპატიე... ოღონდ უძლურებასა და მრისხანებაში ერთდროულად ნუ დარჩები... ამ დოქტრინას უფრო ძლიერი მხარეც აქვს. სამართლიანად განრისხებული და ძალაუფლების მქონე ადამიანის მიერ - მტრის მოკვლისგან თავის შეკავება უფრო ძნელია - ვიდრე სუსტი და უუნარო კაცის მიერ ვინმეს მოკვლის გაბედვა. თქვენი რელიგია აქაც ძლიერია, რადგან არა მხოლოდ მტრის პატიებას ქადაგებს, არამედ მის შეყვარებასაც"
რა დიდებულად არის ნათქვამი!
ყოველი მომდევნო ნაწილის წაკითხვისას , შეგრძნება ისეთი მაქვს, თითქოს წიგნს ვკითხულობ , ყველა პერსონაჟს ვიცნობ და არც გარემოა უცხო,
" განა საოცარი არ არის? - თუ ვერ ერევი მაშინ აპატიე... ოღონდ უძლურებასა და მრისხანებაში ერთდროულად ნუ დარჩები... ამ დოქტრინას უფრო ძლიერი მხარეც აქვს. სამართლიანად განრისხებული და ძალაუფლების მქონე ადამიანის მიერ - მტრის მოკვლისგან თავის შეკავება უფრო ძნელია - ვიდრე სუსტი და უუნარო კაცის მიერ ვინმეს მოკვლის გაბედვა. თქვენი რელიგია აქაც ძლიერია, რადგან არა მხოლოდ მტრის პატიებას ქადაგებს, არამედ მის შეყვარებასაც"
რა დიდებულად არის ნათქვამი!
ყოველი მომდევნო ნაწილის წაკითხვისას , შეგრძნება ისეთი მაქვს, თითქოს წიგნს ვკითხულობ , ყველა პერსონაჟს ვიცნობ და არც გარემოა უცხო,
11. საიუბილეო თავი ყოფილა -XX :)
ერთი თვეზე მეტი არ გასულა, რაც ნილნა უდაბნოშია? საუკუნედ მეჩვენა და...
ეს ფსიქოლოგიური პასაჟებით ყველაზე მეტად დატვირთული თავია.
ტკივილის შეგრძნება და აღწერა იყო სასწაული!
საიუბილეო თავი ყოფილა -XX :)
ერთი თვეზე მეტი არ გასულა, რაც ნილნა უდაბნოშია? საუკუნედ მეჩვენა და...
ეს ფსიქოლოგიური პასაჟებით ყველაზე მეტად დატვირთული თავია.
ტკივილის შეგრძნება და აღწერა იყო სასწაული!
10. ყოველთვის, როცა ვკითხულობ, ჟრუანტელი მივლის და განვიცდი იმას, რასაც პერსონაჟები განიცდიან. ძალიან, ძალიან კარგია. იმედი მაქვს ამხელა პაუზა არ იქნება შემდეგში. +5 ) ყოველთვის, როცა ვკითხულობ, ჟრუანტელი მივლის და განვიცდი იმას, რასაც პერსონაჟები განიცდიან. ძალიან, ძალიან კარგია. იმედი მაქვს ამხელა პაუზა არ იქნება შემდეგში. +5 )
9. როგორც იქნა! რა კარგი ვინმეა ეს ბედუინი, მგონი მეც შემიყვარდა. :) იმედია მომდევნო თავამდეც ამდენ ხანს არ გვალოდინებთ... როგორც იქნა! რა კარგი ვინმეა ეს ბედუინი, მგონი მეც შემიყვარდა. :) იმედია მომდევნო თავამდეც ამდენ ხანს არ გვალოდინებთ...
8. ნეფერტარ ;) ეს თავიც თავის სახლშია :) შეუერთდა სხვა დანარჩენ ცხრამეტს :)) ნეფერტარ ;) ეს თავიც თავის სახლშია :) შეუერთდა სხვა დანარჩენ ცხრამეტს :))
7. მადლობა ჰა-რა-ლე. შენიშვნა გაზიარებულია და შესწორება შეტანილია. მინდა სულ საქმეში დარჩეთ. :)) მადლობა ჰა-რა-ლე. შენიშვნა გაზიარებულია და შესწორება შეტანილია. მინდა სულ საქმეში დარჩეთ. :))
6. გარედან ვკითხულობდი. მშვენიერია! 5! რადგან დრომადერი სქოლიოში ჩამოიტანეთ, ბარემ მიუთითეთ ერთკუზიანი. ეს ისე, უბრალოდ( საქმეში ვარ, რა.:) ) გარედან ვკითხულობდი. მშვენიერია! 5! რადგან დრომადერი სქოლიოში ჩამოიტანეთ, ბარემ მიუთითეთ ერთკუზიანი. ეს ისე, უბრალოდ( საქმეში ვარ, რა.:) )
5. შესანიშნავია, უმშვენიერესი შედარებებით, პოეტს რომ შეშურდება ისეთით. :) ++ შესანიშნავია, უმშვენიერესი შედარებებით, პოეტს რომ შეშურდება ისეთით. :) ++
4. ძალიან ვისიამოვნე,თუმცა ერთმანეთს ვერ ვაკავშირებ ხოლმე, იმდენად დიდი დრო გადის .... ასეთი საინტერესო თხრობა უიშვიათესიააა წარმატებები და წერის სურვილი არ მოგიშალოს ღმერთმა ძალიან ვისიამოვნე,თუმცა ერთმანეთს ვერ ვაკავშირებ ხოლმე, იმდენად დიდი დრო გადის .... ასეთი საინტერესო თხრობა უიშვიათესიააა წარმატებები და წერის სურვილი არ მოგიშალოს ღმერთმა
3. +++++++++++++++++გარედან წავიკითხე, მაგრამ ჩემი პლიუსების გარეშე მაინც ვერ დავტოვე. მოგიკითხე.:) +++++++++++++++++გარედან წავიკითხე, მაგრამ ჩემი პლიუსების გარეშე მაინც ვერ დავტოვე. მოგიკითხე.:)
2. ვაჰ, ქალბატონო ნანა, როგორ ახერხებთ რომ ჯერ ყველას დაასწრებთ ხოლმე კომენტარს, მერე არავისი სიახლე არ გაგეპარებათ და თანაც წერის სურვილს უღვივებთ ყველას. რა საოცარი ადამიანი ხართ... ვაჰ, ქალბატონო ნანა, როგორ ახერხებთ რომ ჯერ ყველას დაასწრებთ ხოლმე კომენტარს, მერე არავისი სიახლე არ გაგეპარებათ და თანაც წერის სურვილს უღვივებთ ყველას. რა საოცარი ადამიანი ხართ...
1. მადლობა შენ ამხელა სიამოვნებისთვის ნეფერტარ,,,:-* ყველაფერით სავსეა ნაწერი,გარეგანი მხატვრულოთ და შინაგანი სიღრმეებით..,ზომიერად მისტიურიც ... 5555555 მადლობა შენ ამხელა სიამოვნებისთვის ნეფერტარ,,,:-* ყველაფერით სავსეა ნაწერი,გარეგანი მხატვრულოთ და შინაგანი სიღრმეებით..,ზომიერად მისტიურიც ... 5555555
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|