 | ავტორი: დონკიხოტი ჟანრი: პოეზია 12 სექტემბერი, 2013 |
მყრალი ამინდია, - ასეც გეგონება: დგანან ხეები, ვით ჩონჩხის დემონები. თვალებს ეფეთება მრავალფეროვნება, როგორც უკვდავების ჟღალი ფენომენი.
ვიცი, ქალაქგარეთ, სხვა რომს მიშენებენ... მყრალი ამინდია და შენ მაგონდები: შენი თვალებია შავი - გიშერებზე, სავსე ვარსკვლავებით, სავსე შთაგონებით...
ახლა რომ მხედავდე, მკვდარი გეგონები, იქნებ დაფრთხე კიდეც - ამინდს გადამკიდე... დგანან ხეები, ვით ჩონჩხის დემონები: მათში შეგეშლები, რომ არ დამაკვირდე.
ნეტავ რას შრომობენ ყოფის მშენებლები?.. ნეტავ უშენობის სახლს არ მიშენებდნენ... მრავალფეროვნება - ნუთუ ებევრები ჩემთვის, როგორც ზეცა: შავი - გიშერებზე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|