ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტიტე
ჟანრი: პოეზია
13 სექტემბერი, 2013


კონტრასტული ტრიოლეტი


ვიყავი მარტო, როგორც მეფის გარეშე ტახტი,
ტანზე მეფარა შემოდგომის ჭრელი ხალიჩა,
ყველა გაზაფხულს, ყველა ზაფხულს მე გადავახტი;
ვიყავი მარტო, როგორც მეფის გარეშე ტახტი.
ყველა ტკივილის ტანსაცმელს მე გაცმევ და თან გხდი,
მაქვს უშენობა, მაგრამ ხომ მაქვს „Ain't Mad At Cha“ *
ვიყავი მარტო, როგორც მეფის გარეშე ტახტი,
ტანზე მეფარა შემოდგომის ჭრელი ხალიჩა.





* I Ain't Mad At Cha - ამერიკული სლენგი; თარგმანით ნიშნავს "მე არ ვარ ნაწყენი შენზე"

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები