ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაია დიაკონიძე
ჟანრი: პოეზია
4 ოქტომბერი, 2013


მაგ საცრისხელა თვალებით...

მაგ საცრისხელა თვალებით,
სევდა გიმძიმებს ქუთუთოს,
ღმერთს რატომ არ სთხოვ შველასა,
არაგვმა მაღლა იდინოს...
ქორფა ბალახით აავსოს
ჭალა, ხევი და ღილკილო
ჩახსნას მიწასა, რომ წყალმა
დედის ცრემლებით იტიროს,
რომ აყვავილდეს მიდამო,
ყანამ მოისხას თავთავი,
ზამთრისთვის კაცის მზადებას
წინ არ ხვდებოდეს ავდარი.
მაგ საცრისხელა თვალებით
როდემდე უნდა მიცქირო,
მე მხოლოდ ძე ვარ ადამის,
უძლურმა უნდა ვიტირო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები