ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანგო
ჟანრი: პოეზია
31 ოქტომბერი, 2013


მზეს უყვარხარ

გაიბუტა დედამიწა, მზეს ზურგი შეაქცია,
ალბათ მიხვდით მიზეზსაც სხვასაც ათბობს მის გარდა.

-კარგი, გეყო, დამშვიდდი ხომ იცი რომ მიყვარხარ?!
შემომხედე იმ გულში, სამუდამოდ რომ გწამდა!

მე სხვას არ ვტრფობ გაიგე, გულით მხოლოდ შენი ვარ,
ზოგს ვწვავ ცეცხლით დამწველი, ზოგს კი ვყინავ არ ვათბობ.

სხვისთვის მხოლოდ ვკაშკაშებ, სხვისთვის არ ცემს ეს გული,
მე დაგარქვი სიცოცხლე, მარტო სიტყვებს არ ვამობ.

მხოლოდ შენგან მჭირდება მე, სიყვარულის ნაყოფი,
შენგან მინდა შვილები, შემობრუნდი მაკოცე!...

ოდითგანვე მიყვარხარ, დღიდან შენი გაჩენის,
გეფიცები მიყვარხარ, შენი მზერით მაცოცხლებ!

შემობრუნდა, გაუღიმა, ცვარი ცრემლი გაიშრო ,
მეც მიყვარხარ, მიყვარხარ, სიყვარულით მაოცებ...

-არ მოკვდები, იცოცხლებ, შენ სიცოცხლის სუნთქვა ხარ,
დამიჯერე ჩემო გოგო, ერთადერთ მზეს უყვარხარ!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს