ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიჩელი
ჟანრი: პოეზია
3 ნოემბერი, 2013


* * *


ბედს ნუ ჩათვლი თავდებად,ღვთის წყალობას თუ ელი.სავალალოდ თავდება
ცხოვრებასთან დუელი.

დრო დროს ვეღარ მიება
და ქრის თავის ნებაზე
აწმყო- შურისძიება
წარსულის ოცნებაზე.

დავიწყების მსახვრელი
ხელი- მკვლელი ხსოვნების.
თავს მახსენებს ნაღველი
ვერ შემდგარი ცხოვრების.
განუცდელი ტრფიალის,
გაუქმებულ  მიზნების,
შეუსმელი ფიალის,
აუხდენელ სიზმრების.

შეცნობილი ტკივილის
ჟამი დამრჩა მცირედი.
არ დააცდენს სიკვდილი-
იდუმალი იმედი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს