ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიჩელი
ჟანრი: პოეზია
6 ნოემბერი, 2013


სონეტი ნ...ს


      სონეტი ნ...ს
    „მუზარადიან შენს ქმარს შემოვხვდი,
    თავი შუაზე გადამიჩეხა.”

      გიორგი ლეონიძე



რაინდის ბოლო სიკვდილია გარდაუვალი,
გონიერება ვეღარ ჯაბნის  გრძნობის სიფიცხეს.
ო, იმ საღამოს ნაზი რხევა თქვენი ვუალის
და იმ მარაოს მოძრაობა ვერ დავივიწყე.

სასახლის ბაღში შევიპარე მე ფეხაკრეფით,
მყის სილამაზემ დაიმონა გული ულმობლად,
თქვენმა ვარდებმა შემატყუეს თავი საკრეფად,
ო, მომიტევეთ, ქალბატონო, ეს ორგულობა!

კოშკის სარკმლიდან დავარდნილი ციდა ფურცელი
ვაგლახ,  ჩავთვალე დამჭკნარ ფოთლად, მსხვერპლად ქარისა!
და როცა ფოთოლთ მისტერიას კრძალვით ვუცქერდი,
გვიან დავლანდე მუზარადი თქვენი ქმარისა...

ვწევარ მიწაზე, ის ფოთლები მექცა სამარად,
ვერ დაცემული სატრფოს ერთი ცრემლის ამარა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს